ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ზესტაფონი"-"შტურმი": თითქმის 2:0, მაგრამ 1:1

"ზესტაფონი"-"შტურმი": თითქმის 2:0, მაგრამ 1:1

ფრანკო ფოდას დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს და ეგებ, “ზესტაფონის” მონდომებამ ავსტრიაში უფრო მეტი ქნას
ზესტაფონი-შტურმი 1:1

26.07. თბილისი. ეროვნული. 25 000 მაყურებელი

1:0 გელაშვილი (74), 1:1 ვოლფი (78)

ზესტაფონი შტურმი

4-4-2 4-4-1-1

რ. კვასხვაძე გრატცაი

ალადაშვილი ერენრაიხი

კობახიძე ნოიჰოლდი

გ. ონიანი ბურგშტალერი

ელიავა ფოფხაძე

აფციაური ვოლფი

დაუშვილი ს. ფოდა

ძარია ვებერი

გრიგალაშვილი კაინცი

დვალი მურატოვიჩი

გელაშვილი კინასტი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

გ. გეგუჩაძე ფ. ფოდა

ზესტაფონი

57. დაუშვილი - გორგიაშვილი

82. ალადაშვილი - ბენაშვილი

88. ელიავა - ჭანკოტაძე

სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, წინამძღვრიშვილი, ლომია

შტურმი

82. კინასტი - ჰაასი

83. ს. ფოდა - კოხი

90. კაინცი - შტანგლი

სათადარიგოები: კავლინა, დუდიჩი, ბოდული, ვაინბერგერი

გაფრთხილება: ვებერი (11), ალადაშვილი (22), აფციაური (59)

არბიტრი: ა. კაკოსი (საბერძნეთი)

76-ე წუთი მიმდინარეობდა, ორი წუთით ადრე მთელი საფეხბურთო საქართველოსთვის დიდი სიხარულის მომტანი ნიკოლოზ გელაშვილი “შტურმის” მეკარეს რომ გასცდა და ცარიელ კარს ააცილა. დაუწერელი საფეხბურთო კანონიც უმალ ამოქმედდა, გიორგი ონიანმა ბურთი პატრიკ ვოლფს “ჩააბარა” და “ზესტაფონი”, რომელსაც ჩინებული შანსი ჰქონდა, ავსტრიაში 2:0-ით წასულიყო, 1:1-ს დასჯერდა, რაც ევროთასების საშინაო მატჩისთვის არასახარბიელო ანგარიშია.

აი, ასეთი უიღბლო გამოდგა გუშინდელი საღამო საქართველოს ჩემპიონისთვის. არადა, შეხვედრის უდიდესი ნაწილი “ზესტაფონის” უპირატესობით მიმდინარეობდა და, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი, რომელიც ზესტაფონელმა, თბილისელმა და, საერთოდ, ქართველმა ქომაგებმა გუშინ ეროვნულ სტადიონზე მოაწყვეს, ნანატრი შედეგით ვერ დაგვირგვინდა.

ქართველებს ავსტრიული დაცვითი ზღუდეების გადალახვა უჭირდათ, მაგრამ ბურთს ფლობდნენ და დროდადრო ხიფათსაც ქმნიდნენ. “ზესტაფონი” სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას შეხვედრის დებიუტიდანვე დაეუფლა და პირველ ტაიმში სტუმრები ჩვენს საჯარიმომდე, ფაქტობრივად, არც მოსულან. დაწინაურებასთან ძალიან ახლოს “ზესტაფონიც” არ ყოფილა, მაგრამ იმის იმედი კი გაგვიჩინა, რომ განმეორებითი დაპირისპირებისთვის გარკვეულ ფორას დაიბევებდა. შესვენებამდე ყველაზე გამოსარჩევი შოთა გრიგალაშვილის შორეული დარტყმა იყო, რომელიც “შტურმის” მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

რაკი შორეული დარტყმა და კუთხური ვახსენეთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ორ კომპონენტში “ზესტაფონმა” უკეთესის სურვილი დატოვა. გრიგალაშვილის გარდა, მეკარის საჯარიმოს გარედან შეწუხება, ფაქტობრივად, ვერავინ გაბედა, კუთხური კი “ზესტაფონს” 6 ჰქონდა და აქედან მხოლოდ ერთი მოაწოდა, დანარჩენი ხუთი კი გაითამაშა და სტანდარტული მდგომარეობის ამგვარი შესრულებით თამაში ერთხელაც ვერ გაამწვავა. გასაგებია, რომ ტანმაღალ და ჯანიან შტურმელებთან “მეორე სართულზე” ბრძოლა იოლი არ იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კუთხურების გათამაშების შემდეგ საქმე აქამდეც კი არ მისულა.

რასაკვირველია, “ზესტაფონის” თამაშში დადებითიც ბევრი იყო, გუნდმა მოედანზე თავი დადო და სწორედ ამიტომ გვწყდება გული, გუშინ სანახევროდ შევსებული ეროვნული სტადიონი ზეიმის მომსწრე რომ ვერ გახდა.

მეორე ტაიმი პირველზე შინაარსიანი გამოდგა. დაახლოებით მე-60 წუთიდან “ზესტაფონმა” კიდევ უფრო მძლავრად შეუტია და ამავდროულად, წინა ხაზზე “შტურმიც” გააქტიურდა. 67-ე წუთზე გრიგალაშვილმა საჯარიმოს გარედან ბურთი ძელს გაარტყა, ნანატრი გოლი კი 74-ეზე გავიდა. ავსტრიულმა დაცვამ ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, კახა ალადაშვილის პასით გელაშვილი გრატცაისთან პირისპირ აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის, მომდევნო სავალალო ეპიზოდისგან განსხვავებით, მიზანს არ უმტყუნია.

სულ მალე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, მატჩის ბოლო წუთები ნერვული და ქაოტური გამოდგა, “ზესტაფონი” შოკიდან მეტ-ნაკლებად გამოვიდა და დიდი ძალებით შეუტია, “შტურმმაც” დრო იხელთა და არც ის იყო გამორიცხული, მეორე გოლით ქართველები უმძიმეს დღეში ჩაეგდო. ბერძენმა არბიტრმა, რომელმაც საკუთარი მოვალეობა რიგიანად შეასრულა, გოლზე დაგეშილ სტუმარ-მასპინძელს ძირითადი დროის შემდეგ კიდევ სამი წუთი აცადა და საფინალოდ ჩასტვინა.

გია გეგუჩაძის გუნდი გრაცში უშანსოდ მაინც არ გაემგზავრება, მაგრამ ასეთი იმედგაცრუება ძალიან ძნელი მოსანელებელია გულშემატკივრისთვისაც და, მით უფრო, “ზესტაფონის” წევრებისთვისაც. უკანდასახევი გზა მოჭრილია - ჩვენი ჩემპიონები, განსაკუთრებით კი უხეში შეცდომის დამშვები ფეხბურთელები, შოკიდან უნდა გამოვიდნენ, “ზესტაფონმა” შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მინიმუმ ერთი გოლი იქაც უნდა გაიტანოს.

ვიყოთ ობიექტურები: გუშინდელმა საღამომ “შტურმი” წყვილის აშკარა ფავორიტად აქცია, მაგრამ ფრანკო ფოდას დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს და ეგებ, “ზესტაფონის” მონდომებამ ავსტრიაში უფრო მეტი ქნას. და, რაღა თქმა უნდა, იღბლის წყალობაც ძალიან გვჭირდება. თუ რას ნიშნავს ფორტუნას კეთილი თვალი ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მოწინააღმდეგის ჭიდილში, ეს გუშინდელი მატჩის მონაწილეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• krin

ramo შენნაირი პესიმისტი რააა.შენ ფეხბურთის არაფერი იცოდე,ან ბოღმა ხარ და მეტი არაფერი.ვაფშე ვინ გეძალებოდა ან რომ იყურე

• saba

ramo შენ გეტყობა თამაში არ გინახია რა...

• ramo

რა თანაბარი დონეზე ლაპარაკობთ. შტურმი მეორე შემადგენლობით თამაშობდა და მომენტი ვერ შევქმენით. ზესტაფონი შედეგზე კი არა მაყურებელზე თამაშობდა, აი ამიტომ ვერ მოუგო დუბლებს. იქ ალბათ 5:0-ს წავაგებთ.

• Giorgipirweli

ძალიან, ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი შედეგია, მაგრამ ზესტაფონი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, მაინც იმედიანად ვარ. არ იქნება მართალი ამ შედეგის რაიმეზე გადაბრალება, მაგრამ თუ დააკვირდით, ონიანმა ბურთი სწორედ ცუდი გაზონის გამო ვერ მიიღო კარგად. ეგ არაფერი, ფეხბურთში ასეთებიც ხდება და ისეთებიც, გელაშვილს რომ დაემართა. ეხლა მთავარია იქაც გულიანად ითამაშონ. იქ არც 36 გრადუსი სიცხე იქნება და არც ცუდი გაზონი. დარწმუნებული ვარ, ზესტაფონი გაგვახარებს!

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება