<p>გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი "მეცში" ჩაიშალა. ცნობილი ბელგიელი ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი კარიერას ჩემპიონშიპის ბინადარ "უოტფორდში" გააგრძელებს.</p><p>წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი უკვე ლონდონში იმყოფება და მალე კონტრაქტს მოაწერს ხელს. "ჩაკვეტაძე" "უოტფორდში" იჯარის წესით ითამაშებს, "ყვითლებს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.</p><p>შეგახსენებთ, გასულ სეზონში "უოტფორდმა" ჩემპიონშიპში 63 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.</p><p><p><p><p><br></p>
სოსო
პრემიერ ჩიპი,პირველ რიგში ორთაბრძოლებია!გიორგის სლოვაკეთშიც პრობლემები ჰქონდა, ფიზიკურ ორთაბრძოლებთან დაკავშირებით და ინგლისში რა თქმა უნდა, გაცილებით მეტად გაუჭირდება.ის აზრიც მომივიდა,რომ შესაძლოა თავისი შიშების დასაძლევად გადადის მეთქი!ამ შემთხვევაში,ცურვის არ მცოდნეს,წყალში რომ გადააგდებენ ხოლმე,გაჭირვება ასწავლისო,ცურვას!თუ ასე მოხდა და ეს შიშებიც დასძლია,მაშინ,ჩვენთვისაც მისწრება იქნება,გიოსთვისაც და უოტფორდისთვისაც,თუმცა მგონი დამეთანხმებით,რომ დიდი რისკია.ჩვენ რა შეგვიძლია?ვინერვიულებთ და ვუგულშემატკივრებთ ბოლომდე.მას კი იმედების გამართლებას და საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებას ვუსურვებთ.საფეხბურთო აზროვნება და ტექნიკა,ისედაც არ აკლია,ფიზიკაზე კი,მწვრთნელები იზრუნებენ.
ვაჟა მასწ.
გიო აბა შენ იცი! იცოდე, რომ შენი იმედი აქვს ყველა ქართველ ფეხბურთის მოყვარულს. გილოცავთ და გლოცავთ. ასახელე შენი თავი და საქართველო ინგლისში!
gio
ვოტფორდში გადასვლას აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც ვთქვათ პლიუსები: რიგშიეს გუნდი ჩემპიონშიპიში ყოვეთვის იბრძვის პრემიერ ლიგის საგზურისთვის და ხშირად ახერხებს აღზევებას მაჩანჩალა გუნდი არაა. ვოტფორდში სათამაშო პრაქტიკა ექნება რადგან 46 მატჩი უწევთ ჩემპიონშიპში გუნდებს და პლიუს 2 თასი საშუალოდ 50 ზე მეტი მატჩია სეზონში და გუნდებს ჭირდებათ როტაცია. ვოტფორდში კარგი მაღალ დონეზე თამაში და შედეგის დადება ნამდვილად არ დარჩებათ უყურადღებოთ პრემიერ ლიგის გუნდებს იქ თუ თავს გამოიჩენს პრემიერ ლიგის გუნდებიც გამოიჩენენ ინტერესს. თასებზე შეისაძლებელია გრანდების წინაღმდეგაც მოუწიოს თამაში. ტემპი მაღალია და გუნდებს კარგი ფიზიკური ტაქტიკური და თეორიული მომზადება აქვთ რაც ჩაკვეტაძეს აკლია ფიზიკურად ინგლისში კარგად მოამზადებენ. რაც შეეხეება მინუსებს პირველ რიგში ის არის რომ ჩემპიონშიპში განსხვავებით პრემიერ ლიგისგან კლასიკურ ბრიტანული სტილის ფეხხბურთს თამაშობენ ძალისმიერი მაღალი ბურთები ბრძოლა ჩაწოდებები რა სტილის ფეხბურთელიც არ არის ჩაკვე. ვოტფორდში ხშირად ცვლიან მწვრთნელებს და რაც მთავარია იქ დიდად არავინ გადაგყვება თუ თავიდანვე არ დადებ შედეგს და არ მოეწონები მწვრთნელს დაგსვამს მთელი სეზონი სკამზე. იქ როგორც სლოვანში იყო რომ 1 გოლი გაიტანა სეზონში და მაინც ათამაშებდა ვაისი მასე ვოტფორდში ვერ იქნება.
გიორგი
ძალიან მაგარი ამბავია. ჩემპიონშიპი, ბელგიის ჩემპიონატზე გაცილებით უკეთესია და ეს ტრანსფერი, რომ განხორციელდა ე.ი კითხვის ნიშნები ტრავმის რეციდივთან დაკავშირებით მოხსნილია. ანუ, ჩემპიონშიპის კლუბი, რომ წავიდა ამ ტრანსფერზე მან სავარაუდოთ კარგად გამოიკითხა და შეისწავლა ტრავმის შედეგები და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. ეს კიდევ იმედს იძლევა, რომ ჩაკვეტაძე თავის პოტენციალს ბოლოს და ბოლოს სრულად გამოავლენს
???
იჯარით უოტფორდში - ეს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია? თანაც ჩემპიონშიფის ძალისმიედ ფეხბურთში ასეთი ტექნიკური და ტრავმისკენ მიდრეკილი ჩაკვე? ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელები იკარგებიან მათი კარიერის არასწორი მართვის გამო. იმედია ამ შემხვევაში შევცდები
Xizana
ჩემს საქმეს მივხედო კი არა ლაპარაკი გაასწორე, ხო შენ იცი რომ მაგისთვის მაქ თამაში სისულელეა და ვოტფორდის მწვრთნელი და მენეჯერი ვერ ხვდებიან და იმატებენ. სლოვანის თამაშებს ესე ყურადღებით თუ უყურებდი კონფერენც ლიგაზე ვერ ნახე თამაშები საუკეთესო მეპასე რო იყო? თუ მაგის დანახვა არ გინდა? წარმატებები უსურვეთ და გაბოროტებულები ნუ ხართ და სულ ცუდს ნუ ეძებთ
ლაშა 19
წარმატებები
777
ძალიან მაგარი ბიჭია და იმედი მაქვს როგორი პერსპექტიული და იმედის მომცემი ახალგაზრდაც იყო და არის მაქსიმუმს გააკეთებს და მაინც ითამაშებს "რეკორდ მაისტერში" ან რომელიმე სხვა გრანდში. მიდი რა გიორგი მოინდომე და გვასახელე. წარმატებები კარგო ადამიანო
ლაშა
ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგა ერთ ნაბიჯშია! წარმატებები გიორგი! ...2012 წლიდან "უოტფორდი" ჯინო პოცოს საკუთრებაშია, რომელიც ცნობილი იტალიური ოჯახის წარმომადგენელია. მამამისი, ჯამპაოლო პოცო, 1986 წლიდან "უდინეზეს" ფლობს.
gio
ჩემპიონშიპი ბევრად ჯობია საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატებს და გასაქანიც დიდია. 50 მატჩი უწევთ მინიმუმ გუნდებს სეზონში პლიუს 2 თასი აუცილებლად ექნება გიორგის სათამაშო პრაქტიკა და დრო რადგან ელემეტარულად იმხელა ხანგრძლივობის ტურნირია და დატვირთულია ბევრი მატჩებით რომ გუნდებს როტაცია სჭირდებათ ეს არის მართლაც შესანიშნავი პლაცდარმი სამომავლო პესპექტივისთვის მაგრამ გიორგიმ უნდა მოინდომოს და გაითვალისწინოს რომ ვორფორდი სლოვანი არაა და იქ არც ვაისია ვოტფორდმა ჩისკო გაუშვა მწვრთნელი რომელმაც გადმოიყავანა გუნდი ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში და როგორც სლოვანში იყო ჩაკვეტაძე რომ სულ 1 გოლი გაიტანა და 5 მატჩი ერთხელ აკეთებდა საგოლე გადაცემას ან 10 მატში ერთხელ მასეთი პროდუქტიულობით და სტატისტიკით ვოტფორდში განწირულია სკამისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა დადოს რაც შეიძლება მეტი გოლი და პასი უნდა გააკეთოს და გუნდის ძირითადში უნდა დაიმკვიდროს ადგილი და წარსულის გამოცდილება გაითვალისწინოს და შეცდომები აღარ დაუშვას.
პროფესტო
მშვენიერი ამბავია!
მათე
რა ბოღმა საიდან მოიტანე..?! ყტუილებს რო წერენ და კვირაში 3 გუნდში გადაყავთ და თან კონტრაქტის დეტალებზე წერენ ეგ რა მაიმუნობაა? გადავიდეს სდმე და ისე დაწერონ. ყვრლას გვინდა რო გიო სადმე ნორმალურ გუნდში ჩაირიცხოს და ითამაშოს სტაბილურად. თორე პატარა აღარაა დს თუ 1 მაქს2 წელი კიდე ასე ვერსად მოწეტო დამთავრდება მაგის ფეხბურთი
jorj
წარმატებები გიორგი.
გიორგი
ამ ბიჭის ადგილას მე დიდი ხანია ყველაფერი მომბეზრდებოდა,ასე ყოველ წელს ახალ კლუბში და ახალ ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება!!!!!
giorgi
მიხედე შენ საქმეს რაშუაშია ბოღმა სისულელეა ჩაკვეტაძისთვის ესეთ ჩემპიონატში თამაში! სლოვანში ვერ დარბოდა კონტაკტურ ბრძოლებს თავს არიდებს აგებს ყველა ბრძოლას 4 დღეში ერთხელ მუხლ დაზიანებული ადამიანი სადაც 70 პროცენტი კონტაკტური თამაში მიდის მაღალ ტემპში ნორმალურია აბაა?! რაქნა ჰამბურგში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სადაც მეტად მჩატე და გახსნილია თამაში? კიდე ვაის დაუკოცნოს ხელები.
Master
ხიზან შენ თამაშობდი მაგ ლიგაში ხო რედინგსა და ნიუკასლში?თუ უბრალოდ ნიკია ეს ხიზანა?.რა შუაშია ბოღმა და პროფესორობა?კონენტარების ველი აქ იმიტომაა რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება.თუარ მოგწონს და არგაინტერესებს ნუ კითხულობ და ყურადღებას ნუ აქცევ,გაძალებს ვინმე ბიღმებს სდიო კომენარებში?
გიორგი IV -ს
:DDDDDDDDDDDD
Xizana
რამდენი პროფესორები ხართ ამ საიტზე, არადა დარწმუნებული ვარ უმეტესობას ჩემპიონშიპის არცერთი თამაში არ გაქვთ ნანახი. იმის მაგივრად, რომ წარმატება უსურვოთ ბოღმით ივსებით და ცოტა ნელა ქენით არ გასკდეთ. ყველაფერზე ესე ნეგატიური ლაპარაკი როგორ შეიძლება, სხვასთან თუ არა თქვენ თავთან მაინც როგორ არ გიტყდებათ სულ ესე დაბოღმილები რომ ხართ
ნინი
წარმატებები ჩაკვე!!!!ყოველ წელს ახალ კლუბში გადასვლა და მერე თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია!
გივი
რაც არ შეუძლია რა უნდა გვაჩვენოს
gionat
მეცზეც ისეთი დარმწუნებით იწერებოდა. ჩემპიონშიფიც ძალიან კარგი პლაცდარმია, გვჯერა ათამაშდება, სადაც არ უნდა წავიდეს. პ.ს ოღონდ არა მოსკოვის დინამოში:)
Master
ნეტავ მაგრად ათამაშდეს და შემდეგ პრემიერლიგაში ვიხილოთ,მაგრამ ჩემპიონშიპში მთავარი ფიზიკაა,იქ ბურთს თავისუფლად არავინ მიგაღებინებს და დაგამუშავებინებს.თან უამრავი თამაშია და ურთულესი ლიგაა.იმედია ტრავმებს თავს აარიდებს,მაგრამ ასეთ ლიგაში ძნელია ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელისთვის თამაში და ტრავმებისთვის თავის არიდება...
ნიკა
ნამდვილად, საფეხბურთო ინტელექტით, პასებით, ადგილიდან მოტყუების უნარით ჯობია ხვიჩას. სისწრაფით და დაბოლოებით ხვიჩა ჯობია ამ ეტაპზე
დიდრო
ნეტავი ამ ბიჭს მიეცემოდეს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება
Givi
მთავარია ჯანმრთელად იყოს და ასეთი ჩემპიონატი წაადგება ძალიან, ფიზიკურად მოძლიერდება, წარმატებები გიორგის!!!
Irakli
მოვითხოვ გიორგი ჩაკვეტაძისგან! გამოიყენოს თავისი პოტენციალი ბოლომდე და გვაჩვენოს ის რაც ნამდვილად შეუძლია, ბევრი შანსი ალბათ აღარ ექნება. მოკლედ დიდი ინტერესით ველით პრემიერშიფის დაწყებას და გიოს გაბრწყინებას კლუბშიც და ნაკრებშიც!
გიორგი IV
უფრო გეგუჩაძეს ან ჭიაბრიშვილს
გიორგი IV
ჩაკვე გაცილებიმ მრავალფეროვანი ფეხბურთელია ვიდრე კვარა!იმედია ბევრს იშრომებს და ისევ ისეთი დაგვიბრუნდება როცა ერთა ლიგა მარტომ მოიგო!!!
მერაბი
რა თქმა უნდა, სლოვაკეთს ასი თავით ჯობს, მაგრამ ინგლისი ძალისმიერი და კონტაქტური ფეხბურთია. დიდი შრომა შესწევს. თუ გიორგიმ გაქაჩა, ძალიან კარგი - შეეძლება ტრამპლინად გამოიყენოს და გადავიდეს თუნდაც ბუდესლიგაში. ისე, ლა ლიგა კი მოუხდება, ნეტავ ყველაფერში გაუმართლოს, კიდევ დიდი იმედია მაქვს მისი!
ჯერ სად ხარ
მაგ გუნდის მწვრთნელად შოთას ნიშნავენ არველაძეს
Levani
მე თვითონ ვთამაშობდი ოდესღაც და ვიცი როგორია ტრავმის მერე დაბრუნება და 2 კვირაში ისევ 1 თვიანი მკურნალობა და მერე ისევ იგივე-ფსიქოლოგიურად ვნადგურდებოდი უკვე და შევეშვი ფეხბურთს. ასე რომ ეს მაგარი ძლიერი ბიჭია და ნუ აკრიტიკებთ ტყუილა
დდდ
თუ არ ვცდები, ეს ის კლუბია, რომელიც მისის ელტონ ჯონმა ორჯერ იყიდა და სამჯერ გაყიდა... ნუ, დიდი მომავალი აქვს თავისთავად, ტალანტების სამჭედლოა... ვაჰ, სოფელო....
ლაშა
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაელია. ხედავთ ბედის ირონიას?!...
გოგა
ნუ ეხლა სლოვანს და სლოვაკეთის ჭე ლიგას, რო ჯობია ინგლისის ქვედა ლიგა, მაგას რად უნდა თქმა, მაგრამ გიო რამდენად გაქაჩავს ამდენ თამაშს ეგ უკვე თავის თავზეა დამოკიდებული, იქ სხვა ტემპია სხვა სირბილი სხვა ორთაბრძოლები
ზურიკო
ფიზკურად თუ გაუძლებს ჩემპიონშიპის უხეშ და მძიმე თამაშებს ამ შემთხვევაში მშვენიერ ტრანსფერად ჩავთვლი, თუმცა დღეის მდგომარეობით მგონია, რომ გაუჭირდება. ვნახოთ რა მოხდება. იმედია ვცდები, ტრანპლინი იქნება ჩემპიონშიპი და პრემიერლიგაში გადავა მალევე.
ლაშა
სათაურის წაკითხვისას კი გამიხარდა, მაგრამ უშუალოდ ტექსტის წაკითხვისას არც ისე. რა უნდა ვთქვა, ზამბო ანგისა ფულემში როცა თამაშობდა, სწორედ აღნიშნულ ლიგაში გამოდიოდა 2018-22 წლებში [61 (0)], მაგრამ უშუალოდ ფულემში 1 წელი მოუწია თამაში, რადგან განათხოვრებული იყო ჯერ ვილიარეალში, შემდეგ ნაპოლიში, სანამ ამ უკანასკნელმა არ გამოისყიდა 2022 წელს! იმის თქმა მინდა, რომ ამ 1 წელიწადში (22 წლის ასაკში) ანგისამ ფულემში საოცარ პროგრესს მიაღწია. ის ახლა 27 წლისაა. იმედია გიორგის ანალოგიური პროგრესის საშუალება მიეცემა...
GRIGOLI
ანუ ინგლისის ლიგა 2 მეცი ჯობდა აშკარად .
ბათუმელი ექსპერტი
თუკი ივარჯიშებს თავდაუზოგავად და კუნთებს მიხედავს მჯერა რო გაქაჩავს ინგლისურ ტემპს და კაი ტრამპლინია უმაღლესი დონისთვის. მანდ "ხალტურა" არ გამოვა და ამაზე უნდა დაფიქრდეს! წარმატებები!
ალეკო
მე მგონი გაუჭირდება მანდ
beqa
ყველაზე ცუდი არჩევანია რაის უტფორდი ტიპს, კონტაკტში შესვლის ეშინია, მოკლედ უცნაურია ამ ბიჭის ტრანსფერები.ოდნავ მიკარებაზე კორდინაციას კარგავს რაუნდა ველურებში :))
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
ქართველების "მეცი" რუსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს