21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება. "მომავლის ვარსკვლავები იწყებენ დღეს" - ერთ დროს ამ ტურნირის დევიზი იყო, თუმცა თანამედროვე ფეხბურთსა და სამყაროში პერსპექტიულ მოთამაშეებს ადრევე ამჩნევენ. თანაც, ტურნირში მონაწილეობის უფლება 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულებს შეუძლიათ, ისინი კი ახლა 23 წლისაც არიან.

SPORTALL.GE მომავალი გათამაშების შესახებ, რომლის ფინალიც ბათუმში გაიმართება, წერილებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჟამად კი წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალი ვარსკვლავების სტატუსით არიან და დიდი შანსია, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში პორტუგალიელი, ნიდერლანდელი და ბელგიელი თანატოლები არიან. რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადი ჯერ ცნობილი არაა. დიდია შანსი (სიაში ყოფნის შემთხვევაში), ტურნირის "მთავარი კაცი" ხვიჩა კვარაცხელია იყოს...

ვიტინია (პორტუგალია)

23 წლის ვიტინია პსჟ-ს მშვენივრად მოერგო, ძლიერი საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში შეუძლია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

ვიტინია მანამდე "პორტუსა" და "ვულვზში" გვახსოვს, 2022 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.

P.S. ვიტინია ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში შეიყვანეს.

ფაბიო კარვალიო (პორტუგალია)

"ლივერპულის" შუახაზელი "ფულემში" გამორჩეული იყო და მისგან მეტს ელოდნენ, თუმცა ტრავმებმა საკმაოდ ბევრი დააკარგვინა. სულ ორი გოლი გაიტანა, ბოლოს კი 2022 წლის 23 დეკემბერს, "მანჩესტერ სიტის" კარი აიღო. თუ ის მომჯობინებასა და ძალების აღდგენას შეძლებს, 20 წლის შუახაზელი მეტოქისთვის სერიოზული ძალა იქნება.

გონსალო რამოში (პორტუგალია)

მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდო სანტუშმა კრიშტიანო რონალდოს დასვენება და სასტარტოში "ბენფიკაში" მოთამაშე, 21 წლის რამოშის დაყენება რომ გადაწყვიტა, ამას კრიტიკა მოჰყვა, გონსალოს კი შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა. მას პორტუგალიაშიც ბევრი გააქვს, მოწინააღმდეგეთა კარი 19-ჯერ აიღო.

P.S. რამოში ეროვნული ნაკრების 26-კაციან განაცხადში შეიყვანეს.

ჯერემი ფრიმპონგი (ნიდერლანდები)

"ლევერკუზენის" 22 წლის უკანახაზელს გამორჩეული სეზონი აქვს - საიმედო თამაში დაცვაში, გოლები, "ასისტები". მისი და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება (თუკი შედგა) ფლანგზე ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს.

P.S. ფრიმპონგი სიაში არ შეიყვანეს.

რაიან გრავენბერხი (ნიდერლანდები)

"აიაქსიდან" "ბაიერნში" გადაბარგებული გრავენბერხი მიუნხენურ გრანდში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არაა, თუმცა 21 წლის საყრდენს დიდი რესურსი აქვს, ამას ყველა ხედავს.

იურიენ ტიმბერი (ნიდერლანდები)

"აიაქსის" ცენტრალურ მცველს "ნაპოლიში" კიმ მინ ჯეს მემკვიდრედაც მოიაზრებენ. 21 წლის ტიმბერი საიმედო მოთამაშეა, ეროვნულ ნაკრებშიც გამოდის და სატრანსფერო ფასიც მაღალი აქვს.

P.S. ტიმბერი ეროვნული ნაკრების 26-კაციან შემადგენლობაში შეიყვანეს.

ასტერ ვრანკი (ბელგია)

20 წლის ნახევარმცველი "მილანის" სათადარიგო გუნდშია და სერია "ა"-ში ცოტა დრო ეძლევა, თუმცა 20 წლის მოთამაშეში დიდ მომავალს რომ არ ხედავდნენ, ის აქ არ იქნებოდა!..

ციციკორე
აუფ, რუსეთში მოთამაშეებით ხომ გადახნავს მინდორ-ველებს?! საზონოვი და გაგნიძე უშველის, ჰოლანდია-პორტუგალია-ბელგიასთან? ტიპები ბაიერნი, მილანი, პსჟ და აიაქსში თამაშობენ.
ნიკო
ისე მაინტერესებს სვანაძე კობიაშვილს თუ უწუნებს პატრიოტიზმს რუსეთში თამაშის გამო აფხაზეთის ომის შემდეგ სულ მალე, თუ დღეს მეინსტრიმში ზის და მინდა ვიყო პატრიოტი გეროემ სლავა ტიპია. თუ გაგნიძეს ამის გამო ერჩი მაშინ იყავი თანმიმდევრული და იგივე თქვი შენს უფროსობაზე თუ არა და კეთილი ინებე და ერთი ადგილის თამაშს მოეშვი და ნაკრები ნორმალურად მოამზადე.
zura222
საზონოვის და განსაკუთრებით გაგნიძისნაირი ფეხბურთელების არ გამოყენება იქნება ? იმის გამო რომ რუსეთში თამაშობენო (!!!) რაა ბევრი გვყავს გაგნიძისნაირი მებრძოლი და ძლიერი საყრდენი ახალგაზრდულში კი არა ძირითადშიც ? სვანაძე შეეშვას ერთი ადგილის თამაშს და ურაპაწრიოწობას ან გააპანღურონ სანამ დროა ! მითუმეტეს როგორც ამბობენ მარტო რუსეთში მოთამაშებთან კი არა სხვებთანაც არ აქვს მთლად კარგი ურთიერთობა და ასეთი გუნდით ასეთი "მწვრთნელის" ხელში არანაირი შანსები არ გვექნება და თუ ფედერაციამ დატოვა ისევ მაშინ ჯობია ხვიჩაც ზურიკოც და მიქაუტაძეც და გაგნიძე-საზონოვიც ძირითად ნაკრებში გაუშვან !
zura222
100% მართალი ხარ ! არაფრი მწვრთნელი ეგ არაა ! რაც მაგის თამაშები ვნახე არანაირი ტაქტიკა და არანაირი ტაქტიკის ცვლილება თამაშის განმავლობაში @(თუმცა რა უნდა შეეცვალა რაც არ ქონდა) არადა რა კარგი შანსი გვაქვს საკუთარ მოედანზე და პლიუს მინიმუმ 6-7 ძალიან მაგარი ფეხბურთელით !
zura222
რატომ დავანებოთ და ვისთვის უნდა მოემზადოს ? ნაპოლისთვის ან სხვაგან თუ გადავა იმისთვის ??კვარა პირველ რიგში ქართველია და მერე ნაპოლელი ან სხვა ქალაქელი ! ჩვენ ის ნაკრებებში გვჭირდება პირველ რიგში !
zura222
თუ ის არაფრისმაქნისი სვანაძე არ გაუშვეს კვარა და მიქაუტაძე კი არა მესი და რონალდუც ვერ გვიშველიან ! არ ვიცი რა დამსახურებისთვის დანიშნეს ეგ "მწვრთნელი" @ თუმცა დაახლოებით ვხვდები--ძმაკაცობა-ახლობლობა-მეზობლობით @@@
ასეა
დაანებეთ ამ კვარას თავი,ხომ ხედავთ ბიჭი საშინელ ფორმაშია, მისთვის ახლა დასვენება და ძალების მოკრება მომავალი სეზონისათვის აუცილებელია,ჩვენს ახალგაზრდულს ტურნირის მოგების შანსი ისედაც დიდი არ აქვს კვარასთან ერთად თუ მის გარეშე, ხოლო მისი წარუმატებელი თამაშის ან უარესი-ტრამვის შემთხვევაში სულაც შეიძლება კარიერა დაენგრეს....აქეთ- თითქმის სამთვიანი უგოლო პერიოდი-იქით ქორწილი და სხვა- მასთან დაკავშირებული რიტუალები.....ბუნებრივად მოქმედებს მის თამაშის ხარისხსა და შედეგიანობაზე. სამწუხაროა რომ ამ წელიწადში ანუ სეზონის მეორე ნახევარში ყველა ტურნირზე ნაკრების ჩათვლით მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა,აქედან 2 შედარებით ძლიერ იუვესა და ატალანტასთან,დანარჩენი- გავარდნილ კრამაროზესა და სპეციას, აგრეთვე მაჩანჩალა სასუელოსა და ტორინოს. ეს შედეგი მშვენიერი იქნებოდა ნებისმიერი კარგი ფეხბურთელისთვის, მაგრამ კვარას დონის ამომავალი ვასკვლავისათვის საგანგაშო თუ არა დამაფიქრებელი მაინც მგონია.
მწვრთნელი
ჩემი აზრით ჯერ კიდევ დროა, რომ ახალგაზრდულს გამოცდილი მწვრთნელი დაუნიშნონ! შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არა მგონია სვანაძემ გააღწიოს ჯგუფიდან, რა მოთამაშეებიც არ უნდა ყავდეს! ვერ ვნახე ამ კაცის დალაგებული თამაში! 90 წუთს ვერ ათამაშებს ნაკრებს ნორმალურად!

არვიცი ვისთვის როგორ მაგრამ მე ძალიან მინდა კვარამ ითამაშოს 21 წლამდელებში.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
ახალგაზრდული აშშ-ს და მოლდოვას დაუპირისპირდება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია