ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალური გაცურვები ძალიან საინტერესო დისციპლინით დაიწყო - 200 მეტრი კომპლექსური ცურვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მაიკლ ფელპსი, რაიან ლოხტე, ლასლო ჩეხი და სხვები.

გაცურვას ყველა მოუთმენლად ელოდა და მან გულგრილი არავინ დატოვა. ამ დისტანციაზე მსოფლიოს მოქმედი რეკორდსმენი რაიან ლოხტე იყო - მან ეს მიღწევა 2009 წელს მაშინ დააფიქსირა, როცა დაშვებული იყო ულტრათანამედროვე საცურაო კოსტუმები. როგორც იცით, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის შემდეგ ცურვაში მსოფლიოს რეკორდი აღარ დამყარებულა, რადგან საერთაშორისო ფედერაციამ აკრძალა "ტექნიკური დოპინგი". და ეს ორწლიანი ურეკორდო სერია სწორედ ამ ფინალის შემდეგ შეწყდა.

რა თქმა უნდა, ლოხტეს მთავარი კონკურენტი მაიკლ ფელპსი იყო. სტარტის შემდეგ სწორედ ეს ორი ამერიკელი გაიჭრა წინ, მესამე ადგილზე თითქმის ბოლომდე ბრაზილიელი ტიაგო პერეირა მიცურავდა. ყველაფერი ბოლო 50 მეტრზე გაირკვა, რომელიც მოცურავეებმა თავისუფალი სტილით გაიარეს. ამერიკელები ისევ ერთად მიდიოდნენ, მაგრამ ბოლო მეტრებზე ლოხტემ დამატებითი სიჩქარე ჩართო და ფელპსი უკან ჩამოიტოვა, თანაც 0,1 წამით გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი.

რაიანმა დისტანცია წუთსა და 54 წამში გაცურვა და შანხაიში მეორე ოქრო მოიგო. ფელპსი მეორეზე გავიდა - მაიკლისთვის ეს მეოთხე მედალია ამ ჩემპიონატზე, თუმცა აქედან ოქროსი მხოლოდ ერთია. ფინალის ბედი გულაღმა ცურვისას გადაწყდა, რადგან სწორედ აქ ჩამორჩა ფელპსი ლოხტეს. რაც შეეხება ბრინჯაოსთვის ბრძოლას, ტიაგო პერეირამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და მას ლოხტესა და ფელპსის მუდმივმა მეტოქემ, უნგრელმა ლასლო ჩეხმა გაუსწრო.

შემდეგ ფინალში მამაკაცები თავისუფალი სტილით ცურვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. აქ ბრაზილიელი სეზარ სელიო ფილიო გამოდიოდა, მაგრამ ის ფავორიტად არ მიიჩნეოდა. გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ ავსტრალიური ცურვის ახალ ვარსკვლავს, 20 წლის ჯეიმს მაგნუსენს. ფილიო საწყის 50 მეტრზე ლიდერობდა, მაგრამ მაგნუსენი აკონტროლებდა სიტუაციას. მან არანორმალური სისწრაფე აკრიფა და ამის ხარჯზე ბრწყინვალე საფინიშო სპურტი გამოუვიდა. ავსტრალიელს ვერავინ გაუწია კონკურენცია. სეზარ ფილიო კი საერთოდ მედლის გარეშე დარჩა, რადგან მასზე წინ მოულოდნელად კანადელი ბრენტ ჰაიდენი და ფრანგი უილიამ მეინარი აღმოჩდნენ.

შედეგი სამი ფინალი ქალებისა იყო. 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ჩემპიონი პრაქტიკულად პირველი 50 მეტრის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩინელმა ლიუან ჯაომ ისეთი ტემპი აკრიფა, რომ მას ოქროს მედალში ვერავინ შეეცილებოდა. ბოლომდე მისდევდა თანამემამულეს ლიუ ციგე, მაგრამ ჯაოს ვერაფრით დაეწია, ბოლოს კი ციგემ ბრიტანელი ელენ განდიც გაატარა, არადა, ამ უკანასკნელს პირველი 150 მეტრის განმავლობაში პირველ სამეულში ვერ ვხედავდით. საბოლოოდ, განდიმ გამარჯვებულთან სულ რაღაც 0,04 წამი წააგო. შედეგად, პოდიუმზე ორი ჩინელი და ერთი ბრიტანელი ავიდნენ. რაც შეეხება სახელოვან სტეფანი რაისს, მან მხოლოდ მეხუთე დრო აჩვენა.

პირველი ოქრო მოიპოვა რუსეთის ნაკრებმა. არაოლიმპიურ დისციპლინაში - 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში ჯერ კიდევ ნახევარფინალების დროს გამოიკვეთა ანასტასია ზუევას უპირატესობა და მან ფავორიტის სტატუსი ფინალშიც დაამტკიცა.

ბრწყინვალე სტილში მოიგო 4x200 მეტრზე თავისუფალი ესტაფეტა ამერიკის ქალთა ნაკრებმა. პირველ ეტაპზე ამ გუნდში მელისა ფრანკლინი ცურავდა, რომელიც მსოფლიოს ახალი რეკორდის გრაფიკით მიცურავდა. მართალია, რეკორდი არ შედგა, მაგრამ ამერიკელთა დამაჯერებელ გამარჯვებას ეს ჩრდილს არ აყენებს. მეორე ადგილზე გასულმა ავსტრალიამ წამზე მეტი წააგო გამარჯვებულთან.

გუშინვე რამდენიმე ნახევარფინალი გაიმართა და ზოგიერთ დისტანციაზე ფავორიტები გამოიკვეთნენ. ქალებს შორის 200 მეტრზე ბრასით ცურვაში კონკურენტებს ორ წამზე მეტი მოუგო რებეკა სონიმ. წესით, დღეს მას ოქრო გარანტირებული აქვს.

შანხაიში მესამე ტრიუმფს უმიზნებს რაიან ლოხტე. მან 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მეტოქეები უკან ჩამოიტოვა და დღეს ფინალში პრესტიჟულ მეოთხე ბილიკზე დადგება.

კაცები

200 მ. კომპლექსური. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1:54,00; 2. მაიკლ ფელპსი (აშშ) - +0,16; 3. ლასლო ჩეხი (უნგ) - +3,69...

100 მ. თავისუფალი. 1. ჯეიმს მაგნუსენი (ავსტრა) - 47,63; 2. ბრენტ ჰაიდენი (კან) - +0,32; 3. უილიამ მეინარი (საფ) - +0,37...

ქალები

200 მ. ბატერფლაი. 1. ლუიან ჯაო (ჩინ) - 2:05,55; 2. ელენ განდი (ბრიტ) - +0,04; 3. ლიუ ციგე (ჩინ) - +0,35...

50 მ. გულაღმა. 1. ანასტასია ზუევა (რუს) - 27,79; 2. აია ტერაკავა (იაპ) - +0,14; 3. მელისა ფალკონი (აშშ) - +0,22...

4x200 მ. თავისუფალი. 1. აშშ - 7:48,14; 2. ავსტრალია - +1,28; 3. ჩინეთი - +1,52...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა