ესპანეთის ნაკრებმა ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაცხადა
ესპანეთის ნაკრებმა ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაცხადა. ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტის შემადგენლობა ოპტიმალურია - მის რიგებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექვსი ლეგიონერი ითამაშებს.

ამჟამად ევროპის მოქმედი ჩემპიონის საწვრთნელ შეკრებაზე 15 კალათბურთელი იმყოფება. აქედან ლიტვაში 12 მოთამაშე გაემგზავრება.

ესპანელთა დამრიგებლის სერჯო სკარიოლოს არჩევანი ასე გამოიყურება:

მცველები - ხოსე კალდერონი ("ტორონტო", NBA), რიკი რუბიო ("მინესოტა", NBA), ხუან კარლოს ნავარო, ვიქტორ სადა (ორივე - "ბარსელონა"), სერხიო ლიული ("რეალი"), რაფაელ მარტინესი ("ვალენსია");

ფორვარდები - რუდი ფერნანდესი ("პორტლენდი", NBA), კარლოს სუარესი ("რეალი"), ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა ლაბორალი"), ვიქტორ კლავერი ("ვალენსია");

ცენტრები - ფელიპე რეიესი ("რეალი"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა-სიტი", NBA), პაუ გასოლი ("ლეიკერსი", NBA), მარკ გასოლი ("მემფისი" NBA), ხავი რეი ("გრან კანარია").

ლიტვაში ესპანეთი A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან თურქეთის, ლიტვის, ბრიტანეთის, პოლონეთის ნაკრებები, აგრეთვე საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული.

ევრობასკეტის პარალელურად ამერიკის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ასევე გათამაშდება ოლიმპიური საგზურები. ესპანეთის მსგავსად, ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას ახერხებს არგენტინის ნაკრები.

ქვეყნის კალათბურთის კონფედერაციამ შეძლო გუნდის ლიდერებისთვის - მანუ ჯინობილისთვის, ლუის სკოლასთვის, ანდრეს ნოჩიონისა და კარლოს დელფინოსთვის დაზღვევის თანხის მოძიება. ასე რომ, NBA-ის ლეგიონერები დაეხმარებიან არგენტინას შესარჩევ ტურნირში. თავისი ვარსკვლავების დაზღვევისთვის კონფედერაციას 540 ათასი დოლარის დახარჯვა მოუწევს.

"ჩვენ შევძელით დაზღვევის საკითხის მოგვარება, ასე რომ, NBA-ში შეუძლიათ აღარ ინერვიულონ თავიანთი კალათბურთელების ჯანმრთელობაზე", - წერია კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

"მილუოკი ბაქსის" ძირითადმა ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა ლოკაუტის პერიოდში ავსტრალიის ნაკრებში მწვრთნელად მუშაობა გადაწყვიტა. ამ გუნდს მალე ოკეანეთის ჩემპიონატში ლონდონის ზაფხულის თამაშების საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს.

ბოგუტი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბრეტ ბრაუნის თანაშემწე იქნება. ენდრიუს ეროვნულ გუნდში თამაში სურდა, მაგრამ ავსტრალიის კალათბურთის ფედერაციას "ბაქსის" ცენტრის დაზღვევისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა