იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "პარტენოპეის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.

ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო:

"რატომ?! ეს რა ჯანდაბაა?!", - ამბობდა ვიქტორი, რომელმაც მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

ტოსკანელი მენეჯერის თემა ამით არ ამოწურულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მას მომავალზე დაეკითხნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეთანხმებით, ჯერჯერობით ის არ ხმაურდება.

ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

ამ კომენტარის შემდეგ მსოფლიო სპორტულ პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.

დავით 67
ასეთი ამბების შემდეგ უკვე ნათელია რომ მომავალ წელს ნაპოლი ხუთეულშიც ვერ მოხვდება. არა ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში. ზოგადად ხვიჩას წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, ეხლა ვხვდები რომ უნდა წავიდეს ნაპოლიდან თუ ექნება შემოთავაზებები. ფაქტია რომ ჩემპიონობამ ბევრს აურია ტვინი მანდ. ყველას ბევრი ფული მოუნდათ.თამაშის ხარისხი კი დაეცა
ჟორა
ოსიმენი კვარას გარეშე კი არა კვარასთანაც არაფერი ფეხბურთელია. მაგ 23 ბურთიდან 3-4 თუ იქნება "ტრუდავოი", ანუ თვითონ რომ შექმნა, მეკარისგან მოგერიებული ბურთის გატანას ბევრი არაფერი უნდა. კვარას კი იოლი ბურთი არც ერთი არ ჰქონია და დამატების 10 ბურთი სხვას გაატანინა.
gio
სხვა მწვრთნელი მასეთი საქციელის გამო დასჯიდა
გიორგი
ოსი კვარას გარეშე არაფერია. გადავა პსჟში და მიხვდება!
სოსო
გრანდები სეზონს ნორმალურ ფორმაში შეხვდნენ,მაგრამ მათი ფეხბურთელები,მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერეს ნაკრებებში თამაშობენ და მათმა მსოფლიოს ჩემპიონაზე თამაშმა და იქ მიღებულმა ტრავმებმა თუ ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა გადაღლამ,პირველობის დამთავრების შემდეგ,მათი ფორმიდან ამოვარდნა განაპირობა.ამან,რა თქმა უნდა კლუბების ფორმაზეც იმოქმედა და სწორედ ამ პერიოდში გაზარდა ნაპოლიმ უპირატესობა.მერე და მერე,მათ დაიბრუნეს ფორმა და ნაპოლი გადაიღალა,მაგრამ დაგროვილმა უპირატესობამ,სკუდეტო ვადამდე მოაპოვებინათ,ლიგაზე კი,უკვე ფორმის პიკიდან ამოვარდნილებმა,მარცხი განიცადეს. პ.ს.რა თქმა უნდა ნაპოლის ფეხბურთელებიც იყვნენ მსოფლიოზე,მაგრამ ცოტანი და არა ფავორიტ ნაკრებებში.მათ გაცილებით ნაკლები დატვირთვა მოუწიათ, დასვენებაც მოასწრეს და სწორედ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააკეთეს სპურტი,რომლის შემდეგ,სხვებმა სკუდეტოზე ფიქრს თავი გაანებეს და ევროთასებზე გადაიტანეს აქცენტი.მთლიანად იტალიური კლუბების საევროთასო წარმატებებიც სწორედ იმან განაპირობა,რომ იტალიის ნაკრები,მსოფლიოს პირველობაზე ვერ მოხვდა და ადგილობრივი,იტალიელი ფეხბურთელები,შელახული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას,სწორედ იქ შეეცადნენ.
სოსო
ჩემპიონატში 25 გოლი თუ გაიტანა,ოსიმენი დამატებით ბონუსს მიიღებს,კონტრაქტის მიხედვით.სწორედ ამ ბონუსისათვის იბრძვის და არ უნდოდა,მოედნის დატოვება.ინტერი გაძლებაზე იყო და იმედი ჰქონდა,გოლის გატანის.
dato
არ ვიცი რა იქნება მომავალ სეზონში რადგან კიმს ყიდის თუ მისი დონის არ იყიდა ნაპოლის დაცვა არაფერი იქნება ოსის კი უკვე პსჟ უტრიალებს თავში .
Ttt
Osimens tavshi auvarda bolo tamashebia ras tamashobs tviton ar icis. Egre araa me golebi minda da sul me unda vitamashoo. Xvichas rom eg eqna daalpobdnen zamenaze. Osimeni sezonis dasawyisidan mxolod tavis tavze tamashobs da ara gundze. Es faqtia.
ქუთაისელი
ეტყობა დე ლაურენტისმა ნახა სპორტალ.ჯიზე კომენტარები, სადაც ეწერა რო კვარა სპალეტის ხელში მეტს ვერ განვითარდებაო და ათავისუფლებს ლუჩიანო ბიძიას. :დ

ესე რომ კვარაცხელია მოქცეულიყო იტალიაში ერთ ამბავს ატეხავდნენ!!!!!
მახო
პალიკოს შეცვლის რეალური კანდიდატი ყოფილა (როგორც კონფიდენციალურად შევიტყვე) ბატონი ჯონდი ბაღათურია. დინოს უთქვამს, ყველაზე მეტად პალიკოს ჯონდი ჰგავსო და სვხა არავინ მინდოა.
Gomako
ოსიკომ ძაან აურია,ვგონებ უკვე პსჟ-შია გონებით
123
საიდან მოდის ეს აზრი რომ იტალიური გრანდები ცუდ ფორმაში იყვნენ წელს? ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე ყველგან იტალიური გუნდი არის ფინალში
Ioseb
შემდეგი თამაშში ზამენაზე უნდა დააყენოს ამას თუ არ იზავს მის რეპუტაციაზე აისახება
რეზო
უზრდელია და დასასჯელი. თავში უვარდებათ ა ფეხბურთელებს. ყველა მილიონერია და ასე იქცევიან. რა უფლება გაქვს ხელი ჰკრა უფროს კაცს, კაცს რომელმაც კაცად გაქცია? ამპარტავნებას საზღვარი არა აქვს. ამიტომაა რაგბი გამორჩეული სპორტი. ხელს აუქნევ და " დავაი დასვიდანია", თუ მანამდე თავ=ყბა არ დაგალეწეს))
ენძო
არ ვიცი მართლა უნდა სპალეტის გუნდიდან წასვლა,თუმცა თუ გავითვალისწინებთ ,რომ როგორც წიწა სეზონში ისე ეხლაც გუნდმა ბოლოსკენ საგრძნობლად მოუკლო და ძალიან გაუმართლა რომ გრანდები სეზონს ცუდ ფორმაში შეხვდნენ,ვფიქრობ ამბიცია მომატებული პრეზიდენტი მის შეცვლაზე იფიქრებს.
ზ7
სპალეტის წასვლა შეიძლება წაადგეს ხვიჩას. ახალმა მწვრთნელმა იქნებ მეტი თავისუფლება მისცეს და კუთხურის ალამს არ მიაჯაჭვოს სპალეტივით.
ლაშა
ხუან ჟეზუსს ბრაზილიის ნაკრებში არც კი იძახებენ ცნობისათვის...
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
კაცს ორი გოლი აკლდება მორიგ ბონუსამდე და გაუბრაზდებოდა, აბა რას იზამდა:-)))
გოგა
ოსიმენი მართლა შესაცვლელი იყო, აი კიმი, რო გაიყვანა კინაღამ დაისაჯნენ მაგის გამო
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?