სლოვენიის ქალაქ მარიბორში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ფესტივალში სპორტის 11 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 48 ქვეყნის 2419 ახალგაზრდა (14-18 წლის) სპორტსმენი, გათამაშდება 688 მედალი.

საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზებს 31 სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიისთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ღონისძიებაა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა.

გახსნის ცერემონია დაიწყო ფესტივალში მონაწილე ოლიმპიური დელეგაციების აღლუმით. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი საბა გველესიანი და სპორტული ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე.

ცერემონია გაგრძელდა საინტერესო მუსიკალური პროგრამით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშის აღმართვით და ოლიმპიური ცეცხლის ანთებით.

დამსწრე საზოგადოებას სიტვით მომართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ნატაშა პირც-მუსარმა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის და სლოვენიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები.

geonoc.org.ge

და არცეეთი
არცერთი არხი არ აჩვენებსსსს
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა