საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ 2022/23 წლების სეზონში "მეცის" რიგებში ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. 22 წლის ფეხბურთელმა 40 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა გიორგის ვრცელი სტატია მიუძღვნა. კერძოდ, ჟურნალისტის, ფრანჩესკო ალბანეზის თქმით, მიქაუტაძის ტრანსფერით ლონდონური გრანდები - "ჩელსი" და "არსენალი" ინტერესდებიან.

იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას ბუმმა ყველაფერი ცხადი გახადა, ტალანტები ნაკლებად პოპულარულ ხმელეთზეც კი არსებობენ. "ნაპოლი" "კვარას" სანაცვლოდ დიდ რისკზე წავიდა, მიქაუტაძის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა, იგი იტალიის ახალი ჩემპიონის კვალს მიჰყვება, მიზანი კი ერთია - ისტორიის დაწერა.

გაქცევის ამბავი - 2000 წელს დაბადებული ფრანგის (ნატურალიზებული) ისტორია გაქცევებისგან შედგება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გამო მშობლებთან ერთად საფრანგეთში გადაბარგება იყო. ისინი მუდამ გიორგის გვერდით იყვნენ და საკუთარ შვილს საფეხბურთო ზრდაში ეხმარებოდნენ. 4 წლის ასაკში გიორგი ბურთით ცხოვრობდა და "ლიონის" აკადემიაშიც მოხვდა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც პატარა ბიჭუნას სურდა. გიორგიმ იქ თავისი სიყვარული ვერ იპოვა, რის გამოც ფრანგული კლუბიდან "გაქცევა" მოუწია. "ლიონში" მიაჩნდათ, რომ მიქაუტაძე ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო. "ტექნიკა და საგოლე ალღო არასდროს მაკლდა, მაგრამ მხოლოდ 140 სანტიმეტრი ვიყავი, ანუ ძალიან პატარა", - გაიხსენა მიქაუტაძემ რამდენიმე წლის წინ. 22 წლის ფეხბურთელის თამაშმა ამ სეზონში (40 მატჩში 24 გატანილი გოლი და 9 საგოლე პასი) კიდევ ერთი დაუწერელი კანონი დაადასტურა: ფიზიკის გარეშეც, ნიჭის ხარჯზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.

"მეცის" აღმოჩენა - საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კერძოდ, მეცში, ფეხბურთი და ისტორია ერთანეთთან ასოცირდება.

"მეცის" აკადემიაში გაიზარდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კულიბალი, მანე ადებაიორი და პიანიჩი არიან. მიქაუტაძე უახლესი აღმოჩენაა, რომელიც 2017 წლით თარიღდება. გიორგი ბუნებით ცენტრფორვარდია, მისი სათამაშო ნომერიც ამაზე მიუთითებს. მიქაუტაძის თამაშის ყურებისას, იგი კლასიკური 9 ნომრის მსგავსად მოქმედებს. როგორც მის ძმას, "კვარას", მასაც მარცხნიდან შეტევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა მოსწონს. მისი და "ნაპოლის" 77-ე ნომრის თამაშში მსგავსება ნამდვილად არსებობს. რაც მთავარია, ორივე მათგანს გოლის გატანის ალღო აქვთ. არაოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე მიქაუტაძეს 100-150 გოლი აქვს გატანილი. გიორგი კარს შესანიშნავად გრძნობს.

მის კარიერაში გარდამტეხი 2020/21 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც "სერენში" 9 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა, სეზონი კი 19 გოლითა და ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევებით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ "მეცმა" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართველი არ გაესხვისებინა და მისთვის შანსი მიეცათ. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე მესაჭის როლში გახლდათ და 23 გატანილი გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

შედარებები და კერპები - მიქაუტაძის ყოფილმა მწვრთნელმა სამირ გუემაზმა ქართველს "ახალი ლაკაზეტი" უწოდა. ზოგიერთი სპეციალისტი ჟან-პიერ პაპინსაც ადარებს. სინამდვილეში, გიორგის 2 კერპი ჰყავს, ესენი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანო რონალდო არიან. ბედის ირონიით, 2021 წლის 26 მარტს, საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძის დებიუტი სწორედ მაშინ შედგა, როდესაც მისმა კერპმა მოედანი დატოვა. "როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, გადაწყვეტილების მისაღებად დრო საერთოდ არ დამჭირდა, იმ მომენტში, ჩემი ოჯახი უბედნიერესი იყო", - გაიხსენა ახალგაზრდა შემტევმა.

მიქაუტაძეს "ჩელსი" უკვე აკვირდება, გიორგიმ ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. საფრანგეთში "ჩელსიზე" ბევრს საუბრობენ. მოგეხსენებათ, "არისტოკრატები" ფულის დახარჯვაზე უარს არასდროს ამბობს. მიკელ არტეტას "არსენალიც" საქმეშია. მეორე მხრივ, იტალიაში მის თამაშს "ჯენოა" აქტიურად აკვირდება, "უდინეზე" კი ბეტოს შემცვლელის ძიებაშია. დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრები ყურადღების ცენტრში არ ყოფილა, რატომ საუბრობენ დღეს ამდენს მათზე? ადვილი გამოსაცნობია, მიქაუტაძეზე 1 წლით უმცროსმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს გზა გაკაფა, ახლა კი მიქაუტაძეს შეუძლია "ქართველი მარადონას" ალტერ ეგო გახდეს", - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "მეცის" პრეზიდენტმა ბერნარდ სერინმა დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიქაუტაძის შენარჩუნება ურთულესი იქნება.

879
90 იანებში არ გვებრძოდნენ რუსები?
beee
ნუ ეხლა სტატიაა და ციტირებს ავტორი
დ
მის ძმას, კვარაცხელიას.....
Charley
მიქაუტაძე ძალიან მოუხდებოდა სერია ას ამ ეტაპზე ათეულისთვის მებრძოლ ფიორენტინა, უდინეზე, ტორინოს დონის გუნდებში ის პირველივე სეზონში ბევრს შეყრიდა. იმედია გადავა სერია აში. საფრანგეთის ლიგა ერთი პრესტიჟით და გაქანებით მაინც სერია ას, და ლალიგის, ჩრდილშია რომ არაფერი ვთქვათ პრემიერლიგაზე.
გვარკი
გიორგის მშობლები 90 იანი წლებში წავიდნენ ემიგრაციაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა