ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიქაუტაძის პირველი გოლი ტოპ 5 ლიგაში - კაცნაკლული "მეცი" "მარსელს" დაუზავდა [VIDEO]

მიქაუტაძის პირველი გოლი ტოპ 5 ლიგაში - კაცნაკლული "მეცი" "მარსელს" დაუზავდა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცის“ და „მარსელის“ მატჩი 2:2 დასრულდა, გიორგი მიქაუტაძემ კი ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

დებიუტში სტუმრები შეტევაში უფრო აქტიურები იყვნენ, მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და მეკარე ოკიჯამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ კი სოგლომ რიკოშეტით „ოლიმპიკი“ დააწინაურა. აქედან მოყოლებული მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ, კანდეს შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ლოპესმა მოიგერია, ბოლოს ობამეიანგის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან, მერე „მეცის“ კარი რონჟემ დალაშქრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ცოტა ხანში „მეცის“ მცველი ლო არბიტრმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და მალე საბალიმ რონჟესგან რიკოშეტით საპასუხო გოლი გაიტანა. ამითაც არ დაკმყოფილდა კაცნაკლული გუნდი - მიქაუტაძემ ბურთი მკერდით ჩამოიღო და ლოპესი დაამწუხრა. თამაში კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, „მარსელი“ იერიშზე გადავიდა და „მეცი“ ორჯერ ძელმა იხსნა. მერე მიქაუტაძემ ორი მცველი გააბითურა და გატანა ლოპესმა არ დაანება. 82-ე წუთზე ვიტინიამ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს და მაყურებლებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

27 აგვისტოს „მეცი“ გასვლაზე „კლერმონს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“

მეცი - მარსელი 2:2

გოლები: 0:1 სოგლო (14), 1:1 საბალი (65), 2:1 მიქაუტაძე (71), 2:2 ვიტინია (82)

გაძევება: ლო (58)

• Irakli

გენაცვალე მიქა, ყველგან მაგარი ხარ!

• ვაჟა მასწ.

ჟორჟმიკას ფერისცვალებასთან ერთად ვულოცავ ამ სეზონში მე-4 და ლიგა-1 -ში 1 გატანილ გოლს. რატომღაც გამახსენდა მანუჩარ მაჩაიძის მიერ ერთ წელიწადში რამდენიმე თვის ინტერვალით გატანილი პირველი გოლები პარიზში პარკ დე პრენსის და ერევანში რაზდანის ახლადგახსნილ სტადიონებზე

• დათო

გილოცავ გიო! ეს ერთი და კიდე სხვა ბევრი და ბევრი!

• Mr.kostaia

ოქრო ხარ ჟორჟ,მაგარი საცოდაობაა ამ ბიჭის ამ ფარჩაკ გუნდში ყოფნა. დაცვა გუნდის არის დირკა. პირველ თამაშს რომ ვუყურე,გული შემიწუხდა,ბურთი ვერ მიდიოდა თავდამსხმელებთან,მაგრამ ჟორჟმა მაინც ერთი კარგი უპასა. მარსელთან ცოტა არ გაუმართლა,თორემ დუბლს გააფორმებდა. მოკლედ ძალიანაც მიქარავენ ამ ბიჭს თუ არ იყიდიან სხვა ტოპ-ლიგების გუნდები. წარმატებები ჟორჟს.

• რობი

დეგენერატია ვინც წერს ქართველი ფეხბურთელების ძვალ კუნტოვან სისტემაზე!თუ ასეთი სუსტები ვართ რატომ ვართ მაგრები ძალისმიერ სპორტის სახეოებებში? რუსებს მგონი 30 წელია რაგბი ჩვენთვის არ მოუგიათ! უბრალოდ ჩვენს საბავშო ფეხბურთში ძიერეული რეფორმებია საჭირო.აი სამეგრელოში, აჭარაში და იმერეთში რომ გვექნება საფეხბურთო აკადემიები პორტუგალიელი ჰოლანდიელი და ესპანელი მწვრთნელებით დაკომპლექტებული მაშინ გვეყოლება უფრო მეტი ევროპული დონის ფეხბურთელები და ვიქნნებით ფიფას რეიტინგში პირველ 20 მაინც

• ზურიკო

კარგი ხარ გიო!

• mesXi

რუსები ფეხბურთს ვერ ითამაშებენ რასა არ ეყოფათო რასა! ეგ თქვა დიდმა კონსტანტინემ და იმიტომ. არ არი ეგ მაგათი სპორტი ფეხბურთს უნდა სხარტი და ტექნიკური ხალხი. და ეგ არი მაგის აბაროტი ვითომ ქართველები ფეხბურთს ვერ ითამაშებენ ძვალ კუნთოვანი სისტემა არ უვარგათო, ეგ მოდის რუსებისგან ტვინ-კუნთოვანი სისტემა არ უვარგათ ვანუშკებს და იმიტომ. და კიდე ვინც დანერგა 90იანებში არასწორი ვარჯიშები ბავშვთა ფეხბურთში საქართველოში მაგათი დავალება შეასრულა ისიც. თან სპეციალურად ტრამვიანს ათამაშებდნენ ჯანოს მაგალითად რომ კიდე დამტვრეულიყო და გამიზეზებოდა ტრამვა რომ ვერ ეთამაშა დიდხანს. მაგეებსაც ჩალიჩობდნენ ღორიშვილები კიდე ბევრს რაც არ იცით

• stf

ადრე რატო არ გვჭირდა ეგეთი რაღაცეები დიდი დინამოს დროს ხო გვივარგოდა ძვალკუნთოვანი სისტემა ჩივაძე ყიფიანების დროს

• Levani

გუშინ ვიღც წერდა ქართველებს ძვალ კუნთოვანი სისტემა არ გვივარგაო და ფეხბურთს ვერ ვითამაშებთო. ბაცაცა ჭიებზე როგორ ვართ ნეტა?

• არტ

ძალიან კარგია გიორგი. მეორე ტაიმში თითქოს თავიდან ჩაიკარგა მაგრამ თავისი საქმე საბოლოოდ მაგრად გააკეთა,რაც ორმაგად დასაფასებელია და ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს. წარმატებები ჩვენს გიოს!❤️❤️❤️

• შახრუდინი

აუ რა ითამაშა.ბრავო.გენაცვალე!ერთ მომენტში თავბრუ დაახვია მცველს ორჯერ მოატყუა მეკარემ აუღო დარტყმული.ეგ რომ გაეტანა იქნებოდა სასწაული გოლი.დარწმუნებული ვარ ბევრ ლამაზ გოლს შეაგდებს.

• ირაკლი

მიკვირს ამ ბიჭზე ტაციაობა რომ არ აქვთ გრანდებს!

• ნინი

გიჟია ეს ბიჭიიი

• MARGALONA

ძალიან მაგარია,ბრავო✊❤️

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა

რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია

"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა

[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია

[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს

[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო