ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რამდენიმე დიადი მოთამაშის დამყარებული რეკორდი, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერავინ დაამხობს
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რამდენიმე დიად მოთამაშეს აქვს დამყარებული რეკორდი, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერავინ დაამხობს. აი, რამდენიმე მათგანი:

უეინ გრეტცკი

1983-84 წლების სეზონში უეინ გრეტცკის ფანტასტიკური შედეგი ჰქონდა - ის ზედიზედ 51 მატჩის განმავლობაში ქულის გარეშე არ ტოვებდა მოედანს! უფრო მეტიც, ამ პერიოდში "უდიადესმა" 153 ქულა დააგროვა, ანუ საშუალოდ მატჩში 3 ქულას იხვეჭდა. ამ რეკორდთან ყველაზე ახლოს მარიო ლემიე მივიდა, რომელიც ზედიზედ 46 შეხვედრაში აგროვებდა მინიმუმ ქულას. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარიოს პროგრესში ხელი ტრავმებმა შეუშალეს.

საინტერესოა, რომ ამ ნომინაციაში მესამე ადგილი დაიკავა მატს სუნდინმა, რომელიც ზედიზედ 30 მატჩი ქულის გარეშე არ ტოვებდა მოედანს. ეს 1992-93 წლების სეზონში მოხდა და ოცი წელი ამ შედეგს ვერავინ უახლოვდებოდა, მხოლოდ შარშანდელ რეგულარულში მოახერხა "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ ზედიზედ 25 მატჩში ქულის აღება.

ტეემუ სელიანე

ერთ სეზონში დებიუტანტებს შორის ყველაზე მეტის გოლის ავტორი გახლავთ ბრწყინვალე ფინელი ფორვარდი ტეემუ სელიანე - NHL-ში თავის სადებიუტო სეზონში მან 76-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, ჯამში კი 132 ქულა დააგროვა. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, მარიო ლემიეს მონაგარი (160 ქულა), მაგრამ დებიუტანტისთვის ეს ფენომენალური შედეგი იყო. უფრო მეტიც, მაშინ ტეემუ რუს ალექსანდრ მოგილნისთან ერთად სეზონის საუკეთესო სნაიპერი გახდა.

რა თქმა უნდა, საუკეთესო ახალბედას პრიზი სწორედ ფინელმა ვუნდერკინდმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველი დებიუტანტი, ვინც ერთ ჩემპიონატში 50 ან მეტი გოლი გაიტანა, "ნიუ იორკ აილენდერსის" ლეგენდა მაიკ ბოსი იყო - 53 გოლი 1977-78 წლების სეზონში.

გორდი ჰოუ

ეს მართლაც დაუჯერებელი რეკორდია და რთული წარმოსადგენია, ოდესმე მისი გაუმჯობესება ვინმემ შეძლოს. კერძოდ, "დეტროიტის" ლეგენდარული თავდამსხმელი გორდი ჰოუ ზედიზედ 20 სეზონის განმავლობაში ჩემპიონატის საუკეთესო ხუთ ბომბარდირს შორის ხვდებოდა. ეს უნიკალური სერია მაშინ დაიწყო, როცა 21 წლის ასაკში 1949-50 წლების სეზონში აიღო სტარტი და დასრულდა 1969-70 წლების ჩემპიონატში, რომელშიც ჰოუმ 71 ქულა დააგროვა.

დღემდე ჰოუის რეკორდთან ახლოს არავინ მისულა. დიადი გრეტცკის ანალოგიური სერია 13 სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა.

გლენ ჰოლი

"დეტროიტის" მეკარე გლენ ჰოლი 1955-56 წლების სეზონში გახდა კლუბის ძირითადი გოლკიპერი და იმ ჩემპიონატში შეუცვლელად ჩაატარა ზედიზედ 70 მატჩი. იგივე გააკეთა შემდეგ ჩემპიონატში, მომდევნოშიც, როცა "ჩიკაგოში" გადაბარგდა.

სულ ჰოლმა შვიდი სეზონის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა და მხოლოდ 1962 წელს მოუწია ზურგის ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე დარჩენა. ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობამ 502-ს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს სეზონში უფრო მეტი მატჩი იმართება და თანამედროვე ჰოკეი მეტ დატვირთვებს მოითხოვს, ჰოლის რეკორდი შეიძლება "სამუდამოდ" ჩავთვალოთ.

ბობი ორი

მიჩნეულია, რომ სწორედ ბობი ორმა შემოიტანა ჰოკეიში მცნება - შეტევითი ტიპის მცველი. ორი ერთადერთი მცველია ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში ასზე მეტი შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო - 102 პასი 1970-71 წლების სეზონში. იმავე ჩემპიონატში ბობიმ რეკორდი დაამყარა სარგებლიანობის მაჩვენებლით, რომელმაც "პლუს 124" შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ამ რეიტინგში არ ითვალისწინებენ გოლებს რიცხობრივი უპირატესობის დროს, შესაბამისად, ორი საოცრად სასარგებლო იყო თანაბარი შემადგენლობებისას და რიცხობრივი უმცირესობის დროს.

ამ რეკორდის შემდეგ ბობი ორის მაჩვენებელს მხოლოდ "მონრეალის" მცველი ლარი რობინსონი მიუახლოვდა, რომელმაც "პლუს 120" დააფიქსირა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა "დეტროიტის" რუს მცველს ვლადიმერ კონსტანტინოვს - "პლუს 60".

თანამედროვე ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნევა "ვაშინგტონის" მცველი ჯეფ შულცი, რომელმაც 2009-10 წლების სეზონში ამ რეიტინგში "პლუს 50" აჩვენა. გასული სეზონის ლიდერი გახდა "ბოსტონის" მცველი ზდენო ხარა - "პლუს 33".

ამ რეიტინგში ანტირეკორდსმენია იმავე "ვაშინგტონის" მცველი ბილ მიკელსონი, რომელმაც 1974-75 წლების სეზონში 59 მატჩში "მინუს 82" დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე ყოფნის დროს დედაქალაქურმა კლუბმა 82 გოლი გაუშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს