"სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს ჩვენებურის "გენტიდან" გამოსყიდვა ძალიან უნდოდა, თუმცა 23 წლის ქართველი საბოლოოდ "უოტფორდში" აღმოჩნდა.

სლოვაკური პრესა წერს, რომ ბელგიელებმა ბრატისლაველებს ჩაკვეტაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო დაუსახელეს და ამ ფულის გადახდა "სლოვანს" არ შეეძლო. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით კი, "უოტდორდს" იჯარის შემდეგ გიორგის შეძენა 2 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ჩაკვეტაძეზე დიდი გავლენა აქვს მის აგენტს და მის კიდევ ერთ მეგობარს, რომელიც ასევე ქართველი აგენტია.

გიორგის "უოტფორდში" გადასვლა აიძულეს. "გენტს" ასევე სურდა, მას უკეთეს ჩემპიონატში ეთამაშა. ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მას დავეხმარეთ და არაფერი დაგვრჩა.

ტრანსფერს რაც შეეხება, ფულის ნაწილი ჩვენ დაგვიბრუნდება. "გენტი" და ქართველის აგენტი გიორგით სპეკულირებენ. შეიძლება ითქვას, რომ მან ცოტა ჩვენც მოგვატყუა. ჩვენ მათ დავეხმარეთ და მათ ყველაფერი არ გააკეთეს, რომ კლუბში დარჩენილიყო.

ის ჩვენ ძალიან გვაკლია. ჩაკვეტაძე დამაკავშირებელი რგოლი იყო დაცვას და თავდასხმას შორის. მას არ გაჰქონდა გოლები, თუმცა ყველა მნიშვნელოვან მომენტში მონაწილეობდა", - აქვეყნებს ვაისის სიტყვებს Sport.aktuality.sk.

gela
გიო ჩემ თვალში პელე ხარ .მიაწექი
ვაა
ოქრიაშვილს და ჩაკვეტაძეს სულ სხვა აგენეტები ყავდათ და რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ
არტ
ჯაკობია რასაც წარმოადგენს ისედაც ცხადია. ამის მერე მაგას თუ ფეხბურთელი გაეკარა ახი იქნება იმ ფეხბურტელზე და არც შემეცოდება. მაგრამ ჩაკვეტაძე 17 წლის ბიჭი არ არის, 24 წლის კაცია და მაგდენი უნდა ესმოდეს, რომ კაცურად უნდა მოიქცეს, ჯერ ორი წელია ფსიქოლოგია ვერ დაულაგებია, კარგი, თვითონ ვერ ახერხებს- გაიმეტოს ფული და ფსიქოლოგი აიყვანოს, ახლა კი ტყუილში და გადაგდებაში დასდო ბრალი ვაისმა. გასაგებია ჩემპიონშიპში თამაში სჯობს სლოვენიაში თამაშს, მაგრამ ყველა სიტუაციაში შეიძლება კაცურად მოიქცე- ტყუილში მაინც არ დაგადანაშაულონ!
sul2
თქვეს ნამდვილად, მახსოვს
საქართველო
რავი ლევან სალუქვაძემ რომ თქვა ოჯახმა და გარემოცვამ უარი თქვა ბაიერნზე და გენტი გადაწყვიტესო,ლანძღვა დაუწყეთ. ეხლა ვაისის ჯერი დადგა,ვინ იქნება შემდეგი?! სამწუხაროდ გიორგი გამოდგა ფეხბურთელი ვის მაგალითზეც მომავალმა თაობამ უნდა აიღონ მაგალითი,როგორი არ უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი,მე მესმის რომ მძიმე ტრავმა ჰქონდა,თუმცა სასწაულად ნიჭიერი იყო. იმედია მე ვცდები და სხვაგვარად განვითარდება მოვლენები,თუმცა მესამე წელია ამას ვწერ და ჯერ-ჯერობით უკეთესობისკენ არ მიდის საქმე. ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ განვიცდი მის და მსგავსი ტალანტების ამბავს.
სიმართლე
ადრე თქვეს ბელგიელებმა სანამ ის არ მოიშორებს გარემოს და უარყოფით პირებს რომელნიც მასზე გავლენას ახდენენ მისგან ფეხბურთელი არ დადგებაო. სამწუხაროდ ნიჭს ბევრი მუშაობაც სჭირდება რადგან მარტო ნიჭით შორს ვერავინ გაფრენილა.
კახა
ეჰჰ რა ტალანტი იფლანგება... ღმერთმა ქნას და დაიბრუნოს ის უბრალოება და წყურვილი დახარჯულიყო ბოლომდე მინდორზე მორიგი ქართული მარადპრესპექტიულთა მიმდევარი!
სხვა რამე
ისე 24 წლის ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს მომავალზე გადაწყვეტილების მიღებაც და ლაპარაკიც, თუ არა და ხდება აფერისტების მარიონეტი, რა თქმა უნდა ინგლისი ჯობია, ერთგვარი ვაბანკია - ან ეხლა უნდა აიწყვიტოს ან დარჩება სლოვაკეთი-ბელგიის საშუალო დონეზე, წარმატებები
სოსო
ჩაკვეს,სლოვაკეთში უჭირდა და გაურბოდა ფიზიკურ ორთაბრძოლებს.ჩემპიონ ჩიპში კი,ჯერ ბრძოლაა და მერე ფეხბურთი.უბრალოდ გასრესენ,სადაც მოიხელთებენ.ჰამბურგში ხომ გახსოვს,როგორ თამაშობდნენ?ინგლისი,კიდევ უარესია და დღევანდელი ჩაკვეს ადგილი,მანდ არა მგონია იყოს.სრულ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაშიც კი,გაუჭირდებოდა და ახლა რა მდგომარეობაშია,ხომ ვხედავთ?ვაისმა და სლოვანმა,მისთვის ბევრი გააკეთეს და საფუძველი ჰქონდათ,სამაგიერო სიკეთეზე ჰქონოდათ იმედი.ახლა,თუ ინგლისში არაფერი გამოუვიდა,უკან დასაბრუნებელი პირი აღარ ექნება.როგორც თბილისის დინამოსთან მოიქცნენ,აქაც იგივეს უკეთებენ.აქამდე თუ კიდევ იმედი მქონდა ჯუღელისა,რასაც ხვიჩას ხელფასზე აკეთებენ,მაგის შემდეგ,კარგი როგორ ვიფიქრო?ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ჯუღელი იქნება თუ ვინმე სხვა ქართველი,წესიერი კაცი აღმოჩნდეს,ჩვენგან ნაფიქრი თაღლითობის ნაცვლად,მაგრამ ჯერ ჯერობით არ ჩანს, ასე!
ემიგრანტი
მერამდენე მწვრთნელია უკვე ვინც მის აგენტებს აკრიტიკებს ჰმ... ფულის დდდს
ზურა
ჯუღელს რაც შეეხება, მაგის აგენტობა არ გაიშვა, სერია ა -ს საუკეთესო ფეხბურთელს "გაუმჯობესებული" კონტრაქტი გაუშანსა:))))) და კიდე პუტინს ომი რომ არ დაეწყო, ღმერთმა იცის სად იქნებოდა კვარა, ისე ყავდა ჩაჭერილი რუბინის ან გაუშვებდა სადმე ან არა.
ლშა_იუვენტინო
ანუ სლოვანში დარჩენა ჯობდა მაგას ამბოობ ვაისს?
ბაბუაწვერა
აქ ზოგს არ მოგეწონათ სალუქვაძის ნათქვამი,ზოგმა არ დაიჯერა.და გგონიათ საფეხბურთო წრეებში არ იციან ვინ ,,დაღუპა" ჩაკვეტაძე? ყველამ ყველაფერი იცის და სალუქვაძემ ილაპარაკა მხოლოდ. ამასწინათ რო დავწერე საეჭვო კავშირშია მაფიოზ ჯუღელთან მეთქი-ბევრს არ მოგეწონათ.რამდენი თანხა დაკარგა გუნდმა რომელმაც ხვიჩა და ზურიკო გაზარდა,გუნდმა რომელიც ამარაგებს ფეხბურთელებით ნაკრებებს-ვიცით ვინმემ რეალურად რამდენი გადაიხადეს ხვიჩას ან ზურიკოს ტრანსფერში? სამაგიეროდ გაიძეძგა ჯუღელის და ბერიძეს(ნაკლებად,მაგრამ მაინც) ჯიბები.რომელი ამათგანია ეხლა მომავალი ფეხბურთელის გამზრდელი?რა თქმა უნდა არც ერთი. ბათუმელები არიან ეხლა დიდ ამბავში გეგუჩაძესთან დაკავშირებით.გეგუჩაძე რო ისედაც წავიდოდა ეგ ვიცოდი,მაგრამ მერე რა? რამეს შეცვლის ვინმე? იგივე გაგრძელდება სანამ სერიოზული წმენდა არ დაიწყება ფეხბურთში.ყველა გადასულია ფულის მოტეხვაზე,კორუფცია ბიბინებს ქართულ ფეხბურთში და ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!
ლშა_იუვენტინო
ხვიჩას აგენტი არის ძაკარდო , ხოლო ჯუღელი არის თვითონ ხვიჩას წარმომადგენელი , ოჯახის წევრი , როგორც მამაისი არის ეგრე ყავს ეს მამუკიააა
eee givi.
ხო და ჩანკვე ჩემო ძმაო.ესე თუ დაგიდგნენ.ელემენტარული.ისე მაინც მოქცეულიყავი და გეთქვა ამ ვაისისთვის.როცა გიჩირდა ეგ კაცი დაგიდგა გვერდში.და შენც მოიქეცი შენი ნაგავი აგენტივით,ხო და მერე გმერთს ნუგარ დაუწყებ ხვეწნას...ჩემი აზრით შენ ინგლიში გაგიჩირდება.იმიტომ რომ გამაძგარი ხარ.და კაკრას შენ თაგლით გარემოცვასთან ერთად მალე გიხილავ თელაში.თუ ესე გაგრძელე.ინგლიში შენ გაგიჩირდება ბიძიკო.დადიხარ მინდორზე!!!
ilar10N YouTube
ვოტფორდის ამხანაგურს ვუყურე მაგათ ოფიციალურ საიტზე - კრისტალ პალასთან.. ტიპები რაგბისტები არიან, 1.80 ზე დაბალი იქ არავინ იყო და ფიზიკურად ძალიან ჯანიანი სასტავი.. ვოტფორდს ფორვარდი ნახეთ რამხელაა :დ კისერი აქვს ბარძაყის ხელა :დ
Givi
თუ ვაისი გიოსკენ არის, მაშინ უნდა გაუხარდეს პრემიერშიპის ერთერთ საუკეთესო გუნდში გადავიდა, მაგრამ აქ რაგაც სხვა ამბავია, გიოს გარემოცვას ურტყავს ვაისი და რაგაც სიგლახეზე მიგვანიშნებს აშკარად...
მდააა
ზოგი წერს დროა აგენტი გამოიცვალოსო …ოკ მაგრამ მამას როგორღა გამოიცვლის …სამწუხაროდ დამთავრებულა მგონი ამის ( ღმერთო ვცდებოდეე) ამდენი ბელყუმი ხალხის გარემოცვაში სათანადო გადაწყვეტილება არ იქნება თავისთავად ესე იგი გაგრძლდება საბედისწერო შეცდომების კასკადი …თან ღმერთს არ უყვარს უმადური ხალხი …ამ სიტუაციაში ვაისის გადაგდება უმადურობის მწვერვალია ტიპმა თავის თავზე აიღო ყველა რისკი კლუბის წინაშე ( ავათამაშებ და კლუბიც ფულს იშოვნისო) და ამათმა კი გადააგდეს …ვაისი რომ არა იქნებოდა ახლა ან თელავში ან კოლხეთში !!!
დონ დიეგო
ერთი ადგილი დააყენე,ნუ აპრავებ უვიც აგენტებს...ჯიბეზე კი არ უნდა იყურო მომავლის პერსპექტივაზე უნდა იფიქრო,ოქრის ნიჭის გაქრობა მაგათ სინდისზეა,ჩაკვე იმედია გადაურჩება მათ კლანჭებს,ოქრის კი აქ რთული ხასიათი მაგრამ,ხან შახტიორის დუბლებში ათრიეს,ხან სად ხან სად,ამ დროს როცა იმ დედააფეთქებულ შახტარში მიდიოდა რეალური იყო მარსელი მაგრამ ჩაშალეს,ანალოგიურია ჯუღელი,ხვიჩა მოთხოვნადია,თორე რაც მაგას კონტრაქტი აქვს ნაპოლისთან პირობითად ჭიჭვეიშვილი არ გააფორმებდა,ხვიჩა ნაპოლის მერე აგენტს უეჭველი შეცვლის...ანუ მომავალ წელს...მაგრამ ჯუღელს ის აგენტად არც მოიხსენიებს ოჯახის ახლობელიაო...ჯაკობიამ და გახოკიძემ კიდე დაახვიონ ქართული ფეხბურთიდან
Levani
რას ვიზავთ,ცოლი გაექცევა კაცს თუ "უკეთესი ვარიანტი" განოუჩნდა და ფეხბურთელი თუ გაგექცა მაგას გადაიტან. რა გინდათ ამის აგენტთან ისე,გენტი მამამისს აურჩევია და ახლა ჩემპიონშიფი კაი ვარიანტია-ერთი ნაბიჯია პრემიერლიგამდე
რეზო
რამდენიმე ხნის წინ სალუქბაძემ, რომ დაწერა პოსტი - ლამის საფლავში ჩადეს. ამ ბიჭს, რომ ცუდი გარემოცვა ყავს მაგაზე მიანიშნებდა ის კაციც. ჩაკვეტაძის აგენტები ვინც არიან, იგივე ხალხი ყავდა ოქრიაშვილს და კიდევ ბევრს და რომელმა გაიხარა იცით?
სამართალი
ერთ თვეში 24 წლის ხდება. დროა აგენტი გამოიცვალოს.
tngh
წარმატებები გიოს... და საქართველოს ნაკრებს!!!
დონ დიეგო
ამასწინათაც დავწერე და ახლაც დავწერ ჯაკობია არის ქართული ფეხბურთის მუწუკი,მაგის და გახოკიძეს ბრალია ოქრიაშვილის კარიერის დანგრევა და კიდევ ვისაც ეგენი მიეკარნენ ყველა გაფარჩაკდა,დაეკონტაქტეთ ლოჩოს აგენტს,შეეშვით მაგ აფერისტებს და პრედლაჟენია ჯუღელს...არ ვიცი ვინ არიან მაგრამ საქმეს აკეთებენ....
las
ფაქტია სლოვანში დარჩენას ინგლისის ცემპიონშიპში თამასი ჯობს
ნიკა
აგერ სიმართლე ჩაკვეტაძის კარიერაზე, გავიგეთ. იმედია მაგ აგენტის მაგვარს საქართველოში აწი არ გაეკარება არავინ.

Es tavisi archevania. Did fexburts ukve vegar itamashebs, ara imitom rom ar sheudzlia, aramed mas amis survili saertod gamqrali aqvs. Chakvetadzeze magari iyo erti qartveli, romelmac "barselonas" akademiidan daiwyo da rusetis nayar-nuyari gundi ar dautovebia rom ar etamashos ramdenime matchi. Maradonasac da mesisac adarebdnen da ase chaamtavra tavisi kariera, didi nulianit. Ertaderti gundi sadac 2 taimi atamashes bolo 3 wlis ganmavlobashi "slovani" iyo. Imedia vcdebi da yvelaferi jer kidev ar damtavrebula mis bundovan karierashi.
ალფადი
ვინც ქართული ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარია, ემახსოვრება რა დონის პრიმიტივიცაა ჯაკობია. მეორე აგენტი მგონი გახოკიძეა. მშობელმა ასეთ ხალხს ახლოს არ უნდა მიაკარო ფეხბურთელი შვილი თუ გიყვარს.
ლადო
დავეხმარეთ და არაფერი დაგვრჩაო? ჩემპიონი მე გავხდი აბა?
gio
ჯაკობია სადაც გაეკარება,იქ ყველა იღუპება..
შახრუდინი
ვინ არის ერთი მაგის აგენტი!??უმადური ეგ!როგორ შეიძლება ასე მოქცევა
იროდი
ჩაკვე ბავშვი აღარაა! ეგერ "ბაიერნი" გაუმაზია, აგერ კიდევ სხვის ჭკუაზე დადის და კეთილისმყოფელი გაანაწყენა; წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ზოგჯერ .... თავი მარტო ბურთზე დასარტყმელად ხომ არა აქვს ადამიანს?
ვაჟა მასწ.
"მას არ გაქონდა გოლები, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან მომენტებში მონაწილეობდა" - აი ეს არის ჩაკვეს სათამაშო ფუნქციის ზუსტი შეფასება და ზუსტადაც ამიტომ უნდა ვუთხრათ მადლობა ვაისს ჩაკვეს "ფეხზე წამოდგომაში".
semi
იცის ვაისმა ფეხბურთი, და ხვდება ჩაკვეს ტალანტს. გიორგისაც მესმის, როცა უტფორდს და სლოვანს შორის გაქ არჩევანი ძნელია დარჩე სლოვანში.
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
[VIDEO] ჩიქოვანმა "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა