კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური გაიმართა. "დინამო არენა" 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა და სამუშაოების შემდეგ, წლეულს პირველი თამაში ვნახეთ. მაყურებელიც საკმაოდ იყო. "დინამოების" დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. ისე, ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში სტუმრებმა იმარჯვეს.

გაგრა 0:1 სამტრედია

"სამტრედიამ" მოგების გემო გაიხსენა, "გაგრას" სტუმრად 1:0 აჯობა. გოლი ნიგერიელმა მეტიუ ოლატუნჯიმ გატანა გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ. ეს ოლატუნჯის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"გაგრას" ბოლო წამებზე ჰქონდა იდეალური მომენტი და თეიმურაზ შონიას თავური რეზო ლომიძემ მოიგერია.

ახლა "გაგრასა" და "სამტრედიას" 11-11 ქულა აქვთ, ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. "გაგრას" 8 ტურია, არ გაუმარჯვია.

სამგურალი 2:2 დილა

ზედა ხუთეულის წარმომადგენლების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "დილა" 79-ე წუთამდე სტუმრად უგებდა "სამგურალს", საბოლოოდ კი - 2:2.

პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა. 53-ე წუთზე "დილას" ბარბადოსელმა ლეგიონერმა ტიერი გეილმა სისწრაფე გამოიყენა და ნიკა გაგნიძის პასის შემდეგ დააწინაურა თავისიანები. ეს გეილის მეცხრე გოლია მიმდინარე კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში.

მერე ონორე გომისმა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში...

79-ე წუთზე შეიცვალა სიტუაცია, გიორგი ნიქაბაძემ ნიკა ხორხელის პასით შეამცირა სხვაობა - სეზონში მეცხრე გოლი მიითვალა. ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა "დილას" კარში (ლადო ჩიხრაძეზე წესების დარღვევისთვის), 11-მეტრიანი კი ნოდარ ლომინაძემ ზუსტად შეასრულა და 2:2.

"დილას" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდი მეხუთე ადგილზეა, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და ლიდერებთან ჩამორჩენა დიდი არაა.

ტორპედო 1:2 შუქურა

ქობულეთის "შუქურამ" ცოტნე ფაცაციას დუბლით სტუმრად 2:0 სძლია ქუთაისის "ტორპედოს".

მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა ანგარიში: გიორგი ჯანელიძის გარღვევა, პასი დავით მუჯირისკენ, მუჯირის გადაცემის შემდეგ კი ცოტნე ნადარაიამ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა. მინდორზე ორი წუთის შესულმა ფაცაციამ პენალტი გამოიყენა...

მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი გოლი ვნახეთ. ჯერ ფაცაციამ გამოიყენა მიშიკო სარდალიშვილის პასი და სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა - 0:2.

ბოლოს კი ტორპედოელთა ბრაზილიელმა შემტევმა კაიკე დავიდმა ტექნიკურად ითამაშა, პენალტი მოიპოვა და თავადვე შეამცირა სხვაობა - 1:2. ეს კაიკე დავიდის პირველი გოლია საქართველოში.

"შუქურა" ამ მოგებით მეათედან მეშვიდე პოზიციაზე გადავიდა... "ტორპედო" კი ცხრილის შუაშია, მეექვსეზე. გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო.

თელავი 0:3 საბურთალო

"საბურთალომ" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა და წაუგებელი მატჩების სერია ათამდე გაზარდა.

ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა თელავში 3:0 მოიგო და მეორე ადგილზეა. "თელავი" კი აუტსაიდერთა ზონაში იყო და რჩება.

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა "საბურთალოს" მცველმა გიორგი ჯგერენაიამ ახლო მანძილიდან არეულობაში დაარტყა და 0:1.

მეორე ტაიმში კი ლუკა სილაგაძემ მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და 0:2 გახადა ანგარიში. სხვათა შორის, სილაგაძე სულ ერთი წუთის შესული იყო მინდორზე და პირველივე შეხება გოლად აქცია. ეს მისი მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში.

ბოლოს კი სილაგაძემ საგოლე პასიც გააკეთა და გიზო მამაგეიშვილმა ცარიელ კარში გაიტანა. გიზოს მეოთხე გოლი წლეულს.

დინამო თბ 1:2 დინამო ბთ

"დინამო არენაზე" მშვენიერი საფეხბურთო გარემო იყო. წლეულს პირველად გაიმართა მატჩი, მანამდე კი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიმდინარეობდა სამუშაოები.

"დინამოების" დაპირისპირება... 30-ე წუთზე ბათუმელები ბენჟამინ ტეიდის შორიდან გატანილით დაწინაურდნენ. სხვათა შორის, ტეიდმა მანამდეც გაიტანა ახლო მანძილიდან, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. VAR-ზეც გადამოწმდა.

პირველი ტაიმის ბოლოს თბილისელებმა გაათანაბრეს. კაპიტანმა დავით სხირტლაძემ კარგი ტექნიკა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1.

61-ე წუთზე კი ბათუმელები მეორედ და როგორც გაირკვა, საბოლოოდ დაწინაურდნენ: ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა დასწრებაზე ითამაშა კარგად. ეს ფლამარიონის მე-12 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

მომენტები კიდევ იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმელები პირველ ადგილზე არიან, მოქმედი ჩემპიონები კი - მეოთხეზე. მათ შორის სხვაობა 7 ქულაა.

erovnuliliga.ge

mvx
იმედია ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირება ასეთი მოძველებული აპარატურით არ მოხდება. სირცხვილი არ არის ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო არენადან ასეთი დაბალი დონის ტელეტრანსლაცია?
მ ი ა
მართლა რა, ერთმა რომ დააკომენტარა მაგისი არ იყის, გუნდს დინამო და პაჩებნიკი რატო უნდა ერქვას რა მარაზმია.... დაარქვით თბილისი, ბათუმის დინამოს ბათუმი და აზრიანი სახელები რა.... ასეთი უაზრო სახელი არცწრთ ქვეყნის გუნდს არ ქვია მგონი... რა შიმაარსი აქ მაგ სახელს - დინამოს.... ძააან უაზრობაა სულ ვფიქრობდი ხოლმე...
რ ე ა ლ ო ბ ა
ნეტა ეს სახელები დინამოები მოაშოროთ ეს საბჭოთა კავშირის სახელები ამ გუნდებს რა............... დონამო არა ველოსიპედის საბურავი !!!!!!!!
ნიკა
ვარი რისთვის არის რომთქვან გვაქო
რა პენალი დანიშნე ყრუაშვილო!!!
დილას საჯარიმოს გარეთ მოხდა დარღვევა და მსაჯმა რომელსაც უეფას კატეგორია აქვს დანიშნა პენალი.
ოლააა ოლატუნჯი
ყოჩაღ ოლატუნჯი
leqso
ამ გუნდით გვინდა ჩ\ლიგის საკვალიფიკაციოზე რაიმე წარმატების მიღწევაა?? ჭიაბრიშვილის მწვრთნელობა და გაკეთებული გუნდი არ გაიშვაა.......
ტატო
არ ვიცი მომეჩვენა, თუ ნამდვილად ესე იყო, გამორჩეული თამაში გამოვიდა, საშუალოზე ბევრად მაღალი ტემპით, ნაკლები შეცდომებით და უაზრო ბურთის წვალებით, ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფი გადატანით კონტრშეტევების დროს და რაც მთავარია ორივე გუნდის სურვილით კარგად ეთამაშათ.
ზვიადი
წლევანდელი ევროპაც ჩვენს გარეშე ჩატარდება
გენა
ღამის 9 საათზე დაწყება რა იყო?
Გიუშა-ს
მოვიდა შუქურა.ტორპეეეეედოოოოო
M33-ს
ტორპეეეეეეეეედოოოოოოო
გიუშა
ისევ მიგვიძუყნეს გრანდი
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?