3×3 კალათბურთში საქართველოს ქალთა და კაცთა ეროვნული ნაკრებები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ ბრატისლავაში იმყოფებიან. სლოვაკეთის დედაქალაქი ევროპის თასის სამიდან ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს, რომლის მიზანიც ფინალური ეტაპისთვის მონაწილეების შერჩევაა.

ფინალური ეტაპი 5-7 სექტემბერს ისრაელის ქალაქ იერუსალიმში გაიმართება და მისთვის მონაწილეები ბრატისლავას, კონსტანცას (რუმინეთი) და ლიმასოლის (კვიპროსი) საკვალიფიკაციო ტურნირებში შეირჩევა.

საქართველოს ქალთა და კაცთა ნაკრებებს ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა სლოვაკეთის დედაქალაქში უწევთ. კაცთა საკვალიფიკაციოში ბრატისლავაში 12 გუნდია თავმოყრილი, რომელთაგან ფინალური ეტაპის საგზური 3 საუკეთესოს ერგება. 12 ნაკრები 4 ქვეჯგუფშია განაწილებული და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. შემდეგ გაიმართება მეოთხედფინალები და ნახევარფინალები.

ნახევარფინალის გამარჯვებულებს ფინალური ეტაპის საგზურები ერგებათ, ხოლო დამარცხებულები ერთმანეთს მესამე საგზურისთვის შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩეხეთი და საბერძნეთია. ჩვენი ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია, ნიკა ჩეჩელაშვილი და ლევან გოგიჩიაშვილი იცავენ. საქართველო პირველ მატჩს ჩეხეთთან, თბილისის დროით 18:35 საათზე გამართავენ. მეორე შეხვედრა საბერძნეთთან 20:25 სათზე დაიწყება.

კაცთა ტურნირის ყველა ჯგუფი ასე გამოიყურება:

A – საფრანგეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

B – ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია

C – პოლონეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია

D – საბერძნეთი, ჩეხეთი, საქართველო

საქართველოს 3×3 ქალ კალათბურთელთა ნაკრებში ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი ასპარეზობენ. ქალთა ტურნირში 10 მონაწილეა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ:

A – პოლონეთი, ავსტრია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია

B – უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, თურქეთი, საქართველო

ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. მესამე საგზურისთვის კი ჯგუფებში მე-2 ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს დამატებით მატჩში შეხვდებიან.

საქართველოს 3×3 ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში 10 ივნისის მატჩები უკვე ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ორივე მეტოქესთან ერთნაირი ანგარიშით – 15:21 წააგო. პირველ მატჩში საკმაოდ ძლიერ ჩეხეთს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისევე როგორც მომდევნო მეტოქე ლატვიას.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი კალენდარი ასე გამოიყურება:

11 ივნისი

თურქეთი – საქართველო 14:15

საქართველო – უნგრეთი 18:55

ტურნირის მატჩები ერთ მოედანზე მიმდინარეობს და ყველა მატჩის ლაივ-ტრანსლაციის ნახვა აქ წარმოდგენილ Youtube-ის ბმულზე შეგიძლიათ:

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა