ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"როცა ვხედავ ქართველ კაცს ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა**ი” პლაკატით და..." - რას წერს რომან დოლიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

MMA-ს ცნობილი ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმიანება, წერს რუსების შემოსვლასა და პროტესტის იმ ფორმაზე, რომელსაც საზოგადოება მათ მიმართ გამოხატავს.

"მე ქართველი ვარ! სადაც უნდა ვყოფილიყავი, ვიდექი ქართველი ხალხის გვერდით! ეს ჩემი არჩევანიცაა და მოვალეობაც! როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებისას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ წარმომადგენლებს ქართული დროშა წაართვეს და გათელეს, მე პროტესტი განვაცხადე. მაშინ “ ნაცად” შემრაცხეს. როდესაც ბუბა კიკაბიძეს შევხვდი, ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი, ადამიანი, რომელმაც რუსეთისადმი პროტესტს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა, მაშინაც “ნაცი” ვიყავი.

როდესაც ბათუმის ქაოსურ საგზაო მოძრაობაზე ვისაუბრე და ვთქვი, ამ მხრივ დედაქალაქი შედარებით მოწესრიგებულია-მეთქი, კახა კალაძის მაქებელი და “ქოცი”მეძახეს.

ახლა, როცა ვხედავ ქართველ კაცს, ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნა...უი” პლაკატით და ვამბობ, ხალხნო, თქვენ გვერდით ვარ და ვიზიარებ თქვენს პროტესტს, მაგრამ არ დავეშვათ ასე. მაშინ ჩემი თანამემამულეები მოღალატედ მრაცხავენ.

სიმართლეს ვეღარ ვხედავ. მე 2009 წელს სასწავლებლად უკრაინაში წავედი. წლები ვიცხოვრე იქ. უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, ახლაც უკრაინაში იზრდება ჩემი შვილი. ამჟამად ამერიკაში ვმუშაობ, თუმცა ჩემი მთავარი სახლი და სამშობლო მხოლოდ საქართველოა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო მეცხოვრა, მაგრამ მე იმ საქართველოში დავბრუნდი, საიდანაც სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ოცნებობს, მე კი დავბრუნდი, დავბრუნდი იმ იმედით და განზრახვით, რომ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გავაკეთო, მაგრამ ჩემი საქართველოც შეცვლილა...

მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება! მეც მტკივა ჩრდილოელი მეზობლის მავნე პოლიტიკა; მეც მახსოვს ისტორია, მახსოვს 9 აპრილი, პატრიოტი ხალხის სულისკვეთება, 16 წლის თამარ ჭოველიძე, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. მახსოვს გიორგი ანწუხელიძე, დაუჩოქებელი ქვეყნის სიმბოლო!

ვგრძნობ, რამდენად ძვირფასი იქნებოდა მათთვის საქართველოს დროშა, ქვეყნის თავისუფლება!

რაც შეეხება ჩემს ბოლო ვიდეოპოსტს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, მე ვუჭერ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მხარს, მაგრამ არ მომწონს მისი გამოხატვის ეს ფორმა. ერთი ადამიანი რომ მეორეს დედას აგინებს, მაგინებელზეც მეტყველებს. ვერაგი მტრის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს. მე ქართველი ხალხის გვერდით ვარ, იმიტომ, რომ ხალხი საქართველოა", - წერს რომან დოლიძე.

წყარო: Ambebi

• ქართველი ვაჟკაცი

რომან!!მორალის კითხვა ადვილია,მაგრამ ეგ ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის ოჯახის წევრებსაც უთხარი!!!დაამშვიდებთ ნუგეშს მისცემს??!!

კადიროვცი

• Xxx

ბოდიში, ყველას შენსავით არ შეუძლია აზრის გამოტანა წაკითხულიდან და შენი დაძმის გამაუპატიურებელი და დამხოცავი რუსისთვის კუდის ქიცინი, შენ კი ბარაქალა, რომ ასე მშვიდად უყურებ ამას, ალბათ გიღირს ...

• Xxx

გიორგის, დამპყრობელი ქვეყნის ფაშისტი წარმომადგენლების დაპყრობილ მიწაზე საპროვოკაციოდ ჩამოსვლის მერე პრობლემა თუ პროტესტის გამომხატველებთან აქვს და მაგას უძღვნის ამ სტატუსს, რომ თურმე კულტურა დაგვეწუნება, ყოჩაღ მაგას, ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა. აი ნეტა შენ რომ ეს კომენტარი დაწერე, როგორც გეტყობა თავად გაქვს კონტექსტის აღქმის და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის პრობლემა, თან თუ ამასაც ეთანხმები საერთოდ ადექვატურობასთან გქონია პრობლემა და რავიცი, ვინც ამას პარტიული ქვემოტივით წერს, ეგეც კაი გაიძვერობაა)

• გოჩა

გიგა ეს დურაკი ნაცები, აქეთ გააგიჟებდნენ ავლიპის!

• სოსო

რითი ვერ გაძეღით აფხაზებო და რუსებო ქართველების სისხლით?!

• გოგა

ასე რო გიჟობენ ეს ნაცაქტივისტები, რატომ არ აპროტესტებენ მთავარ "მალიარკის და კვერცხმსროლელ" ლიაკა ხოშტარიას რუსულ რუბლებს? ეეხ რა დროს არ გვყვავს ავლიპი ზურაბიშვილი?

• რომან დოლიძეს, ყველა სიტყვაში ვეთანხმები!

საერთოდ ისეთმა ადამიანებმა, უნდა გააპროტესტონ ვის წარსულშიც, არ არის "შავი ლაქა". ნაც მოძრაობას არანაირი მორალური უფლება არა აქვს, აქციები ჩაუტაროს რუსეთის მოქალაქეებს, რადგანაც მაგათ დროს იყო: აგვისტოს ომიც, ტერიტორიების დაკარგვაც, სტრატეგიული ობიექტების გადაცემაც რუსეთზე და რაც მთავარია, ომის შემდეგ სააკაშვილი პურმარილით ლარსის გამშვებ პუნქთან იდგა და ესიყვარულებოდა რუსეთის მოქალაქეებს და უმტკიცებდა ძმობას და დობას! რაც შეეხება ბათუმის აქციას ეს უფრო გავდა ველურების აქციას, თავისი შუა თითის ჩვენებით, გინებით და ფსიქოზამდე მისული, შეშლილების თავშეყრას. (აქციას აკლდათ ზურა ჯაფარიძის უკანალებიც) ერთი სიტყვით ნაცების სახით, საქართველოს ყავს მაგარი შიდა მტერი, რომელიც კარგა მაგრა უსრულებს დავალებას: კელინ დეგნანებს, ასევე ჭკუასუსტ ევრო ნაც პარლამენტარებს და თეთრი სახლის ადმინისტრაციის კიზინგერებს!

• ნინო

არ გაიხარეთ რუსებო და აფხაზებო ამ გოგოს და ქართველების ცოდვით!!!

• გიორგი

გვეყო უკვე თავის მოტყუება,აგერ აფხაზმა ნაძირალამ ქართველი გოგო მოკლა,ჩვენ კი ჩვენს ძმებს ვეძახით აფხაზებს,რუსებს,ოსებს!! უფასოთ ვმკურნალობთ, რატომ ვიტყუებთ თავს??!!ასეთი უთავმოყვარეო ერად როგორ ვიქეცით??!!ჩვენი სისხლი და ხორცი აღარ გვაინტერესებს ჩვენ მტრებს ვგულშემატკივრობთ, კომფორტს ვუქმნით რომ უფრო მეტი დაგვხიცონ!!!!

• ქორ-პარიკმახერი

და ასევე მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს არ ხედავს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების საქმეებში. არ არი დაბრმავებული რომელიმე პარტიის მიმართ ,,ბოჩოლას აღტკინებით" როგორც საქართველოს მოსახლეობის ბრბოდ ქცეული 85 %.

• სოსო

რუსისათვის ყოველ სიტყვაში გინების ჩართვა,ჩვეულებრივი ამბავია.ეგ არის მაგათი კულტურა(უკულტურობა) და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთ?სამწუხაროდ სწორედ იმ პარტიის მხარდამჭერთა ლექსიკონში,თანაც ქალების ჩათვლით,ძალიან მომრავლებულია ბილწსიტყვაობა,თანაც სახალხოდ და სხვას,ყველას რუსეთუმეს რომ უძახიან,იმასაც ვერ ხვდებიან,რომ სწორედ თვითონ არიან რუსული კულტურის მიმდევრები.საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში,ბიჭებს ვინმესთან საქმის გარჩევა რომ სურდათ,იმ ბიჭს,გვერდით გოგო,ან ქალი თუ მოსდევდა,ცუდად,ხმას არავინ გასცემდა,გაატარებდნენ და სხვა დროს დაელოდებოდნენ,მასთან შესახვედრად.საერთოდაც,გინება და ბილწსიტყვაობა,საქართველოში,არასოდეს ითვლებოდა კაიკაცობად.ქალებში მაგინებელს კი,ხშირად ამ გინების გულისთვისაც ხვდებოდა,ნეიტრალური ადამიანებისაგან.შენ ვიღაცას რომ აგინებ და იქ ქალებიც არიან,პირველ რიგში,შენ მათ აყენებ შეურაცხყოფას. რომან დოლიძე რომ ვაჟკაცია,მაგას რა ფიციმტკიცი სჭირდება,მაგრამ ყოველმხრივ,ასე სწორად რომ უდგება საკითხს,ეს მიხარია ძალიან!ესე იგი,კარგი,ჭკვიანი ადამიანიც ყოფილა და პატრიოტიც! აქამდე მას,მხოლოდ როგორც ქართველ სპორტსმენს,ისე გულვშემავტკივრობდი.ახლა კი,უკვე უფრო სხვა გულით ვიქნები, მის მხარეს!

• გიორგი

ეტყობა პრობლემა გაქვს ერთგვერდიანი ტექსტიდან აზრის გამოტანაში. წაგეხმარები, 'ვე­რა­გი მტ­რის სი­ძულ­ვილ­მა კულ­ტუ­რა არ უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს'-ო.

• გიორგი

ბევრისგან განსხვავებით გაწონასწორებული ფსიქიკის ადამიანი ყოფილა.

• ilar10N YouTube

ისეთ განცხადებებს ნუ აკეთებთ თითქოს არაფერზე აღელვებულხართ.. პრობლემა მანდ იყო ის, რომ ეგ გემი შეიძინა რუსმა ბიზნესმენმა, რომელიც არის დასანქცირებული. მაგ გემის ჩვენთან შემოსვლით - ეროვნული საფრთხე იქნებოდა სანქციების ჩვენზე გაცემის. + ამას დაემატა ბორტზე მყოფი ტურისტების სიტუტუცე კომენტარები ! პ.ს. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რომ რუსეთის დროშის ფერები გასდევდა კრუიზსს მთელს ზოლზე. და ამ ყველაფრის ფონზე როგორია აბა ემოციები შეიკავო ?

• ჰაჰა

კაი კაცი. არც მე მომწონს, როცა პატრიოტობა მხოლოდ რუსეთის დედის გინებით იზომება და არა იმით, თუ შენ რას აკეთებ ქვეყნისთვის.

• ქ. გ.

დოლიძეს ვეთანხმები. მაგრამ ფრაზები "путин хуйло" და "Иди на хуй, русский корабль" ჩვეულებრივი და ნორმალური გახადეს თვითონ რუსებმა და პუტინმა. პუტინი ამ სახელით შევა ისტორიაში.

• Xxx

რისი თქმა გინდა ბოლო-ბოლო, ქართველებს საყვედურობს ფაშისტ რუსებს შუა თითი რომ უჩვენეს და არ მოინდომეს მათი შეურაცჰყოფის გატარება? და შენს ძმაკაცებს ალბათ უწონებ კადიროველ მებრძოლებთან მეგობრობას ამ დროს)

• ლაშა

მე დავამატებდი ჩემ მოკრძალებულ კომენტარს. არც "ფარა"-ს ამერიკული კანონი არ უნდა გაეწვია მთავრობას, რომელიც რუსულად გაასაღეს. რომ გამოვიდნენ და პოლიციის მანქანები დაწვეს პრო-დასავლელმა ენ ჯე ო-ებმა! პარალელურად უნდა გამოსულიყო ერი და ბერი და საკადრისი პასუხი უნდა გაეცა მათთვის! ვითომ პატრიოტები! რუსეთი ოკუპანტია, არავინ დავობს, მაგრამ უკანალის ჩვენება კიარა, ეროვნული საქმე უნდა აკეთო მთავრობამ. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!

"ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი" - პედი პიმბლეტი

"ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო" - კორი სენდჰეგენი

[VIDEO] ხამზატ ჩიმაევს საქართველოში დიდებული საჩუქარი გაუკეთეს

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ