დღეს, 19 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგება. "დინამომ" "ასტანასთან" ყაზახეთში არ წააგო (1:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს - წყვილში გამარჯვებულს ზაგრების "დინამო" ელის, დამარცხებულს - მალტის ჩემპიონი "ჰამრუნი".

"დინამო არენაზე" იოლ მატჩს არ ველით. მართალია, იქაური საწყისი წუთების გასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, ყაზახები განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობდნენ, თუმცა მათთან მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან დაცვაში ნებისმიერი შეცდომის გამოყენებას ეცდებიან. ჭიაბრიშვილის გუნდმა უნდა მოინდომოს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს. თბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე, მინიმუმ, ერთი ბარიერის გავლაც უჭირს. სამწუხაროდ, ამ გზაზე ბევრი იმედაცრუება იყო - განადგურება ფარერებში, წაგება არაფრით გამორჩეულ ესტონურ კლუბთან...

ყაზახურ გუნდებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი მართლაც სამწუხაროა. მის დაძლევასთან ერთად, უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასე სანატრელი ერთი ეტაპის გავლით, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ იოლი გზა გვექნება. კარგია სანაკრებო კადრების შევსება, თუმცა ევროტურნირებზე წარმატება ჩვენ კლუბებს ფინანსურადაც უფრო გააძლიერებს და ჩვენ ფეხბურთელებსაც მეტად დააკვირდებიან.

ასტანურ მატჩში ისიც გამოჩნდა, ამ გუნდისთვის ხორვატი შემტევი ტომასოვი რამდენს ნიშნავს - მისი თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ყაზახებს ძალიან გაუჭირდათ. წინა მატჩში შეცდომების მიუხედავად, მარგველაშვილს ისევ სასტარტოში ველით, კალანდაძე კი მარცხენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ, სადაც ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსცადეს.

ცუდი შეხვედრის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი სათადარიგოთა შორის იქნება და გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა, სასტარტოში დაიწყებს. კარგია ანზორ მექვაბიშვილის დაბრუნებაც, რომელსაც მინდვრის ცენტრში ბევრი საქმე დაევალება. ზორან მარუშიჩსაც შეუძლია, გუნდს ძალიან გამოადგეს და შეტევაში ბურთი მეტად შევინარჩუნოთ. მეკარე გიორგი ლორიას ფაქტორი წინა მატჩში მნიშვნელოვანი იყო და ახლაც იმავეს ველით.

მატჩს 40 წლის ინგლისელი სტიუარტ ეთველი გაუძღვება, რომელიც პრემიერლიგის საკმაოდ ავტორიტეტული არბიტრია.

გუჯი
არც დინამო წყვიტავს ვარსკვლავებს და ასტანაც დიდი არაფერი გუნდია ასე რომ შანსები თანაბარია და იმედია ჩვენ გაგვიმართლებს. ვისაც შეგიძლიათ თამაშზე წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ, კარგია თუ ცუდია ჩვენია დინამოც, ბათუმიც გორიც და ასე შემდეგ
ლანჩხუთელი
ალბად ხუმრობაა
კალისტრატე
ძალიან მაინტერესებს რაზეა დამყარებული ეს ოპტიმიზმი. 1:1 დამთავრდა პირველი მატჩი. არაფერი განსაკუთრებული თამაში დინამოს არ უჩვენებია. რატომ ჰგონია ხალხს რომ ამ ეტაპს გაივლის დინამო, ცოტა გაუგებარია.
mamuka09ze
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წელს იწყება ქართული საკლუბო ფეხბურთის აღმავლობა, ამ საქმეში უდიდესი წვლილი თქვენ უნდა შეიტანოთ, დინამოელებო. წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართულ გუნდს. წინ, საქართველო!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
ემიგრანტი
რამდენი ბილეთია გაყიდული ?
o o n
გავალტ რო ტუ გავედიტ მერე რა გვესველება ..................
მწვრთნელი
სომხები გავარდნენ კონფერენს ლიგაზე! პენალტების სერიაში წააგეს! ბოლო ორი პენალტი გააფუჭეს!
ბმბ
ამ სომხებმა საკუთარი კლუბების წარმატება სომხურ საიტებზე რომ დადოთ, არა? აქაც როგორი შურიანები და ბოღმიანები ხართ. ვის რაში აინტერესებს აქ, ურარტუმ თუ კოტაიკმა რა შედეგი დადეს. სომხები ვერასოდეს ვერ ითამაშებთ ფეხბურთს ქართველებზე უკეთესად, ამას სხვა ნიჭი უნდა, ეს ქარვასლა არაა.
ენვერა 1915-17
ვის ატყუებ პენლებში გამოვარდა შე აფერისტო
sd
ალბათ ირონიაა იმიტომ რომ ურარტუ არ გასულა შემდეგ ეტაპზე... ))
Robert22
დინამო ტბილისის წარამატება დღეს.პაბედი უნდა დაიდოს.გუშინ ურარტუ როგორ გავიდა.ვცოდი რა სომხური გუნდი არ გავარდებოდა.ყოჩაღ ბიჭები.
გენერალი
და ჰამრუნას თუ მოუგეთ მერე რა ხდება? შემადგენლობა ვნახე და 14 ლეგიონერი ყავს მალტის გუნდს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა