"სამპდორიასთან" სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პირთამდე სავსე "დიეგო მარადონაზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.

კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.

ხვიჩამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის - ლუჩანო სპალეტის.

დ.დ.-ს
არ უნდა ავარდე,ჩემო კარგო,თორემ აგერ ზლატან დროგბა დაგცინის:-):-)
ზლატან დროგბა
გენიოსო
დ.დ.
რეგვენო ! სახელი ზლატანის გვერდზე დროგბას როგორ წერ !
ვანო
ბევრი ოსიმენს თვლის საუკეთესოდ,მაგრამ არ ვიცი ბოლო თამაშში ხვიჩამ 2-3 დატოვა ფაქტიურად მეკარესთან და ერთიც ვერ გაიმოიყენა
ზლატან დროგბა
უმნიშვნელო თამაშები ჩააგდო. ნაკრებში სხვა დონეზე იქნება.
ლაშა
ოსიმენს რაც ეკუთვნოდა, ის ჯილდოები მიიღო. სანამ კვარას დაუყენებდნენ გვერდში, ერთი რიგითი ტრავმიანი თავდამსხმელი იყო, სერია ა-ში კონა ათ შაურად რომაა. კვარამ ნამდვილად ჩააგდო აპრილიც და მაისიც. ეს დიდწილად მოტივაციის ნაკლებობის ბრალიცაა და იმისიც, რომ თამაში ისწავლეს მის წინააღმდეგ. ბურთის მიღებისთანავე მინიმუმ 2 ფეხბურთელი აზის ფეხზე, ამით გამოთავისუფლებულ სივრცეებს კი სპალეტი ვერ იყენებს თავისი ტაქტიკით. კვარას კიდევ ვერ მოსთხოვ, რომ 2-2 და 3-3 მოწინააღმდეგე რეგულარულად დაჯაბნოს. ამასთანავე, გარკვეულ ასპექტებში კიდევ არის დასახვეწი, თუ უნდა, რომ ოქროს ბურთისთვის იბრძოლოს. ნაპოლიშიც გამოჩნდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, საშუალო კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ეს დისკუსია დისკუსიად, მაგრამ ერთი წლის წინ ამას ყველაზე ოპტიმისტურ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდი და უნდა დავტკბეთ ამ მომენტით.

ძალიან რბილად რომ გითხრა, მგონი ზედმეტად ბევრ ითხოვ. სტატისტიკას შეეშვი და თამაშს უფრო ფართო ჭრილში უყურე.
თემო
მემგონი კვარა ყველა თამაში მაინც ახერხებს გუნდისთვის იყოს პროდუქტიული.. გოლს და საგოლე პას ყოველ თამაში ვერავინ ვერ აგროვებს და მითუმეტეს პირველ სეზონში ტოპ ლიგაში.. უბრალოდ მივაჩვია და მოლოდინში ვართ რო რაღაც სასწაული უნდა ქნას.. ეგრე არ ხდება მეგობრებო.. მითუმეტეს გაინაღდეს ჩემპიონობა და მთლიანად გუნდი ვერ თამაშობს, ოსიმენი მხოლოდ იმაზე ფიქრშჯ იყო გართული ლაუტარო არ დაწეოდა

12-14 კი არა 8-10 გოლიო და მაგ დროს 5 გოლი უკვე გატანილი ქონდა
ბესო
ვულოცავ კვარას და მადლობა ამ ემოციებისთვის! მაგრამ აპრილი-მაისი სრულიად ჩააგდო (რამოდენიმე ეპიზოდის გარდა) ... კარში დარტყმა ბევრად დასახვეწი აქვს, ისევე როგორც სისწრაფე და დრიბლინგი. უკეთ და აქტიურად უნდა ეხსნებოდეს თანაგუნდელებს. თუ არ მოუმატა, ვშიშობ ერთ ერთი ნორმალური ფეხბურთელი იქნება, მაგრამ არა ვარსკვლავი.
რეზო
თითქოს შებოჭილი იყო. თითქოს სადღაც თვითონაც ფქრობდა, რომ ოსიმენს აწყენინა. შენ არაფერ შუაში არ ხარ, ხვიჩა! დანაშაულის გრძნობა ნუ გექნება. არც იმას ექნება, თუ ნაღდი ძმა და მეგობარია. გადაწყვეტილება სხვებმა მიიღეს და შენ ეს ჯილდო დაიმსახურე
Ზაზა
ბრწყინვალედ დაიწყო ხვიჩამ, სეზონის ბოლო მესამედი ჩააგდო შედარებით, ვეღარ ბრწყინავს! ბოლო მატჩიც ვერ ითამაშა
დიმო
12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მარტო სერია ა -ში რაც გაიტანა ეგაა. აქ ნაგულისხმები არაა თასის და ჩემპიონთა ლიგის გოლები და პასები.
ნიგერი.
ობიექტურად, ოსიმენს ეკუთვნოდა საუკეთესოს პრიზი.
zurabi
ვულოცავ კვარას და საქართველოს დიდ წარმატებას ..ერთი საყურადღებო ფაქტი ისაა რომ კვარამ მალე უნდა დაივიწყოს ეს ყველაფერი და სეუდგოს თავ დაუზოგავ შრომას ძალიან არასასიამოვნოა ორი თვე ნახევარია გოლი არ გაუტანია და სისწრაფეებიც დაკარგული აქვს მაგრამ იმედია განაღდებული ჩემპიონობის ბრალია .
გულშემატკივარი
გენაცვალე ხვიჩა❤️ კიდევ ერთხელ გილოცავ და ვულოცავ საქართველოს!!! დღესაც ბრწყინვალედ ითამაშე!!! რამდენი პოტენციური საგოლე პასი გააკეთე!!!(გაგიფუჭეს) ახლა დაიწყებენ ზოგიერთები ლაყბობას და იტყვიან ვერაფერი ვერ გააკეთა დღესაცო,არადა ოსიმენმაც იმდენი პასი გაუფუჭა დღეს ვეღარც დავთვალე. აბა ჩვენო კვარა წარმატებები ნაკრებში!!! გისურვებ კიდევ უფრო უკეთესს სეზონს მომავალში!!! მადლობა ყველაფრისთვის!!! მადლობა ლამაზი ფეხბურთისთვის!!! იხარეეე!!! ბედნიერებას გისურვებ შენს ნიცასთან ერთად❤️
ირაკლი
აჩი არველაძე კინაღამ ჯვარზე აცვეს, სეზონის სტარტზე რომ თქვა, ხვიჩასთვის 12-14 გოლი წარმატებად ჩაითვლება პირველ სეზონშიო… მადლობა კვარას ერის გახარებისთვის
ადამიანი
მაგარი დღეა დღეს,ხვიჩას იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს; ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქრო,4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს პრაღაში(იმედია რედაქცია ამასაც გააშუქებს ოდესმე),გენაცვალეთ ქართველებოოოოოოოოოო
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა