ჯოკოვიჩს შეუძლია თანამედროვე ჩოგბურთის ისტორიაში მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებლით რეკორდი დაამყაროს
ამერიკული მასტერსების მოახლოებასთან ერთად საჩოგბურთო წრეებში კვლავაც აქტუალური ხდება ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდები. ESPN-ის მიმომხილველი გრეგ გარბერი სვამს კითხვას - შეძლება თუ არა სერბი ჩოგბურთელი კიდევ 44 მატჩის მოგებას და თანამედროვე ჩოგბურთში აბსოლუტური რეკორდის დამყარებას?

ნოვაკ ჯოკოვიჩს შეუძლია თანამედროვე ჩოგბურთის ისტორიაში მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებლით უდიადესი სასეზონო რეკორდი დაამყაროს. 24 წლის სერბმა ამერიკული ჰარდის სერიის ტურნირების წინ პაუზა აიღო და ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში მისი ბალანსია - 48 მოგება და ერთი წაგება. როლან გაროსის ნახევარფინალში როჯერ ფედერერთან მარცხი ერთადერთი "შავი ლაქაა" მის ბრწყინვალე გამოსვლაში.

თუ ნოვაკი ტრავმებს აიცილებს თავიდან და წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილ ტურნირში ითამაშებს (მათ შორის სეზონის შემაჯამებელ ჩემპიონატში და დევისის თასის ნახევარფინალსა და ფინალში), ჯოკოვიჩს შეუძლია თეორიულად კიდევ 44 მატჩი მოიგოს. მაშინ მისი ბალანსი იქნება - 92 მოგება და ერთი მარცხი, რითაც ყველანაირი სასეზონო რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს.

ჯოკოვიჩს მოგებული ექნება სეზონში ჩატარებული მატჩების 98.92 პროცენტი, რაც უფრო მაღალია მარტინა ნავრატილოვას ფანტასტიკურ შედეგზე, რომელიც 1983 წელს დაფიქსირდა. მაშინ ლეგენდარულმა ამერიკელმა 87-დან 86 მატჩი მოიგო. მეორე ადგილზეა დიადი გერმანელი შტეფი გრაფი, ვინც 1989 წელს 86 შეხვედრა მოიგო და ორჯერ დამარცხდა.

რა თქმა უნდა, ნოვაკს ძალიან გაუჭირდება ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება. განსაკუთრებით რთული იქნება მონრეალისა და ცინცინატის მასტერსებზე და ამერიკის ღია პირველობაზე ზედიზედ 17 მატჩში გამარჯვება.

სავარაუდოდ, ჯოკოვიჩი სადღაც წაიფორხილებს და საერთო ჯამში მას სეზონში სამი-ოთხი წაგება დაუგროვდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს რაფაელ ნადალმა სერბთან ხუთიდან ხუთი მატჩი წააგო (ხუთივე ფინალში), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელი ამ უიღბლო სერიას გააგრძელებს. 2009 წლის აშშ-ის ღია პირველობის ტრიუმფატორი ხუან მარტინ დელ პოტროც "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირისთვის საბოლოოდ გავა ფორმის პიკზე. როჯერ ფედერერიც არ აპირებს დანებებას და ენდი მიურეიც სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელის კოლექციაში ჯერაც არ მოიპოვება "დიდი სლემის" ჩემპიონატის მთავარი პრიზი.

დღეს, მარტინა ნავრატილოვას მიერ თითქმის 30 წლის დამყარებულ რეკორდამდე მანძილი სრულიად არარეალურად გვეჩვენება. ერთადერთი მარცხი 1983 წლის სეზონში მან კეტი ჰორვატისგან როლან გაროსის მეოთხედფინალში იწვნია. სწორედ აქ შეწყდა მისი 54-მატჩიანი მოგებათა სერია.

ექვსი წლის შემდეგ ამ შედეგთან ახლოს იყო შტეფი გრაფი. 1988 წლის სეზონი გერმანელმა 72 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა. მან იმ წელს სეზონური "დიდი სლემი" მოიგო და სეულის ოლიმპიადის ოქროს მედალიც დაუმატა. შემდეგ მან "დიდი სლემის" ზედიზედ მეხუთე ტურნირიც მოიგო ავსტრალიაში და ამას დაუმატა მიჯრით WTA-ის ოთხი ტურნირის მთავარი პრიზი. მაგრამ ამელია აილენდის ტურნირის ფინალში გერმანელი გრუნტზე არგენტინელმა გაბრიელა საბატინიმ დაამარცხა. როლან გაროსზე მას სეზონში მეორე მარცხი აგემა მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობმა, 17 წლის ესპანელმა არანჩა სანჩეს-ვიკარიომ. ეს ფინალში მოხდა და შტეფის შეეძლო გატოლებოდა ნავრატილოვას რეკორდს, არანჩას წინააღმდეგ მესამე სეტში 5:3-ზე მატჩზე რომ ჩაეწოდებინა.

მამაკაცებს შორის რეკორდის მფლობელია ჯონ მაკინროი. მან 1984 წელს სეზონი 82 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა. ჯოკოვიჩმა წლევანდელი სეზონის სტარტზე ზედიზედ 43 მატჩი მოიგო და ბევრს გაახსენდა 1984 წელს მაკინროის ანალოგიური სტარტი (სერბს ამერიკელზე ერთით მეტი მოგება დაუგროვდა და ამით ეს ლოკალური რეკორდი გააუმჯობესა). ჯონმა გამოტოვა ავსტრალიის ღია პირველობა და როლან გაროსის ფინალში ორ სეტს იგებდა და მესამეში ბრეიკით იყო დაწინაურებული ივან ლენდის წინააღმდეგ. მაგრამ ჩეხმა შეძლო იმ მატჩის მოგება და მაკინროიმ სეზონში პირველად წააგო. მეორე მატჩში ის დევისის თასის ფინალში შვედ ჰენრიკ სუნდსტრიომთან დამარცხდა, მესამედ კი ცინცინატიში ვიჯაი არმიტრაჟთან დათმო შეხვედრა.

მამაკაცებს შორის მეორე შედეგი აქვს როჯერ ფედერერს, რომელმაც 2005 წელს 81 მატჩი მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა. ავსტრალიის ღია

პირველობის ნახევარფინალში მარატ საფინთან წაგების შემდეგ შვეიცარიელმა ზედიზედ 25 მატჩი მოიგო, სანამ მონტე კარლოს მასტერსზე ფრანგ რიშარ გასკესთან არ დამარცხდა. შემდეგ იყო როლან გაროსის ფინალში რაფაელ ნადალთან წაგება, რასაც მოჰყვა 35-მატჩიანი მოგებათა სერია. როჯერს მორიგი გაჩერება შანხაიში ჰქონდა, სადაც მას არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი გაუსწორდა.

ასე რომ, ფედერერმა 11 თვის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ წააგო. გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ვიტყვით, რომ ასეთი შედეგი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ნამდვილად ღირსეული მიზანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება