ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

დღეს, 12 ივლისს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ყაზახურ "ასტანას" ესტუმრება. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ევროტურნირების წინ ქართველი გულშემატკივარი მუდამ იმედიანადაა. ზოგჯერ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამბიციის გარეშე ყოფნაც არ შეიძლება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, თბილისურმა კლუბმა პირველი ეტაპის ბარიერი გადალახოს, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას უფრო იოლად ხსნის. თავი არ მოვიტყუოთ, ყაზახური "ასტანა" იოლი მეტოქე არ იქნება!..

სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა ქართულ კლუბებს უგემიათ. ამით უფრო "აქტობე" გამოირჩეოდა, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ჩვენებური კლუბი დაამარცხა, რომელსაც შეხვდა. მაშინ ამ გუნდთან უშანსო მარცხი "დინამოში" სერიოზული გადახალისების საფუძველი გახდა. გვესმოდა, რომ ყაზახეთში სეზონი ზაფხულში მიმდინარეობდა და მათთან ამის გამოც გვიჭირდა. ახლა ეს არგუმენტი გამოცლილია - უნდა შევძლოთ, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გავიაროთ და ყაზახებს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გადავუჭრათ!.. სხვათა შორის, პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "აქტობე" ელის.

რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ.

ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".

გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.

ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.

• ქ.გ.

Lazio-მ Metz-ს დღეს წარუდგინა შეთავაზება მიქაუტაძის შესახებ.

• ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

მხოლოდ ერთი განსხვავებაა შემადგენლობაში, სიგუაა ოსიყმაშვილის ნაცვლად, მექვაბიშვილის პოზიციაზე

• Joko

ღმერთმა გისმინოს. დღეს გამოიკვეთება ეგ კონტურები თუ სად ვართ და რა შანსები გვაქვს.

• მეზღვაური

მერამდენე სეზონია ჩვენი კლუბები ეროვნული ლიგის მაისურებით თამაშობენ ევროტურნირებზე.ასეთი რა გახდა ლათინურად მაისურებზე სახელების დაწერა?ხომ შეიძლება ეკიპირება მოახდინონ კლუბებმა ევროტურნირების წინ?ასე უჭირთ ფინასურად, განსაკუთრებით ჩემპიონ დინამო თბილისს რომ ზედმეტი მაისურები შეიკერონ?

• ქუთაისელ ფანებს

მოვიდა პიუნიკიიი...დინამომ საქართველოს ნაკრებს გაუზარდა 70% ფეხბურთელებისა.თქვენი გუნდის აღზრდილი ერთი ფეხბურთელი მაჩვენეთ.ერთიიი...როინაო არ მითხრათ ეხლა.ბათუმის დინამო ხო საერთოდ წუწკი მელიასავით ჩასაფრებულია დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზასთან და ოღონდაც კი ვინმე გამოვიდეს ბაზიდან ეგრევე ბათუმში მიაცუნცულებს

• Რერო

წელს დინამო და ასევე ბათუმი ძლიერად გამოიყურებიან, ამიტომ შედეგი მოვა. მე მჯერა რომ მინიმუმ კომფერს ლიგის ჯგუფში 1 გუნდი გავა.

• Qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

Yazahuru gundis ro geshinia da tan roca sheni sastavi 9 milionia da magati 12. Es is Astanaa araa rac adre iyo. Tqvisuflad sheidzleba amati gamogdeba. Ra donis aris chveni chempionati axla dxes da xval gavigebt yvelafers. Winaswar ar gvinda pesimistoba.

• კოტე

იმის ნაცვლად ჭია და მისი სტაფი იმას ფიქრობდეს, როგორ მოუგონ ასტანას, იამს ფიქრობენ, როგორ გააპრავონ მომავალი ფიასკო! აბა ამათ ხელში რისი იმედი უნდა გქონდეს!

• ლაშა

ფიფიამ გაწერა დინამოს მომავლის კონცეფცია, რომლის მიხედვით არცერთი ფეხბურთელი არ გაიყიდება ევროტურნირების დასრულებამდე, და თუ გაიყიდება, მხოლოდ სოლიდურ კლუბში...

თამაშამდე ერთი დღით ადრე მოთამაშეების დამატება ქართულ ტრადიციად გვექცა თუ რა არის?

• გიოსვანი

ბათუმი ვერაფერს მიიღებს წიტაიშვილის ტრანსფერში კიევის დინამოს საკუთრებაა და ბათუმში იჯარით არი. კვარა ფიფიამ ისე გააგდო თბილისის დინამოდან ერთი თამაშის შანსიც არ მისცა ასევე აზაროვიც გამოაგდო პრაქტიკულად აბა რაზე გვაქვს პრეტენზია სადაც გამოზარდეს და მისცეს შანსი ამ ბიჭებს ფულიც იმათ მიუვიდათ ასე რო თქვენი მოსაზრება უსამართლოა.

• დავით 67

სეხნიავ სწორედ მაგაზე მწყდება გული რომ სუსტ მეტოქეეზე ვოცნებობთ. და თუ სუსტი მეტოქე დავამარცხებთ გვგონია რომ ეს უკვე რაღაც წარმატება.არადა ეს 0-ია. რატომ უნდა გვჯობნიდნენ რუსეთის ან უკრაინის გუნდები, რომლებსაც რეალი ჰყავთ დამარცხებული ( შახტარს და რუბინს ვგულისხმობ). ჩვენ კიდევ დუდელანჟის დამარცხებით გავიხაროთ. მე ამით ვერ ვხარობ და თქვენი არ ვიცი

• levan

კიდე გჯერათ ზღაპრების? ხვალ პირველივე თამაშში გარკვეული იქნება რო ასტანა შემდეგ ეტაპზეა. საცოდავი გუნდია დინამო თბილისი

• პროფესტო

რატომ არ წერთ კრიტიკულ სტატიებს ფიფიაზე და ბერიძეზე??? რისი იმედი გაქვთ?

• გადასარევი გიორგი

დინამო თბილისი არა კვახი! შეგირცხვათ პატრონი! ახი იქნება რომ დაგახევენ თავზე ბურთს!

• ამირან

რაც კობიაშვილი მოვიდა ქართული გუნდები მეორე წრეში ვერარ ახწევენ დინამო პლეიოფში უთამაშია და ბევრი გუნდები მესამე წრემდის მისულან

• სიმართლე

წესით ჩემო ძმაო თუ გვინდა ჯგუფში შესვლა ასეთ გუნდებს უნდა მოვუგოთ მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიძლება ისე შეცვალონ ამ ტურნირის სახელი და გაუქმონ ვერასდროს გავიდეთ ეს კარგად დაიმახსოვრეთ ..არ გამოჩნდა ისეთი კაცი რო იყიდოს თუნდაც ლოკომოტივი რომელსაც შესანიშნავისტადიონი და ბაზა აქვს უნდა იყიდოს ვინმე მილიარდერმა და ააღორძინოს და მიახწიოს წარმატებას..ამ ფიფიასაც რო.... რაქნას რაც შეუძლია აკეთებს....

• დავითი

ეს დინამო,ლიგის ჯგუფში რომ ვერ შევა ყველამ ისედაც ვიცით,მაგრამ ამ ეტაპის დაძლევას,მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს,მოგებული კონფერენსის პლეიოფს ინაღდებს,სადაც თავისუფლად შეიძლება სუსტ მეტოქეს შეხვდეს,მაგალითად უელსის ჩემპიონს,რომელსაც ფარერებთან გავარდნილმა ფორმაციის დინამომაც კი მოუგო,თან გასვლაზე.

• დავით 67

დაინტერესების შემთხვევაში 30 წელიწადი სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ საშუალოზე ოდნავ დაბალი გუნდი გაეკეთებინათ. ისეთი მაინც რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოახერხებდა გასავლას, აი მაგალითად აზერბაიჯანმა შეძლო ასეთი გუნდის ჩამოყალიბება ყარაბახის სახით.აღარაფერს ვამბობ რუსულ და უკრაინულ ფეხბურთის გუნდებზე, რომლებიც არაფრით არ სჯობდნენ ჩვენს დინამოს. სულ ფულს რომ გაიძახით, დაინტერესების შემთხვევაში ფულიც მოინახებოდა და ოქროც, მაგრამ არ აინტერესებთ ფედერაციის ხელმძღვანელობას ეს და რა გინდა რომ ქნა. ახლა ეს დაბეჩავებული ხალხი მსჯელობს ასტანა სჯობია თუ დინამო . ჭირსაც წაუღია ორივე. მე ასეთი დინამოს თამაშების ყურებაც არც მინდა. წაგებას და მოგებას ჩემთვის ერთის ფასი აქვს, რადგან ვიცი რომ ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ქვეყანაში სადაც "ყველამ" იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა, ასევე რა შემადგენლობით , საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყების წინ ისეთი გასაცოდაებული კომენტარებით იფარგლებიან რომ ერთი მოგებაც უდიდესი სიხარულია.

• ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

ზოგიერთი უბრალოდ მაოცებს, ჟურნალისტებმა პირდაპირ ილაპარაკეთო წერთ და სტატიაში პირდაპირ წერია, ტყუილად ნუ გვექნება წინასწარ დიდი იმედებიო. აბა, რა უნდა ეწეროს, სადღეგრძელო რომ ყველაფერი გამოვა და მერე რომ ვერ გამოვა, რატომ წერდით ოპტიმისტურადო? დინამო ზაგრების დამარცხება და ჯგუფში გასვლა სერიოზულად გსურთ?

• ეჰ ჩემო ლადო

სიმართლე მარტო ჟურნალისტებისგან კი არა აქ კომეტარების 90% ცაში დაფრინავს უკვე თუ კი სადმე რამეს გავიფაფხურებთ. ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და ვინმე არ უნდაა გააკრიტიკო-ჩეგქოლავენ.კაი დედისა და მამის შვილი ხარ და ვინმზე თქვი სიმართლე. მე კი არა გუცაევმა თქვა ტელევიზიით სიმართლე ოღონდ ცოტა რბილად.გუცაევი კი არა მე ვიცი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებიც ზუსტად ისე ფიქრობენ როგორც გუცაევი. ამასწინ წიტაიშვილის ბათუმში ტრანსფერზე დავწერე მაფიოზური სქემა ამუშავდა მეთქი.იგივე მოხდა კვერნაძის ტრანსფერზე. და ვიღაცეებმა დამიწერეს შენ რა საგადასახადოდან ხარ შენთვის რა მნიშვნელობა აქ ვის ჯიბეში წავა ფული ბიჭი ხო თამაშებს ნაპოლშიო. მნიშვნელობა ის აქ რო ტრანსფერიდან წამოსული ფული უნდა მოხმარდეს გუნდს რომელმაც გაზარდა ესა თუ ის ფეხბურთელი რო მეტი სტიმული ჰქონდეს გუნდს რო კიდევ ვინმე გაზარდოს ან ვინმე ლეგიონერი მოიყვანოს და არა ჯუღელის,ბერიძის და უსმანოვის ჯიბე გასქელდეს. ნახეთ როგორ გადაერთო ბერიძე ფულის შოვნაზე და დინამო ბათუმი დააპაუზა.ურჩევია ჰყავდეს რაღაც დონეზე მიმზიდველი გუნდი,გაუამხანაგდეს ვიღაც მაფიოზ აგენტს და რაღაც ხრიკებით აწაპნოს გუნდებს ფეხბურთელში გადახდილი ფული. არ გამკვირდება კი არა ველოდები კიდევ სხვა ფეხბურთელების ტრანზიტით ბათუმის დინამოში,გაყიდვას საზვარგარეთის გუნდებში.

• გიოსვანი

არაფერს არ თამაშობენ კაზახები. სადაც გავიდნენ ერთი თამაშიც ვერ მოიგეს . საშუალოზე დაბალი დონეა კაზახეთი. საერთო დონით გვჯობნიან ისისც ფულით მაგრამ შორსაც არ არიან ჩვენგან. ასე რო ბრძოლით და მონდომებით თუ ითამაშებენ ჩვენები სახეს გააძრობენ კაზახებს.

• გიოსვანი

რომელი ნაკრების ბრაზილიის თუ ესპანეთის ან იქნებ ინგლისის . კაზახეთის ნაკრები რა არი და მერე მისი ფეხბურთელი რა იქნება.

• amberგ

დააბრუნეთ გარსია! :-))) და ჩამოწერილი ესპანელები. უცნაურია, მაგრამ ის გუნდი საინტერესო და ბევრად შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა. ამ დინამოში ახალგაზრდულის ბიჭების მჯერა, დანარჩენი ბალასტია.

• მწარეს

ფიზიკურად ამდენი წელია ვერ მოუმატეს თორე რაღაც შედეგს დადებდენ

• ლადო

როცა ფეხბურთს პულსი აღარ ესინჯება, ქართველ სპორტულ ჟურნალისტებზეა ყველაფერი დამოკიდებული. თეთრს თეთრი დაარქვით, დასვით დიაგნოზი, ხმამაღლა ისაუბრეთ ყველაფერზე. ის რაც ჩვენ საკლუბო ფეხბურთს სჭირს, უდიდესი სირცხვილია. ფარერების 6-1 მერე ფიფია ქუჩაში ვერ უნდა დადიოს და დღეს ისევ დგახართ და რაღაც უტოპიაზე საუბრობთ. სად წავიდა ხვიჩას გაყიდვით მიღებული 10 მილიონი? ყველამ ვიცით სადაც, მაგრამ ამაზე რატო არ იღებს არავინ ხმას?

• akademiq

ჭიაბრიშვილი სანამ იქნება დინამოს სულ რეგრესი ექნება..საბურთალოელი ფეხბურთელებით გაავსო დინამო რომლებიც ყველა ერთად გასაყრელია

• შახრუდინი

იმენნა წელს მაგარია დინამო და ასატანა მოსლაბდა ცოტა და ფულიც იმდენი აღარ აქვს.თან დინამოს შემოადგენლობაში ამ ახალგაზდული ნაკრებიდან 6 კაცია მგონი!ლორიაც დაგვიბრუნდა და რავიცი აბა 1 ეტაპის გადალახვა იქნება ნამდვილად სასწაული!ძალიან დიდი შანსია მერე ევროთასებზე მოხვედრის

• მწარე

დარწმუნებული ვარ არ დაბეჭდავთ. სიმართლე არავის უყვარს. წესით ყაზახეთის ჩემპიონატი ჩვენსას ჯობია, იმიტომ გვიგებენ. ფულიც მეტი აქვთ. სწორ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ. ბურთს არ ათრევენ. ფიზიკურად უფრო მზად არიან. ჭკვიანი ტრენერი ყავთ. ბოლო ბოლო, ჩვენზე მეტი ფული აქვთ. ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ, დინამოს რაში აქვს უპირატესობა.

• 1.2.3.4.5.6.

ტემპის მომატება ისწავლეთ და პირველი ეტაპიც და ჯგუფურიც შეგიძლიათ ახალგაზრდულმა ისეთი შედეგი აჩვენა

• გიოსვანი_ს

ეხლა ასტანას ლეგიონერები ნახე ზოგი ნაკრების ფეხბურთელებია შანსი არააა დინამოს სამწუხაროდ

• ვორმიზდუხტ ურიადმყოფელი

რომელ ფეხბურთზე ლაპარაკობთ საერთოდ? რისი მომგები არის საქართველოს რომელიმე კლუბი? 1. როდესაც კაზინოს სახელობის გაქვს ეროვნული ლიგა 2. როდესაც ქართული კაზინო გაფინანსებს(რომელ პატიოსან თამაშზე არის საუბარი) 3. როდესაც არანაირი დისციპლინა არ გააჩნია ფეხბურთელს(შინაგანი საფეხბურთო კულტურა). 4. ის ფეხბურთელი რა ვთქვი და იმის ტვინში ჩამახედა, რომელიც საქართველოში ჩამოდის სათამაშოდ.( ხომ წარმოგიდგენიათ ის რა დონის ფეხბურთელია, რომ აქ ჩამოდის ? :D:D:D:D:D) ბოლო-ბოლო სირცხვილია, როდესაც აცხადებ რომ მოუგებ კლუბს, რომელიც ამხანაგურ მატჩებში კლუბებს შორის გამოდის და თამაშობს რეგულარულად(ევროპისლიგას რომ თავი დავანებოთ). მწვრთნელის ამბავიც იგივეა, საქართველოს ნაკრებს და ასევე ქართულ კლუბს, მხოლოდ არშემდგარი მწვრთნელი თუ დათანხმდება მათ გაწვრთნას. ასე რომ იოცნებეთ , მეტი არაფერი შეგვიძ₾ია.

• alexandre

წარმატებებს ვუსურვებ დინამოს და ყველა ქართულ კლუბს! იქნებ და გაიხარონ და გაგვახარონ. ერთი კი მწყინს ნამდვილად. ყოველ წელიწადს ერთი და იგივე - ფეხბურთელებს იმატებენ მატჩამდე 1 კვირით ადრე! რატომ????? ზოგადად ლეო ან კრიშტიანო საუკეთესო წლებში ახალ კლუბში პირველ მატჩებში თავისი შესაძლებლობების 10-20% ზე მეტს ვერ აჩვენებდნენ (მესის საერთოდ ჩაუვარდა პირველი წრე პსჟ-ში). ეს აფრიკელები რაღაა არიან? ეეეეჰ....

• სადღეგრძელო

"დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს" - რატომ უნდა შეძლოს? რამეს სწორად აკეთებს, თანმიმდევრულია თუ რამე შეცვალეს, მეტს ხარჯავენ თუ რატომ უნდა შეძლონ წელს? პირობას გაძლევთ ვერც წელს ვერ "შეძლებენ". ყველაფერი ლოგიკურია.

• გიოსვანი

ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ყაზახების გაგდება. არაფერი გუნდები არ ყავთ მაგათ მითუმეტეს დინამოელებმა რომლებიც ახალგაზრდულში იყვნენ გაცილებით მაღალი კლასის მოწინააღმდეგებს ასროლინეს კუდით ქვა. კარგი იქნება თუ ჩვენი ჟურნალისტები მოეშვებიან ამ ყაზახური და პოსტსაბჭოთა გუნდების განდიდებას ჩვენები თუ ვერ ჯაბნიან ეს არ მეტყველებს მათ მაღალ დონეზე უბრლოდ ჩვენები არიან სუსტები.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა

[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?