"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატ ლუის ენრიკეს თვითონ დაურეკა და უთხრა, რომ ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა და საერთოდ, შემადგენლობას შეინარჩუნებს, პირველ რიგში - "ოსის" და "კვარას", რომელიც გუშინ ჯიჯი დ'ალესიოს კონცერტზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა და აურელიოს შეუძლია ესპანელს სურათები გადაუგზავნოს, როგორც დასტური იმისა, რომ ხვიჩა ცისფერი ოცნების ნაწილია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მათ ღირსებას დაიცავს, რაც დასარწმუნებლად საკმარისი არგუმენტია.

როგორც ირკვევა, ლუის ენრიკეს გუნდში ქართველისა და ნიგერიელის დატოვების გარანტია სჭირდება.

გამოცემის ცნობით, "ნაპოლი" ქართველს 2027 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების ერთი სეზონით გახანგრძლივებას და ხელფასის 1.4 მილიონი ევროდან 2.5 მილიონამდე გაზრდას (პლუს, ბონუსები) შესთავაზებს.

"ჯუნტოლიმ კვარაცხელია თავისი გასაოცარი ინტუიციით 11 მილიონად შეიძინა. მისი ფასი მუდმივად იზრდება და ახლა ოდენობა ძალიან ძნელი დასადგენია. რა თქმა უნდა, დე ლაურენტისისთვის ხვიჩას ღირებულება მინიმუმ 100 მილიონს შეადგენს, თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს და ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, აგენტ მამუკა ჯუღელთან პირველი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება განახლდეს", - აღნიშნულია სტატიაში.

nika
https://www.telecomasia.net/news/football/the-sun-psg-ready-to-pay-napoli-180-million-euros-for-transfer-of-kvaratskhelia/
rigiti
გეთანხმები რომ "იმ დროისთვის", მაგრამ ჯერ ერთი რატომ გამორიცხავდით რომ არ ათამაშდებოდა და კიდევ, აქ ლაპარაკია ამხელა გრძელვადიან კონტრაქტზე დღევანდელი დღისთვის "ტოპ" ათეულის ფეხბურთელისთვის მინიმალურ ფასად, ლაურანტესს "მაგრად" ჰყავს ჩაჭერილი და ეს ამ ვითომ კარგი პატრონის დამსახურებაა, მით უმეტეს " რუბინის" მაგალითი ჰქონდათ წინ რისგანაც სასწაულმა უშველა ხვიჩას და არა ამ ვითომ "კარგმა პატრონმა"
რეალური კეთილისმსურველი
ფეხბურთელში, რომელსაც ბოლო 13 თამაშში პლუს ნაკრებში ნორვეგიასთან არც გოლი და არც საგოლე პასი გაუკეთებია ვინმე დიდ ფულს გადაიხდის და თანაც დიდ ხელფასს დაუნიშნავს? ამისთვის საჭიროა ფსიქოლოგიურად მოწესრიგდეს,დაამტკიცოს რომ სტაბილურია და მომავალი მთელი სეზონი ნაპოლში ისე ჩაატაროს როგორც წელს პირველი ნახევარი ჩაატარა.
თენგო
რიგითის საყურადღებოდ! ვინ ელოდა, რომ კვარა ასე ძლიერად ათამაშდებოდა ნაპოლში? იმ დროისთვის მეტ ფასად არავის მიყავდა, ყველა ეჭვის თვალით უყურებდა ხვიჩას. ახლა ყველა მაგრები ვართ ფასის დადებაში შეეშვით ხვიჩას ნორმალური პატრონი ყავს
თენგო
შენი აზრი ჩემო ლექსო არავის აინტერესებს და კვარას 100 მილიონად სიხარულით იყიდის ხუთამდე გრანდი. და საერთოდ, აეკრძალოთ ფეხბურთის არ მცოდნე უსიყვარულო მოყვარულებს კომენტარების გაკეთება
ჯიმა
მართლა ძაან ცოტააქ. ან იტალიაა, ერთს წერენ და სხვას უხდიან. თუ არა და კოშმარია.
papai
გეთანხმები სრული ნონსენსია, აგერ მუდრიკს კვირაში აქვს 100 ათასი ევრო, თუმცა ჯუღელი ალბათ პერეგავორებს მასე აგვარებს
leqso
ოსიმენა გასაგებია, მთელი სეზონის განმავლობაში ათასი ჭორ- მართალი ვცერდედა მისი მსურველების და ფასის შესახებ, მაგრამ კვარაცხელიას მსურველების და ვითომდა 100 მილიონის შესახებ ამ საიტზედაც არაფერი მსმენია,ასე რომ ფაქტია კვარა ყველა ვარიანტში რჩება და რაღა პირობა უნდოდა ლუის ენრიკეს არ მესმის...ისე ნაპოლში სხვა საკვანძო იგროკებიც არიან ....კორეელი მცველი, კაპიტანი,ზელინსკი, ლობოტკა, საინტერესოა თუ ისინი წავლენ ოსიმენა და მით უმეტეს კვარა რა შედეგსაც დადებენ იმასაც ვნახავ. კვარაში 100 მილიონი მე მაინც ჩვენს მიერ შექმნილი მითი მგონია, ისე როგორც რუბინმა შექმნა მითი 35 მილიონზე და მიიღო......რეალურად 100 მილიონიანი 22 წლის ფეხბურთელი 1 მილიონის ხელფასით, თანაც შემტევი, ფანტასტიკური შედეგით, თუნდაც სეზონის პირველ ნახევარში თანამედროვე ფეხბურთში ნონსესია....გამოდის რომ ბობოლა კლუბებისთვის ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, თორემ ნამდვილ ომმს გამართავდნენ მის გადასაბირებლად......ჩემი აზრით რა თქმა უნდა....
rigiti
ნიმუში იმის თუ როგორი არ უნდა იყოს აგენტი, როგორი კაბალური კონტრაქტი დაადებინა და თან თავი მოაქვს კიტრად. ყოჩაღ ლაურენტისს, მინიმალური თანხით მაქსიმალურად როგორ სარგებლობს ამ უვიცის ხელში
სვეტა
იპოვა ორმა აფერისტმა ერთმანეთი. ხვიჩა - ცისფერი ოცნების ნაწილი თუ გინდა რომ მართლა იყო, ფეისბუქზე დაპოსტე. გითვალთვალებ )
ვასო
ხვიჩა უნდა წავიდეს აუცილებლად. 15 მილიონს გადაუხდიან მინიმუმ პრემიერ ლიგაში
მალხაზი
ასეთ შემთხვევაში 100 მილიონი ნამდვილად ცოტაა. ფეხბურთელი, რომელსაც აქვს 2,5 მილიონი უნდა იყოს ასე - 250 მილიონი მაინ, არანაკლებს, მეტს თუ არა..
Levani
"ვინცენჩოევიჩ"-ებით ელაპარაკა ალბათ,ან რაც ერქვა მამამისს.. "ჯანლუკიჩ". ისე იმიჯის ამბავია,თორე რას ერჩით ამ კაცს-ბიჭი იქ მოხვდა სადაც თამაშობს და მაგრად თამაშობს, აბა "პრადვინუტმა" ჯაკობია-გახოკიძემ ხვიჩაზე არანაკლებ ჩაკვეს ვერ მიხვდეს დროზე რაც არ უნდა დასავლური ყაიდის იყვნენ.
Charley
ფეხბურთს სენტიმენტები არ უყვარს, გავა დრო პერიოდი წლები და ნაპოლის ეს ტრიუმფი სპალეტის ცხოვრების მთავარ შემოქმედებად აღიქმება. და როცა ტოსკანელის ამ გმირობას გაიხსენებენ. ყველას ყოველთვის პირველ რიგში სულ მომღიმარ სახიანი ბიჭი ფსევდონიმით კვარადონას სახელი ამოუტივტიბდებათ.
lex
მართლა მაინტერესებს - რამდენია ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონი ღირს და აქვს 2,5 მილიონი ხელფასი? ცოტა არ არის?
გია
ასეთს ზუსტად ასე უნდა მოექცე...
მოსე
მოაშორეთ ეს ჯუღელი..ხვიჩას უკეთესი აგენტი ესაჭიროვება..ჯუღელი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს..რასგავს ახლა ეს რა სურათია ან რა იმიჯი?ან რა საქციელი?
სუბორდინაცია
ამ ჯუღელს რავა კლასის ამხანაგივით გადაუხვევია ხელი ლამის მამამისის ტოლი კაცისთვის! აშკარად ხვიჩას უკეთესი იმიჯისა და ანტურაჟის აგენტი ეკუთვნის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს