ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

"შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდნენ, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან..." - დავით მუჯირმა კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

<p>გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების ასპარეზობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.</p><p>მოგეხსენებათ, ამ ფეხბურთელების ახალგაზრდულ ნაკრებში არყოფნამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მუჯირის თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებზეც თავად ვერ ისაუბრებს.</p><p>"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ამ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. არის დატვირთული სეზონი, შემდეგ სანაკრებო პაუზა.</p><p>ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხვიჩა და გიორგი რომ გვყოლოდა, მეოთხედფინალს მოვიგებდით, ან შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით... ამაზე საუბარი რთულია. ძალიან ბევრი გარემოებებია, რომელზეც ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი, თუმცა მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მათ ამხნევებენ", - განაცხადა დავით მუჯირმა.</p><p><p><p><p><br></p>

  • ქართველი

    ეს ბიჭი კიდე ბევრჯერ გაგვახარებს ნაკრებთან ერთად რაც შეეხება 21წ. თამაშს რა არი აქ გაუგებარი? გადაღლილი იყო და ეს ეტყობოდა და ისეც მართლა ყველგან ხომ არ შეეტენება? სხვებმა რა დააშავა მთელი წელი რომ ყველაფერს აკეთებდნენ ამ ჩემპიონატზე რომ ეთამაშა? დასვენებას რომ თავი დავანებოთ ტრავმის ალბათობაც დიდი იყო და შეიძლება კიდე საერთოდ ვერ გავსულიყავით ჯგუფიდან ან ეროვნულზე თამაშზე თქვა როდისმე უარი? და ნუ გაატრაკეთ აქ ზოგიერთებმა ერთი ხეც რომ არ გაქვთ ცხოვრებაში დარგული და მხოლოდ სხვისგან რომ ითხოვთ თავდადებას.

  • ზვიადი

    გამოდის რომ მაინც ამპარტავნობა და თავს ხომ არ გავიცვლითო, კიდევ ბევრ რამეს დააბრალებენ

  • დ

    სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები ევრო 21-ს არ თამაშობენ. ჩვენ კი გვინდა, რომ ეთამაშა, მაგრამ....

  • დათო-ს

    რა და რისთვის დაწერეთ, ალბათ თავად იცით. ისე, გარეთ ბეილს უელსის 21 წლამდელთა ნაკრებში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ისიც 19 წლამდე ასაკში. 22 წლის ასაკში(არც 20, ან 21), როცა ის "ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელი იყო, უელსის ახალგაზრდული ნაკრებისკენ არც გაუხედია. ასე რომ, თუ ბეილს ადარებთ, ახალგაზრდულში რომ არ ითამაშა, სწორი გადაწყვეტილება მიუღია. ისე, არც უნდა ეთამაშა, რადგან 21 წლამდელთა ჩემპიონატი ყველა სპორტში ახალი სახეების აღმოჩენისთვის ტარდება. შესაბამისად, ხვიჩას ამის საშუალება სხვებისთვის უნდა მიეცა.

  • დათო

    გაიხსენეთ გარეთ ბეილის პრიორიტეტების სია: 1. უელსი 2. გოლფი 3. რეალი როგორც ჩანს, ბეილამდე ბევრი უკლია ხვიჩას, და არა მარტო ფეხბურთის ხარისხში

  • SOSO-s

    21 წლამდელთ(ანუ, მაქსიმუმ, 20 წლის ასაკის) ნაკრებში იმათმა უნდა ითამაშონ, ვისაც თავის გამოჩენა სჭირდება და მათ უკვე წარმატებულმა და აღიარებულმა ფეხბურთელებმა ხელი არ უნდა შეუშალონ.

  • ვაჟა

    იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ლიდერი, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელია 21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში რომ გამოსულიყო, საფეხბურთო სამყაროში მინიმუმ მასხრად აიგდებდნენ.

  • SOSO

    შური, ბოღმა და გაუტანლობა რა შუაშია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები რომ გაწბილებულია ხვიჩას საქციელის რა გასაკვირიაა, ასეთი შანსის დაკარგვა იქნებოდაა, პირველ რიგში თვითონ დაკარგა ძალიან ბევრი,როგორც სპორტული ისე მორალური თვალსაზრისით ქართველებში.მისი გოლები ნაპოლიში, რაღაც სიმბოლური ტიტულები, ოსიმენასთვის გაკეთებული პასები, კონტრაქტი თუ ხელფასი, ჩვენვის ნაკრების ქომაგებისთვის მე-2 ხარისხოვანია, მთავარი ნაკრებში შედეგიანად თამაში და ხალხის გახარებაა. სხვებმა კი ვისთვისაც მთავარი მისი იტალიურ კლუბში წარმატებაა უპირველესი, გაამართლეთ გადაღლილობით, ცოლის მოყვანით და ა.შ.-მაინც არაფერი გამოგივათ......ფაქტია მათ რომ ეკადრებიათ თამაში, სავარაუდოთ უფრო სოლიდური გუნდი გვეყოლებოდა და შეიძლეა ფინალიც გვეთამაშაააა...

  • ლადო

    კარგით რა. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი, თან ასაკით უფროსი, რატომ უნდა გამოსულიყო 21 წლამდელთა ნაკრებში? არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა. ზოგადად, ასაკობრივი ჩემპიონატები არაფერს წარმოადგენს და საქართველოში რომ არ ჩატარებულიყო, ისე ჩაივლიდა, ყურადღებას არავინ მიაქცევდა. აბა, გაიხსენეთ, წინა ჩემპიონატები სად ჩატარდა, არავინ იცის. ჰოდა, ხვიჩას თავი გაანებეთ. მისი დონე არ არის და თავი არ უნდა დაიმციროს. მით უმეტეს, არცერთი უკვე შემდგარი, მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნული ნაკრების კი არა, კლუბის ლიდერია, არცერთ ნაკრებში არ თამაშობდა. ხვიჩამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაღაც "ჭ" კლასის ტურნირზე მონაწილეობისთვის რატომ უნდა გაერისკა, ან ტრავმა მიეღო, ან დაძაბული ეზონის შემდეგ საუკეთესო არ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, გუბდის ნებისმიერ წაგებას ხვიჩას დააბრალებდნენ.

  • Mr.kostaia

    გოგია-ს შე დალოცვილი რომ მოვუგეთ მოსკოვის დინამოს 79-ში და შახტიორთან ფინალი გვიან რომ ჩატარდა 80-ში და სპორტკომიტეტს უკვე გაგზავნილი რომ ჰქონდა ჩვენი დინამოს განაცხადი თასების მფლობელთა თასზე, რომ წაგვეგო მოხდებოდა ის რაც მოხდა?ხომ არა. შემთხვევით მოვხდით თუ არა,დინამომ თავის საქმე ხუთიანზე გააკეთა

  • ვა რა დონეა

    გამოდი ფედერაცია ხვიჩას კლასს უწუნებს როცა ამბობს შეიძლება ჯგუფიდანაც ვერ გავსულიყავითო.იმასაც ვერ ხვდება ეს გაუნათლებელი რამხელა შეურაცყოფას აყენებს ქართველების სიამაყეს.

  • გოგია

    ხვიჩას და ახალგაზრდულის თემა არ დაიხურა? უგრძელებთ სიამოვნებას ჰეითერებს? ხომ იცით, რომ ერი ავადაა შურით, ბოღმით, გაუტანლობით. იცით, რომ ხალხი, ერთი აგური რომ არ დაუდიათ ცხოვრებაში და ბავშვების მეტი არაფერი უკეთებიათ (ეგეც არ ეხერხებათ), ყველაზე მეტად სხვის გინებაში არიან გაწაფულები. წარმატებულ და ბედნიერ ადამიანს სხვაზე ცუდის სალაპარაკოდ უბრალოდ არ სცალია. ქვეყანა სავსეა ლუზერებით და მთელ გემოს ატანენ სხვის თვალში ბეწვის დანახვას.

  • რა უბედურება გვჭირს

    რა დონის ხალხიც შეიყარა ფედერაციაში ისეც მოიქცნენ.ქართველი ხალხი ფეხებზე კიდიათ.ჯერ მაკედონიასთან თამაშამდე როგორ მოექცნენ ხვიჩას მთელი რუსეთი შემოატარეს და კოვიდი აიკიდა.საქართველოს პარლამენტში 50 მილიონერია,მათთან ერთად კობიაშვილიც და რა გაუჭირდათ კერძო თვითმფრინავით ჩამოეფრინათ.ახლაც მუდრიკივით ყოლოდათ გაჭირვების ტალკვესად.ამ მავნებლებმა ოლიმპიადა გაგვიმაზეს და როგორ ბედავენ ხმის ამოღებას.ქვეყანას პატრონი არა ყავს თორემ ამათ არ დატოვებდნენ.

  • გოგია

    დინამო რომ თასების თასზე მოხვდა 1980 წელს, ეგ 1979 წლის სსრკ თასის მოგების გამო არ მომხდარა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გათვალისწინებით, 1980 წლის სსრკ თასის ფინალი შემოდგომამდე გადაიდო (სადაც შახტიორთან წავაგეთ). წაგებულ ფინალამდე, სსრკ სპორტკომიტეტს უკვე გაგზავნილი ჰქონდა სია უეფაში, რომ ჩვენი დინამო თასების თასზე გამოვიდიდა და შახტიორი უეფას თასზე. აი, ეგრე შემთხვევით მოვხვდით 1980-1981 წლების თასების თასის მონაწილეთა შორის.

  • Mr.Kostaia

    რატომღაც გამახსენდა 1979 წლის სსრკ ხალხთა სპარტაკიადა,რომელიც ჩატარდა 20 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით.საქართველოს ნაკრებში თამაშობდა 20 თბილისის დინამოელი!!! დათო ყიფიანს ტრავმა ჰქონდა და ვერ ითამაშა,მაგრამ ითამაშა ახალ ტრავმამოშუშებულმა სსრკ თასის ფინალში მეორე ტაიმიდან . სამწუხაროდ ჩვენებმა დათმეს სპარტაკიადის ფინალი 1-2 მოსკოვის ძლიერ ნაკრებთან,რომელიც დაკომპლექტებული იყო სპარტაკის,დინამოს,ცსკა-ს,ტორპედოს და ლოკომოტივის ფეხბურთელებისგან. ამ ფინალიდან 6(!) დღეში იყო დანიშნული სსრკ თასის ფინალი,რომელიც ჩვენმა დინამომ პენელტების სერიაში დაამარცხა მოსკოვის დინამო,ოთარ გაბელიას მიერ მოგერიებული პენალტის წყალობით(გაზაევს აუღო). სწორედ ამ მოგებული ფინალის შემდეგ,ყველას გვახსოვს რა ტრიუმფით დაასრულა ჩვენმა დინამომ ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშება,რომლის შემდეგ სამწუხაროდ ქართველ გულშემატკივარს არ გვღირსებია მსგავსი სიხარული. ახლა გეკითხებით,რომელი ხარისხის ტურნირი იყო სსრკ ხალხთა სპარტაკიადა(ჩემი აზრით მეასე ხარისხოვანი) და რომელი სსრკ თასის ფინალი?! ალბათ იტყვით საქართველოს კომპარტაიამ დაავალო და მიტომ-ო.შევარდნაძეს იმდენად უყვარდა ფეხბურთი(სხვაზე რა მოგახსენოთ) და კერძოდ თბილისის დინამო,რომ სპარტაკიადაზე მარცხს როგორმე გადაიტანდა,ვიდრე სსრკ თასის ვერ მოგებას. უბრალოდ მაშინ იყვნენ მართლაც პროფესიონალი და სამშობლოს პატრიოტები! ერთერთმა ქართველმა გულშემატკივარმა დაწერა ვინ გღირსებიათ ქართველებს მსგავსი ვარსკვლავი,როგორიც ხვიჩა კვარაცხელია-ო(არანაკლებია ჩემს თვალში ჟორჟ მიქაუტაძეც).კი გვღირსებია და ძალიანაც ბევრი(ვისაც მე მოვესწარი)!!! იცით რა ტოპ-გუნდები ეხვეწებოდნენ მათ?!ისეთები რომ მათთან შედარებით ნაპოლი მართლაც სოფლის გუნდია. არველაძე-ქინქლაძის-ქეცბაიას თაობამ,კარგად მოგეხსენებათ ითამაშეს ერთერთ საუკეთესო გუნდებში,მაგრამ ნაკრებში ზოგიერთები "ფეხებს" უფრთხილდებოდნენ და სტადიონზე მისული ქართველი გულშემატკივარი ადეკვატურად(სტვენით)პასუხობდა მათ ამ გულგრილობაზე. ძალიან არ მინდა მსგავსი განმეორდეს კვარაცხელიას და მიქაუტაძის გამო იმიტომ,რომ ძალიან გვიყვარს და სწორედ მათგან ველით ქართული ფეხბურთის გაბრწყინებას(ყველა ჩვენ ბიჭებს ვენაცალე ასევე). ვფიქრობ და მჯერა დათო ყიფიანი,საშა ჩივაზე,ვოვა გუცაევი,ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია მსგავს სიტუაციაში აუცილებლად ითამაშებდნენ!!! მიუხედავად ამისა წარმატებებს ვუსურვებ ყველა ჩვენ ფეხბურთელს როგორც საკლუბო,მაგრამ უპირველეს ყოვლისა სანაკრებო დონეზე!!!

  • გიორგი

    2002 წლის 12 ოქტომბერს იყო ის თამაში შუქი რომ ჩაქვრა შუშაკი საერთოდ არ იყო ნაკრებში მაშინ

  • გიორგი

    ხვიჩას ის ხალხი აგინებს, ვისაც ცოლი უტოვებს სიგარეტის ფულს. სარკეში ჩაიხედეთ, რაა.

  • რეზი

    კარგი რა, რაფანი, რის ფანი? რა კლუბის ღალატი? ქართველი არ ხარ?

  • ზურა

    რა გინდა თქვა,რომ თვითონ გადაწყვიტეთ, ანუ ჩვენ ვერ დავაძალებდითო. მაგრამ ეხლა შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავსულიყავით, ეგ ბაზარი რიჟააა:)))) მთავარი ხომ ისაა, რომ მათთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლებოდა და მორჩა, თუ გვინდოდა ოლიმპიადაზე გასვლა, ეს ორი უნდა გვყოლოდა!

  • უბრალოდ ფაქტი

    სექტემბერში,როცა ლივერპული ნაპოლის დაპირისპირებაზე ლივერპულის ქომაგობა გავაგრძელე,მოღალატე ვიყავი და კვარას ცუდის მსურველი. გაგიგიათ,თურმე ნაპოლის თუ არ ვუქომაგე ჩემი ცხოვრების საყვარელ კლუბთან,სამშობლოს ღალატი ყოფილა. ხალხი იუვეს ფანები არიან და ნაპოლის ქომაგობდნენ,რაც დანაშაულია ფეხბურთში,ზოგიც მილანის ფანი იყო... სულ რო იუნაიტედში გადავიდეს კვარა,არასოდეს ვუქომაგებ კლუბში,რადგან ფეხბურთის შეურაწყოფა იქნება ეს და იმის,რას რატომ ქომაგობ. ახლა,იწერება რო მიუქაუტაძე იუვეს სურსო,ხოდა რო გადავიდეს,მერე რა ხდება? აი,ასეთი ხალხი ლანძღავს ეხლა კვარას,რამ დაღალა,ნაკრები პრიორიტეტი არისო და ა.შ. გამახსენეთ,როდის გამოტოვა ნაკრების თამაში? მაკედონიასთან კორონა ქონდა,სულ რო სდომოდა ვერ ითამაშებდა,რადგან უეფა არ დართავდა ნებას. სხვა არ მახსენდება თამაში გამოეტოვებინოს და რას აბრალებთ? უ21 არის ახალგაზრდული და მოსამზადებელი ეტაპი ფეხბურთელებისთვის,თუ ნაპოლიმ ნება არ დართო,ეს გასაგებია და არაფერია აქ საპანიკო,ნაკრებში გამოიშვეს და 3 თამაში კიდევ უნდა ეთამაშა,ჯამში 2 კვირაში 5 თამაში გამოდიოდა და ლოგიკურია უარი. ის ნაპოლის საკუთრება,რესურსი აქვს ჩადებული და აქტივია,მისგან 100 მილიონიან მოგებას ელოდება და რა გინდათ,ბიძინა ბარათაშვილის გამო თქვან უარი ან სალუქვაძის გამო? კვარაც ხდვება რო ურჩობა ახლა არ გამოვიდოდა,რადგან მწვრთნელი იცვლება და სიტიაცია ხელში უნდა აიღოს,რათა მეორე სეზონიც გადააბას კარგი და მერე უკვე ტოპ გუნდის წევრი გახდეს. თან ეს უ21 არის მეორად ტურნირი,რატო მეორადი? იმიტო რო პირველი არ არის,ევროპის ლიგა ლიგის საგზურს იძლევა,თუმცა მეორადი ტურნირია მაინც. არ ვიცი,ვის რა წარმოდგენები ააქვს,თუმცა არცერთ ისეთ ფეხბურთელს არ უთამაშია ამ ტურნირზე,ვინც კლუბში კარგ სიტუაციაშია ან დიდი გუნდის უპირობი წევრია. ინგლისელებს რო ახსენებთ,მაგ ბიჭებიდან არცერთი არ არის დიდი გუნდის წევრი,ასეა ესპანეთიც და ასეთი არის საფრანგეთიც. ტონალი არ არის იტალიის ძირითადის კაცი და დარჩა მუდრიკი,ვინც არასტაბილური სეზონით დაიკვეხნის. კვარაც და მიქაუტაძეც მართლები იყვნენ,როცა უარი თქვეს და თუ არ მოგწონთ,ცივი წყალი დალიეთ. იუვეს ფანი რო ნაპოლის უქომაგებს,ბარათაშვილი ესპანეთში ყველას ქომაგობს,სალუქვაძე მილანის ფანია და ა.შ.,რა უნდა ელაპარაკო ფეხბურთზე. აგერ უსმენ ადამიანებს და ვერაფერი ლოგიკური ვერ თქვეს,აგერ დაგიწერეთ და გაგიბათილეთ თქვენი არგუმენტები. ვიღაცამ ისიც თქვა,ომი რო დაიწყოსო... ხოდა არ გვქონდა? ეგრე 50000 კაცი იქ რო წასულიყავით,აფხაზეთიც და სამაჩაბლო არ იქნებოდა ოკუპირებული,93 წელს,აფხაზეთში ომი თუ იყო ნახევარმა ქვეყანამ არ იცოდა,არც 2004 წელს და 2008 წელს,ქორწილებს იხდიდნენ. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ქვეყნისთვის ყველაფრის გამკეთებლები,მერე მოსთხოვით სხვას.წარმტებები კვარას და ჟორჟს კლუბებში მანამ სანამ ლივერპულს არ შეხვდებიან და ნაკრებში უპირობოთ.

  • Დენბერა

    პირველი რიგში მოგესალმებით სუყველა, რაც შეეხება მიქაუტაძის და კვარას გადაწყვეტილებას ჩემი და მხოლოდ ჩემი პირადი აზრით ბიჭებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია თუ მხოლოდ პირადად მათ მიიღეს გადაწყვეტილება ნებისმიერი სხვა პირის ჩაურევლად, რა თქმა უნდა რაც არ უნდა გადაღლილები ყოფილიყვნენ ალბათ შეძლებდნენ კიდე3-4 თამაშის ჩატარებას, მაგრამ აქ ძალიან ბევრი მიზეზია რითაც შეგვიძლია მათი ეს გადაწყვეტილება გავამართლოთ და ჩამოთვლა არ დავიწყებ ძალიან შორს წაგვიყვანს მარტო ტრამვის ალბათობაც საკმარისია, თან მათი კარიერის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ასე რომ ბიჭებო ნუ ვატკენთ გულს ჩვენ მომავალ იმედებს და დამიჯერე ძალიან ბევრჯერ გაგვახარე ენ ორივე კიდე მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს გაუმარჯოს, წარმატებები მოვა ძალიან მალე დარწმუნებულები იყავით, გენაცვალე სუყველას

  • დავით 67

    ივო შუშაკის გუნდში არველაძე არ იყო!

  • გიორგი

    ერთმა სეზონმა თუ ეგრე დაღალა ვერ უთამაშია ფეხბურთი და ეგაა(( აქ ბევრად ბანალურად არის ყველაფერი, არც მათ და არც არავის ფედერაციაში 1% იმედი არ ჰქონდათ რომ ჯგუფიდან გავიდოდით, შესაბამისად ამჯობინეს რომ არ ყოფილიყვნენ განადგურების მსხვერპლები. კარგად მახსოვს, ბევრი ლეგიონერი რომ გვყავდა ნაკრებში ქეცბაიას გარდა თითქმის ყველას აგინებდნენ ტრიბუნებიდა თავს ნუ ზოგავთო, რუსეთთან შუქი რომ ჩაქვრა მაგ თამაშში არველაძემ 25 წუთზე ზამენა რომ მოითხივა კარგად მახსოვს რას უყვიროდა ხალხი. არც შენ დაგინდობს არავინ დამიჯერე, ჩვენ თვალწინ ნაკრების მაისურით თუ არ გააკეთებ იმას რასაც იქ აკეთებ. ნაპოლი რომ ჩემპიონი გახდა ან მეცი რომ დაწინაურდა ქართველ გულშემატკივარს რა მოემატა? ხოლო ის სიხარულს რაც ბიჭებმა 4 თამაშის განმავლობაში ჩვენ გვაჩუქეს ცხოვრების ბოლომდე გვემახსოვრება, ეგეთი ბედნიერი სტადიონიდან გამოსული თან 3 ჯერ არ ვყოფილვართ ალბათ არასოდეს. თქვენი დამსახურება კი 0 მაგაში და თქვენ ადგილას ძაან გამიტყდებოდა ეგ ფაქტი.

  • დავითი

    სულ რომ გაუპარსავი დადის ,მერე რა გრეხია? ეს კომუნისტი აზროვნებიდან გამოსვლა არ გინდა?

  • gulshematkivari0703

    რა იყო ეს,რატომ თქვეს უარი თამაშზე,თავიდან ხომ იყვნენ სიაში. ან ეს დუმილი რას ნიშნავს მათი მხრიდან.ამდენი ხანია მთელი საქართველო მათზე საუბრობს. კეთილი ინებონ,გამოვიდნენ და თქვან რა მოხდა! ოღონდ გადაღლაზე არ გინდათ ლაპარაკი 22 წლის ბიჭებს,თითქოსდა მარტო თქვენ გიწევდათ მთელი სეზონი თამაში! პ.ს.ხვიჩა,ძალიან,ძალიან მიყვარხარ მაინც.

  • ALONZO

    შენი ლოგიკით,ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებს არ გავაკაროთ,ემანდ სხვა ფეხბურთი არ გვეთამაშონ მეტოქეებმა.

  • ALONZO

    გაიხსენეთ ყველა ქართველი ლეგიონერი.ისინი წარმატებულები და მაღალი ანაზღაურებებით იყვნენ ევროპულ გუნდებში,მაგრამ ნაკრებში არაფერი გამოდიოდათ.ხვიჩას ვუსურვებ წარმატებებს "ნაპოლიში",მაგრამ ნაკრებზეც რომ იფიქროს არ შეიძლება? ეროვნულის იმედი ამ ეტაპზე არარეალურია.რეალური იყო U-21 და რა გამოვიდა? მხოლოდ საკუთარ სახელზე და ჯიბეზე თამაშით ისტორია დაგივიწყებთ,ქვეყანა გაახარეთ!

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ჯერ ერთი, ფეხბურთელის ნაკრებში თამაში მას უნდა უნდოდეს და არა გულშემატკივარს. მეორე, ხვიჩა და გიორგი, რომ ყოფილიყო პორტუგალია სხვა ფეხბურთს ითამაშებდა ჩვენთან და მოუგებდი თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ასე იქნებოდა სხვებთანაც და დიდი ბრძოლა დაგვჭირდებოდა ჯგუფიდან გასვლაზე. ჩვენი გასვლა, პორტუგალიის 3 ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მათგან ჩვენი გუნდის შეუფასებლობით უფრო მოვიგეთ, ვიდრე თამაშით.

  • ბუბა

    აგერ ითამაშეს ინგლისის ნაკრებში სიტის, არსენალის, ჩელსის, საუთჰემპტონის და ა.შ. ფეხბურთელებმა, თანაც სულ რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში, პალმერმა ჩემპიონთა ლიგის თასიც ასწია და კი გახდნენ ჩვენი ევროს ჩემპიონები. კაცმა არ იცის ჩვენ ვარსკვლავებს რომ ეთამაშათ რა იქნრებოდა, მართალს ამბობს მუმუ, მაგრამ რატომღაც მგონია სულ ბოლო 20-25 წუთი რომ ეთამაშათ ორივეს ყველა თამაში ფინალში თუ არა ისრაელს მართლა გავცდებოდით.

  • Zviads

    სულ გაუპარსავი და აჯაჯულია ეს, ქუჩაში რომ შეგხვდეთ როგორი აჩაჩული დადის უნდა ნახოთ..ეგ ერთი, მეორეც, ხვიჩამ და მიქაუტაძემ თუ ინდიციდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება ძნელი სათქმელია რატომ თქვეს უარი, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ "დავიღალე" იყო მაშინ სირცხვილია რა თქმა უნდა, ისე ამხელა ამბავი მოყვა ამას და ახსნას ორივემ.. ისე, მარადონა არ გამოტოვებდა ასეთ ტურნირს.. არც თორნიკე შენგელია...

  • aron

    ეს პროფესიონალი............................

  • Ixvi

    ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდულებში თამაში შეიძლება არ უნდოდათ ხვიჩას და გიორგის, მაგრამ ნუთუ ოლიმპიადაზე მოხვედრა არ უნდოდათ? ნუთუ საერთაშორისო ტურნირზე, თუნდაც ახალგაზრდულებში, მედლის აღება და შესაძლოა ევროპის ჩემპიონობაც კი, არ უნდოდათ? ეს ერთადერთი შანსია კარიერაში, ინგლისელი ან ფრანგი ხომ არა ხარ, ყოველ ორ წელიწადში რომ გეძლეოდეს სანაკრებო ტიტულის შანსი, როგორ უნდა გაუშვა ხელიდან ასეთი შესაძლებლობა?

  • LIVERPOOL

    განაცხადში დაეტოვებინატ, მაინც 3-4 ბიჭით აძლიერებდა თამაშს, აგერ უკრაინამ ჯგუფურზე დაასვენა მუდრიკი და საჭირო დროს მუდრიკმა თითქმის მარტო მოუგო ფრანგებს და ოლიმპიადი საგზური მოიპოვა. ეს მენეჯმენტის ბრალია, ეროვნულის ჯგუფიდან გასვლა ნორვეგიასთან სინ თამაშის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, მიზერული იყო, და მაინც მგონია რომ ოლიმპიადა უნდა გვეთამაშა

  • რონი

    იცი რა მიკვირს? კაი დაიღალნენ.. სხვებმაც ითამაშეს მთელი სეზონი ტონალმა მაგალითად.. ვთქვათ დაიწყო ომი ყველამ ვთქვათ რა მინდა ომში შვილები მყავს მისახედი გადავიდოთ ფეხი ფეხზე და ვუყუროთ ტვ სხვები როგორ ომობენ ვიცი ასეთიც ბევრი მოიძებნება თქვენში მაგრამ ყველამ რო მასე ვიფიქროთ.. დავიღალე თავი მტკივა აუ წვიმს ეხლა რადრის ფეხბურთია.. ცივა ზაფხული რო იყოს ვითამაშებდი... 50ათასი ადამიანი მივიდა სტადიონზე ესეიგი ზე ინტერესი იყო ხალხის მოთხოვნა...... ჩვენ ვერც ევროს მოვიგებთ და ვერც მსოფლიოს.. ჯგუფურ ეტაპზეც სანამ ცოცხლები ვართ ან გავალთ ან არა... და რატომ არუნდა ეთამაშათ მაგ ორივეს ნაკრებში????? იმიტომ რომ მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებდნენ პასუხი ნათელია.... ანუ კლუბი თუ ნაკრები პასუხო ნათელია კლუბი.... ხალხი თუ კლუბი? იასნია კლუბი. თავში ქვა უხლია ნაპოლის იქით და აქეთ ბარნია თუ სად მიდის უკვე ნაკლებად მაინტერესებს.

  • ზურწ

    მადლობა მეგობარო ასეთი პოსტისთვის

  • გიორგი

    როგორც იქნა დაიდო ყველაზე სწორი ახსნა.

  • მამუკა

    მიიღო ოჯახმა გადაწყვეტილება რომ ხვიჩას და გიორგის სამომავლო განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა ამ ტურნირზე დასვენება და სფფ-ს რა უნდა ექნა, ბორკილებით დაება გასახდელში და ძალით გაეყვანა მინდორზე

  • გულშემატკივარი

    ნაკრებში ყოფნა, მარტო 20-30 წუთით მინდორზე ყოფნა არ არის, ესაა უწყვეტი საწვრთნელო პროცესი და რეჟიმი, რომელიც მოითხოვს უდიდეს ფიზიკურ და მორალურ დატვირთვას. ყველა, ვინც კვარასა და ჟორჟს განსჯით, ეს ყველაფერი გაიაზრეთ და შემდეგ გამოთქვით აზრი. ამ ურთულესი სეზონის წინ ნუ შევუქმნით ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. თუ გვინდა, რომ მათ კვლავ გაგვახარონ დიდებული თამაშით, დიდი მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და მხარში დავუდგეთ, კრიტიკას ყოველთვის მოვასწრებთ

  • დააბრუნეთ ნაკრებში

    ელგუჯა ლობჟანიძემ პირველი გოლი გაიტანა ჩინეთში

  • ბესო შიოშვილი

    კაი, კაცო!.. აი სიბრძნეეე!.. მაინც რას ნიშნავს პროფესიონალის ჭვრეტა, რააა...

  • ???

    ან ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდით ისე იყო ხვიჩა გადაღლილუ როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად, ვინც ფიზიკურად ბევრს მუშაობს რუტინულად ის მიხვდება, fifa 23 კი არ არის დააყენო და ითამაშოს, ადამიანები არიან

  • მიხაელ

    ალბათ ჯგუფიდან გასვლის იმედი არ ჰქონდათ და ამიტომ დიდად არ მოიკლეს თავი ამათი დათანხმებით, მერე რომ ჰქონოდათ სათქმელი აი გვაკლდნენ თორემ ისეთ ამბავს დავატრიალებდითო. არ სჯეროდათ საკუთარივე ნაკრების და როცა ამათ გაამართლეს ახლა რა თქვან არ იციან !

  • kaka

    ამას რაგა უნდა აქედან გაიგო რო იაპონიასი მიწის ზვრა იყო

  • ლაშა

    ვეჟო, მერე ვერ დაითანხმეთ სფფ-მ?! ბოლო-ბოლო თუ დაღლილები იყვნენ, შეცვლებზე ეთამაშათ, როთაც გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ, მაგრამ არა, ეხლა ფეხბურთელებზე გადაბრალების მცდელობაა. კი, ფეხბურთელების ბრალი რათქმაუნდა იკვეთება, რადგან შენი ქვეყნის ღირსების დაცვას ეხება საქმე, მაგრამ რისთვისაა ფედერაცია?!

  • ლაშა

    "მადლობა" ჟორჟს და კვარას!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!