"ნაპოლიმ" გამარჯვებებით დაიწყო, ვიქტორ ოსიმენს ისევ გააქვს, ხვიჩა კვარაცხელია ძველებურად "იქოქება", ჯოვანი დი ლორენცო კვლავ პროდუქტიულია - მოქმედი ჩემპიონი სახიფათოა. რუდი გარსიას გუნდი სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს ჩაატარებს და "სტადიო მარადონაზე" "ლაციოს" უმასპინძლებს - დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ამ გუნდებს შორის ფრე ბოლოს 2016 წელს დაფიქსირდა, ამის შემდეგ 13 მატჩიდან კი დედაქალაქელებმა მხოლოდ 3 მოიგეს. გასულ სეზონი ნეაპოლელებმა რომში ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ (2:1) გაიმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი მაურიციო სარიმ ყოფილ კლუბს (1:0) აჯობა.

"ლაციოს" ორი წაგება აქვს, სტარტზე სამი მარცხი კი არასდროს ჰქონია. ჩირო იმობილე მათი მაისურით მე-300 მატჩს ჩაატარებს, რომელიც ძველებური შედეგიანობით ვეღარ დაიკვეხნის.

შესაძლოა, რუდი გარსიამ "ფლანგის ჯადოქარი" კვარაცხელია, რომელსაც წინა შეხვედრაში საგოლე პასი ჰქონდა, სასტარტოში კვლავ არ დააყენოს, ამის მიზეზი იმის გარდა, რომ ქართველს გარკვეული დრო გაუცდა, ისიც იქნება, რომ "კვარა" მეორე ტაიმში თამაშს სერიოზულად გააძლიერებს. ხვიჩა ამის შემდეგ თბილისში გამოემგზავრება, სადაც ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან დაპირისპირებებისთვის მზადებას დაიწყებს. მეორე ნახევარში ველით ლოსანოს ნაცვლად შეძენილ ლინდსტრომსაც. გამორიცხული არაა, მარიო რუი, ამ სეზონში პირველად, სასტარტოში ვიხილოთ. მთავარი მსაჯი კოლომბო იქნება.

უქმეების მთავარი მატჩები ქართველების მონაწილეობით:

შაბათი, 20:30 სთ - "ალავესი" - "ვალენსია" (მამარდაშვილი);

შაბათი, 18:00 სთ - "ქოვენთრი" - "უოტფორდი" (ჩაკვეტაძე);

შაბათი, 20:30 სთ - "უდინეზე" - "ფროზინონე" (კვერნაძე);

კვირა, 20:30 სთ- "ტორინო" (საზონოვი) - "ჯენოა";

კვირა, 16:30 სთ - 'სიტარდი" - "აიაქსი" (მიქაუტაძე).

გიგა
ფლანგის ჯადოქარი კი არ უნდა თქვათ, არამედ ფეხბურთის ჯადოქარი.თქვენი არაკომპეტენტურობით ნუ აკნინებთ კვარას ღვაწლს
Gela
Liveball.cc magari saitia yvela chempionatis tamashebia

გამოაგინეთ ახლა რაც აგინეთ გარსიას. ძირითადშია კვარა. არავინ დაჩაგრავს დამშვიდდით :დ
Georgian
Paramount+
კონსტანტინე
ამ საიტზე: myfootball.top
კონსტანტინე
myfootball.top
Gio
goooool.org
პაატა
ხომ არ იცით სად ვუყურო ნაპოლის თამაშს, აქამდე როჯადირექტა-ზე ვუყურებდი და დაბლოკილია
Skeleton
არასერიოზულ კომენტარებს არ ვპასუხობ მაგრამ მაინც ვცდი. რაის ფეხბურთელია და 33 წლის ნანატრი სკუდეტო რომ მოაგებინა გუნდს იმის ფეხბურთელია. ალბათ ღადაობთ მაგრამ არც ეგ გამოგდით❤️ ძალიან კი უნდოდა ბევრს ჩაფლავებულიყო ხვიჩა მაგრამ კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი.
ქ. გ.
Watford-ის თამაში დაიწყო. ჩაკვეტაძე სკამზეა.
ბექა
ხან ისეთ რამეს დაწერთ რომ ძალიან ვბრაზდები. აქ იმიტომ გამოვთქვამთ ბრაზსს გარსიას წინაააგდმეგ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ესერთი თავი მოაქვს თითქოს კლოპი იყოს და ვითომ რაგაც კომბინაციებსსს აკეთებს და თავს ურევს თავის ჩკვაში ჟურნალისტებს????? თითქოს ეთამაშებოდეს ნაპოლი ბარსას ან სიტისს და მაგითომ არ იძახდეს სასტავის შესახებ კიდე მესმის. აქ ის არისა პრობლემააა რომ დედა აფეთქებულ წუწურაქ პრეზიდენტს უნდა კაპიკები იხადოს, აპახავოს, და ჩვენ გვანერვიულოსსს. ბოლო თამაში რომ ითამაშა კვარამ რომელი მხრიდან შეატყვეთ რომ ტრამვირებული იყო ან გრიპი ქონდა??? იმ 30 წუთში უამრავი პასი არ მისცეს თითწოს და შეგნებულად, სამჯერ ვუყურე მაგ თამაშსს, ითხოვდა იმენა პასებს, მაგრამ აქეთ იქით ატასავებდნენ. როდესაც შეეძლოთ კვარასთბის მიცემა და უცებბ გააამწვავებდააა უფრო მეტად შეტევებს. რომელ გარსიას,ან სხვა იტალიელს გაუხარდება რომ ხედავენ კვარააა რომ მეორედ გახდება სერია ას საუკეთესო. და ამ წელს იფრენსს. გამოიყვანეს პოლიტანო და სხვები და თითქოს და გარსია რაღაც კომბინაციებს აკეთებს. პირიქით მიცენ აბა კაკასნაირი ამპლუა, მთელი თამაში ნახავთ რეეებს გაააკეთებს.
zura222
აქ მარტიო ის მომეწონა ჩვენების გუნდების განრიგი რომ დევს და დანარჩენი უაზრობაა
Charley
კვარა 100 % ჯანმრთელადაა და ამდენივე პროცენტით დღეს სასტარტოში უნდა გაამწესოს გარსიამ. თორე არავის უნდა კონსპირაციულ თეორიებში გადაეშვას მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს ეჭვები საფუძვლიანი გახდება. ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე რომელიმე თავმოყვარე გონიერმა მწვრთნელმა უიდეო რასპადორი კვარას ამჯობინოს და ხვიჩა მის ზამენად მოიაზროს სეზონის მიმდინარეობისას, თუ მენტორი ზეწოლას არ გინიცდის თუნდაც ვერბალურს, უბრალოდ აქ სხვა ამბავია და ეს მეორეა ალბათ როგორც ჩანს გარსია ვერ არის პიროვნულად "ძლიერი" ადამიანი და ლაურენტის კოჭს უგორებს იმ ხელფასის გაზრდისა და კონტრაქტის გამოსასყიდზე ჯერჯერობით შეუთანმებლობის გამო. ეს კი ნაცადი პრაქტიკაა აგერ მსგავსი კრიზისის გამო მბაპე 2 თამაში განაცხადში არ შეიყვანეს პსჟ-ში და ნუ ამტყუნებთ იმათ ვინც ამ მასააზრებას ჭერმარიტად მიიჩნევს და არა სასაცილო ყურით მოთრეულ ვითომ ტრამვის გამო არ ვაყენებ განაცხადშიო. როცა ბიჭმა ერთთვიანი მძიმე დატვირთვები ისე გაიარა გუნდთან ერთად ერთი მიკროტრამვაც არ მიუღია ამიტომ აქ სიმართლე ზედაპირზეა. საბოლოოდ ეხლა თუ არა წუწურაქ დელაურენტისს მაინც მოუწევს დათმობაზე წასვლა ამ სეზონშივე და ხელფასის მკვეთრად მომატება ხვიჩასთვის, ან შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში შეიძლება კვარა გააზამენოს ამ სეზონში მაგრამ საბოლოოდ მაინც თვითონ წააგებს მომავალ სეზონზე სერიოზული ოფერით კვარას გრანდი აუცილებლად გაიფორმებს აი დელაურენტის კი სახლკარს გადაუწვავენ ისედაც ემოციური ნეაპოლელები ამ უსამართლო წუწურაქობით კვარას დაკარგვის გამო.
დათოს
აშკარად არ უყურებთ სათანადოდ მოვლენებს, მეორე ტაიმში გაძლიერებაზე გარსიას ნათქვამია და არა ავტორის "ლოგიკა." ავტორზე და ჩვენზე რომ იყოს,ნამდვილად დავაყენებდით ხვიჩას
robert22
კაი რა ხვიჩა რაის ფეხბურთელია თუ ძმა ხარ.საშუალო გაქანებაა რა.
robert22
ზახარიანი სკამზეა დღეს მაგრამ ნეჩევო ეგ რო ასნავნოის ითამაშებს მერე ნახეთ თქვენ
დათო
სტატიის ავტორის ,,ლოგიკა" გასაოცარია რა. კვარაცხელიას სკამზე ჯდომის მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ მეორე ტაიმში თამაშს გააძლიერებსო. მასე, სულ სკამზე უნდა იჯდეს?
Skeleton
რა აბსურდებს წერთ. რათქმაუნდა ძირითადში იქნება. არავინ ჩაჯინებია. ინტერვიუს თუ მოუსმინეთ, გარსიამ თქვა წინასწარ არ ვამბობ შემადგენლობას და არ მინდა მეტოქემ ამაზე რამე იცოდესო. ტრავმიდან ახლა დაბრუნდა და ეგრევე იმიტომ არ დააყენა წინა თამაშზე. თუ სასწაული მოხდა და ისევ არ დააწყებია, ესე იგი არ არის მზად ფიზიკურად. ხვიჩა რომ სკამის ფეხბურთელი არაა ეგ არის აქსიომა! თქვენ სპალეტიზეც ეგრე გეგონა, ჩააჯინდა და ჩაგრავსო მაგრამ საუკეთესო გახდა მის ხელში. ისიც არ ტვირთავდა 90 წუთი და ცვლიდა მე 60-70ე წუთებზე. ვერ გახდა ემვიპი, ვერ მოიგო სკუდეტო თუ ვერ აალაპარაკა მსოფლიო? ნუ გამოავლენთ ყველგან კომპლექსებს. არავინ ჩაგრავს კვარას გაიგეთ!!! ზიანს თუ ვინმე აყენებს ან ბიჭს, ისევ აქედან ხდება. მდიდარი ფანტაზია გაქვთ და ყველგან შეთქმულების თეორიებს ეძებთ. ნეტა იქ როგორც აფსებენ მას ისე ვისწავლოთ ჩვენც დაფასება. ნუ გამოხვალთ პაპზე მეტი კათოლიკები. ხვიჩაზე მეტად არავის უნდა მისი წარმატება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. თავსაც არავის დააჩაგრიებს მსგავსი თუ რამე შეამჩნია. აქედან არ სჭირდება ეს მოთქმა-გოდება...
gia
არეანაპოლის საიტი წერს რომ კვარა პირველივე წუთიდან დაიწყებს თამაშს
555
თუ დღესაც არ დააყენებს ჯობია თვითონ კვარა არ გამოვიდეს მეორე ტაიმში და და ნახოს მაგ მათხოვრებმა რა არის ნაპოლი, შარშან ყველა თამაში ვნახე მაგრამ წელს მგონი ჯობია აიაქსს ვუყურო, ისე კი მგონი უკეთესი იქნება თუ ხვიჩაც უკან არ დაიხევს და აჩვენებს მაგათ როგორ უნდა გაჯიუტება,
უტა
აბა მონათვაჭრობა გადავარდაო?
გუსანი
იქნებ მასე ჯობია? , არ გადაიღლება ხვიჩა და ნაკრების თამაშებისთვის უფრო მოწყურებული და დასვენებული იქნებ...
შოთა
დატოვოს დროზე ნაპოლი კვარამ დროა არცუნდა წასულიყო მაგგუნდში მაგათტან თამაშს ქპრ-ში ეთამაშა ჯობდა არუნდათ კვარა ხოხედავს
შოთა
ნაპოლი თუარდატოვა რაცშეილება მალე კვარა ამსეზონში ფეხბურთელი აღარიქნები ისეთი როგორიცაა
ჯიჯი
რუდის ჯობია სასტარტოდან დააწყებინოს კვარას. თუ არა და მაგრა მოხვდება
ნოე
ჩააჯინდნენ ხვიჩას, გაუწელეს კონტრაქტზე შეთანხმება. გამიხარდება, თუ ნაპოლი წააგებს ყველა თამაშს, რომელსაც ხვიჩას გარეშე ითამაშებს. მერე ნაეპოლელებმა იციან, როგორ მოუარონ ბებერ მევახშე ლაურენტესს და მის მონა რუდი გარსიას.
xuta
სპეციალური რეისით ნეაპოლში არ მიფრინავს საქართველო?
რომაელი
პირველი ტურების იდო და პრევიუ სულ იდება
David
ხოდა ერთი ჩავარდნა ესაჭიროება ნაპოლის კვარაცხელიას გარეშე და ქომაგების რეაქცია არ დააყოვნებს, მერე მიხვდება ბატონი კინორწჟისორი რომ არ უნდა აკეთოს ბიზნესი უწესოდ და უნამუსოდ ოსიმენს 12 მილიონი და კვარაცხელიას 1.5 მინიმუმ 8.5 მილიონი უნდა ქონდეს ხელფასი რადგან 85 მილიონი ღირს ანუ ოსიმენივით ღირებულების 10 პროცენტი
გია პაპა
ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის კალენდარი დადეთ ბარემ, თუ მე გამოვაქვეყნო?
ეეე
სანამ ის ბებერი მელა არ აუნთებს მწვანეს მანამ არ გააჭაჭანებენ ძირითადში.
ბესო
მადლობა ასეთი ინფოსთვის . ფრიად მოხარული ვიქნები ყოველთვის დადოთ მატჩების განრიგი ქართველების მონაწილეობით
beqa
მეც მგონია რატომღაც სასტარტოში არიქნება და ლაციოც სამს ზედიზედ არ წააგებს.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა