საკლუბო ფეხბურთში შესვენებაა, თუმცა მომავალი სეზონის დაგეგმვაში ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. მით უმეტეს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდის საკუთარი გემოვნებით დაკომპლექტებას ეცდება. რუდი გარსიას ჩემპიონების დამატებით მოტივირება დასჭირდება. ტრანსფერებზე ბევრი იწერება, გაოფიციალურებამდე კი დარწმუნებით მაინც ვერაფერს ვიტყვით.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი არ დაიშლება, ეს კი ტოპტრანსფერს გამორიცხავს. მთავარი ცვლილება გუნდიდან კიმ მინ ჯეს წასვლაა, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" უნდა შეუერთდეს, შესაბამისად, ყველაზე აქტიურად ცენტრალური მცველის შერჩევა მიმდინარეობს. ფავორიტი "რეალ სოსიედადისა" და ესპანეთის ნაკრების 26 წლის უკანახაზელი რობინ ლე ნორმანდია. ის კარიერის დასაწყისში საფრანგეთში თამაშობდა და გარსიას ინფორმაცია აქედან მოყოლებული აქვს. 187 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.

როგორც ცნობილი გახდა, ნეაპოლურ კლუბს "ვულვზმა" უარი უთხრა, მცველი მაქს კილმანი 35 მილიონ ევროდ დაეთმო. ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. პრემიერლიგაში კიმის კიდევ ერთ შემცვლელზეა საუბარი, "ლივერპულის" ფრანგ მოთამაშე იბრაჰიმა კონატეზე, რომელიც "ნაპოლის" ახალი დამრიგებლის თანამემამულეა. მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევროა.

რუდი გარსიას ინტერესის სფეროში გერმანული "უნიონის" უკანახაზელი, 25 წლის ნიდერლანდელი დანილო დოეჰიცაა, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა. მას შედარებით მოკრძალებული სატრანსფერო ფასი აქვს - 17 მილიონი. ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი სურვილი "ატალანტას" 19 წლის ცენტრალურ მცველს, ჯორჯო სკალვინის უკავშირდება, რომელიც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა.

რა თქმა უნდა, სიახლეები მხოლოდ უკანა ხაზს არ შეეხება. იტალიური მედიის თანახმად, რუდი გარსიას დიდი სურვილი აქვს, გუნდში არგენტინელი კარლოს ალკარასი იხილოს. "საუთჰემპტონის" 20 წლის ნახევარმცველს სიახლეებისა და შემოქმედებითობის შემოტანა ნამდვილად შეუძლია. სავარაუდოა, რომ მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ყოფილ შეგირდ ზამბო ანგისაზე დიდ ავანსებს გასცემს; ზელინსკი გუნდიდან წასვლას აპირებს, ლობოტკას მომავალი კი ჯერ მაინც გაურკვეველია.

ნეაპოლელებს იტალიის გასულ ჩემპიონატში ძალიან შედეგიან ნახევარმცველს, 23 წლის შოტლანდიელ ლევის ფერგიუსონსაც უკავშირებენ. "ბოლონიელმა" ჩემპიონების კარიც აიღო, სულ კი 7 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა. რუდი გარსია "მარსელში" მის კიდევ ერთი ყოფილი შეგირდის, მაქსიმ ლოპესის ტრანსფერზე ფიქრობს. 25 წლის შუახაზელი "სასუოლოში" გამოდის. როგორც ჩანს, დიდი ხნის ნაცნობობასა და ნდობას ფრანგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჯერჯერობით დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზე არაფერი ვიცით, მისი გაგებაც საინტერესო იქნება. ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა დაიწყო, გასული წლის ამ დროს პირველი ემოციები გვქონდა.

ლევანი
ისე, ეხლა მომივიდა აზრად. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მცველი საზონოვი ღირსეული შემცვლელი იქნება ცენტრალური მცველის პოზიციაზე. თქვენ რას ფიქრობთ?
Geo
გარსიამ მიახწია რაც მისახწევი ჰქონდა, ეს მისი მაშინ მაქსიმუმი იყო, მერე როგორც მწვრთნელი ეს ადამიანი ამოწურულია!! რამდენი წელია ვერაფერს ვერ მიახწია! გამარჯვებები არააქ! ფეხბურთის დაძველებული ფილოსოფიის ჩარჩოებშია! ნაპოლის ამბავი ძაან საფრთხე სიტუაციაშია! საუდის არაბეთში ვერ მოუგია , აქ ვერაფერს ვერ იზამს! პაჟია რა!
ზვიადი
სამ თვეში გაუშვებენ ამ მწვრთნელს და მისი ფავორიტი ფეცბურთელებიც მიყვება უკან
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა