ქუთაისში კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა "ტორპედოსა" და "სარაევოს" შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები წარდგნენ.

მირზა ვარეშანოვიჩის თქმით, მას აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ტრიბუნებზე "სარაევოს" გულშემატკივრები და ამასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან განმარტებებს ელოდება.

"ძალიან გვაინტერესებს, რატომ არ იყვნენ ჩვენი ფანები ტრიბუნებზე, იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ. როგორც წესი, გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან, მათ შორის, სტუმარი გუნდისაც. ჩვენმა ფანებმა რამდენიმე საათი იფრინეს აქ ჩამოსასვლელად და ისინი ტრიბუნებიდან გააძევეს. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. გამიხარდება, თუ ვინმე ამ ნაბიჯის მიზეზს ამიხსნის.

"ტორპედოს" შესახებ ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო და მათთან თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა რაღაცების ცოდნა მაინც დაგვაკლდა. ვფიქრობ, მეორე გოლი ძალიან კარგ დროს გავიტანეთ, რადგან ამის შემდეგ ენერგია თითქმის აღარ შეგვრჩა. მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად წინ 7 დღე გვაქვს და იმედია, საპასუხო შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ შედეგს არა უშავს, მაგრამ გვჯერა, რომ საკუთარ მოედანზე გასამართ თამაშს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ", - განაცხადა ვარეშანოვიჩმა.

სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა. "ტორპედო" საპასუხო შეხვედრას სარაევოში 1 კვირის შემდეგ, 20 ივლისს გამართავს.

წყარო: ევროპოპი

რაბუ
რატო რა დავაშავეთ ? პასუხი ყველამ უნდა აგოს ვინც დააშავებს. მერე რა რომ სტუმარია, სტუმარიც შესაბამისად ღირსეულად უნდა იქცეოდეს როცა შენთან მოდის ოჯახში, ქვეყანაში. თვალი არ უნდა დახუჭო უმსგავსობაზე, თუ გინდა პატივი გცენ და დაგაფასონ
კახა
თუ ვინმეა უკანალში , ეს ყოფილი მთავრობა და მისი *მხარდამჭერები* არიან
კახაბერი
ავად ხარ ? რატომ გააძევეს არ იცი ?
აბდულაი
არც თქვენ არ შეუშვათ მერე ქართველი ბალეშკიბები და მერე გეტყვიან პასუხუს ან მიხვდებიან რაც გააკეთეს
გოგა
ყოფილიყავით რუსები და პოლიციაც ხელს არ გახლებდათ, ბაბაიას დაგიძახებდნენ მაქსიმუმ :დ
კ ო მ ბ ლ ე
რატო გააძევეს მაგას ვინ გეტყვის ტოოო! რაც შეეხება მეორეს; ვიცოდით ტორპედო კარგი გუნდიაო; შენ ან ბრმა ხარ, ან მოგზავნილი და ფეხბურთის გაგებაში არ ხარ. მწარედ რომ ვთქვა, ტყუნის დედა რომ დავიგინო, მოსულა?! სად დაინახე ფეხბურთელები? შენ ალბათ ბარსა რეალს უყურე.
სიმართლე
მატჩის მიმდინარეობისას კიდე ჰო არც მაშინ მესმის მარა დაწყებამდე რატომ უნდა ისროლო საგნები იქნება და 10-0ს იგებ ფსიქოლოგიურად ანადგურებ მეტოქეს? :დ
ვაჟა
მიტომ გააძევეს მაგათი ფანები, რომ დებოშს აწყობდნენ და ხომ არ დაანგრევინებდნენ იქაურობას? ვიდეო ნახოს ამ ბოსნიელების მწვრთნელმა და მერე იწუწუნოს.
irakli81
რა პროტესტი არ განუცხადებია? პირიქით, ყველგან გაიძახოდნენ რუსეთი ომისთვის ემზადებაო, მაგრამ არავინ იჯერებდა, მთელი მაშინდელი ევროპის ლიდერები მერკელის თამადობით პუტინის უკანალში იყო შემძვრალი და ის დოკუმენტი რაც გამოძიების შედეგად დაიდო, მაქსიმუმი იყო რაც შეგვეძლო. ეხლა კი სულ სხვა სიტუაციაა, ევროპელებს თვალი აეხილათ, მაგრამ სამწუხაროდ უკვე ჩვენი მთავრობაა პუტინის უკანალში.
Swerty
გუშინ 40 თამაში ჩატარდა კონფერენსის საკვალიფიკაციოზე და ქუთაისში დასწრება მეორეზე გავიდა ამდენ თამაშში 9 000 მაყურებელით. როცა აგერ ევროტურნირებდაჭაშნიკებულ სომხეთში 2 მატჩი გაიმართა და ერთად აღებული ტორპედოს ნახევარიც არ მივიდა მათ თამაშებზე. როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში ეს ტორპედო რო ოდნავ უფრო ძლიერი გუნდი იყოს და იმედია შეთამაშდებიან ეს ახლებიც, პირველ ორ ეტაპს პანტაპუნტით ივლიდეს ევრო საკვალიფიკაციოზე სტაბილურად12-14 000 მაყურებელი დაესწრებოდა ყველა შეხვედრებს როგორც ევროეგიდით ისევე ელიგის შეხვედრებზე.
სონიგი
100 %
სოსო
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს,ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე,ჯავა,რუსის ჯარით იყო გატენილი,მაგრამ ამის შესახებ,საქართველოს მაშინდელ მთავრობას,პროტესტი არ განუცხადებია და მერე,გამოძიებაში,საბუთებით ისე გამოჩნდა,თითქოს,ომი საქართველომ დაიწყო და რუსული არმია,მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა.შესაბამისად რუსეთი, საქართველოს ანექსიაში კი არა,გადამეტებული ძალის გამოყენებაში გაამტყუნეს, მხოლოდ.აქ, რაიმე პოლიტიკურის სათქმელად არ გავიხსენე,ეს ისტორია.უბრალოდ,შენ თუ შენი სათქმელი არ თქვი და თანაც თავის დროზე,მაშინ სხვა იტყვის და თანაც ისე,როგორც მას აწყობს და მართალიც ის გამოჩნდება!ეს ისტორია კი,ამის საუკეთესო დადასტურებაა!
roma bejanidze
თუ დააკვირდით გუშინ ტირანა ბათუმის თამაშზე ტრიბუნიდან ნივთებს რომ იქნევდნენ?? რატომ არავინ გააპროტესტა? ცოტა ხრიკები ისწავლეთ. მეტოქეზე ზეწოლა მოახდინეთ.
ლაშა
რომ აინტერესებს ამ ვინმე მწვრთნელს თუ რატომ გააძევეს ბოსნიელი გულშემატკივარი, აუხსენით შესაბამისმა სტრუქტურებმა თუ რატომ! წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის უპასუხოდ დატოვება ჩვენს ქუთაისელ გულშემატკივარს უხერხულობაში აყენებს. პასუხი მისწერეთ (თქვენივე სიტყვებს ვციტირებ): "სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა." რო გამოდიან მამა აბრამის ბატკნებივით პრესკომფერენციაზე, აცნობეთ მერე უეფას, თორემ ტორპედო აღმოჩნდება სანქცირებული, გეიგეთ ელემენტარული 2Х2?!
beqa
რუსები არხართ მაგიტო ))
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გულიაშვილის დებიუტი "ბარსელონასთან" შედგება? - "რასინგს" ზამთარში ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი - გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში