საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასული ორი ტურის შემდეგ, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მესამე ტურის მატჩს, ჩვენი ახალგაზრდული ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

26 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს.

საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.

რამაზ სვანაძე: რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.

ნიკა გაგნიძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და საოპერაციო არ არის, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, მის ფარგლებს გარეთაც. მან ძალიან სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო. ტრავმირებული მინდვრის მოთამაშის ჩანაცვლება, რეგულაციებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ასე რომ, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს.

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

გიორგი გულიაშვილი: ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ 90 წუთის სათამაშოდ.

გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ.

Nakrebi.ge

ხასანა ძია
აფსუს ხვიჩა შენ რა გითხარი.
კოტე
ჰოლანდიელებს არ ქონიათ პრესკონფერენცია?
დავით 67
აბა თქვენ იცით. ჰოლანდია ძლიერი გუნდია, თან მოგება არ აქვთ, მაგრამ არ შეუშინდეთ.
ბეჟან
წარმატებას გისურვებთ
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
მიხარია ეს ყოველივე, რაც ჩვენს ტანჯულ სამშობლოში ხდება. გენაცვალეთ ბიჭებო თავდადებისთვის! აქ უკვე აღნიშნეს, რომ ფრეზე თამაში მიუღებელია და მთლიანად ვიზიარებ მაგ მოსაზრებას. მხოლოდ ბრძოლა! მასე გააგრძელეთ, ხვალაც და მუდმივად თქვენთან ერთად ვართ საქართველოს გულშემატკივრები!
გიზოგ
ბიჭებო, ქართველო ვაჟკაცებო იბრძოლეთ და მოიგებთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი წინაპრების გმირული ბრძოლები, როცა 1-3-თან, 1-5-თან, 1-10-თან ებრძოდა, რა იყო მათი შეძახილი, რითაც მასზე ძლიერ მეტოქესაც ძლევდნენ? უბრალოდ „ჰკა მაგასა“, ჰოდა თქვენ იცით ბიჭებო შეუძახეთ ერთმანეთს „ჰკა მაგასა“. გვიყვარხართ და გვეიმედება თქვენი. ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელი ე. ი. თქვენი გუნდელი აღმოჩნდება ორი, სამი ფეხბურთელის შორის, დახმარება სჭირდება და ამ დროს თანაგუნდელები, რატოღაც გაშეშდებიან შორიდან უყურებენ, როგორ გამოვა მდგომარეობიდან, მაშინ როცა დასახმარებლად მისვლაა საჭირო, რომ პასი გაუკეთოს ახლოს მისულ თანაგუნდელს. და საერთოდ ბიჭებო იგებს ის გუნდი, რომელიც მეტს მოძრაობს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი და თქვენ ეს კარგად იცით. გაიმარჯვეთ და გაიხარეთ ჩვენთან ერთად!
1
ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურები იყოთ თავიდანვე და უფრო მეტი პრესინგით ითამაშოთ. ვიცი არ არის მარტივი, მაგრამ უნდა შეძლოთ
ლაშა
დაცვიდან თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უნდა შევეშვათ ამ მშიშარა ფეხბურთს, ეგრევე შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! პ. ს. თითქოს სირბილის კომპონენტში არ მოვიკოჭლებთ. ამის დასტური იყო 0:2-დან თამაშის შემობრუნება და იქნება და საკუთარი ძალების რწმენის დროა?!
სოსო
მიწაზე იდექით და ითამაშეთ ბიჭებო!ითამაშეთ!ისე,როგორც შეგიძლიათ.ესე იგი იმაზე უკეთესად,ვიდრე ამ ორ თამაშში ითამაშეთ!მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება! კარგ თამაშს და წარმატებას გისურვებთ!
აჩი
თქვენ გენაცვალეთ გულში ბიჭებო !!! წარმატებები !!!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა