საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელ რუმინეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 62:66 წააგო და 2 შეხვედრიდან თითო მოგება-მარცხით ჯგუფში მე-3 ადგილზეა. 5-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გადის და დარჩენილ მატჩებში წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ასანაცვლებლად ბრძოლის გაგრძელება შეუძლია.

რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დასანანი მარცხი განიცადა. მასპინძელი რუმინეთი თავიდან გვარიანად ჩამორჩებოდა, თუმცა მეორე პერიოდიდან თამაში გამოაკეთა, ქართველებმა კი შეცდომებს უხშირეს და თამაში გათანაბრდა.

რუმინელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მცირედით, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ლიდერობდნენ. ბოლო წუთებზე ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა და მასპინძლებს, საკუთარი ქომაგების მხარდაჭერის გარდა, ფორტუნამაც გაუმართლა. რუმინელებმა გადამწყვეტ მომენტში სამქულიანი ჩააგდეს, რაც ქართველებმა ვერ მოახერხეს და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრებში 14-14 ქულით ილია სულაძე და ავთანდილ ბახტაძე გამოირჩნენ. 13 ქულა და 12 მოხსნა გიორგი ნიკოლაევმა დააგროვა, მათე ხატიაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 7 აგვისტოს დაისვენებს და მორიგ მატჩს 8-ში, ავსტრიასთან გამართავს.

GBF

დიმა
ეს ბიჭები 18 და 20 წლიანებზე უკეთ გამოიყურებიან. კომბინაციური თამაში შეუძლიათ. წაგების ძირითადი მიზეზი იყო ბურთის ბევრი, უაზრო დაკარგვა. კონკურენტი ისლანდიის ნაკრებია, მათთან შეხვედრაში გადაწყდება ჯგუფიდან გასვლის საკითხი.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა