"ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლის, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებს და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადება.

„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა.

ცენტურიონი მამუკაშვილი და აბჟანდაძის დაბრუნება

შოტლანდიასთან თამაშს იწყებს და მე-100 კეპს მოიხვეჭს კვაჭი შალვა მამუკაშვილი. დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ ის გახდება მეექვსე ქართველი ცენტურიონი, რომელმაც 100-იან ნიშნულს უწია.

ერთი კვირის წინ აშშ-სთან 22-7 მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო 15-ეულში ხუთი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ორი ხაზში. მარცხენა ბურჯად შემადგენლობაში დაბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ადგილი ბექა გიგაშვილმა შეინარჩუნა.

მეორე ხაზში თამაშს იწყებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – ფლანკერად ბრუნდება მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია კი კვლავ დამწყებთა შორის არიან.

შენარჩუნებულია ღერძი და შოტლანდიასთან თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს ცენტრში ამჯერად დემე თაფლაძე შეუწყვილდება, კვლავ ძირითადში არიან ფულბეკი დავით ნინიაშვილი და ფრთა აკა ტაბუცაძე, ხოლო მეორე ფრთა მირიან მოდებაძე იქნება.

ტრავმა მოიშუშა, შოტლანდიასთან ბრუნდება და მარქაფაშია მგეზავი თედო აბჟანდაძე. 9 ნომრის შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში გიორგი კვესელაძე შევა.

აშშ-სთან მატჩის მსგავსად, პირველი ხაზის შეცვლაზე არიან კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გურამ პაპიძე. მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, მესამე ხაზში კი ამჯერად სანდრო მამამთავრიშვილს ვიხილავთ.

მეექვსედ შოტლანდიასთან

"ბორჯღალოსნები" შოტლანდიას მეექვსედ ერკინება და ზედიზედ მესამედ ითამაშებს „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.

პირველი შეხვედრა 2011 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში შედგა და ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობაც იქ დაფიქსირდა. ინვერქარგილში მაშინ მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა და კარში დარტყმებით 15-6 გაიმარჯვა.

2016 წელს შოტლანდიასთან პირველად ვითამაშეთ ტესტ-მატჩი და კილმანროკში მასპინძლებმა 43-16 მოიგეს. 2019 წელი ისტორიული აღმოჩნდა. 4 წლის წინ შოტლანდია გახდა ტიერ1-ის პირველი ქვეყანა, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ეს იყო მსოფლიო თასის წინა გასახურებელი შეხვედრა და მეტოქემ „დინამო არენაზე“ 44-10 იმარჯვა.

ერთი კვირის თავზე სქოთებმა პირველად გვიმასპინძლეს „მარიფილდზე“ და 36-9 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი იმავე „მარიფილდზე“ ტესტ-მატჩში 48-7 მოიგეს. 3 წლის შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვლავ ეწვევა ედინბურგს და საფრანგეთში გამგზავრებამდე ბოლო რეპეტიციას გაივლის.

განვლილ 5 შეხვედრაში საქართველომ შოტლანდიას გაუტანა 4 ლელო, თავად კი 25 გაუშვა. გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა 48:186-ზეა.

მოსამზადებელი ეტაპი

მოსამზადებელ ეტაპზე "ბორჯღალოსნებმა" ორი თამაში გამართა და ორივე სარეკორდო სხვაობით მოიგო – რუმინეთთან 56-6 და აშშ-სთან 22-7.

შოტლანდიამ სამი შეხვედრა გამართა და პირველში იტალიას 25-13, ხოლო მეორეში საფრანგეთს 25-21 მოუგო, 12 აგვისტოს კი იმავე საფრანგეთთან სტუმრად 27-30 დამარცხდა.

მოცემული მომენტისთვის შოტლანდია 84.01 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა. საქართველოს 76.23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" 1,78 ქულას მიიღებს და მე-10 პოზიციაზე მყოფ უელსს მიუახლოვდება, რომელსაც 78.26 ქულა აქვს.

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“

შოტლანდია – საქართველო 20:30 საქ. დრო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

Rugby.ge

:D :D
ლევან, დილით უზმოზე, არაყი დალიე, ჩაკიდული, თუ იმდენი მოწიე, რომ გონი დაკარგე? რა პირველი და მეორე ხაზი და რა ფულს გააკეთებ, ჰა? :)))))))))))
სოსო
ბიჭებს ძალიან კარგ და უტრავმო თამაშს ვუსურვებ!წინა ორი მეტოქეც რომ ასეთი დონის გვყოლოდა,შესანიშნავი იქნებოდა.
რეზო
იქ გამოცნდება შავი და თეთრი..., როგორც ბატონი ნიაზი იტყვის
beeq.777
მსოფლიომდე ყველა უნდა გამოიცადოს და ინახოს საქმეში. რაც შეეხება მესამე ხაზს გიორგაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, გორგაძეს ტრავმები აქვთ მცირე და იმიტომ გამოიძახეს მამამთავრიშვილი რომელიც შეკრებაზეც არ ყოფილა, უბრალოდ სხვა გზა და არჩევანი არიყო. დანარჩენი კი სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა ვის დააყენებენ და რატომ. კოზირებს მსოპლიომდე არავინ არ ხსნის. იქნება სტანდაარტული თამაში. თავგანწირული დაცვა და შეტევაში ადგილ ადგილ აფეთქება. არავინ არ გააშიფრინებს თავს მსოფლიოს წინ სხვა გუნდებს არც სტრატეგიაში არც კომბინაციებში. დაელოდეთ მსოფლიოს იქ გამოჩნდება ნათელი სურათი. შოტლანდიასთან კი დაცვა ივარჯიშებს და შეტევაც შესაბამისად რა დავალებაც ექნებათ და გამოუვათ. ჩვენი დაცვა კარგად თიბავს მშვიდად იყავით)))
123
შავი ლომის არსებობას ვაპრაბებთ თუ ეს შემადგენლობა საიდან დაესიზმრა. შოტლანდიის ხაზი ძირითადი შემადგენლობაა შერკინრბა რეზერვია.
Lasha
Cadi bidzia daidzine
რეზო
მეორე ხაზიო და მესამე ხაზელები ჩამოთვალეთ ძირითადად. ნარიაშვილი იმ ნარიაშვილის აჩრდილია, გეთანხმებით. მამუკაშვილი გირადო არაა, მაგრამ საქართველოში საუკეთესოა. აბა ვინ? კარკაძე უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ ვეჭვობ მაისაშვილმა აითვალწუნა. ზამთარაძე ჩემთვის ჯერ ამოცანაა. არ მინახავს კარგად საქმეში. 1 ნომერზე მე აბულაძე მირჩევნია ყველას და ეგ მაისაშვილის აქტივში. 3ზე გიგაშვილი, სტაბილური და მოსაწყენი პაპიძე. ჯაფარა შორსაა ფორმიდან, მაგრამ ვნახოთ. მაჭარაშვილი და ქუნთელიაც გამოსაძახებლები იყვნენ ალბათ. აფციაურის ნახვა მაინტერესრბდა, მაგრამ ალბათ ვარჯიშებმა აჩვენა, რომ ჯერ პატარაა. მეორე ხაზი რაც გვყავდა ეგ გვყავს. მესამე სუსტი ნაღდად არაა. ივანიშვილს დიფი მომავალი აქვს. აი გიორგაძეს თქვენგან განსხვავებით ნაკრებში ვერ ვხედავ. აბჟანდაძეს ამ ეტაპზე მატკავა ნაღდი არ ჯობია. კვესელაძე რეგრესირებს სამწუხაროდ. კახოიძეს შანსი არ ეძლევა, გოგოლაძეს არ იძახებენ. ვნახოთ. იმედი მეც არ მაქვს, მიუხედავად შოტლანდიის შემადგენლობისა
რეზო
აუცილებლად! თითქმის მოიშუშრს უკვე
რეზო
რა გოგიჩა? რა შუაშია? ერთი კვაჭია, მეორე ბურჯი
გიორგი 50
შემადგენლობა, ტრამვებიდან გამომდინარე, ოპტიმალურთან მიახლოებულია. ცენტურიონობას რა ვუთხრა, თან ვიცი შალვა ეცდება საკუთარ თავს აჯობოს, თორემ მას გოგიჩას ვამჯობინებდი. სკოტებთან პირველის გარდა ყველა თამაში დიდი ანგარიშით წავაგეთ, უშანსოდ. ახლა, ასე არა მგონია რომ მოხდეს, რადგან არასოდეს ასეთი ძლიერი ნაკრები არ გვყოლია. თან ნინიაშვილი გვყავს ევროპული დონის ვარსკვლავი... მაგარი ჯახი იქნება.... ღირსეული შედეგით...საქართველოს გაუმარჯოოოს!!!!
Irakli Apkhaidze
გორგაძეს და საღინაძეს რა ჭირთ? მსოფლიოზე მაინც იქნებიან გუნდში/ფორმაში?
ლევანი იარაჯული
გორგაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე, საღინაძე, ჭეიშვილი მთელი მეორე ხაზის უძლიერესი ხალხი, აკლია ნაკრებს! ხაზში რაც გვაქვს რესურსი, თითქმის იდეალურია, ვინმემ შეიძლება აბჟანდაძის მარქაფა და მატკავას ძირითადში ხილვა სისუსტედ ჩათვალოს, მაგრამ მე პირიქით მგონია, აბჟანდაძეს მატკავა ჯობს, როგორც ბურთის გადატანა კარში დარტყმებით, ასევე ფიზიკურადაც ბევრად აღემატება, მატკავა აბჟანდაძეს! მატკავას, ოდნავ სათამაშო ფანტაზია ამ მომენტისთვის შეიძლება მცირე ქონდეს ერთი ეს შეიძლება ოდნავ მინუსად ჩაითვალოს. რაც შეეხება შერკინებას, ნარიაშვილი? კაცი 20 ჯერ, არის ნაოპერაციები, მისი სათამაშო ტემპი უნელესია, ასევე შერკინებაში მისი მუხლები მისი ძალის სრულად გამოვლინებას ვეღარ მისცემს! რაც შეეხება მამუკაშვილს, არასდროს მომწონდა მისი თამაში, არც მისი ფიზიკური მონაცემებია საპირველ ხაზელო 97 კილოგრამს, რომ იწონის პირველ ხაზელი, მე მისი შერკინებით აღფრთოვანებული ვერ და არც დავრჩენილვარ არასდროს, თუ გვერდზე გიგაშვილისნაირი ძლიერი ბიჭობა არ ყავს! ისინი უბალანსებდნენ ყოველთვის. მარქაფაშიც დიდი ვერაფერი სანუგეშოა, განსაკუთრებით კვესელაძის ბოლო პერიოდის ცუდ ფორმასაც თუ გავითვალისწინებთ. რაც შეეხება, შედეგს :პირველი ხაზი სუსტი :მეორე :მესამე ხაზები ძალიან ცუდი ხაზი ამ მომენტისთვის იდეალურია, თუმცა მარტო ხაზით შოტლანდიასთან, შოტლანდიაში რამდენიმე ათას მომღერალ აუდიტორიასთან ერთად, შანსი არ გაქვს განსაკუთრებით პირველ ტაიმში! ბოდიში ბიჭებს, ცოტა ფულს გავაკეთებ, არ იფიქროთ ნაკრებს ფულზე ვცვლი არა! უბრალოდ ამ დამპალ კაპიტალისტურ დრაკონულ წყობაში ფინანსების გარეშე, მშიერი ამოწყდები კაცი, ეს უმეტესობამ ვიცით, ამიტომ პირველი ტაიმის შოტლანდიის მაქსიმალური ფორით მოგებას ვიღებ! 3.20 კოეფიციენტით.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება