მოულოდნელობებით დაიწყო სტენფორდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი, რომელიც ბევრი ვარსკვლავისთვის პირველი პრაქტიკაა უიმბლდონის შემდეგ
მოულოდნელობებით დაიწყო სტენფორდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი, რომელიც ბევრი ვარსკვლავისთვის პირველი პრაქტიკაა უიმბლდონის შემდეგ.

როგორც ჩანს, გრძელდება ანა ივანოვიჩის კრიზისი. სერბმა ვერაფერი მოუხერხა იაპონელ აიუმი მორიტას, რომელმაც შვიდიდან შვიდი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო. მეტოქის ასეთ შედეგიან თამაშს მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა ვერაფერი დაუპირისპირა, ამასთან, ანას ცუდ ფორმაზე პირველი მოწოდების სიზუსტის 38 პროცენტიც კარგად მეტყველებს.

კიდევ ერთი მოულოდნელობა შემოგვთავაზა რუსმა მარია კირილენკომ, რომელიც ბოლო დროს ცუდ ფორმაში იმყოფებდა, მაგრამ ამჯერად შეძლო აღმავლობის გზაზე მყოფი გერმანელის იულია გორჯესის დამარცხება. რუსმა ძალიან სტაბილური თამაშის წყალობით მიაღწია წარმატებას.

მარია ერაკოვიჩმა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა სოფია არვიდსონი, თანაც ქალთა ჩოგბურთისთვის არადამახასიათებელი მაჩვენებელი დააფიქსირა - პირველი მოწოდებაზე ქულების 83 პროცენტი მოიგო. დანიელა ჰანტუხოვამ ასევე ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად დატოვა ტურნირის მიღმა რიკა ფუჯივარა, საბინ ლისიცკიმ კი ტრიუმფალური უიმბლდონის შემდეგ კარგი ფორმა სიმონა ჰალეპის განადგურებით დაადასტურა.

დღის ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი სერენა უილიამსმა მოიპოვა, რომელმაც 47 წუთში გაანადგურა ანასტასია როდიონოვა - ამერიკელმა მეტოქეს ერთი გეიმიც არ დაუთმო. სერენამ ექვსი ეისი მოაწოდა და პირველი მოწოდებით ქულების ასი პროცენტი აიღო.

კოლეჯ პარკის მოკრძალებულ ტურნირში ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთ ნომინალური ფავორიტი ელენა დოკიჩი. მეოთხე ნომრად განთესილი ავსტრალიელი საათნახევარში დამარცხდა ჩინელ შუაი ჟენგთან. დოკიჩმა აშკარად ჩააგდო ეს შეხვედრა - 16 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 12 ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

სამაგიეროდ, პირველ წრეში იოლ გამარჯვებებს მიაღწიეს განთესვის ლიდერებმა. შაარ პეერმა საათნახევარი იკმარა რიოკო ფუდას დასამარცხებლად, რომელმაც ათი ბრეიკ-პოინტიდან ცხრა ქარს გაატანა. რუსს ნადეჟდა პეტროვას კი საათი დასჭირდა ალექსანდრა მიულერის გზიდან ჩამოსაშორებლად.

დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ალა კუდიავცევამ და შანელ სხეპერსმა ითამაშეს. მათ კორტზე ორ საათზე მეტი გაატარეს და საბოლოოდ, უფრო ძლიერი რუსი ჩოგბურთელი აღმოჩნდა.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

I წრე

საბინ ლისიცკი (გერ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:1, 6:2; მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:2, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ)-აიუმი მორიტა (იაპ) 3:6, 5:7; იულია გორჯესი (გერ)-მარია კირილენკო (რუს) 2:6, 3:6; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ოლგა სავჩუკი (უკრ) 6:4, 6:2; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-რიკა ფუჯივარა (იაპ) 6:0, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:0, 6:0.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ალბერტა ბრიანტი (იტა)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:3, 6:4; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ირინა ფალკონი (აშშ) 3:6, 4:6; ნადეჟდა პეტროვა (რუს)-ალექსანდრ მიულერი (აშშ) 6:2, 6:2; მელინდა ჩინკი (უნგ)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:7, 5:7; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-პეტრა რამპრე (სლოვენ) 6:0, 6:2; ელისონ რისკე (აშშ)-იუჯინ ბუშარი (კან) 3:6, 2:6; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:2, 3:6, 2:6; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:4, 4:6, 2:6; შაარ პეერი (ისრ)-რიოკო ფუდა (იაპ) 6:4, 6:2; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-მელანი ოუდინი (აშშ) 7:6, 3:6, 6:2; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-შუაი ჟენგი (ჩინ) 3:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა