საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიიდან ლიეტუვაში ჩავიდა. ილიას ზუროსის წინამძღოლობით, საქართველოს ნაკრებმა ტრევიზოდან კაუნასამდე 2 ავტობუსი და 2 თვითმფრინავი გამოიცვალა. დაახლოებით 9-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი კაუნასის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიაში" დაბინავდა, იქ, სადაც ლიეტუვის ეროვნული ნაკრები იმყოფება და ჩვენ მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი კაუნასის არენაზე 1-ელ აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიმართება. ლიეტუვა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც საქართველოს ნაკრებს ამხანაგურად უკვე მეოთხედ ხვდება. აღნიშნული მატჩი ლიეტუვის ტელევიზიით გადაიცემა და მის ტრანსლაციას "პირველი არხიც" შემოგთავაზებთ, ხოლო დარბაზი, მიუხედავად მატჩის არაოფიციალური სტატუსისა, სავარაუდოდ, ბოლომდე შეივსება. ლიეტუვაში კალათბურთი ძალიან უყვართ და ეს ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებული ძალიან მარტივი მაგალითებიდანაც კარგად გამოჩნდა: ჩვენს ბიჭებს აეროპორტშივე გამოუჩნდნენ ფანები, რომლებმაც ნბა-ს მოთამაშეებთან ფოტოები გადაიღეს, ხოლო სასტუმროდან კაუნასის ქუჩაში გასულ თორნიკე შენგელიას 2 ათეული ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ჯერ ერთმა, მერე მეორე გამვლელმა შეაჩერა და ფოტოს გადაღება სთხოვა. ლიეტუველებს კალათბურთი უყვართ და სპორტის ამ სახეობის გამორჩეულ სპორტსმენებს კარგად იცნობენ.

ილიას ზუროსმა ნამგზავრი ჩვენი ნაკრები კაუნასში ჩასვლის დღეს დაასვენა. ჩვენი გუნდი ლიეტუვაში პირველ ვარჯიშს 31 ივლისის დილას გამართავს, ხოლო საღამოს უფრო მასშტაბურ, მატჩისთვის მოსამზადებელ წვრთნას ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ლიეტუვაში 15 კალათბურთელით ჩავიდა, ტრევიზოს კემპზე მყოფი 18 კალათბურთელიდან კი 3 საქართველოში დაბრუნდა.

GBF.GE

სანდრო
აბსოლუტურად მართალი ხარ.ამ პერიოდში ვიყავი ტრევიზოში , ტემპერატურა აღწევდა + 37-39 გრადუსს. იქიდან გადაფრინდნენ კაუნასში და დახვდებათ+ 17-18 გრადუსი, წვიმა,მაღალი ტენიანობა. არ მესმის,ვინ გეგმავს ასე შეკრებებს? იტალიასთან ანდა სხვა ნაკრებთან რომ ეთამაშათ ამხანაგური მატჩები კიდევ გავიგებდი, მაგრამ....
მწარე
ეგვიპტესთან როგორ წააგეს? ალბათ მსაჯმა წაგებია.)))
ქართველი
რა მაინტერესებს იცით? ერთ ფრენას რო გააკეთებენ და თამაშს აგებენ მგზავრობას ბრალდება და დაღლილობას. ახლა ამდენს რომ დაფრინავენ და ავტობუსებს თვითმფრინავებს იცვლიან (კიდევ რამდენი აქვთ საფრენი სანამ მსოფლიო დაიწყება) ეგ არ იმოქმედებს ნეტა ფიზიკურ კონდიციებზე. ანუ რისი თქმა მინდა არ შეიძლებოდა ეს სპარინგ მატჩები ან ერთ ქვეყანაში ჩაეტარებინათ ან მინიმუმ 1 ქვეყანა მაინც ამოეკლოდთ და უკეთესად დაესვენათ და ტაქტიკაზე ევარჯიშათ თბილისში
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89