14 წლის ქუთაისელ ფიდეს ქალთა ოსტატ ანასტასია კირთაძეს (მწვრთნელი დიდოსტატი გიგა ყუფარაძე) წლეულს ოქროს მოსავალი აქვს. ჯერ კიდევ აპრილში ბერძნულ როდოსზე 7-17 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15-წლამდელ გოგონებში ტურნირი დაუმარცხებლად განვლო - 6 ორთაბრძოლა მოიგო და სამ მეტოქეს დაუზავდა. საბოლოოდ 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მსგავსი შედეგი ქართველ მოზარდებს გოგონებში ბოლოს 12 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.

და აი, ახალი წარმატება - სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა სწრაფ ჭადრაკშიც ყველას დაუმტკიცა, რომ თავის ასაკობრივ კატეგორიაში პლანეტაზე ტოლი არ ჰყავს. აჭარის დედაქალაქში, სადაც 8 ინვისს 8-18 წლის გოგონათა და ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამთავრდა რაპიდში, ანასტასიამ 14-წლამდელებში ვადამდე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი.

კირთაძემ ამჯერადაც დაუმარცხებლად განვლო შეჯიბრება - რვა პარტია მოიგო, სამ მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა და თერთმეტი შესაძლებლობიდან 9.5 ქულას მოუყარა თავი. ქართველ მოჭადრაკეს თითო ქულით ჩამორჩნენ მეორე-მესამე ადგილებზე გასული ზარინა ნურგალიევა (ყაზახეთი) და ანა შუხმანი (რუსეთი).

განაგრძეთ კითხვა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა