საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, დავით ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.

"მესხის სტადიონზე" ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ხოლო "შენგელია არენაზე" - ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სტადიონის ტრიბუნები, ტაბლო, დამონტაჟდა LED სარეკლამო ბანერები, მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღიჭურვა ყველა აუცილებელი სივრცით. მთავარ არენასთან ერთად, სრულად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის "შენგელია არენას", სადაც თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

როგორც "მესხის" მთავარ და სათადარიგო სტადიონებზე, ისე "შენგელია არენაზე" ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა Labosport-მა და SIS Pitches-მა შეასრულეს.

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის "მესხის" და "პაიჭაძის სტადიონებს", ქუთაისის "შენგელია არენას" და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს უეფას ყველაზე მაღალი, მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს ოთხი სტადიონი აკმაყოფილებს, სადაც უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩების გამართვაა შესაძლებელი.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოჰყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

GFF.GE

JABA
ქუთაიში გუშინ გაიხსნა სფფ საფებურთო ცენტრიც. ეგეც დაწერეთ, ასეთი რამე ქუთაისს არ ქონია და ძალიან მაგარი ამბავია.
Levani
ეს დადებითია-4სტადიონი მაინც რო გვაქვს, მაგრამ +4 სავარჯიშო სტადიონია გაიგეთ ეს- ჩემი ვარაუდით შევარდება იმ სტადიონებზე რომელიმე "გაგრა-სპატრაკი-ან "მექნიკოს-ასისტენტი" პირველი ლიგიდან,მერე უმაღლესში გადავა და უყურე დალშე ერთტრიბუნიან ჩემპიონატს. არადა სანახაობით ჩვენი ჩემპი (სანახაობით და არა დონით) მე მირჩევნია არგენტინის პრიმერა დივიზიონს პრიმერა დივიზიონი სვარკაა,მაგრამ 30000 კაცი მაინც ესწრება თამაშებს,ჩვენი ჩემპი კიდე უმაყურებლოდ,უტრიბუნოდ, სარეკლამო ლედი ბანერები ახლა გვეღირსა მოკლედ შეფუთვა გვაკლია
lelo
მადლობა მთავრობას გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის!! დიდება საქართველოს!!!!
G.LA
100% წავალთ იქით სადაც ჭაობია. ეს თვალების ახვევა ვერ გიშველით. არც ფეხბურთის ახლაგაზდული ევრო. ჩემპიონატი მინდა არც საერთოდ ფეხბურთი თუ აქ ჩემ ქვეყანაში ავაზაკი კადიროველები იჯლიგინებენ. თქვენ ბებოებს მოუყევით ზღაპრები რომ თურმე ოპოზიცია იყო კადიროვის. პუტლერის და კადიროვის ოპოზიცია დიდი ხანია საფლავში წვანან, დანარჩენებმა ვინც გაასწრეს ევროპაში არიან. ბუჩქებიდან თუ არ მისცა იმან რუსებს ''დაბრო'' აქ ეგენი ავაზაკები ბოევიკები იარაღით ვერ შემოვიდოდნე. თქვენ ხართ ქვეყნის მავნებლები და ეს ვარდისფერი სათვალეები ჩემნაირებისათვის არ გამოგადგებათ.
100%
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ. ჩვენ გარღვევის და სასწაულის მომხდენები ვერ ვართ. (თუ ვცდები, კარგია და გამიხარდება). კარგია და მადლობა, ვინც საქართველოსთვის და ქართული სპორტისთვის, კარგს აკეთებს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა