ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთსა და ტელეეკრანებთან მასობრივად დააბრუნა - "კვარას" მაისურით უამრავ ბავშვს ნახავ, რომელთაც ქართველი გმირი ჰყავთ; ვეტერანებს ძველი თბილისის "დინამოს" ემოციები გაუღვივდათ... ამ ფონზე ნერვიულობამაც იმატა, რადგან ქართველ გარემარბს შედეგიანი მოქმედება (გოლი, პასი) 19 მარტის შემდეგ არ ჰქონია. ფაქტია, ჩვენებური სეზონის ბოლოს საერთო ასპექტით ისე ვეღარ გამოიყურება, როგორც თუნდაც იანვრიდან მარტამდე მოყოლებული, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ახსნადია...

ბოლო მატჩი

ჯერ, ტრადიციულად, უკანასკნელი შეხვედრა განვიხილოთ ("ინტერთან" 3:1). როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტის გუნდი უფრო მოტივირებული ჩანდა, ვიდრე ბოლო მატჩებში და მთავარი მიზანი შეასრულეს - სეზონში ცხრამეტივე მეტოქე დამარცხებულია!.. მილანელთა მხრიდან ის ვნახეთ, რასაც "ნაპოლის" წინააღმდეგ შევეჩვიეთ - დაცვის მისადგომების ზედმიწევნით გაძლიერება, მეტოქის შეტევის ხაზის მაქსიმალურად ზემოთ ამოწევა და საკუთარი შანსების კონტრშეტევაზე ნახვა. არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, "ინტერი" კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყო, ასე კი სიმონე ინძაგის გუნდმა საწადელს, თანაც გადახალისებული შემადგენლობით, ვერ მიაღწია.

კვარაცხელიას განსხვავებული ტაიმები ჰქონდა. თუკი საწყის 45 წუთში პრესინგზე ნაკლებად აქტიური იყო, მეორე ნახევარში უფრო აგრესიული და შეტევაში აქტიური ვნახეთ. ხვიჩას მთავარი მოწინააღმდეგე 23 წლის ბელანოვა იყო, რომელიც სასტარტოს მოთამაშე არაა. მას ჩვენებური რამდენჯერმე ოსტატურად გასცდა და "თამაშს გარეთ" დატოვა, თუმცა მეურვე სისწრაფის ხარჯზე პოზიციების დაბრუნებას მაინც ახერხებდა (ვეტერანი დ'ამბროზიოც აზღვევდა). სულ ვუთითებთ, რომ ფიზიკური გაძლიერების მიუხედავად, "კვარადონა" სისწრაფეს ინარჩუნებს, თუმცა ეს ზღვარი სადღაც მაინც გადის და ამ კომპონენტით გამორჩეულ მცველებთან (მით უმეტეს, ხვიჩა პრემიერლიგაში თუ ითამაშებს) ბურთთან ერთად აჩქარების უპირატესობის შენარჩუნება უნდა მოხდეს. დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან იტალიის ჩემპიონებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ, რომელიც 77-ე ნომრის დადებით მხარეებს შეტევით ასპექტებში განსხვავებულად გამოიყენებს.

ლუჩანოს ფორმაციაში გარემარბები კარისგან საკმაოდ შორს და გვერდით ხაზთან ახლოს მოქმედებენ. ქართველი ფეხბურთელი შედეგიანობას ამ ვითარებაშიც ახერხებდა, "ინტერთან" კი მისი ცენტრისკენ შესვლა და დარტყმა (რაც ბოლო დროს იშვიათად ხდება) გოლით არ დასრულდა. ხვიჩამ ორივე შემთხვევაში სივრცე ძალიან კარგად გაითავისუფლა, დასარტყმელად იდეალური დროც მოძებნა, ცუდადაც არ დაურტყამს, ონანა კი ძლიერი მეკარეა, თანაც ასე ჩანდა, ის ზუსტად გრძნობდა, "კვარას" ბურთისთვის რა მიმართულება უნდა განესაზღვრა. კვარაცხელია მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია და იმ ფონზე, როცა მთელი სერია "ა" მისი შესწავლითა და შესაბამისი ზომების მიღებითაა დაკავებული, დარწმუნებული ვართ, მას მომავალ სეზონში კიდევ უფრო მრავალფეროვანი არსენალით ვიხილავთ. მარცხენა გარემარბს ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, ისე კი შედეგიანობა ისედაც მკვეთრადაა გაზრდილი, რუსეთის პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი 4 გოლი იყო.

გაუქმებული გოლის დროს ვნახეთ ეპიზოდი, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენებურში პასის კულტურა რა მაგრად ზის - როცა ზელინსკის ცოტათი გაუგებარი მოქმედებების შემდეგ ქართველმა შემტევმა სიმეონე მოძებნა, გოლი კი პოლონელის დაჯარიმების გამო გაუქმდა. რაც გვაკლია, ქართულ-ნიგერიული დუეტის გოლით დასრულებაა და ხვიჩამ ვიქტორი ბოლო მატჩშიც რამდენჯერმე ძალიან დროულად, ზუსტად და მახვილგონივრულად შეიმჩნია. ეს ის შემთხვევა არ ყოფილა, როცა პასის გაცემის მომენტი მოწინააღმდეგეებმა გაშიფრეს, თუმცა გაძლიერებული მეურვეობის პირობებში ოსიმენს ბურთის სათანადოდ მოხელთება და კარის აღება გაუჭირდა.

და ზოგადად...

ფეხბურთი გუნდური სახეობაა და ინდივიდუალიზმზე რაც უნდა ვისაუბროთ, მას ერთიანი ფაქტორები განაპირობებს. აპრილიდან მოყოლებული, ნეაპოლელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. როცა გუნდი მეტოქის პრესინგზე ამოყვანას ვერ ახერხებს, შეტევაში გადასასვლელად სისწრაფეები და შემოქმედება აკლია, განაღდებული ტიტულის გამო შემართების დეფიციტი და გადაღლილობის ფაქტორი თავს იჩენს. ასეთ დროს კვარაცხელიას შედეგიანობამაც დაიკლო. ამის მიუხედავად, როცა დიდი ხარ და კიდევ უფრო მეტი გსურს, მიზეზები მაინც საკუთარ თავშიც უნდა ეძებო და ის განავითარო, რასაც "კვარასგან" ვხედავთ კიდეც. სირთულე მისთვის ახალი გამოწვევაა!..

ადგილობრივი პუბლიკა ბოლო დროის ამბებით უკმაყოფილო იყო და მათი ამ ემოციების გადაფარვა თუ ვინმეს შეუძლია, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა - მუდმივად გამწვავებაზე, არაორდინარულ ქმედებასა და თვალწარმტაც სანახაობაზე მოფიქრალი და მისი შემქმნელიც. ხვიჩას მიმართ მოთხოვნაც გაზრდილია, მისგან სულ გაოცებას ითხოვენ და ამასობაში, გადაღლილი სეზონის ფინიშზეა, რომელმაც რეალურად, ტრავმის გარეშე (მხოლოდ ბანერზე მიჯახების გამო დაზიანება და გაციება იყო) ჩაიარა. მასში სხვა ცვლილებებიც დატრიალდა, რომელიც პირად ცხოვრებას დაუკავშირდა, რაც დამატებითი ემოციებია. ქართველი გარემარბი მენტალურად ძლიერია და ჩემპიონატის საუკეთესოობის მთავარი კანდიდატიცაა. სუბიექტურობა რომ არ დაგვწამოთ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ფორმაში არც ოსიმენია და აქაც გუნდის ზოგად მდგომარეობამდე მივდივართ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მოტივაციური ასპექტების გასაუმჯობესებლად კაპიტანი ყველაფერს აკეთებს - დი ლორენცო კვლავაც შემართულია, ისევ გაიტანა, ბოლომდე იბრძვის, რათა როგორც საკუთარი, ასევე სხვების შეცდომები გამოასწოროს. ის მართლაც სანაქებო ფეხბურთელია.

სეზონის ბოლომდე ორი შეხვედრაა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი კვარაცხელიას მომავალი წლებია, სტაბილურობის შენარჩუნებისა და სრულყოფილების!..

სოსო
რობი,აშკარაა რომ მესხის თამაში არ გინახიათ!მესხის სასტარტო აფეთქებასთან,მსოფლიოში ,ბარე ორი თანამედროვე ფეხბურთელი ვერ მოვა.მაშინ თამაშგარეს დაფიქსირების სულ სხვა წესი იყო და ამის გამო,გოლების გატანაც ძალიან ჭირდა,გაფრთხილებას კი,ძალიან ძნელად აძლევდნენ მსაჯები და მაშინდელ ფეხბურთელებს,ძალიან ბევრი ხვდებოდათ.მაშინ არც საგოლე პასებს აფიქსირებდნენ ,თორემ რაც ზაურ კალოევს,გოლები აქვს გატანილი,მათგან ნახევარზე მეტი,სწორედ მესხის პასებით აქვს გატანილი.კალოევი კი,დინამოს და საბჭოთა ფეხბურთის ერთერთი საუკეთესო გოლეადორი იყო.კვარას რომ მესხის სასტარტო დაზოგადად სისწრაფე ჰქონდეს,ვერც ის სამი მცველი გააჩერებდა.კვარამ,სეზონის განმავლობაში,აშკარად მოიმატა კუნთური მასა.ამას კი,ცოტა არ იყოს,მოძრაობის სიმკვეთრის დაკლება მოჰყვა.ორგანიზმი ჯერ შეჩვეული არ არის,სხეულის ცვლილებას.იმედია,ესეც დროის ამბავია და ძალის მომატებასთან ერთად,მოძრაობის ფილიგრანულობასაც დაიბრუნებს.ხვიჩას,არც ჭკუა აკლია და არც შრომისმოყვარეობა.ყველაფერს შესძლებს.ხვიჩა ხვიჩაა,თავისი კოზირებით და სულ არ არის საჭირო,მესხთან,მარადონასთან,ან ნებისმიერ სხვასთან მისი შედარება.
არდილესს
სასწაულს ამბობთ, ამდენი კრიტიკული პასაჟი კვარაზე სად ნახეთ? მართლა თამაშს მოწყვეტილ სადღეგრძელოებზეა გადასული მთელი ქვეყანა
არდილეს
სტატია-სადღეგრძელო
ჯუჯი
მთავარი პრობლემა გუნდის თამაშშია.პირველ წრეში ჩქარა ამოჰქონდათ ბურთი .ახლა ხვიჩასთან ბურთი რომ მივიდეს სამი-ოთხი ფეხბურთელის აქეთიქით უაზრო პასები ჭირდება.ეფექტი აღარ არის. გუნდი შრიდან დარტყმებს ვერ იყენებს.ორი გოლის გარდა ყველა ახლოდანაა გატანილი.ხვიჩაც ერფეროვნად და არა ძლიერად ურტყამს მარჯვნივ რომ გადის.მეკარე ადვილად ხვდება.
თენგო
ციციკორე- ისე, რაც ლეაუს მაისური გაუცვალა, იმის მერე საგოლე აქტივობა არ ქონია
სოსო
სტატიის ავტორმა უკვე მიგვაჩვია,კარგ ანალიზებს და ამ სტატიასაც, ამ კატეგორიაში გავიყვანდი.ადრე მასაც არაერთხელ აღუნიშნავს,მაგრამ ამ სტატიაში,ერთი რამის აღნიშვნა დაავიწყდა ღვთისავარს.ხვიჩამ წინა სეზონი,რუბინში დაიწყო,ბათუმის დინამოში გააგრძელა და შესვენების გარეშე,ნაპოლიმ წაიყვანა.თითქმის სრული ორი წელი,შვებულების თუ დასვენების გარეშე უწევს თამაში და რასაც თამაშობს,როგორც თამაშობს,ეგეც საკვირველია.ივნისში,ნაკრებშიც მოუწევს თამაში და მანამდე დასვენებაზე ფიქრიც კი,რა თქმა უნდა გამორიცხულია.სერიოზულად მეშინია გადატვირთვის გამო,ტრავმა არ მიიღოს,ან ფსიქოლოგიურად არ გადაიწვას.ვფიქრობ ჩვენ,ქართველმა გულშემატკივრებმა მაინც უნდა შევუმციროთ ფსიქოლოგიური წნეხი,რათა გადამეტებულმა პასუხისმგებლობამ,მის მზადყოფნაზე ცუდი გავლენა არ მოახდინოს.
სოსო
ზოგადად იტალიელები,ემოციურობით არ ჩამოგვრჩებიან ქართველებს,მაგრამ ეს ზოგადად.სამხრეთ იტალიელები კი,ჯიბეში ჩაგვისვავენ ჩვენც და ჩრდილო თუ ცენტრალურ იტალიასაც.ამ ერთ წელიწადში,უამრავი რეპორტაჟი ვნახეთ,ნეაპოლიდან და რა ექსტაზიც იქ ხდება,თბილისში ამის წარმოდგენაც კი,შეუძლებელია!ა978 წელს დინამოს გაჩემპიონების და 1981 წელს,თასების თასის აღების დროს ზეიმის შემსწრე და მონაწილე ვარ,მაგრამ მაშინაც ვიზეიმეთ და მეორე დღეს, ცხოვრება გავაგრძელეთ.ნეაპოლი კი,ცისფრად არის შეღებილი და დღესაც მხოლოდ ფეხბურთით სუნთქავს
Anjelo Antei
მოკლედ, მომავალი სეზონიდან ვინც იქნება ნაპოლის მწვრთნელი, ხვიჩას მაქსიმალურად გამოყენება თუ უნდა, აუტის ხაზთან ხანგრძლივად დაბირჟავება უნდა აუკრძალოს. როცა ხვიჩა აუტის ხაზზეა აწებებული, მაგ დროს მისი შესაძლებლობების მინიმუმს იყენებს ნაპოლი. უკვე ყველამ გაიცნო, აღარ აქვს მოულოდნელობის ეფექტი, 2-3 კაცი სულ წინ უდგას და ხვიჩაც უკვე ათიდან ცხრა შემთხვევაში თამაშის გამწვავების ნაცვლად, უკან ან გვერდით იძლევა უწყინარ პასებს. მერე სანამ ნაპოლელები ხვიჩას მიცემულ ბურთს ცენტრამდე ან მარჯვენა ფლანგამდე მიიტანენ, ხვიჩაზე გადმოსული 2-3 კაცი მარტივად ასწრებს პიზიციებზე დაბრუნებას. ხვიჩა აუტის ხაზთან უფრო სწრაფი კონტრშეტევის დროსაა სასარგებლო, როცა წინ სივრცე აქვს და 1-2 კაცის მოტყუების შემდეგ, კიდევ 3-4 და მეტი მოწინააღმდეგე არ უხვდება წინ. ამიტომ ხვიჩა უფრო უნდა მომძლავრდეს ფიზიკურად რაც შეიძლება ნაკლები დრო აუტის ხაზთან და მეტი ცენტრში შესვლა, მეტი ფლანგის გაცვლა! რაც უფრო მეტს იმოძრავებს, მით უფრო მკვლელი სტატისტიკა ექნება.
Charley
მაქსიმუმ ერთი სეზონი და უნდა წავიდეს მერე ხვიჩა. სპალეტი მიდის და იმედია კიდევ ვინმე ისეთი არ მოვა რომელიც ხვიჩას ჩარჩოებში ჩასმას მოინდომებს, ხვიჩასნაირი ერუდირებული შემტევი ვერ ეგუება ასე აუტის ხაზზე მიწებებებს და "ფრთების შეჭრას", მას სრული თავისუფლება სჭირდება რათა ლაღად წნეხის გარეშე ამოაფრქვიოს მისი ნიჭი, სქილები, არაორდინალური გადაწყვეტილებები კონკრეტულ მომენტებში. რეალურად რომ შევხედოთ მეტი ხელფასი და უკეთესი გუნდია საჭირო. მაგრად არ მომწონს ჩვენი ბიჭი ასე ფლანგზე და ძაან კიდისკენ რომაა გაწეული, მე ვფიქრობ SS პოზიციას მაგრად აითვისებდა, ტაქტიკურადაც მეტი უნდა ასწავლონ და შესაბამისი მწვრთნელია საჭირო, სივრცეებს მეტად უნდა ეძებდეს და ითვისებდეს პასის მისაღებად სიღრმეში, მარტო ფლანგზე თამაში დიდი ვერაფერი ბედენაა, ცენტრშიც უნდა შედიოდეს და შეეძლოს პლეიმეიკერის როლის შეთავსებაც რასაც სპალეტი როგორც ჩანს მონოტონურად უშლის. ბევრი რომ არ გავაგრძელო კიდე მეტს ველი ამ ბიჭისგან და იმედია ისეთ გუნდშიც მოხვდება რომელსაც საკმაოდ მობილური ნახევარდაცვა ეყოლება და უსწრაფესად მიიტანენ თავდამსხმელებამდე ბურთს და ბუნებრივია ვისურვებდი დახვეწილი განაპირა მცველიც ჰყოლოდა ფლანგზე პარტნიორად და არა რუის ან იგივე ოლივერას ნაირი "პროგნოზირებადი" იდიოტები.
რეზი
შეყვარებულის ბრალი კი არააა, არამედ, აქედან და იქიდანაც ფანების ბრალია, მაგარ პრესში რო გვყვავს და ყავთ ხვიჩა! ჯერ 22-წლისაა და და ეგრევე დავაბერტყეთ მარადონოობაა და ლამის ჩვენივე "ფანტაზიებით" გადაუსწრო კიდევაც. საერთოდ გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ქართველებს და იტალიელებიც არ ჩამოგვივარდებიან, (ემოციებში მაგრად ვგავართ ერთმანეთს) გვჩვევია გადაჭარბებული აღტკინება, პირდაპირ უკიდურესობაში გადავარდნა და იმას ვერ ვხედავთ თუ, ამით როგორ ვბოჭავთ, ჩვენს საყვარელ ფეხბურთელს. ან ამდენი "ვიზიტიორების" ჩასვლა ხვიჩასთან, რომელსაც ხან ვინ აწუხებს და ხან ვინ (ხვიჩა ზრდილობიანი ბიჭია და არ იმჩნევს) ვაცადოთ ხვიჩას თვითონვე განაგოს, თავისი კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, (მითუმეტეს ხვიჩა ძალიან ჭკვიანი ბიჭია) ვუყუროთ ხვიჩას თამაშებს, ვისიამოვნოთ, ოღონდ ზედმეტი "დირექტივებების" გარეშე!
გოგია
ხვიჩა გაიტანს ნაპოლის ბოლო სასეზონო გოლს. ასეთია ჟანრის კანონი. სცენაზე, პირველ აქტში რომ კედელზე თოფი ჰკიდია, ეგ თემაა. :) აგერ, ნახავთ.
L.J .
Sharshan moigo milanma rac leus magari pormit iyo didad gamowveuli gansakutrebit chempionatis bolosken,mahram rapam pirveli sezonk chaagdo askkarad kvarasgan gansxvavebit
ამაშია საქმე
მიშას და ხვიჩას მსგავსება იმაშია რომ ორივემ დიდი სიხარული შემოიტანეს საქართველოში.მაშინ ყველა ბავშვს 11 ნომერი ეწერა მაისურზე და ახლა 77 აწერიათ.მოდი შეეშვით ორი ულამაზესი ქართველი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარებას და დაპირისპირებას.რაც შეეხება ხვიჩას, ბოლო თამაში კარგათ ითამაშა.ასე მგონია ოსიმენს რომ უკეთესად ეთამაშა/ბოლო თამაშებს სუსტად ატარებს/ ხვიჩასაც უკეთესი შედეგი ექნებოდა.სტატია მომეწონა, მადლობთ
თენგო
სავსებით სერიოზულად! კვარას დამძიმების ერთ ერთი მიზეზი შეყვარებულიცაა კაცი დანიშნულია, სულ გვერდზე ყავს სიყვარული და მაგის პატიოსნება რომ ვიცი არ მიეკარება. არ ნერვიულობს შინაგანად? აი ქორწილის მერე ვნახოთ! ნუ გაიცინებთ
ციციკორე
გამოსალოცია :) ერთადერთი მიზეზი ესაა!
რობის
მესხი რომ ევროპაში წასულიყო ვერც იქ აჯობებდა მას ვინმე. ის იყო 1964 წლის ევროპის ჩემპიონი და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაგარ ფორმაში მყოფი არ წაიყვანეს (მის ნაცვლად ხუსაინოვი თუ პონედელნიკი წაიყვანეს და სსრკ-მ მე-4 ადგილი დაიკავა) და რომ წაეყვანათ არავინ იცოდა რა მოხდებოდა! მესხი ფეხბურთელობამდე იყო მოჭიდავე. ჯანიანი და ერთ-ერთი უსწრაფესი მსოფლიოში. ის 100 მეტრს 11 წამზე სწრაფად დარბოდა და იცი მას გარინჩას ქვეყანაში ფინტების მეფე შეარქვეს! რა კარგი რა?! ისეთ ფინტებს აკეთებდა, რომ დაარტყამდა, ბურთი ისევ მასთან ბრუნდებოდა! ხვიჩას გულშემატკივარი ვარ. ისე კი ნუ გამიგებ, მას ვოპონირებდე. უბრალოდ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. ის სულ სიურპრიზებს უნდა უკეთებდეს მოწინააღმდეგეს დამანგრეველი სიჩქარით, რომელიც მას ჯერ არ აქვს!
მწვრთნელი
ადამიანია, რობოტი ხომ არა არის!? რაც გააკეთა უკვე დიდი მიღწევაა ამ ასაკში! იტალიაში 22 წლის ასაკში ასეთი რამეები დაატრიალო!? არ ვიცი და არც გამიგონია ასეთი ადამიანი! თუ იცით დაწერეთ! გვეცოდინება მაინც! აგერ ლეაოს მილანიდან ასეთივე შედეგი აქვს, როგორც ხვიჩას, მაგრამ ასე არავინ არ აღმერთებს და ამ სეზონში ვერაფერიც ვერ მოიგო მილანმა!
რობი
კარგით რა :) უმაგრესი ფეხბურტელი იყო მესხი მაგრამ ხვიჩასთან შედარებით ნაკლებად ეფექტიური და სწრაფი იყო, გადახედეთ მის სტატისტიკას თუ რამდენი გოლი და პასი აქ გაკეტებული მთელს კარიერაში და მერე შეადარეთ ამ 22 წლის ბიჭის სტატისტიკას:)
ლაშა
სტაბილურია, მაგრამ ერთფეროვნებით თამაშობს. მისი დრიბლინგი ყველამ შეისწავლა, ის კი ჯიუტად ცდილობს ერთი და იგივეს გამეორებას! კი, დრიბლინგი კარგია, მაგრამ ეს კლუბს კონტრშეტევად არ უნდა დაუჯდეს. კვარას ამისათვის უკნიდან მარიო რუი (რაც ნაკლებად სავარაუდოა) ან ოლივერა უნდა აზღვევდეს. დრიბლიორი უნდა იყოს მარადონასავით ან მესხივით ჯანიანი და საოცრად სწრაფი. მას კი ამისათვის დიდი სიჩქარეები სჭირდება, რაც ჯერ არ აქვს საკმარისად განვითარებული, თუმცა ტექნიკა აქვს. რაღაც კორექტივებია ნამდვილად საჭირო, რათა მისი თამაში ძალიან ერთფეროვანი გახდა. პრაქტიკულად მაქსიმუმ 5-ჯერ იღებს თანაგუნდელებისგან პასს სახიფათო შეტევის განხორციელების შემთხვევაში. პასს მას თითქმის არ აძლევენ და მის ფლანგზე ფეხბურთელები ნაკლებად მოძრაობენ, ვიდრე მარჯვენა ფლანგზე, არადა სწრაფი ლავირება უნდა ხდებოდეს შეტევის განხორციელების პროპორციულად.
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია