უიმბლდონის ფინალის წაგების შემდეგ მარია შარაპოვა სტენფორდში პირველად გავიდა კორტზე

სტენფორდში, ისევე როგორც წინა დღეს, ამჯერადაც ოთხი მატჩი გაიმართა. უიმბლდონის ფინალის წაგების შემდეგ პირველად გავიდა კორტზე მარია შარაპოვა და როგორც ჩანს, დაკარგა ის ფორმა, რომელითაც ლონდონურ ბალახზე იწონებდა თავს.

რუსის მეტოქე დანიელა ჰანტუხოვა იყო, რომელთანაც მარიას მანამდე ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული. თავიდან შარაპოვასთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა - ის დაწინაურდა 6:2, 2:1, რის შემდეგაც მისი თამაში უცებ მოიშალა და სლოვაკმა ზედიზედ შვიდი გეიმი მოიგო, რისი წყალობითაც გადამწყვეტ პარტიაში 2:0 გავიდა წინ. შარაპოვა დროულად მოეგო გონს და ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით ისევ მოიპოვა ინიციატივა. ჰანტუხოვამ გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი გეიმების აღება შეძლო - მარიამ შეინარჩუნა თავისი მოწოდება და ბოლო სეტში 6:4 მოიგო. შარაპოვა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი პოტენციური მეტოქე სერენა უილიამსი იქნება - ამერიკელს გუშინ უნდა ეთამაშა მერვედფინალი რუსი მარია კირილენკოს წინააღმდეგ.

გუშინ სტენფორდში არც ერთ განთესილს არ წაუგია. შესანიშნავ ფორმაშია ფრანგი მარიონ ბარტოლი, რომელიც წელს მეშვიდე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ამისთვის მას კანადელი რებეკა მარინოს დამარცხება დასჭირდა - 6:4, 6:3. ამ ტურნირის შარშანწინდელმა გამარჯვებულმა ბოლო 21 მატჩში მეთვრამეტედ მოიგო. სხვათა შორის, ბარტოლისთვის მარინო არ არის იოლი მეტოქე - კანადელს კარიერაში ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული საუკეთესო ოცეულის წევრი: შარშან კვებეკში სწორედ ბარტოლის სძლია.

მოულოდნელად სამი სეტის ჩატარება მოუწია აგნიეშკა რადვანსკას უცნობ ტაივანელ კაი-ჩენ ჩანგთან. აზიელმა მეორე პარტია აიღო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მესამე სეტში პოლონელმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო და დაამტკიცა, რომ მეორე პარტიაში წაგება გაუგებრობა იყო.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

II წრე

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:4, 2:6, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ)-რებეკა მარინო (კან) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-კაი ჩენ ჩანგი (ტაივ) 6:4, 3:6, 6:0; მარია შარაპოვა (რუს)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:2, 2:6, 6:4.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

II წრე

ირინა ფალკონი (აშშ)-შუაი ჟენგი (ჩინ) 6:4 ჟენგის უარი; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-ვირჯინია რაზანო (საფ) 4:6, 2:6; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:4, 5:7, 6:4; ნადეჟდა პეტროვა (რუს)-იუჯინ ბუშარი (კან) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა