"სად, რომელ მატჩში უნდა ვათამაშოთ ახალგაზრდები, თუ არა პირველ მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელიც ეგვიპტესთან ჩავატარეთ?! მერე და მერე უფრო რთული იქნება მათთვის ასპარეზის დათმობა, თუკი აქედანვე არ მიიღეს გამოცდილება და არ შეეჩვივნენ მოედანზე, რეალურ ბრძოლაში თავის გატანა", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ეგვიპტესთან დახურული და სავარჯიშო ტიპის მატჩის შემდეგ, რომელიც აფრიკულმა გუნდმა 81:76 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2:30 წუთი, როცა თანაბარი ანგარიში იყო და მატჩის ბედი წყდებოდა, ამ ხუთეულით ითამაშა: ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბექაური და გიორგი ტურძილაძე. მანამდე კი რამდენიმე წუთი ამ ხუთეულიდან ერთადერთ სასტარტოს, დუდა სანაძის ნაცვლად მოედანზე კახა ჯინჭარაძე იმყოფებოდა. მწვრთნელმა არ შეცვალა არც ახალბედები და არც სათადარიგოები, ისინი ბოლომდე, ბრძოლაში დატოვა მოედანზე, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მოთამაშეთა შესაძლებლობების განსაზღვრა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების დამუშავება იყო.

ილიას ზუროსმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ტრევიზოში ჩატარებული ერთკვირიანი კემპის შედეგები ამ მატჩში ნახეს. მატჩამდე სამივე მწვრთნელი (ილიას ზუროსი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა) ამბობდა, რომ ეგვიპტესთან მატჩი დაგვანახებს, რაზე გვმართებს აქცენტის გაკეთებაო და სავარაუდოდ ასეც მოხდა. ეგვიპტესთან მატჩში კარგად გამოჩნდა თითოეული მოთამაშის მომზადების დონე და ასევე მთავარი: რა მიმართულებით მართებთ ჩვენს მწვრთნელებს მუშაობა, რათა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

საქართველოს ნაკრებმა 14 კალათბურთელით ითამაშა. მწვრთნელებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ეგვიპტესთან დაისვენა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მომქანცველი სეზონისa და დასვენების შემდეგ სასურველ კონდიციაში ჯერ არაა. მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით არ უთამაშიათ გიორგი კორსანტიას, მერაბ ბოქოლიშვილსა და ალექსანდრე გაფრინდაშვილს.

საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1-ელ აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება. 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია გველოდება.

GBF.GE

დავით 67
ფაქტიურად ამიტომ წავაგეთ, აბა ესენი რომ ყოფილიყვნენ, ხომ წარმოგიდგენია რას ვუზავდით
გივი
ზუროსი მაგრად გვეკაიფება...ევროპაზეც ასე გვეკაიფა და შედეგიც ვნახეთ ....დაგვცინის ზუროსი ფედერაციასთან ერთად.
გივი
ზუროსი მაგრად გვეკაიფება...ევროპაზეც ასე გვეკაიფა და შედეგიც ვნახეთ ....დაგვცინის ზუროსი ფედერაციასთან ერთად.

Erti grenlandiastan darchat wasagebi da sheikvreba Zurosis "warmatebis" sruli jachvi. Vis abaria qartuli kalatburtis bedi vai tqvens patrons.
დიმა
თუ კორსანტია, გაფრინდაშვილს და ბოქოლიშვილი არ უთამაშიათ, მაშინ გასაგებია. 3 წამყვანი გვაკლდა
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89