საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. დათვალიერების პროცესს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, დავით პეტრიაშვილი არენას, ტექნიკური ცენტრ ბასას, ქუთაისის შენგელია არენას და სავარჯიშო მოედნებს წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.

ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ყველა სტადიონისთვის, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა და შეასრულეს.

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩვენ ქვეყანაში ტარდება, რაც ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ინფრასტრუქტურული კუთხით. გაკეთდა მიხეილ მესხის სტადიონი, დინამო არენა, შენგელია არენა და სავარჯიშო ცენტრები სხვა ქალაქებში. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და მოგვცა საშუალება თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანაში უეფას ყველაზე მაღალი სტანდარტის, მეოთხე კატეგორიის ოთხი სტადიონი გვაქვს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამაყი ვარ, რომ ერთობლივად ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს“.

ირალი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი): „ქვეყანას საეთაშორისო სტანდარტის, უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა. მათგან, სამი, თბილისსა და ქუთაისში, არის ოფიციალური მატჩებისთვის. აშენდა 7 ტექნიკური კომპლექსიც. აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.

მნიშვნელოვანი სამუშაოა გაწეული მესხის სახელობის სტადიონზე. ეს რეალურად იყო კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც, მთელ რიგ ასპექტებში, მშენებლობას უტოლდება. ფაქტობრივად, თავიდან მოეწყო ყველა საინჟინრო სისტემა - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით. სპორტსმენებს, ჟურნალისტებს და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებაში თუ მომსახურებაში ჩართულ ადამიანებს შექმნილი ექნებათ იდეალური პირობა მუშაობისთვის. სამუშაოების 95% შესრულებულია, დარჩენილია წვრილმანი, მოსაპირკეთებელი და ტესტირების სამუშაოები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული ინფრასტრუქტურა დახვდება არა მხოლოდ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, არამედ შემდგომში, სტადიონები ნებისმიერი დონის ტურნირებს უმასპინძლებენ“.

იოსებ ბაღათურია (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე): „სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ეფექტურად თანამშრომლობდა ყველა უწყებასთან, რომელიც ჩართული იყო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებში. მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით ინფრასტრქუტურის სამინისტიროს, რომ მასშტაბური სამუშაოები უმოკლეს ვადაში დასრულებულიყო. სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან ყველა უწყება მობილიზებულია, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს ამ ტურნირს“.

GFF.GE

ფოთელი
ფოთში სტადიონიც გააკეთეს და ბავშვთა საფეხბურთო სკოლაც
suxumchanin
სტადიონის აშენებას გონება, ქვეყნისადმი სიყვარული, პატროტიზმი უნდა, ნარკოტიკების ლეგალიზებას კი დიდი ფული შეაქვს მავანის ჯიბეში
გოგა
ფოთში ზუგდიდში აუცილებელია სტადიონები და აკადემიები, ძალიან მაგარი თაობა წამოვა სამეგრელოდან, ამ ფედერაციამ რატომ სითვალიწუნა სამეგრელო ვერ ვხვდები, საერთოდ არაფელი გაკეთებულა
MARGALONA
ყველაზე დიდ საფეხბურთო რეგიონში სამეგრელოში არაფერი არ კეთდება საერთოდ საფეხბურთო თვალსაზრისით და მაინც ნაკრებს რომ გადახედავ იქიდან ივსება ... რა ქვეყანაა,ყველაფერი უკუღმართად როგორ უნდა კეთდებოდეს ამ ქვეყანაში,დავიჯერო არ იციან რომელ რეგიონს ჭირდება ყველაზე მეტი საფეხბურთო მხარდსჭერა? არაფერი გვეშველება,ვერ შევდექით და ალბათ ვერასდროს შევდგებით...
77777
ძალინ კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ რეგიონებმა რა დააშავეს, გორში ბავშვები სტადიონის ღირსნი არ გახდენ, ძალიან გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, მადლობა ნამდვილად ამ ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ!
სოსო
რა თქმა უნდა კარგია,კაპიტალურად განახლებული სტადიონები რომ შეგვემატა.ეს ძალიან წაადგება,ფეხბურთის დონის ამაღლებას,თუმცა დინამოს სტადიონზე,დრენაჟის შეცვლაზე არაფერი გიწერიათ.არა და გვახსოვს,ძლიერი წვიმის დროს,ტბები რომ დგებოდა,მინდორზე.
beqa
ლამაზია სანამ გახუმდე სკამები წითელი ფერი უხდება,ქუთაიში მწვანე სკამები იქნება დინამოს აშენება საჭირო იყო ბათუმის სტადიონის აშენებაც დროული იყო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო