საფრანგეთის ლიგა 1-ის დაწყებისთანავე კარგად გამოჩნდა, რომ გიორგი მიქაუტაძის დღევანდელი დონე მისი გუნდის, "მეცის" ამბიციებს აღემატებოდა და გუნდის გამოცვლა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ლოგიკური იქნებოდა. ქართველმა ფორვარდმა ორი გაიტანა, ერთი საგოლე პასი შეასრულა, თავის გუნდს 4 ქულა შესძინა და ეს იმ დროს, როცა მასთან ბურთი იშვიათად მიდიოდა, თანაგუნდელებს ამის გაკეთება უჭირდათ. იწერებოდა არაერთი ჩემპიონატის კლუბზე. ზოგს მისი სატრანსფერო ფასი, 20 მილიონი ევრო აფერხებდა. საბოლოოდ ვიგებთ (ჯერ გაოფიციალურებას ველოდებით), რომ "ჟორჟი" ამსტერდამის "აიაქსში" ითამაშებს (სატრანსფერო თანხა 17+3 მილიონი).

უკვე დიდი ხანია, ამსტერდამული გუნდი თავს იმკვიდრებს, როგორც საკუთარი ფეხბურთელების გრანდებში გამსხვისებელი და ამ გზით გუნდი სერიოზულ ფინანსურ მოგებას ნახულობს. ცოტა ადრე აქედან ლუის სუარესი "ლივერპულში" გადავიდა, ბოლო წლების ტრანსფერებით კი დე ლიხტი "იუვენტუსს", მეკარე ონანა "ინტერს", ენტონი და მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედს", გრავენბერხი, ბლინდი და მაზრაუი მიუნხენის "ბაიერნს", ალე კი დორტმუნდის "ბორუსიას" დაუკავშირდა. მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ყოველდღიურად მზარდია. თუკი მას აქამდე ბელგიისა და საფრანგეთის მეორე ლიგებში გაჰქონდა, ახლა თავს უფრო მაღალ დონეზე იჩენს. ნიდერლანდებში იმდენი გოლი არ გადის, როგორც ადრე, თუმცა ქართველ "ცხრიანს" აქ მეტი შანსი ექნება და ბომბარდირობაზეც თავისუფლად იფიქრებს. ამის შემდეგ დიდი შანსია იმისა, მომავალ ზაფხულს ამსტერდამელებმა ევროპულ გრანდში კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვან, თავად კი ფინანსური ხეირი ნახონ.

"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის/თასის ოთხგზის გამარჯვებულია. 70-იანი წლების დასაწყისში გუნდმა ეს ზედიზედ სამჯერ მოახერხა. ამსტერდამელებს უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყოველთვის საინტერესო გუნდი ჰყავდათ, ბოლო წლებში კი ასე არაა. წინა სეზონში ნიდერლანდელები ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" იყვნენ, "კვარამ" ტურნირზე სადებიუტო გოლი სწორედ მათ გაუტანა, ორ მატჩში კი 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა.

"აიაქსისა" და ლეგენდარული ვან დერ სარის კარში არჩილ არველაძესაც გაუტანია. ისინი ვაკო ყაზაიშვილმაც დაამწუხრა. ამსტერდამული გუნდის მაისურით ძალიან მაგარი გამტანი ქართველი, შოთა არველაძე თამაშობდა. წმინდა სტატისტიკის მიღმა, შოთას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა - თუნდაც უეფას თასზე, ბირჰოფის "უდინეზესთან". არველაძეს "აიაქსის" მაისურით "ბარსელონას" კარიც აქვს აღებული, 1999 წელს, ამხანაგურ მატჩში (2:2). როცა "ალკმაარში" გამოდიოდა, შოთამ "აიაქსს" თავად გაუტანა. ამასობაში, აქ ძალიან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს - გიორგი ქინქლაძე ამბობდა, რომ ამსტერდამში ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და ის მისთვის მხოლოდ სამსახური იყო. გიორგის აქაური კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა, საბოლოოდ ის ჯერ დასაჯეს, შემდეგ კი "დერბიში" გადავიდა...

"აიაქსმა" ცოტა ხნის წინათ კუდუსი პრემიერლიგაში გაუშვა, მანამდე ტადიჩი თურქეთში გადაბარგდა და მიქაუტაძეს ყველა შანსი აქვს, სასტარტოში ადგილი დაიმკვიდროს. შეტევაში ახლა მთავარი კაცი ბრაიან ბრობია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. გუნდს წინა ხაზზე ორი სხვა დანამატი ჰყავს - 19 წლის კარლოს ბორხესი "მანჩესტერ სიტიში" იყო, 27 წლის ჩუბა აკპომი კი გასულ სეზონში ჩემპიონშიპის ბომბარდირი გახდა.

სამწუხაროდ, გიორგი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ამსტერდამელები აქ არ არიან, ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გამოსვლა კი, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ, "ლუდოგირეცი" პირველ მატჩში სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს. კუდუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და უკვე "ვესტ ჰემის" რიგებშია.

"აიაქსს" 2 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 4 ქულა აქვს, 3 სექტემბერს "სიტარდს" ესტუმრება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაა. მიქაუტაძემ სვლა არ უნდა შეაჩეროს, ის კარგ ფორმაშია, ბევრი გააქვს და ბომბარდირობის გემოც გასინჯული აქვს!..

ლევანი
თქმაც არ უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთი რომ აიაქსია და ძალიან განვითარდება, მეორე, უკეთესი ტრამპლინი ძლიერ გუნდში მოსახვედრად არ არსებობს. წარმატებები ჟოღჟს! დიდება საქართველოს!
Riquelme.10
მესიმ რატო აგინა ვან გაალს თუ სწორები ჰოლანდიელები. რიკელმესთანაც მართლები არიან ხომ , სუფთა მაზოხიზმია ეგეთი ფიქრი
გიო
2-3 წლის წინანდელი აიაქსისთვის მიქაუტაძე ჯერ ადრეა.

ქინქლაძეზე სიმართლე შოთა არველაძის ავტობიოგრაფიულ წიგნშია აღწერილი. მას მარცხნივ თამაში დაავალეს და შუაში მოითხოვა. აუხსნეს, რომ სანამ ლიტმანენი ბარსელონაში არ წავიდოდა, ეგ არ გამოვიდოდა. ლიტმანენი კიდევ ერთი წელი დარჩა აიაქსში, რასაც ქინქლაძე არ შეურიგდა და უკვე ვარჯიშებზეც აღარ დადიოდა. ერთხელ მოულოდნელად ძირითადში დააყენეს, ის კი ქალაქის დასათვალიერებლად იყო წასული. არველაძე მოსაძებნად წავიდა და თამაშზე დააგვიანა. მწვრთნელმა ის სკამზე დასვა და მარტო მეორე ტაიმში ათამაშა. მანამდე კი ძალიან მკაცრი საყვედური უთხრა, რომ მისგან ასეთ საქციელს არ ელოდა. მერე როგორც იქნა , ქინქლაძე დერბიში გაყიდეს, მაგრამ იქ არც ღვინო იყო და არც წყალი
zaza-ს
ვერ დაგეთანხმები ზაზა.რა ჯობდა მაგას დრო გამოაჩენს. შენ რასაც აღწერ აქ არის თვითკმაყოფილება. არ ვიცი შენ რამდენად გინახავს მეცის თამაშები. მეცი კარგი გუნდია ოღონდ ლიგა1-სა და ლიგა2-ს შორის. ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამეშისათვის საჭიროა კონკურენცია და ახალი გამოწვევები რადგან ნათქვამია ხმალი ბრძოლაში იწრთობა. ასე რომ ჩემი აზრით აიაქსში გადასვლა პერსპექტიული ფეხბურთელის კარიერული ზრდისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
პატრიოტი
მეცი და აიაქსი არ განსხვავდება?! ან ეგ მეცხვარეთა ლიგა ნუ გამოიყვანეთ პრემიერლიგა/ლა ლიგა/სერია A/ბუნდესლიგა ერთად აღებული...ფორვარდის განსავითარებლად და სამომავლო პერსპექტივით საუკეთესოა ჰოლანდია + ამას დამატებული ევროტურნირები მინიმუმ 8 თამაში ევროპალიგაზე + მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზეც იმედია გავლენ,ამას დამატებული უამრავი გრანდის სკაუტები დაეხვევიან,იმიტომ რო აიაქსი საუკეთესო მიმწოდებელია ფეხბურთელებით გრანდებისთვის,ამას დამატებული ბევრი გოლი და ბომბარდირობის შანსი...მაგარი რეგრესია არა?!აღარ უყურო ფეხბურთს

ქინქლაძის ნიჭის დაკარგვა თავისი არაპროფესიონალური რეჟიმის ბრალია და არა აიაქსის
Nick
ნიდერლანდების ჩემპიონატი ტოპ 5 ლიგაშია, საფრანგეთის ლიგა 1 კი მე6 ადგილზეა ამნწლის მონაცემებით. თან აიაქსი გაცილებით დიდი გუნდია ვიდრე მეცი თან აიაქსში იციან ფეხბურთელების განვითარება ამიტომ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემი აზრით
zaza
ჩემი აზრით მეცში დარჩენა ჯობდა ამ სეზონში რადგან კარგი სტარტი აქვს 3 თამაშში 2 გოლი 1 ასისტი პლიუს ამ გუნდში ძირითადის ფეხბურთელია უკონკურენტო შეუცვლელი და ლიგა-1 ში დადებული შედეგები და კარგი თამაში უფრო ჩანს ვიდრე ჰოლანდის ჩემპიონატში ლიგა 1 გატანილი 10-20 გოლი უფრო ფასობს ვიდრე ჰოლანდიაში გატანილი 40 გოლი თუნდაც კი აიაქსი გრანდია აიქსი დიდი გუნდია აიაქსი მეცს ბევრად ჯობია მაგრამ დღეს დღეობით ამ გუნდს კრიზისი აქვს გუნდი ვერ გახდა ჩემპიონი ვერ გავიდა ლიგაზე და ევროპალიგაზეც პლეიფი აქვს სათამაშო იქაც არ აქვს გარანტირებული რომ ითამაშებს უეჭველად ასე რომ ჩემი აზრით ჯობდა მეცში დარჩენა ამ სეზონში როცა ისეთ გუნდში ხარ სადაც ყველაფერი დალაგებული გაქვს უკონკურენტო ხარ გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი ხარ და თამაშობ ტოპ ლიგაში კი სუსტ გუნდში მაგრამ მაინც ტოპ ლიგაა და აქედან მიდიხარ გუნდში რომელსაც ერთი კრიზისი აქვს მეორე შენს გარდა კიდე 2 ფორვარდია რომლებიც თამაშობენ და გოლებიც გააქვთ და კონკურენცია და პლიუს ეს გუნდი არ თამაშობს ლიგაზე და თამაშობს და ჩემპიონატი არის საშუალო დონის რავიცი მე პირადად წინ გადაგმულ ნაბიჯად ვერ ჩავთლი ეს რომ იყოს ტენ ჰააგის აიაქსი 2-3 წლის წინანდელი მაგ შემთხვევაში კარგი ტრანსფერი იქნებოდა მაგრამ დღეს გუნდი ვერ ბრწყინავს ნამდვილად.
Hans
ლაციომ იძუნწა უდროო დროს რა. იმედი მაქვს აიაქსს შეხვდება სადმე და ჟორჟი გაუტანთ.
Zizu
აიაქსში გადადის ვალვაიკში კი არა თან მეციდან განა პსჟ დან.ჯიგარო
შავი კაცი
ზე იდეალურია აიაქსი..გამომდინარე იქედან რომ ყველა გოლს გაიტანს გიოო.. საფრანგეთის ჩემპიონატის მერე ჰოლანდიაა თავდამსხმელისთვის არის ბულვარში გასეირნებაა...
გოგა
ეს ბიჭი სადაც გინდათ ათამაშეთ, ყველგან გაიტანს, უახლოვდება გრანდსაც, ისე აიაქსი არ აიყვანდა გამორიცხულია, იციან რაც შეუძლია.
roma bejanidze
ყოჩაღ გიორგი. 1 ნაბიჯი უკან რომ მერე 5 ნაბიჯი წინ გადადგა. საფრანგეთის ლიგა ერთი 1 ნაბიჯით წინაა ერედივიზიონზე მაგრამ "მეცი" 3 ნაბიჯით უკანაა "აიაქსზე". ამიტომ მე გამართლებულად მიმაჩნია გიოს საქციელი. გაიტანს ბევრს და გადავა ინგლისის საშუალოზე კარგ გუნდში ვიდრე "ბარნლია". წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს.
შოთა
აიაქსში გადავიდა და ამით ყველაფერი ნათქვამია. საფრანგეთის გრანდში რომ ყოფილიყო, ეგ სხვა თემაა.
irakli s
სამაგიეროთ აიაქსში გადასვლა ჯობია მეცში დარჩენას
Master
ქინქლაძემ თავისი თავი თვითონ დაისაჯა,უამრავო კარიერული შეცდომით.ჯერ თითქმის მესამე ლიგამდე ჩაყვა უსუსურ სიტის,აიაქსის მერე კი ასევე უსუსურ დერბიში წავიდა.ბოლოს კი ანართოსისი და სადღაც ყაზანში დაასრულა კარიერა.ამაზე უარეს კლუბებში სად უნდა ეთამაშა?აიაქსს კი უბრალოდ ვერ მოერგო,ლიტმანენის გამო...სწორედ მის შემცვლელად შეიძინეს,ბოლოს კი ისე მოხდა ლიტმანენი აღარ წავიდა.
Master
ყველას თავისი აზრი აქვს,მაგრამ მეციდან აიაქსში გადასვლა თუ არაა წინგადადგმული ნაბიჯი აბა რაღაა საერთოდ ნაბიჯის წინ გადადგმა?
დონ დიეგო
სიტარდთან ჰეთრიკით დაიწებს მიქაუტაძე ბომბარდირობისკენ სვლას
Irakli
საფრანგეთის ლიგიდან ჰოლანდიის უფრო სუსტ ლიგაში გადადის?! სადაც არ უნდა იყოს ყველგან ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პირადად მე არ მგონია რომ ჰოლანდიაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს!
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა - დემბელე სასტარტოში ბრუნდება
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "სოსიედადს" მოუგო
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება