"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან დედაქალაქური კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა "დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური "საბადელის", ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონთა ბოლო თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომელმაც ევროტურნირებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ორმხრივი შეთანხმებით გუშინ პოსტი დატოვა.

Sakartvelos sikvaruli
კარგი ხალხნო ტრენერების ცვლას რა აზრი აქვს? ჭიაბრიშვილო იქნება თუ კარასკო . სასაცილოა ფედერაციის მოქმედება ყველა გუნდთან ეს გუნდები მიცემული აქვთ აფერისტებისთვის დანიშნეთ ადქმიანები ფედერაციაში ვისაც ფეხბურთის განვითარება უნდა და არა ჭამა ფულის!!!!!!! არ ეხება მხოლოდ გუნდებს ნაკრებების ყველა წარმატება გამიხარდა ტირილამდე მაგრამ ფეხბურთი არ გვითამაშია!!! სხვა თამაშობდა ჩვენ გაგვიმართლა
TT
"დაავადება ქირურგიულად ძირშივე უნდა ამოიჭრას საშველი რომ იყოს!" დინამოს დაავადება ფიფიაა!!!!
TT
სანამ ფიფიას დინამოს პრეზიდენტი, იქამდე კარგი მწვრთნელი (კარგი რეპუტაციის მქონე) არ უნდა დათანხმდეს დინამოში მუშაობას! დევდარიანი გაიხსენეთ, არა მგონია ქართველი მწვრთნელი რომელიმე სჯობდეს. ტაქტიკურად ძალიან განათლებული კაცია. აღარ მახსოვს რომელიღაც არხზე იჩითებოდა ხომე თამაშებს განიხილავდა საქართველოს ჩემპიონატის და იქედან ვიცი, საღად და ლოგიკურად მსჯელობდა ყოველთვის. მარა ... რა უქნა რომანას დინამომ???!!! კაცი მის მერე მწვრთნელად აღარ მინახია. (სხვა თემაა დევდარიანის თბილისის თბილისი რა გუნდი იყო და პატარა ბავშვები მაგ დროს რას თამაშობდნენ!!!)
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ტრაბახში არ ჩამეთვალოს, მარა ჩემპიონთა ლიგის თასს უეჭველი წამოვიღებ, უეფას თასს კი, თუ შევძელი მოპარვა, იმასაც განახებთო, მეტი რა დაგვპირდეს, მართლა კიო ხომ არაა ყველაფერი შეგვპირდეს? ჯერ პარკეტს აგებდა, მერე ავტობუსის მძღოლად იმუშავა, ფოტოგრაფიც იყო რამდენიმე წლით. ბოლო სამი წელი ფაცხაში უკრავდა კლარნეტზე ხრამოი ჟორკასთან დუეტში. დრო სჭირდება, ცოტა ფეხბურთშიც ხომ უნდა მოვიდეს აზრზე? სხვა გზა არ არის, უნდა ვაცალოთ. უუნდა დავაცადოთ! ერთ დღეში თბილისიც არ აუშენებიათ, აპაა!
კ ო მ ბ ლ ე
ეეე, ეხლა კი მართლა დაერხევათ მალტას და ფარერებს. ამ კაცს რომ უყურებთ, შვიდი ბურტერიერი ყავს გაწვრთნილი, სამ ენა ამოჭრილ თუთიყუშს ლაპარაკი დააწყებინა ამის კატა მესამე წელია ოქსფორდში სწავლობს, ინდაურებმა კი, ევროვიზიის ფესტივალზე სამი მთავარი პრიზები აიღეს სიმღერაში. ამანაც თუ ვერ უშველა დინამოს, მაშინ ვერავინ ვეღარ უშველის. არ ყოფილან ფეხბურთელები, არ არიან მაგ საქმისთის დაბადებულები და რატომ აწვალებთ? რას არბენინებთ? ხომ ხედავთ სირბილიც კი ვერაფრით ისწავლეს და თქვენ გინდათ ბურთს ისე მოუქნიონ ფეხი არ ააცილონ? გამორიცხულია მაი ამბავი. ფიფიას ფეხის აცელაზა ჰქონია გამაზული, ცხრა მოქნევიდან, ორს თუ მოარტყავენ ფეხსო 1/45 ზე ქონია კუში. მაზავს და იგებს კაცი, თქვენც სცადეთ არ ინანებთ, არა!
Master
ბილეკი,ვინმე ჟვანია კიდე.ყველას მგონი უჰრინი სჯობდა..
გივი
ერთ წელიწადში ,ახალს გაჩითავენ ,რა პრობლემაა.
დათო
იმის მერე რაც დინამო აჩუქეს მწვრთნელების ჩამონათვალი 1. კაჭარავა 2. გარსია 3.უჰრინი 4.გოგიჩაიშვილი 5.დევდარიანი 6.იარაბეკი 7გეგუჩაძე 8.ჩხეტიანი 9.ნემსაძე 10.ცხადაძე 11.ჭიაბერაშვილი რამდენიმე გამომრჩა მაგრამ საინტერესო იცით რა არის? არც ერთი მოქმედი არ არის გწგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით და ისიც ლაფატკაზეა. წყევლაა ეს კაცი წყევლა
fani
ფიფია ისეა, როგორც "მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობენ". თუმცა, ერთი მწარე სიმართლე მაინც უნდა ვუთხრა - შენს თავს კარგი არ გააგდებ, მაგრამ ეს უვარგისი დირექტორი რომ გყავს (ზაზა დოლიძე), ეგ მაინც გამოცვალე! "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო" მაგაზეა ნათქვამი - ჯერ ხომ პსპ-ში ააშენა ყველაფერი და ახლა მანდ "დაატყო ხელი" ...
დინამოელს
შენი ფიზიკის მასწავლებელი შუბა დავხიე, მაგ სიმართლით იარე!!!
ფიფია-ს
რომანოზ ფიფიავ, ეხლა ეს პატიოსანი ესპანელი ამოიჩემე? რას ერჩი, რა გინდა მისგან? უამრავი ხალხი გეუბნება რომ ნომერ პირველი პრობლემა შენ ხარ და ვეღარ უნდა გაიგო?! რა აზრი აქვს კედლისთვის თავის რტყმევას როცა იცი რომ მაინც ვერ გაანგრევ?! პირიქით, ბოლომდე მოიტეხავ!
გიო
ფაქტიურად ფიზკულტურის მასწავლებელი დაუნიშნავთ :)
დინამოელი
სამაგიეროდ უღრმესად "პატივცემული" ბატონი რომანია ძველი. ასე რომ, არავინ მოვიტყუოთ თავი, ისევ ისეთ ნაგავში ვართ

საწყალი რატომ არის?
TT
ფიფია ესპანელების ტიკი-ტაკაში შენ უფრო ჯდები! ტიკი-ტაკა და დინამოდან როგორც იტყვიან "რუსკი კარაბლ" ..... !!!!!!!!
დავითი
დემჩენკო ხოა მაგალითი , პლიუს ფეხბურთელების მომყვანმაც უნდა მწვრთნელს დაუჯეროს , თუ არადა იგივე ჭიაბირშვილი 2 თუ მერამდენე კაცმა არ იცის გამოვა
Gambler
კარასკო კი არა გვარდიოლა ვერ გამოასწორებს სიტუაციას. მიდგომა და მენეჯმენტის შესახვლელი ფიფია თამადობით
pepe
ეს აგვასენებს ეს რამდენს გაგასავს
დააT
საწყალი, არადა არ ჩანს ცუდი ადამიანი :D
დავითი
ერთადერთი რასაც კარგს ვხედავ ამაში ეხლა, ისაა რომ მარგველაშვილებს წითელი აენთებათ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ქოჩორაშვილი: თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა