„პორტუგალია მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, თუმცა განსაკუთრებული მომზადება გავიარეთ ჩვენც. ვფიქრობ, პორტუგალიის დამარცხების საკმარისი გამოცდილება გვაქვს და თუ გეგმას მივყვებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებაც არ უნდა გაგვიჭირდეს“ – ამბობს ბორჯღალოსანი შალვა მამუკაშვილი, რომელიც ნაკრების კვართით 2011 წლიდან თამაშობს, 101 კეპი მოიხვეჭა და 14 ლელო გაიტანა.

32 წლის მორაგბე საფრანგეთში მესამე მსოფლიო თასს თამაშობს. 2015 წელს მან ჯგუფური ეტაპის ოთხივე, 2019 წელს კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2023 წლის მსოფლიო თასამდე, მან შოტლანდიასთან მე-100 კეპი მოიხვეჭა და გახდა მეექვსე ქართველი ცენტურიონი (დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ), პორტუგალიასთან მატჩი კი მამუკაშვილისთვის 102-ე იქნება.

- 2023 წლის მსოფლიო თასი თქვენს კარიერაში მესამეა. რით განსხვავდებოდა წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი წინამორბედებისგან?

- ადვილი არცერთი ყოფილა. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ წინა მსოფლიო თასზე თამაშებს შორის უფრო ცოტა დაშორება იყო, 5 დღეში ერთხელ გვიწევდა მოედანზე გასვლა და შესაბამისად, უფრო გრძელი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ახლა ჯგუფური ეტაპის მატჩებს შორის ერთი კვირაა და მოსამზადებელი ეტაპიც უფრო მოკლე იყო. გარდა ამისა, წინა წლებში პირველი 3 კვირა ფიზმომზადებას ეთმობოდა და პრაქტიკულად უბურთოდ ვვარჯიშობდით, ახლა კი ბურთის გარეშე არცერთი ვარჯიში არ ჩატარებულა, რაც ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.

- მსოფლიო თასის დაწყებამდე თქვენ შოტლანდიასთან მე-100 კეპი მოიხვეჭეთ და გახდით მეექვსე ქართველი ცენტურიონი...

- ძალიან გახარებული ვარ და ვფიქრობ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან 100 თამაშის ჩატარებაში ჯანმრთელობამაც უნდა შეგიწყოს ხელი. სხვანაირად ამდენ თამაშს ვერ ჩაატარებ.

საფრანგეთში პირველი თამაში ავსტრალიასთან გვქონდა. რა იყო კარგი და რა იყო ცუდი ამ შეხვედრაში?

პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და მეტოქეს ძალიან ბევრი შანსი მივეცით. როგორც წესი, ტიერ1-ის გუნდები ამდენ შეცდომას არ გპატიობენ. მეორე ტაიმში გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები, სადაც არ გაგვიმართლა და შანსები ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ის, რომ ავსტრალიასთან ბევრი მომენტი შევქმენით, ამ შაბათს პორტუგალიასთან და მერე მომდევნო შეხვედრებში, უკეთესი თამაშის იმედს მიტოვებს.

- როგორ მოემზადეთ პორტუგალიასთან თამაშისთვის?

- ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ სამი დღე დავისვენეთ, რის შემდეგაც ლა როშელში მზადება განვაახლეთ. პარასკევს გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ‘ლა როშელთან’. მიმდინარე კვირაში სრულად გადავერთეთ პორტუგალიაზე, ძირითადი ვარჯიშები ოთხშაბათს დასრულდა, დაგვრჩა ერთი, კაპიტნის ვარჯიში. ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, სათამაშო სიტუაციებზე. ვფიქრობ კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა, დანარჩენი კი შაბათს გამოჩნდება.

გასულ კვირაში პორტუგალიამ მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა (უელსთან 8:28).

პორტუგალიამ უელსთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. ის ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ანგარიშის მიუხედავად, მთელი 80 წუთის განმავლობაში არ ჩერდება. ჩვენ პორტუგალიას ყოველ წელს ვეთამაშებით და კარგად ნაცნობი მეტოქეა, თუმცა, როგორც წესი, მსოფლიო თასზე ყველა გუნდი გაორმაგებული შემართებით და მოტივაციით მიდის. უელსთან მატჩმა დაგვანახა, რომ მოდუნება არ შეიძლება და ამ მხრივ გუნდში პრობლემა არ გვაქვს. მართალია პორტუგალია მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, მაგრამ განსაკუთრებული მომზადება ჩვენც გავიარეთ. ვფიქრობ, პორტუგალიის დამარცხების საკმარისი გამოცდილება გვაქვს და თუ გეგმას მივყვებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებაც არ უნდა გაგვიჭირდეს.

- ამ მსოფლიო თასზე ჩვენი გაცხადებული მიზანი ორი თამაშის მოგებაა. ვისთან ფიქრობთ გამარჯვებას?

- ეს კითხვა ბევრჯერ მოვისმინე და ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. რადგან ავსტრალიამ ჩვენ მოგვიგო და ფიჯიმ ავსტრალიას აჯობა, სახლში დავბრუნდეთ? მიკვირს, ასე რატომ იცვლება ხოლმე მოლოდინები. ნაკრებში 101 თამაში მაქვს ჩატარებული და მოედანზე წასაგებად არასდროს გავსულვარ. იმავეს გეტყვით ჩემი ნებისმიერი თანაგუნდელი ან მწვრთნელი. ვინც უნდა იყოს მეტოქე, მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ. უბრალოდ ხან არის შენი დღე, ხან არა.

rugby.ge

ბათუმელი ექსპერტი
მე მაინც ვფიქრობ რომ 2027 ის მსოფლიოზე შევძლებთ ნამდვილი ფურორის მოხდენას და ჯგუფიდან უპრობლემოდ და დაუყვედრებლად გავალთ. ამას კი იმ ფრანჩაიზით მივაღწევთ რასაც ორ ტურნირზე ვითამაშებთ შავი ლომის შემადგენლობით. წარმატებები ჩვენს ლომებს!
გიორგი-50
ნეტარ არიან მორწმუნენი... შალვა გონიერია, მაგრამ დიდი-10-ის დონის შესაბამისი კვაჭია. ნაკრები თუ ერთ თამაშზე მეტს მოიგებს, სასიამოვნო სენსაცია იქნება. წარმატებები ბიჭებს...
Რაგბის ფანი
მამუკაშვილი გონიერია
სოსო
ვგიქრობ,ჩვენი გუნდი,ყველასთან საბრძოლველადაა მზად,მაგრამ ტიერი გუნდებთან,საკუთარი თავის რწმენა არ გვკმარა და მღელვარების გამო შებოჭილები,ძალიან ბევრ მარტივ შეცდომას უშვებს,რის გამოც,მეტოქე წინ გაიჭრება და უკვე წაგებულზე ვიწყებთ,სრული ძალით თამაშს.ხვალ,განმეორებით რომ გვათამაშონ ავსტრალიასთან,დარწმუნებული ვარ,გავიმარჯვებთ.რა თქმა უნდა არის ნაკრებები,რომლებიც ჩვენზე მაღალი კლასისები არიან და აუცილებლად გვაჯობებენ,მაგრამ მათ გვერდით არიან ნაკრებებიც,რომლებსაც სრული თავდაჯერებულობის პირობებში,ჩვენ დავამარცხებთ.საამისოდ,ისევ და ისევ,ხშირი თამაშები გვჭირდება,ამ უძლიერეს ნაკრებებთან,რადგან როცა დაგარტყავენ,დაღირებისა აღარ გეშინია.პორტუგალიასთან ეს რწმენა ნამდვილად გვაქვს და გავიმარჯვებთ კიდეც.მთავარია,პრემიალური ქულაც ავიღოთ.თუმცა ისიც ცხადია,რომ პორტუგალია ყველაფერს გაიღებს,რომ ჩვენი გეგმები ჩაშალოს.სწორედ 4 ლელოთი გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ,ბიჭებს.
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება