"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-თან ჩვეული მედიდურობით ისაუბრა და განაცხადა, რომ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა:

"ჩემ გარდა ვის სჯეროდა, რომ ფავორიტები ვიყავით? როდესაც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ივნისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ვაპირებდი. ვუპასუხე, რომ ჩემპიონატის მოგება შემიძლია. რეაქცია განგაშის მაგვარი იყო და სპალეტიც შეშფოთებული გახლდათ, ვინაიდან არ იცოდა, უკვე ვინ გვყავდა შეძენილი. ის ამ ბიჭების შესანიშნავი დამრიგებელი იყო. ლუჩანო თავისუფალი ადამიანია. კინოში გატარებული 50 წლის შემდეგ, როდესაც ვინმე მოვა და გეტყვის, რომ ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა, თავისი ცხოვრების ციკლის ნაწილი დაასრულა და შემოქმედებით შვებულებას საჭიროებს, უარს ვერ ეტყვი. გულუხვი უნდა იყო და მე ასეთი ვარ. მას მადლობას ვუხდი.

დიეგო მარადონა ისევ ჩვენთან თამაშობს. "სან პაოლოს" მისი სახელი დავარქვით. ნახავთ, როგორ შეიცვლება არენა, როდესაც გადმომცემენ. 99 წლით მინდა მივიღო. მუნიციპალიტეტმა ამის უფლება უნდა მომცეს. დიდ მუზეუმს გავაკეთებთ, იქ ქორწილებს გადაიხდიან.

ოსიმენის ნიღაბი მარკეტინგის თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. ყველა ბავშვს სურს ჰქონდეს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია? მე უბრალოდ "კვარას" ვეძახი (იღიმის). თავიდან ჩემი ოჯახი "ნაპოლის" შეძენას არ მირჩევდა. ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდი მუდამ "ნაპოლი" იყო. როდესაც ლოს-ანჯელესში ვიყავი, მუდამ ვფიქრობდი, რომ გართობის მხრივ კინო და ფეხბურთი ცხოვრებაში უმთავრესია.

ნეაპოლში ბევრი ამერიკელი ჩამოდის. თამაშებზე გადაირივნენ, რადგან სტადიონზე თავისუფალი ადგილი არ არის. ახლა იაპონელი ფეხბურთელი უნდა შევიძინო. მე ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ გულწრფელობა ანაზღაურებადი არაა. იტალიაში ასეა, როცა წარმატებას მიაღწევ, მზად არიან, მოგკლან".

გიორგი
სადაც ახლა დი ლაურენტისმა სპალეტი გაუშვა შემოქმედებით შვებულებას ეძახიან?! :)))
მე
უმართლებს კვარას, ძაან დროულია სპალეტის წასვლა. ისე გამოვიდა თითქოს სპალეტის ძაან უნდოდა წასვლა, მაგრამ ლაურენტისმა მოიცილა. გამოჩნდა რომ დე ლაურენტისს ესმის კინოც, ბიზნესიც და ფეხბურთიც, ან უსმენს მცოდნე ხალხს. ნაპოლის ხვიჩას სახით დიდი ტალანტი ჰყავს და ახლა არსებობს შანსი რომ ნაპოლიმ ადგილი დაიმკვიდროს გრანდებს შორის, შეიძლება ზედიზედ ჩემპიონი ვერ გახდე, მაგრამ ლიგაზე სტაბილურად შეძლო გიგანტებთქნ ჯახი. სპალეტიმ არ იცის ვარსკვლავებთან მუშაობა და ეს დააფიქსირა დე ლაურენტისმა, ნახა ასევე რამდენი უსარგებლო ფეხბურთელი ჰყავს გუნდში, რომელთაც უეჭველად დაფერთხავს. ერთი სიტყვით საინტერესო ერა იწყება ნაპოლიში და ამას ბიძგი მისცა ხვიჩამ
არა რუსეთს
სელტილიდან წამოვიყვანდი მე იაპონელებს
ქუთაისი
კარგია!... სპალეტი ერთფეროვანი და არა კრეატიული მწვრთნელია... ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა იქნებ უკეთ გამოიყენოს კვარას უდიდესი პოტენციალი... კვარაცხელიას ადგილი მოედნის ცენტრშია, საჯარიმოში და საჯარიმოს მისადგომებთან... მისი უნარების მქონე ფეხბურთელს მწვრთნელმა თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მისცეს... ვნახოთ რა იქნება... წინ საინტერესო ამბები გველის... სპალეტის კი მადლობა და ალივედერჩი!
მინდია
მარტო ჩვენთან იყო მეგონა,თურმე იტალიაშიც "კლავენ"...
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?