საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, 22 ივლისს ქალაქ წნორში პროფესიონალური კრივის გრანდიოზული შოუ გაიმართა!

ღონისძიების გამართვის ინიციატორი სიღნაღის საბრძოლო ხელოვნების კლუბ "მგლების" ხელმძღვანელი მიხეილ ბაკაშვილი იყო.

სარეიტინგო ბრძოლებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის კრივის კლუბების გამორჩეულმა მებრძოლებმა. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და კრივის გულშემატკივარმა ქალაქ წნორის ახლად რეაბილიტირებული პარკი, სადაც ღია ცის ქვეშ იყო საბრძოლო რინგი მოწყობილი, მთლიანად გაავსო.

ბრძოლებს დაესწრნენ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ქალაქ სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და ვეტერანი სპორტსმენები.

სულ შედგა თორმეტი 4-რაუნდიანი საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლა:

ნიკა ქოქაშვილი (ვარიანი) VS ილია ბერუაშვილი (გორი) - გაიმარჯვა ქოქაშვილმა

ბაჩო ჯინჭარაძე (რუსთავი) VS ნიკა სანებლიძე (გორი) - გაიმარჯვა ჯინჭარაძემ

სერგო ოგანესიანი (თბილისი) VS დიმიტრი წიკლაური (გურჯაანი) - გაიმარჯვა ოგანესიანმა

მალხაზ გელენიძე (ხონი) VS გოგა ქავთარაძე (სიღნაღი) - გაიმარჯვა ქავთარაძემ

ემრუზ ჰუსეინოვი (მარნეული) VS ნუკრი გამგებელი (გორი) - გაიმარჯვა გამგებელმა

ნიკა იუდოვი (ვარიანი) VS ზურაბ ნიგურიანი (ბათუმი) - გაიმარჯვა ნიგურიანმა

იოსებ ოკინაშვილი (საგარეჯო) VS ნიკა ნოზაძე (ქუთაისი) - ფრე

ლევან იანქოშვილი (სიღნაღი) VS თორნიკე წიკლაური (გორი) - გაიმარჯვა იანქოშვილმა

ირაკლი ალანიძე (ბათუმი) VS თორნიკე მენაბდიშვილი (თბილისი) - გაიმარჯვა ალანიძემ

გელა თეგაშვილი (სიღნაღი) VS ბექა გაბისონია (სენაკი) - გაიმარჯვა თეგაშვილმა

ავთანდილ ტყემალაძე (თბილისი) VS ლუკა მეგრელი (თბილისი) - გაიმარჯვა მეგრელმა

გოგა კევლიშვილი (სიღნაღი) VS გიორგი მჭედლიშვილი (ქარელი) - ფრე

ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დაიხურა.

გიორგი კანდელაკი (საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი) - "ძალზე საინტერესო, მასშტაბური და ლამაზი კრივის საღამო შედგა წნორში. ვიხილეთ ძალზე დაძაბული ორთაბრძოლები, სანახაობა და უშეღავათო დაპირისპირებები, რაც ასე უხდება კრივს. ცალკე მინდა აღვნიშნო ადგილობრივი მაყურებლების დაინტერესება და ქომაგობა, რამაც მებრძოლებს სულ სხვა მუხტი შესძინა და საკრივო შოუ ერთიორად გაალამაზა. უღრმეს მადლობას ვუხდი სიღნაღის მუნიციპალიტეტს, პირადად მერ მალხაზ ბეგიაშვილს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრს ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ვფიქრობ, ეს შოუ სამომავლოდ რეგიონში კრივის განვითარებისთვის დიდი ბიძგის მიმცემი ფაქტორი გახდება".

მალხაზ ბეგიაშვილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი) - "ასეთი ღონისძიებები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს რეგიონებისთვის, მათ შორის, ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტია. დღეს ჩვენ აქ ვხედავთ უამრავ ბავშვს, ახალგაზრდას, რომელთათვისაც ეს ყველაფერი სტიმულია და სპორტსმენებისგან მხოლოდ კარგი მაგალითის აღება შეუძლიათ. ჩვენ სპეციალურად დავგეგმეთ ეს შოუ ასეთ ხალხმრავალ პარკში, რათა მაქსიმალურად ბევრ ახალგაზრდას ჰქონოდა მასზე დასწრების შესაძლებლობა. მადლობა პროფესიონალური კრივის კავშირს, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება საკრივო ორთაბრძოლების თბილისიდან რეგიონებში გატანაზე და განსაკუთრებული მადლობა, რომ პირველად სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდება ეს ყოველივე.

შოუ უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და ხალხმაც სპორტსმენების მხრიდან მაღალი პროფესიული დონე იხილა. პირადად მეც გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული ქომაგობაში და საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა. ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ჯანსაღი და ძლიერი მომავალი თაობა. ამიტომაც მსგავს აქტივობებს ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ!"

მიხეილ ბაკაშვილი (საბრძოლო ხელოვნების კლუბ "მგლების" ხელმძღვანელი) - "ძალიან გახარებული ვარ, რადგან მასშტაბური საკრივო შოუ გამოვიდა, უამრავი მაყურებელი მოვიდა და ძალზე საინტერესო ორთაბრძოლები გაიმართა. როგორც დაგეგმილი იყო, ისე წარიმართა ყველაფერი. ბრძოლებს დაესწრო მომავალი თაობა, ვინც ხვალ და ზეგ თავად უნდა დაინტერესდეს სპორტით და მიხარია, რომ ყველა კმაყოფილია. კმაყოფილი ვარ საკუთარი შეგირდების ასპარეზობითაც. საბრძოლო ხელოვნების კლუბ "მგლებიდან" ამ შოუზე 4 მოკრივე ასპარეზობდა. აქედან სამმა აშკარა უპირატესობით გაიმარჯა, ხოლო მეოთხემ ფრედ დაამთავრა საკუთარი ორთაბრძოლა, რაც მშვენიერი შედეგია.

სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გვინდა გასვლა. გვსურს სატიტულო ბრძოლაც ჩავატაროთ და საზღვარგარეთიდანაც ჩამოვიყვანოთ სპორტსმენები საბრძოლველად.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მალხაზ ბეგიაშვილს და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი კანდელაკს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა სპორტსმენებს, რომლებმაც კრივის მშვენიერი საღამო გვაჩუქეს და გულშემატკივრებს, რომელთა გარეშეც სანახაობა ვერ შედგებოდა".

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion-ი პროფესიონალური კრივის ორთაბრძოლებს სისტემატურად ატარებს. შესაბამისად, სამომავლოდაც არაერთი გრანდიოზული შოუ გველის.

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!