პოპულარულმა ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა Rugby World-მა "ბორჯღალოსანთა" კვაჭის, შალვა მამუკაშვილის ცხოვრებიდან 10 მნიშვნელოვანი მომენტი გამოარჩია.

„მამუკაშვილი 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს საკვანძო მოთამაშე იქნება. გრძელი წვერი, ფართო მხრები და 10 ლომისხელა გული – ეს შალვა მამუკაშვილია:

1. დაიბადა 1990 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, დავით მამუკაშვილისა და ეკატერინე როჭიკაშვილის ოჯახში.

2. დედამისი მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია.

3. შალვა მამუკაშვილი 6 წლის იყო, როდესაც რაგბის თამაში ბოლნისის "ყოჩებში" დაიწყო.

4. კაცთა გუნდში მან პირველად 18 წლის ასაკში, "ყოჩების" შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 2014 წლამდე ირიცხებოდა, მერე კი თბილისის "არმიაში" გადავიდა.

5. საკლუბო კარიერის განმავლობაში მას 8 პროფესიულ გუნდში უთამაშია, მათ შორის, "გლაზგო უორიორსში", "ლესთერ თაიგერსში", ტოპ 14-ის "მონპელიესა" და "ტულონში". ის მართლაც თანამედროვე მორაგბეა.

6. სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ესპანეთთან ჰქონდა, პირველი გამარჯვება კი ერთი კვირის თავზე პორტუგალიასთან იზეიმა.

7. "ბორჯღალოსნების" კვართით მან უკვე გაიტანა 13 ლელო და კიდევ 8 ლელოს გატანის შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო მელელოვე კვაჭებს შორის საუკეთესო სამეულში მოხვდება.

8. ის უახლოვდება ცენტურიონის სტატუსს, რადგან უკვე 97 კეპი აქვს მოხვეჭილი და მეექვსე ქართველი მორაგბე გახდება, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.

9. "ბორჯღალოსნებთან" ერთად მას 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სანდრო თოდუას ჩამორჩება.

10. 2022 წლის ისტორიულ გამარჯვებაში უელსთან, ის შეცვლაზე შევიდა და საქართველოს ორი გადამწყვეტი შერკინების მოგებაში დაეხმარა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი თქვა – „მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება“.

წყარო: RUGBYWORLD.com

Rugby.ge

S.K.K.
როგორც იქნა; ძლივს ახალი სახე გამოჩნდა სპორტალჯის გალერეაში, ვაშა! ნამდვილად სასიხარულოა. დადეთ!
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება