კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ გასვლაზე „აპოელთან“ 0:1 დამარცხდა.

თბილისში პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გორული გუნდის გასვლის შანსი მინიმალური იყო, თუმცა მწვრთნელმა დემჩენკომ განაცხადა, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებოდნენ, რაც გასულ ორ რაუნდში მოახერხეს. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები კი შეტევებს ორგანიზებულად იგერიებდნენ და სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. პირველი სახიფათო მომენტი აქტიურმა გეილმა შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ბელეცმა მოიგერია. „აპოელის“ რიგებში ქართველი ლეგიონერები დვალი და ქვილითაია გამოირჩეოდნენ, რომელთაც გატანის შანსები ვერ გამოიყენეს. ერთი სიტყვით, თამაში კვიპროსული გუნდისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა.

შეცვლაზე შესულმა ნდონგალამ შესვენების შემდეგ თავურით დალაშქრა კუჩერენკოს კარი და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, "აპოელმა" მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე და პლეი-ოფში "გენტს" დაუპირისპირდება. ამით ქართული კლუბების მორიგი მონაწილეობა ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზე დასრულდა.

ნიქოზია. „Neo GSP“

აპოელ - დილა 1:0

გოლი: ნდონგალა (48)

a a
თუ ევროპიდან არ იქნება კარგი წინადადება დემჩენკო დარჩება დილაში გადაწყვეტილია, წასვლით 90% გეილი წავა ისეთი წინადადებები აქვს. თან გუნდასც აწყობს უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში დიდი თანხის აღება.
დავით
ან არ უნდათ რო გაიგონ ან ძალით აკეთებენ, კლასი თუ დაინახეთ ან მწვრთნელის ან ფეგბურტელების.
jordan beli
დემჩენკოს და რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება დილას გაუჭირდება.ფეხბურთელებისა რა გთხრათ,აი დემჩენკო არ დათანხმდეს დინამო თბილისს და სამუდამოდ არ დაინგრიოს კარიერა მეცოდება-კარგი მწვრთნელია და უეჭველი გაქაჩავდა ევროპაში საშუალო დონეს.
SHMAGI
სანამ ქართულად გვეწერება მაისურებზე გვარები და საქართველოს ჩემპიონატის ლოგოებით ვითამაშებთ ევროთასების თამაშებს - არაფერი არ გვეშველება!!!!
სოსო
გოგა,რაც დაწერე,ყველაფერი მართალია,მაგრამ გულშემატკივარი კი არ ხარ,არამედ ნიშნს უგებ,დილას ფეხბურთელებს და ამდენი დისლაიქი,ალალად დაიმსახურე.გუნდს ძალიან მოკლე სკამი აქვს და ყოველი ფეხბურთელის ტრავმა,აუნაზღაურებელი დანაკლისია,გუნდური თამაშისათვის.ამიტომ იყო,რომ ყოველი ფეხბურთელის გამოკლების შემდეგ,გუნდის თამაში,საგრძნობლად სუსტდებოდა.ძოწენიძემ,აქაც დაუშვა უხეში შეცდომა,მაგრამ თუ ყურადღება მიაქციე,რამდენჯერ დაწვა მოედანზე და დახმარება მოითხოვა,სანამ ფეხზე დგომა შეეძლო,ცდილობდა გუნდის დახმარებას.ისევე როგორც სხვები.ცუდი ისაა,რომ შემცვლელები არიან,შედარებით სუსტები და სრულფასოვნად ვერ სცვლიან,ძირითადის ბიჭებს.ტრავმიანი რომ თამაშობ,ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ტრავმას და გასაკვირი რა არის,რომ თამაში თანდათან იშლებოდა?ბევრი დასცინის ქვილითაიას,მაგრამ ის,საქართველოს ჩემპიონატის დონეზე,საგრძნობლად უფრო ძლიერი ფეხბურთელია,ისევე როგორც დვალი.ტყუილად არც ერთს არ ეძახიან ნაკრებში.ასე რომ ნუ გიკვირთ,მათ როგორ გვაჯობესო.პერიპეტიებზე ლაპარაკს,აზრი არა აქვს.ბიჭებმა,რაც შეეძლოთ გააკეთეს და თუ მეტი არ გააკეთეს,ესე იგი,ამ შემადგენლობით,მეტი არ შეეძლოთ.არც აპოელს უთამაშია სრული ძალით.რამდენიც სჭირდებოდათ,იმდენი ენერგია დახარჯეს,თუმცა თუნდაც სამიოდე მათი სათადარიგო,გორელების გუნდში ყოფილიყო და მერე ეკითხათ,მატჩის ანგარიში.წავაგეთ?წავაგეთ!გვაჯობეს?გვაჯობეს!მაგრამ ენა არ მომიტრიალდება გორელების სასაყვედუროდ.ნეტავი ყველა, მათსავით დახარჯულიყო.
დინამო
ფიფია დაითრიე დემჩენკო სანამ დროა თორემ შესაძლოა საზღვარგარეთ წავიდეს. გორს შენარჩუნება გაუჭირდება. საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია. კარასკო შესანიშნავად ასრულებდა თავის საქმეს და იქ დააბრუნე სანამ აკადემიაც არ გაგიბანძებია. ან საეთოდ წადი მაქედან და ნუ შეგვაჯავრე ფეხბურთი. გორელები არ გამოგვეხმაუროთ ;)))
ჰს!!!!!
მოაშორეთ რას ნიშნავს, ჩრდილოეთ კორეაა თუ რამე სახელმწიფო პოსტი უჭირავს და შეიძლება გადავაყენოთ?!!! რა მენტალობაა და რა აზროვნებაა საერთოდ?! შენ რომ შენს სახლს და მიწას ვერ უვლიდე (მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს) შეიძლება რომ შენმა მეზობელმა ან დაინტერესებულმა ვინმემ მოგთხოვოს მოშორდი შენი სახლიდან და მიწიდანო?!!! ეხლა არ დამიწყო დინამო ყველასიაო და მსგავსი სისულელეები!!!! თუ თქვენია დინამო მიბრძანდით და რამე შემატეთ კლუბს, იყიდეთ წლიური აბონემენტები, კლუბის მაისურები, ატრიბუტიკა და ამის მერე იქნება თქვენი და გექნებათ პასუხის მოთხოვნის უფლება. ან ვეტერანებიო, რა წაიღეთ ტვინი ამ ვეტერანებით და რა დედოვშინური მიდგომაა ჯარი ხო არაა?!!!! რამის გაკეთება თუ შეუძლიათ გააკეთონ, თუ არა და რა ვეტერანები, რაშუაშია საერთოდ ეგ ხალხი თანამედროვე ფეხბურთთან?!!! რომელი ევროპული კლუბის ცხოვრებაში აქვთ გავლენა ე.წ. ვეტერანებს მითხარით ერთი?!!! რა სამარცხვინო აზროვნებითაც ვართ ერი იმ სამარცხვინო დღეშია ეს ფეხბურთიც და ჩვენ არაფერს არ ვაძლევთ უაზრო კრიტიკის გარდა და ფეხბურთისგან ვითხოვთ რომ ჯგუფში შევიდნენ ან რამე განსაკუთრებული გააკეთონ
ქუთაისი
ქვილითაია რო მოგიგებს!
დავითი
ამ შემადგენლობით მაქსიმუმს მიაღწია დემჩენკომ , შეუნარჩუნონ შემადგენლობა და ერთი ოთხი ნორმალური ფეხბურთელი მომავლ წელს უკეთეს შედეგს დადებს , მწვრთნელი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში
Superman
მადლობა გორის დილას ბოლომდე ბრძოლის და გამართული ფეხბურთის თამაშისათვის. ამ ბიუჯეტის და შესაძლებლობების პირობებში საკუთარ თავს გადაახტნენ ეს ბიჭები. ზამენაზე რო მარტო მეკარე გიზის და და გუნდით, რომლის ყველაზე ძვურად ღირებული ფეხბურთელი რამდენიმე ათასი ღირს და ისიც ტრავმის გამო არ გყავს და აქამდე მიხვალ, ეს კარგი შედეგია. გალანძღეთ ფიფია და ბერიძე. დილას კი მადლობა!
ეგრეა
რო ეცლიათ? ეგრე ყველა იტყვის არ გვაცლიანო. ჩემი აზრით, კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს. თუ თავს ვერ ინახავს, უნდა ერქვეს მოყვარული გუნდი და გადავიდეს რაიონის ფიზკულტურის განყოფილების ხელში. სადაც ითამაშებენ ადგილობრივი მძღოლები, ბაზრობის მუშაკები, პოლიციელები.
საქართველო
ყველგან არაპროფესიონალიზმია, გუშინ ამ გვერდმა სტატია დაწერა თენგიზ სულაქველიძეზე, ხალხს აგინებინა და ალანძღინა,თითქოს სულაქველიძე რუსეთს აქებს და ადიდებს,რამოდენიმე საათში საერთოდ გააქრეს სტატია გვერდიდან. ან ხალხს მოუხადეთ ბოდიში,რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ,ან სულაქველიძეს მოუხადეთ ბოდიში რომ არასწორი ინფორმაცია გაუვრცელეთ, ან თუ ყველაფერი მართალი დაბეჭდეთ,რატომ წაშალეთ?! მოკლედ ვისაც რაც უნდა იმას რომ აკეთებს თავის გემოზე,ამიტომაც ვართ ღრმად ჭაობში ყველა მიმართულებით და თან ერთმანეთს ვლანძღავთ და ჭკუას ვასწავლით.
მგელი
დილამ წააგო არაფრად გამორჩეულ გუნდთაან, არადა შეეძლო ამ ბარიერის დაძლევა, აი ნახეთ გენტი რა დღეს დააყრის აპოელს
Robert22
საქართველოოო მე პირობა მომიცია ტარატირა ტარარიიი.ეხხხხ რა კლიპები და რა ჰიმნები იწერებოდა მაშინ
Robert22
მიშა და ვანოს დრო ბევრს გვენატრება ავლაბარში.ეხხხ რა უქმეს ჩვენ ქვეყანას აღარც ფეხბურთო აღარც ქვეყანა :((((
Robert22
პრავდა არის პრავდა.ეხ კაი დრო იყო მაშინ.
Robert22
ვახ მე გორის დილამ წაგო.მეწყინა :(
H_s
რო ეცლიათ ძალიან მაგარ გუნდს გააკეთებდა ადგილობრივი ფეხბურთელებით აკადემიით და ასეშემდეგ ქოცო
ვარლამი,პოლონეთიდან
იქ სადაც საქოცეთია
Giga
შენ ის ვერ გაგიგია ფეხბურთია თუ ფეღბურთი და აქ რას აკეთებ საერთოდ?
Blablablabla
უაზრო სტატიები და ბლაბლაბლა. მოაშორეთ ფიფია, მოითხოვეთ სიმკაცრე კლუბების მონიტორინგზე, შეაწუხეთ ე.წ. ვეტერანები და გასაკრიტიკებელი გააკრიტიკეთ ამ მაიმუნობას. სამარცხვინო ჩემპიონატია ფულის კეთება მარტო
H
აბა რა ვანო ფეხბურთშიც მაგარი იყო. ეგ და ბერლუსკონი რაა )))))))
გორელი
გოგა შენ ისე კარგად გცოდნია ფეხბურთი და დემჩენკოს მერე იქნებ შენ ჩაიბარო დილა. დ.დ. იფიქრე აბა ამაზე.დ.დ.
გეგი
ხვდებით მაინც სადა ვართ?
სად
სამარცხვინო შედეგი ქართული კლუბების
დავით 67
დილა+ანორთოსისი -11წ+აპოელი+(0+2+0+1)+ფანტაზიები + დისლაიქები+ ურაპატრიოტიზმი+ეროვნული ჩემპიონატი +ფედერაცია =0 დღეს ესეთი მათემატიკური ფორმულაა.
სიმართლე
კიდე ბევრს მივახწიეთ ფარერები რო გვაჯობებს აი მანდ უნდა მორჩეს ქართული ფეღბურთი.......
გოგა
გოლს რომ ვერ გაიტან რა მოგებაზე უნდა იფიქრო? უაზროდ ბურთის თრევა, კუთხურს და სტანდარტების მომწოდებელი არავინაა, ეს მეტოქის საჯარიმოს ხაზთან დგომა და ვითომ " კედელის" გათამაშება ვინ ასწავლა ამათ? დაცვა ხომ საერთოდ არ ვარგა, ორივე თამაში უხეშ შეცდომებს მოჰყვა, აპოელმა ბურთის ფლობა მოგვცა და მაინც ვერ გამოიყენა დილამ, ასე ჯობია, აბა გენრი რა გვიზავდა?!
qocebo
ვანო მერაბიშვილის გორის დილა სულ სხვა გორის დილა იყო
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო
კაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა - დვალის "აპოელი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება
კაშიას "სლოვანმა" დვალის "აპოელს" 2:0 მოუგო
დვალმა პენალტი ვერ გაიტანა - ევროპა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში "რიგასმა" "აპოელი" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
დვალის "აპოელი" პირველ მატჩში ლატვიაში დამარცხდა
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...