Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, შრომით ხელშეკრულებაში კი მისი 1 წლით შესაძლო გაგრძელების ოფციაც იქნება.

"პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამ გზით გეგმავს, რომ ქართველმა მომხიბვლელ ინგლისურ წინადადებებს ყურადღება არ მიაქციოს და ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

"მასში, საკომისიოების ჩათვლით, მხოლოდ 11 მილიონი გადაიხადეს და დღეს ის 100 მილიონი ღირს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. "ნაპოლი" მუშაობს კონტრაქტის განახლებაზე.

"პარტენოპეიში" ფიქრობენ ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდაზე, რათა თავიდან აირიდოს ინგლისური გუნდების მცდელობები, თავბრუ დაახვიონ "კვარას", რომელსაც დარჩენა ისედაც სურს.

მხარეები არ ჩქარობენ, რადგან აგენტმა მამუკა ჯუღელმა უკვე წარმოადგინა კონტრაქტის განახლების პირობები.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ქართველი "ნაპოლისთან" შრომით ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, მაგრამ 2029 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით, ხოლო მისი ხელფასი 1.2 მილიონიდან 2.5 მილიონამდე გაიზრდება", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

ასეა ეს
ამდენი ბუღალტერი სად შეიყარეთ.რა თქვენი საქმეა ხვიჩას ხელფასი.როგორმე უთქვენოთ იზრუნებენ თავისი ოჯახის შემოსავალზე.მთავარია ისევ ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდეს თორემ იმ თამაშით რაც ბოლო თვეებში ითამაშა არაფერი გამოვა.
გიგა
ანრი,სრულ სიმართლეს ამბობთ...გონიერი ადამიანი ხართ..ძლივს ერთი კაცი ვნახე, ვინც ჩემნაირად ფიქრობს.მთავარი ისაა, ჯუღელი რას გააჩალიჩებს.დე ლაურენტისი ასე ადვილად მხარზე ხელს არავის გადაახვევინებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქეთ აპირებს ვინმეს მიმხრობას)...
რა მაფიაა?
რიჟა ბაზარია, კვარამ წელსაც თუ ასე ითამაშა, 150 ლიმონსაც კარგად გადაიხდიან გაისად ამ დროს... შეიძლება გამოსასყიდი ჩაწერონ 130-150 მილიონი
ანრი
ინგლისში 3 ჯერ მეტს მოგცემენ და მართლაც დონე ლიგაში ითამაშებ. რა 2,5? როცა ზელინსკი და ლოსანო 4 იღებენ? ეგენი მაინც არ დაგიფასებენ არაფერს და დროს დაკარგავ ტყუილად.ინგლისშია დღეს ფეხბურთი.
ქომაგი
რას იზამ ეგ ხვიჩას საქმეადა წამატებებს ვუსურვებ, მაგრამ სერიას ა-ს საუკეთესო ფეხბურთელისთვის 2,5 მილიონი დაცინვა როა ფაქტია, მაგდენს ინგლისში თადარიგის ფეხბურთელს არ აკადრებენ საშუალო გუნდში. ნაპოლი გრანდი არაა, ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია და 5 წელი იქ ცოდოა.
ვახო
არ გაუხანგძლივო კაბალური ხელშეკრულება მაგ ,,დამწვარ" უნამუსოებს!
ჟორა გაბრიჭიძე
ხელფასი ნიშნავს ხელის ფასს, ანუ რაც მეტს გიხდიან მით უფრო მნიშვნელოვანი ეხბურთელი ხარ გუნდისთვის. ფეხბურთელთან ამას ფეხის ფასი ქვია, ანუ თუ ცოტას გიხდიან უმნიშვნელო ფეხბურთელი ხარ, თუ ბეტს გიხდიან მნიშვნელოვანი. თუ უმნიშვნელო ფეხბურთელი ხარ და ბევრს გიხდიან მაშ გონიერი ვინმე ხარ. თუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ და ცოტას გიხდიან, მაშინ დოყლაპია ხარ. და ა. შ.
მირზა
2.5 მილონზე დათანხმება ნიშნავს ჯუღლმა ფული მოტეხოს. მაგრამ არა მგონია ასე უტვინო იყოს. ხვიჩა მისთვის სამუდამო შემოსავლის წყაროა და მის დაზარალებას არც კი ეცდება, მგონია. ასე რომ ხვიჩას ხელფასი, მინიმუმ, 4,5 მილიონი იქნება.
გუჯი
ხვიჩასთან უკვე გაფორმებული აქვთ კონტრაქტი 2027-ის ბოლომდე მიზერული ხელფასით მის ფასთან შედარებით და რატომ შეიწუხებენ თავს (მიტუმეტეს ლაურენტისი) რომ მეტი გადაუხადონ? ჯუღელმა უნდა მიხედოა მაგ საქმეს მაგრამ …… მე თუ მკითხავთ კიდევ ერთი წელი და სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ნეაპოლს.
123
ანუ მეტს აძლევენ და ნაკლებს აოფიციალურებენ? იტალიაში და თანაც ნეაპოლში არაფერია გასაკვირი.
კინგი
ამ ჯუღელმა ხომ არ ჩამო-კრა? ფეხბურთელი 100 მილიონი ღირდეს და ხელფასი მისი ღირებულების 2.5 % ჰქონდეს პირველად მესმის
Ზაზა
აბსოლუტურად მართალი ხართ! N1 ფეხბურთელს ხელფასიც შესაბამისი უნდა ქონდეს!
ზურა
წუწურაქი ნეაპოლელები ჯერ ხო ჩვენს ემიგრანტებს ყველაზე დაბალ ხელფასზე და საშინელ პირობებში ამუშავებენ და ხვიჩასაც თითქმის იგივეს უკეთებენ, ემიგრანტებს უმეტესობას სხვა გზა არ აქვთ, უსაბუთო არალეგალები არიან, ამას რაღა ჭირს, მოსთხოვე 7,5 მინიმუმ, რაის 2,5 და უკეთესი პირობები, ჭურში ხომ არ ზიხართ?!
ტიტე
რაღაც ბნელი ამბები მიდის ,კაცი 100 ლიმონი ღირს და 2.5 ლიმონი წლიური ხელფასი ..?! რაღაცა ხლართვაა და ხვიჩა არ გააბან მაქინაციებში
სოსო
სწორედ გამოსასყიდი თანხის გამო იყო,ხვიჩა რუბინიდან რომ არ წაიყვანეს და კინაღამ დეპრესიაში ჩავარდა.აგერ ვერც მიქაუტაძე მიდის,დიდი გამოსასყიდის გამო და ვერც ჩაკვეტაძე.ხვიჩაც შეიძლება აიძულონ,2028 მდე,ამ მათხოვრული ხელფასით ათამაშონ,მერე კი გიგანტურ ფასად თუ გაიყიდა ხომ კარგი,თუ არა და უკვე 27-28 წლისა,ვეღარ იქნება ასეთი მოთხოვნადი.ვეღარც ფულს იშოვის და დარჩება მოტყუებული.დე ლავრენტისის ზნეობრიობაზე არასოდეს გამიგია,ვირეშმაკობასა და თავკერძობაზე კი ათასჯერ.
ტატო
ინგლისის პრემიერლიგაში რომ მაღაკი ხელფასებია და "ნიუკასლის" უმდიდრესი მეპატრონე 100 მილიონ ევროდ ვაყიდ ფეხბურთელს რომ დიდ ანაზღაურებას დაუნიშნავს, სადაო არ არის. იტალიის "სერია ა"-ს წამყვან კლუბებში მოთამაშეებიც დიდ ხელფასებს იღებენ. "იუვენტუსის" და "ინტერის" ფეხბურთელთა უმეტესობას საშუალოდ 10 მილიონიანი ხელფასები აქვთ(ზოგს 12 მილიონი). "ტორინოში" მოთამაშე რუს ალექსეი მირანჩუკს, რომელიც "სერია ა"-ს ხელფასების რაოდენობით 113-ე ადგილზეა, ხვიჩაზე მეტი ხელფასი აქვს, 2,8 მილიონი ევრო. ასე რომ, ხვიჩა გაზრდილი, 2,5 მილიონიანი ხელფასით სადღაც 130-ე ადგილზეა. უცნაურია ხომ, საუკეთესო ფეხბურთელი ხელფასებით პირველ ასეულშიც ვერ მოხვდა. ასე რომ, ან ინგლისში გადასვლა უნდა მოითხოვოს, ან გაზრდილი ხელფასის მინიმუმ გასამმაგება. 7,5 მილიონი ევრო რომ მისცენ, იტალიაში დაახლოებით 30-ე იქნება.
სოსო
მაგაზე მეტს,თვითონ დე ლავრენტისი სთავაზობდა და რა უკეთეს პირობებზეა ლაპარაკი? რაღაცა ბნელ კომბინაციას აკეთებენ და ყველა იხეირებს,ხვიჩას გარდა!ან რა სახარბიელო კონტრაქტი ეს არის,კიდევ ვადას რომ უგრძელებენ?ჩვეულებრივი კაბალური ხელშეკრულებაა!მეშინია ეს ბიჭი,რაღაცა აფიორაში არ გარიონ.დე ლავრენტისი ხომ ოდიოზური პიროვნების სახელით არის ცნობილი და არც ნეაპოლია ზოგადად, მაინც და მაინც კარგი სახელის ქალაქი.
ირაკლი
100 მილიონი? ეს კვარას ფასის ისტორიული შედეგი მგონია, ნაპოლი რისკავს როცა არ ყიდის, რას იზავს კვარა მომდევნო სეზონებში ეგ არავინ არ იცი... ნაპოლი წელს მესამე მეოთხე ადგილებისითვის იბრძოლებს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
2.5 bijo raambavia. Tipshi 100 milions ixdian da eubnebian 2.5 milionis gamo gacherdio. Da es kide ar adzleveb. Oficialurad 1 milioni aq kide xelfasi. Saswrafod unda datovos es soflis gundi. Amas aravis samadlueri ar aq. sheedzlo gadasuliyo iuveshi romashi an sosiedadshi rus xorebs ro aewvat erti adgili imis mere es tavisuflad monaxavda gunds. Tu ar moumates xekfasi 6-8 mainc unda wavides. ager kims ar mices xelfasi da adga da moxia. Im koreels nutu davijero ufro aq tavmoyvareoba vidre amas
შახრუდინი
დარწმუნებული ვარ ჯუღელიც შემოდოს აქ კითხულობს კომენტარებს და ხვიჩაც!ქართულ სპორტზე საიტები ბევრი არ გვაქს ქვეყანაში და სხვა გზა არც აქვთ!!ხო და მამუკა ჯუღელო ბიძია მოგმართავ პირადად შენ ცოტა აზრზე მოდი!!!!!რა 2.5 მილიონი სადა ბანაობ ძია კაცო ????2.5 მილიონს წლიურად რაიო ვალეკანო და ეგეთი გუნდების საშუალო ფეხბურთელებს აქვთ!!!!!პირდაპირ უნდა დაუყენო ლაურენტესს საკითხი მინიმუმ 8-9-10 მილიინი თუ არადა ნახვამდის!!!!ისიც გაზრდის პერსპექტივით
თბილისი
ნაპოლიში დარჩენა უფრო უნდა აწყობდეს, ბევრი შემთხვევაა, როცა ერთი წარმატებული სეზონის მერე გრანდში გადასული ფეხბურთელი ჩაიკარგა და შემდეგ კარიერა ვეღარ გადატვირთა, თუმცა ან გამოსასყიდი თანხა უნდა იყოს ადეკვატური, ასე 50 მილიონის ფარგლებში, ან კონტრაქტის ვადა ნაკლები, რომ საბოლოოდ ერთ ადგილზე არ გაიჭედოს და უფრო მაღალი დონის კლუბში გადასვლის პერსპექტივა არ დაკარგოს.

ჯუღელი ამდენს ვერ გაბედავდა, თავად ხვიჩას ოჯახი რომ არ უმაგრებდეს ზურგს. კი მიხვდება ბოლოს ხვიჩა, ვინ რა როლი შეასრულა მის "გამდიდრებაში', მაგრამ რაღა დროს - უკვე პენსიონერი იქნება
უტა
ჯუღელს ხვიჩა ისე ადარდებს, როგორც მე მარსიანელები. ა - ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და 2,5 მილიონი? კარგი, ხვიჩას ევროპაში გაყვანა იყო საჭირო და პირველ ეტაპზე 1 მილიონზე დათანხმდა ჯუღელი, ახლა სხვა დროა, უცხოელები გიჟები კი არ არიან 100 მილიონზე რომ ავიდნენ. მოკლედ, ეს ბიჭი უპატრონოსავით არის ალთა-ბალთას.
ქომაგი
მსოფლიოში არაა პრეცენდენტი, რომ თავისი ღირებულების 2-3 პროცენტი ჰქონდეს ხელფასად ფეხბურთელს. 100 მილიონი გაბუქების გარეშე ღირს 22 წლის კაცი და სათადარიგო სკამის რიგითი მხეხველივით უხდიან ფულს ვარსკვლავურ გარჯაში. როცა მიხვდები, ხვიჩა, რომ ამ კაბალურ კონტრაქტებზე დათანხმებით ვითომ ოჯახის მეგობარი შენს ზურგსუკან ითბობს ხელებს, აი, მაშინ ბოლომდე დაკაცდები, ცხოვრებასაც სხვა თვალით შეხედავ და მოედანზეც უფრო ძლიერი გახვალ. ლაურენტისთან რა გვინდა, მისი ხელობა ესაა და ეგ რა გოიმი ჩავიგდეო ხელთ, დაფრინავს ალბათ სიხარულით. აი, ჯუღელი კი ღმერთმა ისე გაახაროს, როგორი პირნათელიც ხვიჩასთან იყოს!
Რერო
2,5 ლიმონს ბორმუთში და ბრეტფორდის საშუალო დონის ფეხბურთელებს უხდიან. კვარას სამსახური მეტი ღირს. 6 ან 7 უნდა მიეცეს ხელფასი. საბაზრო ეკონომიკა ასეა . ვინც მეტს იხდის ის იგებს კონკურენციას.
daviti
მომწონს ხოლმე პროფესიონალი დილეტანტების რჩევები. მართალია, ჯუღელმა არ იცის რამდენი მოითხოვოს..
papai
ნამდვილად არ არის ასე მარტივი წარმატებული სეზონის მერე სხვაგან გადახვიდე და იგივე გაიმეორო.. მასე ბევრს დაემართა: შევჩენკო, აზარი, მანე.. ამიტომ არ უნდა აჩქარდეს, რაც მთავარია ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია და კვარა უყვართ.. და თუ გუნდი გრანდებსაც დაეწევა უკვე სულ სხვა რეალობა დადგება..
Charley
ხელფასი მინიმუ 6 ლიმონი წელიწადში და მერე შეიძლება დათანხმება 2028 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თუ კიდე ვინმეს ძალიან ენდომება კვარას დამატება იმ 120-130 ლიმონსაც კარგად გადაიხდიან და 2028-მდეც დაიმატებენ. სხვა ყველაფერზე ჯუღელი თუ დათანხმდა "წუწურაქს" ეს იქნება დაგოიმება და 2-3 ლიმინ გროშებზე სირბილი 100 მილიონიანი ფეხბურთელის. თორემ მეც ვეთანხმები ამ ეტაპზე არარის კვარას გადასვლა სხვა კლუბში მითუმეტეს კი დიდი ფულის მქონე მაგრამ მაინც ხუთეულისთვის მებრძოლ ნიუკასლში.
gela
ინგლისში წავიდეს.. რადგან 5 წლის ფულს ერთ წელში აიღებს.ჯუღელი მოიშოროს
Qwerty
დღევანდელ რეალობაში ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელის ფიზიკა ინგლისს ვერ გაუძლებს, ძალიან ძალისმიერად თამაშობენ და მსაჯებიც აძლევენ კონტაქტის საშუალებას. ფეხს ამოძრობენ მცევრლბი და კასტილად დააკავებენ ხელში, ამიტომ ჩემი აზრით ინგლისი არარეალურია
აჩი**
მამუკა ჯუღელი თუ საქმის ყურშია მაშინ გაჩუმდეს უნდა მსოფლიოს დანარჩენი აგენტები და კლუბები!! ( პალუბომუ დაგავრილოს ) ვაიი სად ნახა ეს აგენტი რააა
alexandre
პირველად შევაფასე უარყოფითად. "მამუკა ჯუღელმა უკვე წარმოადგინა კონტრაქტის განახლების პირობები". და სადაა ეს პირობები??? ეს გვაინტერესებს ყველას, ვისაც გული შესტკივა ხვიჩაზე.

კიმი წავიდა და ცუდი არაფერი დაუწერიათ ნაპოლია ფანებს. წარმატება უსურვეს. დარწმუნებული ვარ ხვიჩას წასვლას ეგრე ადვილად არ გადაიტანენ. მე კი მირჩევნია რომ დარჩეს ნაპოლიში. რავიცი. ნიუკასლი არ მხიბლავს საერთოდ. თუ ინგლისში გადავა ლივერპული იქნებოდა იდეალური მარა ინტერესი არ არის. ახლა ბათუმში რომ თამაშობდეს და ეგ დონე რაც ნაპოლიში აჩვენა ჯერ არ ჰქონდეს ნაჩვენები, მაშინ ვიტყოდით ნიუკასლი კარგი ვარიანტია ტრამპლინისთვისთქო მაგრამ ახლა არ მგონია ეგ კარგი
ქუთაისი
არსად არ უნდა წავიდეს. კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს ნაპოლში კიდე ერთი წელი. უკეთესი იქნება ყველანაირად სპორტული თვალსაზრისით. ლაურენტისმა კარგად იცის, რომ ერთი და მაქსიმუმ ორ წელიწადში კვარა ნაპოლის დატოვებს. 2028 წელი იქნება კონტრაქტში, თუ უფრო მეტი, ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სავაჭროდ, კვარაცხელიას მომავალ პოტენციურ მყიდველ გუნდთან. ორ ნახევარი მილიონს კი ლაურენტისი უნიშნავს ამ ერთი წლისთვის. მერე კი გაყიდის. ხელფასის ასი პროცენტით გაზრდა ზოგადად ცოტა არ არის. ასე მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება და მით უმეტეს იტალიაში.
გიორგი
მეგობარო 120 მილიონს ვინც გადაიხდის ეგრევე გაყიდის ნაპოლის მაფიოზა ბოსი :))
555
მოეშვი ამ წუწურაქ მფლობელს! აბუჩად გაგდებს. სპალეტიც გადააგდო ამ უმადურმა
wolf
წადი ნიუკასლში, მეორე სიტი გაიჩიტება. არ ინანებ, რადგან სერიოზულ პროექტს ფიქრობენ და უფრო პროგრესირებული იქნები(თუ არ იზარმაცე და ფულზეც არ დახამდები) ;) პლიუს ლიგაზეცაა ახლა და მონურ ანაზღაურებით რო გარბენინებს ნაპოლის შეფები. ვაჭრობა კარგად კი ესმით მაგათ. :)
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ