სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ქართველი ძალიან აქტიური იყო, ორი კარგი მომენტი შექმნა, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული მცველს მოხვდა, მეორეში კი ბურთს საჯარიმოს გარეთ დაეუფლა, უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მეკარე პროვედელმა მოიგერია. 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ლუის ალბერტომ ულამაზესი გოლით სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ზილენსკიმ ორმაგი რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, ზილენსკის პროვედელმა არ გაატანინა, ხოლო საპასუხო შეტევისას მერეტის კარი კამადამ დალაშქრა. ხვიჩა 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. მერე სტუმრებს თამაშგარეს გამო ძაკანისა და გენდუზის გოლები არ ჩაუთვალეს. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს არ გაატანინეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მაურიციო სარიმ კი რუდი გარსიას დუელი მოუგო.

„ნაპოლი“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლაციო 1:2

გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (30), 1:1 ზილენსკი (32), 1:2 კამადა (52)

გიორგი
არა, სულ შენ ესიზმრები)))
!!-s
ჯუღელის ხელის ბიჭობა არ გიტყდება? რა უბადრუკიხარ.
ნაპოლის ფანი
მშვენიერი გუნდია ნაპოლი, მწვრთნელიც არ არის ცუდი, გამოცდილია გარსია და გუნდსაც შემტევ ფეხბურთს ათამაშებს, ერთადერთი პოზიცია სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება არის მარცხენა ვინგერის პოზიცია! თუ სონს ან სალაჰს იყიდიან კვარაცხელიას ნაცვლად ვფიქრობ ნაპოლიც დაიბრუნებს ლიდერულ პოზიციებს.
!!-s
რაო ჯუღელმა უფრო იაქტიურეო…

იმედია ყველაფერი ისე აგიხდებათ როგორც ის აგიხდათ, რომ იძახდით დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ხვიჩა რუსეთში ჩარჩება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა სამპდორიაში გაანათხოვრებენ, ბურთის მიმწოდებლად წაიყვანეს და ასე შემდე. აი იმედია ეგეც ისე აგიხდებათ, როგორც ხვიჩას კარიერის უკუსვლა აგიხდათ შარშან. ისე რომ იყავით მიჩერებული და ცხოვრების მიზნად გქონდათ დასახული, ოღონ ვერაფრისთვის მიეღწია. მრცხვენია მართლა. 18 კაცი გილაიქებს, ამათაც უნდათ ხვიჩას კარიერა დანეგრეს. ლაქნან უნდათ და
Spain
რომელი მომენტი არიყო ლამაზი რაც ითამაშა? გოლი რომ არ გაუტანია მაგიტომ? თქვენ თუ გაქვთ სილამაზის აღქმა და ხვიჩას თამაში არ მოგწონთ, იცით რამდენი გუნდი და ფეხბურთელია ვისაც შეგიძლიათ უყუროთ? მანდამაინც ქართველები თუ გინდათ ეგერ საბა ლობჟანიძეს ყოველ თამაშში გააქვს გოლები და რატომ არ იწერება მასზე ამდენი? რატომ არ აქვს აქტივი მის გოლებს, ორი ან სამი კომენტარი ძლივს რომ მხვდება? არ არის ქართველი თუ რამე სხვა სპორტს მისდევს? რას გადაეკიეთ ამ ხვიჩას, მოგვეცით ნამდვილ გულშემატკივარს საშუალება აქ უაზრო ლანძღვა-გინებას არ გვაყურებინოთ და ფეხბურთი განგვახილვინოთ. სხვებზე გადაერთეთ, ყველას ჭირდება მხარდაჭერა. მარტო ხვიჩა ხომ არაა ფეხბურთი? ნუ აკეთებთ კომენტარებს იმაზე, რაც არ მოგწონთ.

კომენტარებიდან როგორ ეგრევე იშიფრებით უბადრუკი და ხვიჩას მოძულე ლუზერები. სიმართლე მწარეა. წეღან ხვიჩას დაქირავებული ვიყავი და ახლა უცებ სანაიას სექტის ნაწილი გავხდი?რომ არ გაქვთ სათანადო გონება და ვერ აზროვნებთ, თავს მაინც რატომ ირცხვენთ? ვიცი, სულ დაბნეულობა შემაქვს თქვენნაირებში, ვერ იგებენ ქოცი ვარ ნაცი ვარ თუ ანარქისტი. ზუსტად ეგ მამხიარულებს ყველასე მეტად რომ იბნევით. ნაცი ვარ და ხვიჩა მიყვარს იიი :დდდ აბა გადააბი ახლა გონებით ეგ როგორ არის შესაძლებელი, თუ გაგიქაჩავს
გურულს
გურული არა მაგრამ მეგრელი ვარ და გეტყვი ლივებალ უნო ეს ჩაწერე ლათინური ასოებით გუგლიში და მერე თავად გაერკვევი
სანაიას
იქნება და ერთად გადაწყვიტეს ფედერაციასთან ერთად? ყველამ თავის საქმე აკეთოს ეგ ბიჭი თავის საქმეს მილიონი პროცენტით გადაჭარბებულად აკეთებს
სიმართლე
ნაკრებში დაიბრუნებს ფორმას ვისაც უნდა ნიზლავს ვუდებ ????
არტ
ხვიჩამ პირვლი ტაიმი ძალიანაც კარგად ითამაშა. ეტყობა დავალება ქონდა გარსიასგან მეტად ემოძრავა უბურთოდ- ცენტრშიც შესულიყო, ფლანგიც ეცვალა. რამდენჯერმე ძალიან კარგადაც გამოუვიდა. (საერთოდ უბურთოდ მოძრაობა ხვიჩას დასახვეწი აქვს. ეგ შარშანაც ჩანდა). მომენტებიც შექმნა, თუმცა შეიძლება ითქვას არ გაუმართლა. მეორე ტაიმში რატომღაც ისევ მოუკლო უბურთოდ მოძრაობას და თავის ფლანგზე დადგა მხოლოდ. ჩემი აზროთ ნელნელა დაღლაც დაეტყო. რაღაც უზუსტობებიც ამან გამოიწვია. ეტყობა მოსამზადებელი პერიოდის სრულად ვერ გავლამ თავისი გააკეთა. ფიზიკა ასაქაჩი აქვს. შრომა უნდა გააგეძელოს, და ახალ საფეხურზე ავიდეს, როგორც ცნობილია მეორე წელი ყოველთვის რთულია უფრო ვიდრე პირველი- მოწინააღმდეგეები უკვე კარგად გიცნობენ და იციან როგორ გეთამაშონ. და მთავარია არ ინერვიულოს , შრომა გააგრძელოს დასახვეწი დახვეწოს- ფიზიკა და უბურთოდ მოძრაობა - წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს!
დინამოელი
კიდევ კარგი u21-ზე არ ითამაშა, თორემ ხომ უფრო დაღლილი იქნებოდა? P.S. საინტერესოა, ნეტავ არ ესიზმრება ნაღალატევი თანაგუნდელები და გულშემატკივრები?
გურული
ა ძმაო საიტი- my football.top მოითხოვა ისრაელიდან
aburjga
ლაცომ პირველი ძალიან კარგი გოლი გაიტანა! თითქოს ხვიჩამ ჩააწოდა და ოსიმენმა შეაგდო!

გეთანხმები რო კვარას პირადი შეურაცხუოფა არ შეიძლება, მაგრამ იმას რომ წერ მისი ნებისმიერი თამაში ჩემთვის სილამაზეაო ნუ რავიცი მაშინ უყურე და დატკბი. იმედია მერე სილამაზის აღქმის უნარი მოგეცემა
zurabi
ნაპოლის შიდა სამზარეულოში მგონია რომ არეულობაა ჩავარდა ხვიჩა ჩავარდა ნაპოლი ამიტომ 10 ლიმონი ხვიჩას თორემ ეგ ჯინიანია და 3 ლიმონისას ითამაშებს .
Walter White - ს
კარგად დაიწყე, ცუდად დაამთავრე
არგუტი
წინა თამაშის შემდეგაც დავწერე:გუნდი აგრძელებს იმ უნიათი,უჟიგრო,უსისტემო თამაშის ჩვენებას რაც ქონდა გასული სეზონის ბოლოს.ძლიერმა,კარგი გამართული თაქტიკით მოთამაშე გუნდებმა {მილანი,ინტერი,ლაციო}ნაპოლის პირწმინდად აჯობეს.გუნდს ჭირდება ტაქტიკური და შემადგენლობითი გადაწყობა. ხვიჩას გუშინდელი სუსტი თამაში[მეორე ტაიმი]მგონია, რომ მთლიანად გუნდის სუსტი თმაშით იყო განპირობებული.დაბალი ტემპი,უფანტაზიო,უაზრო გორება ბურთის[რიგ მომენტებში თითქოს არ იცოდნენ რაუნდა ექნათ,როგორ უნდა გაეგრძელებინათ],დაულაგებელი,გაუმართავი კომბინაციები--აი ეს არის დღევანდელი ნაპოლი.რეგრესი რომელიც დაიწყო ახალი წლიდან დღემდე გრძელდება.მწვრთნელი კი ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ცვლის.შეცვლა კი[ჩემი აზრით]უნდა დაიწყოს პირველ რიგში ნახევარდაცვიდან,რამეთუ ის განაპირობებს გუნდის შეტევითი თუ დაცვითი თამაშის მდგრადობა-გამართულობას.შეძლებს ამას გარსია?განაახლებს შუა ხაზს ახალი კადრებით,რათა მიიღოს ხარისხობრივი გაუმჯობესება? რთული საკითხია.
დავითი
არ და ვერ ათამაშდება ხვიჩა ისე,როგორც გასულ სეზონში თამაშობდა,ის ითამაშებს ისე,როგორც ეკუთვნის ფეხბურთელს,რომელსაც მხოლოდ მილიონს უხდიან .არადა,გასული სეზონის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.ძალიან დიდი შეუსაბამობაა.დე ლაურენტესმა ისარგებლა გარემოებებით და 20 წლის პატარა ბიჭი მუქთად ჩაიგდო ხელში,პლიუს ამას,როგორც ჩანს,კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა და არ უნდა რამე შეცვალოს.ის აფუჭებს ხვიჩას როგორც ფეხბურთელს,შეუძლებელია ასეთ პირობებში მაღალ დონეზე ითამაშო.აღარ იგრძნობა ცეცხლი ხვიჩას თამაშში.იტალიის ჩემპიონის საუკეთესო ფეხბურთელს,რომლის სატრანსფერო ფასი,მგონი,80 მილიონია,სხვა ხელფასი ეკუთვნის,მაგრამ ეგ წუწურაქი არაფრის მომმატებელი არაა.
ბესო
გეთანხმები. პრობლემა კიდევ ის არის, რომ გუნდის მესამედს კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული - ზოგი წასვლით იმუქრება, ზოგი გადასვლით. მოკლედ, გუნდი არ არის რა.
!! - ს
რამდენი გიწერია-გიწვალია! სათითაოდ შემიძლია ჩამოგითვალო შენი სექტის წევრების საქმენი საგმირონი, ხვიჩას რომ ლანძღავდნენ. ჯერ მარტო სანაია რად ღირს. ცოტა დაგრჩათ, ცოტა.
გაგა
მე პირადად ვისიამოვნე ხვიჩას თამაშით და მომენტებით რაც მან შექმნა, ნაკლებად მაინტერესებს ნაპოლი მოიგებს თუ არა და რამდენს იშოვის თაღლითი ლაურენტისი...
გელა
შენი ხელწამოსაკრავი არ არის პატრიარქი,თავის გამოჩენა თუ გინდა ობიექტური ანალიზი გააკეთე, რა ეტყობა ხვიჩას იმის რაც დაწერე.
დავით 67
ვერ ვიტყვი რომ ისეთივეა როგორც შარშან, მაგრამ მგონია რომ რაღაც მაგარს ჩაატარებს. წინა სეზონი მაგრად დაიწყო, ბოლოსკენ ისე ვეღარ იყო.ეხლა პირიქით იქნება. ნაკრებსაც მაგრად დაეხმარება
გურიიდან
აქ ვინმე გურული არ ხართ?! ამდენ ბალამუტს გირჩევნიათ დაწერეთ საიტი მისამართი სად უყურეთ თამაშს!
Geo
რუდი-წადი დროზე! ხვიჩა-წარმატებები! აურელიო-მოიყვანე დროზე სხვა დონის მწვრთნელი!
Skeleton
საერთოდ არ მაინტერესებს რამდენ გოლს გაიტანს. მისი თამაში მიყვარს და როცა დრო მაქვს ჩანაწერებსაც ვუყურებ, თან გოლებს კი არა, იმ ფინტებს, რისთვისაც ფეხბურთი არის ლამაზი. თუ არ გულშემატკივრობენ ძალა ხომ არაა, ვინ ავალდებულებთ მანდამაინც აქ შემოვიდნენ და აქ წერონ სისულელეები. აინტერესებთ და თან ჩასაფრებული არიან. არ გააჩნიათ სხვა ინტერესის ობიექტი. აბა მე თუ რამე არ მომწონს და არ მაინტერესებს იმის გვერდზე რა შემიყვანს და იმისთვის დროს რა დამაკარგინებს.
Kandel
Walter White! შენ ეტყობა შენს თავს ახასიათებ მაგ კომენტარში,სხვაზე ნუ იწმინდავ ხელებს, შენს თავს მიხედე წაკ პროფესორო და ფეხბურთს აღარ უყურო. ხვიჩას ფეხბურთით ვინც ვერ სიამოვნობს უბრალოდ ნუ უყურებთ ფეხბურთს და გვაცადეთ სიამოვნება ადამიანისგან მონიჭებული ზეფეხბურთი.
Sandro
გთხოვთ საიტის ადმინისტრაციას რო ამ ტიპის ამ გუბერნიის გინება იყოს დაშვებული! მთელი გულით გთხოვთ . თქვენც იცით რო ეკუთვნის

ხვიჩას იაფფასიანი ჰეითერები უფრო ტეხავს და მალე ჩაირეცხებით. რამდენ თეთრში ლანძღავთ ხვიჩასნაირ ვარსკვლავს არ გრცხვენიათ? ალტ ინფოელები ხართ ალბათ, ევროპაშია საქართველოს მომავალიო რომ დაგიწერათ მაგის მერე შეიზიზღეთ. კარტოფილზე გაყიდულებმა
Thomas
კაი რა ამ ორღობეს რად უნდოდა ხვიჩასნაირი ვარსკვლავი. რეებს წერენ ფუ

ძალიან დაბალი დონის ხარ და მოგწერე უკვე ასე თუ გიჭირს ჩავირიცხავთქო. ხვიჩას გულშემატკივარი არ ვიღებთ ხვიჩასგან ფულს დამშვიდდი. აი თავად თუ არ ხარ ეგეთი, არც იფიქრებ სხვაზე ეგეთს. მართლა იაფფასიანო. ასე გიჭირს?
Skeleton
არის კიდეც პირველი ქართველი ფეხბურთელი. მისნაირი არავინ გვყავს და არც გვყოლია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პერსპექტიული მაშინ იყო როცა რუბინში თამაშობდა და არ ვიცოდით მაღალი დონის ჩემპიონატში თუ გამოავლენდა თავის ნიჭს ან თუ ჩაიკარგებიდა. როცა ეს მოახერხა და თან საოცრად მოახერხა, უკვე პერსპექტიული აღარ ეთქმის, ვარსკვლავი ეთქმის და ღმერთს მადლობა მარტო ქართული ბოღმიანი კომენტარებით არ შემოვიფარგლები, უცხოურსაც ვეცნობი, ასევე ექსპერტების და ლეგენდების შეფასებებს ვეცნობი ხვიჩაზე, რომლებიც ვარაკვლვს უწოდებენ და თქვენ საიდან ამტკიცებთ არ არის ვარკვლავი და მხოლოდ პერსპექტიულიაო?? იმათზე მეტი კომპეტენცია გაქვთ? ძალიან ვიწროდ გაქვთ შენახედი მისი ნიჭისთვის ან უბრალოდ ჰეითერი ხართ, არვიცი. ჰეითერობაშიც არაფერია ცუდი, ყველა ვარსკვლავს ჰყავს ჩასაფრებულები და უფრო აძლიერებს ზოგს ცუდი კომენტარები. უბრალოდ ადეკვატური გულშემატკივარი რომ ნახულობს ასეთ უსამართლო და ცილისმწამებლურ კომენტარს პროტესტი უჩნდება. რა გულაობები, რა მანქანები? სად დაინახეთ მოგულავე კვარაცხელია? არც სოც. ქსელშია აქტიური და რეალურად შრომის და ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებს. თუ ვინმემ ჩუმად გადაუღო მანქანაში რომ ზის და დადო ეგ მისი ბრალი არაა, ბოდიშით მანქანა თუ ჰყავს ფეხბურთელს. ან ეს პირად ცხოვრებაზე ჭორაობა არ უნდა ტეხავდეს? ან პატრიარქთან ვიზიტს რატომ გადააყოლეთ? მესიც იყო რომის პაპთან და არ დაუხევიათ არგენტინელებს კალთები. მოკლედ თუ ვინმეს შეძულება გინდა, მიზეზი არ არსებობს, მაინც შეიძულებ. ტყუილად დავწერე ეს, მაინც გაუგებარი იქნება მაგრამ მე ჩემი ვეცადე :)
დავითი
კონტრშეტევებისგან დაცვა შპალერის ლამის იდეალურად ჰქონდა აწყობილი, ახლა კი საერთოდ არ ჩანს მაგ საკითხზე ნამუშევარი :(
papai
რა ბოდვაა?
toti
ვინ არ არის წაატებული? სერია ა-ს საულეთესო ფეხბურთელი?:)
ბექა
ასპროცენტიანი ხარ ძმაო. გულ დასაწყვეტია ის რომ 3 დღეა ვიძახი გარსიაზე რომ გააფრინა და საიმშიბარ არის ადამიანი. და აქ გადამიარეს კომენტარებშვი ჩვნებმა იმის გამო რომ გარსია კვარაზე სისულეელებს იძახდა. შარშან ჩემპიონატი მოიგო კვარას ლომის წვლილმა. ეგ რო არა მე 4, მე 5 ზე გავიდოდნენ. თუ კვარაზე არ გაკეთდა თამაში და ღერძი ჩემ ფეხებ ჩემპიონატს მოიგებენ. დავიჯერო არ ყავს ამ პრეზიდენტს და ამ გარსიას მრჩევლები???
Spain
გადავხედე კომენტატებს და სადღაც 2% არის ალბათ ადეკვატური. ძალიან დაბლაა ქართული კულტურა გულშემატკივრობის და ეგ გულდასაწყვეტია. რა კვარაცხელოვი, რა ტროლი რა სისულელებს წერს ხალხი. ალბათ თავად იღებენ ფულს ხვიჩაზე ცუდი კომენტარის დაწერაში და მისი გულშემატკივარი ჰგონიათ ეგეთი? ვერ გავიგე რა დონის ხალხთან გვაქს საქმე. მეგობრებო! ხვიჩასნაირი ვარსკვლავი ჯერ საქართველოს არ ჰყავს და ასე და ამდენი მოძულე საიდან გაუჩნდით? წრფელად მაინტერესებს... თუ არ მოგწონთ მისი თამაში ადექით და არ უყუროთ, მაგაზე მარტივი რაარის. მე მომწონს მისი თამაში და თუნდაც მთელი წელი გოლი არ გაიტანოს, რასაც მოედანზე აკეთებს ის ჩემთვის სილამაზეა. თუ არ გაკმაყოფილებთ ფლეშსკორეზე გატანილი გოლების მეტი რა იდება და გადადით იქ. რას ილანძღებით აქ ვერ გავიგე. სერიოზული ეჭვი მიჩნდება, რომ კვარას მიმართ ეს ბინძური კომენტარები შემთხვევით არაა დაწერილი და ამის უკან ძალიან დიდი და ბინძური ძალა დგას. ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანა შემიძლია რატომაც ვფიქრობ ასე.
!!-ს
არ გიტყდება ასეთი იაფასიანი რომ ხარ?
გუბერნია ს
ხან გუბერნიის სახელით წერ, ხან ასეას, ხან კომბლეს და სხვებს ეძახი ტროლებს აქ, არ გრცხვენია ასეთ ამაზრზენ კომენტარებს რომ წერ კვარაზე? თქვენნაირ ლუზერებს ყოველთვის დავცინებ და არ გავუტარებ ამ სიგოიმეს იმიტომ რომ ათასობით ბავშვის კუმირია ხვიჩა და ამ ათასობით ბავშვს თავის კუმირს ასე აგდებულად რომ მოუხსენიებ, რომელს ექნება მერე მოტივაცია შენნაირი ჭაობი ვაი გულშემატკივრისთვის რამე გააკეთოს და იშრომოს? ყველაზე დიდი მტრები ხართ ასე ბინძურად მაგინებლები ვინც გამოდიხართ აქ. ბავშვების მომწამვლელები ხართ. თქვენ ხალხი არც ხართ, რაღაც მასა ხართ, რომელიც მალე უნდა ჩაირეცხოს, რადგან ახალმა თაობამ პატივი ვცეთ ჩვენს ფეხბურთელებს და თუ გასაკტირიკებელი გვყავს, ადეკვატურად გავაკრიტიკოთ. ასაკოვანი თუ ხართ მაინტერესებს, ყიფიანს და გუცაევსაც ეგრე აგინებდით წაგებული თამაშის მერე? თუ არ შვებოდით ასე მაშინ ახალ თაობას რატომ გვწამლავთ თქვენი ბინძური სიტყვებით. გგონიათ ჩვენ ვინც გვიყვარს იმის დამცირების უფლებას მოგცემთ?? არც იოცნებოთ!
რიკი
რამოდენიმე კვირის უკან ვთქვი და ისევ ვიმეორებ ნაპოლი ოთხეულშიც კი ვერ შევა
gulshematkivari0703
ჟესუსის ნაცვლად,ოსტეგორი უნდა დააყენოს მწვრთნელმა,ჩემი აზრით ბევრად ჯობია და მაიო რუიც ძირითადში უნდა თამაშობდეს,ოლივერას ნაცვლად.პოზიციურად ბევრ შეცდომას უშვებს ურუგვაელი და ერთი ერთშიც ბევრჯერ ცდება! მოკლედ,ნაპოლის დაცვა იტალიური გუნდების საშუალო დონეც არაა!
სიმართლე
ეს თამაში სარიმ მოიგო, გარსია ახლოსაც ვერ მივა სპალეტისთან, წუწურაქ აურელიოს მასე უნდა.........

ჰეითერები სად ხართ აბა? ხვიჩას კი ვერაფერს აკლებთ მაგრამ თავებს კი ირცხვენთ. ადრე აქ ერთი კაცი წერდა ხვიჩა რუსეთში მცველებს რომ ატყუებს იმ მცველებს ქირაობენ ხვიჩასთვის სპეციალურადო და ახლა ისევ აქაა ეგ საბრალო და ხალხს ეძახის, ხვიჩას მხარდაჭერაში ფულს გიხდიანო. ცოტა მოწყენილი ვიყავი და მაგრად გამამხიარულა იმ ჰეითერმა :დდ რაც შეეხება თამაშს, ხვიჩას არაჩვეულებრივი პირველი ტაიმი ჰქონდა და ლამაზი მომენტებიც შექმნა. ვისაც მარტო გოლი გგონიათ ფეხბურთი, ჯობია აღარ უყუროთ. ისე დავითაშვილის ან მიქაუტაძის სტატიებზე რატომ არაა საერთოდ კომენტარები, ყველა ხვიჩაზე რომ ხართ დამცხრალი? არ იმსახურებენ ის ბიჭები ყურადღებას თუ რა?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კვარაცხელოვმა კიდე მეორე ცოლი მოიყვანოს და ნაკრებში არ ჩამოვიდეს და იმ მათხოვრულ 1.2 მილიონს კიდე წაართმევენ როგორც ჩანს .
Charley
თამაშს აგებ გაგყავს კვარა და შემოგყავს რასპადორი მწვრთნელი კი არა ჩაინიკი ხარ, ამით ხომ მარცხზე აპრიორი კაპიტულაციაზე აწერ ხელს, ვინ ცვლის გუნდის ლიდერს სრედნიაკით თუ ამას რასპადორი მართლა კვარას ლეველი გონია დდ: მაგრამ ეს იმ წუწურაქის ოინებია და დღეს ამაში აბსოლიტურად დავრწმუნდი და არა მარტო მე. ცოტა შორიდან მოვუაროთ, რამდენჯერმე შეხვდა სპალეტი დე ლაურენტისს. რამდენიმე შეხვედრა დასასვენებლად გაშვებაზე რომ კერავდა, ეგ შეიძლება მხოლოდ მიამიტმა დაიჯეროს. 100% საუბარი იყო მომავალი წლის გეგმებზე. იკითხა ეტყობა სპალეტიმ, კიმი რჩება? - არა. შემცვლელად ვინმეს მოვიყვანთ? - ჟეზუსის და რაჰმანის იმედად იყავი. სვა პოზიციებზე გავძლიერდებით? - კაჟუსტეთი და ლინდსტრომით. ჰოდა, ადგა ის კაცი, 33 წლის ნანატრი ჩემპიონობა მოვიგე, მთელ ქალაქს ვუყვარვარ და ამ ბებერი წუწურაქის გამო თავი რატომ ვაგინებინოო და წავიდა. რამდენიმე კანდიდატი იყო მწვრთნელობაზე, ყველამ უარი უთხრა. უარს ეტყოდნენ იასნია, ამის გეგმებს რომ გაიგებდნენ. დათანხმდა გარსია, რომელზეც მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, რომ ჩვეულებრივი ჟოპალეზია და დე ლაურენტისი რასაც ეტყვის, ყველაფერზე ხელს მოაწერს. ტიპი საუდის არაბეთიდანაც კი გამოაგდეს. ჰოდა, აგერ, იდება შესაბამისი შედეგი. ჟეზუსი-რაჰმანის წყვილი არის მაქსიმუმ სამგურალის დონე. ოლივერა ვარშავის ლეგიასი. პ.ს. რაც არ უნდა ცუდად ეთამაშა კვარას (არადა, სხვებზე ცუდი ნაღდად არ ყოფილა), 65-ე წუთზე როცა აგებ, წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შეცვლა არ მოსულა. ლუზერი უნდა იყო ან მართლა დავალება უნდა გქონდეს, გამოცვალეო და ამანაც აუსრულა ლაურენტის წადილი კვარას შემცირებული დროთი რასპადორის გაუზარდე წუთებიო. ნაპოლის ცენტრი და დაცვა არის სრული მორი და დღეს გახერხეს რომაელებმა წარმოდგენა არ მინდა რას უზამენ ამათ მილანური გრანდები. თუ კვარა ვერ ათამაშდა ისე როგორც მას შეუძლია და გუნდს ვერ ულიდერა ეს გუნდი პირობას ვდებ ოთხეულშიც ვერ შევა.
Walter White
ძალიან ვქომაგობ კვარას, მაგრამ.... ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია ( და არ არის უაზრო ვაიპატრიოტი თუ დივანზე წამოწოლილი ხინკლის მოყვარული), ალბათ დამეთანხმებით რომ კარგი ფეხბურთელი ერთია, მაგრამ თუ ამას არ ემატება დიდი სპორტსმენობა, მაშინ რჩება ის რაც საქართველოს სპორტმენებს მუდამ სჭირდათ. გუშინ დავწერე კომენტარი კალათბურთთან დაკავშირებით - ქართველებს არ წაუვიდათ სამქულიანებიო( ასე დაწერა სტატიის ავტორმა). დღესაც გავიმეორებ,ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა მრავალი სპორტული სახეობები მოითხოვს უდიდეს დისციპლინას,შრომას,ყოველდღიურ შეზღუდვებს. ზუსტად ამიტომაც არის რომ ალბათ რონალდოზე და მესიზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ, არიან და იქნებიან.მაგრამ ორივემ დიდი დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწია იმას რასაც ვარსკვლავი ჰქვია.მაგიტომაც სეზონის განმავლობაში არ ჰქონიათ ტრამვები და გინდა კლუბში, გინდა ნაკრებში მუდამ ლიდერები იყვნენ. თუ ამ ჩვენს, მართლაც ნიჭიერ ბიჭს, არავინ გააგებინა რომ ეხლა უნდა შრომა, თავდადება და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი, მაშინ იქნება შემდგომი ნემსაძე, ქინქლაძე ,ყენიათუ სხვა მრავალი ქართველი სპორტსნი , რომელთაც დიდი პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ კარიერა ვერ გააკეთეს. მინდა რომ ვინმემ აუხსნას, რომ დღეს მხოლოდ პერსპექტიული ბიჭია და მეტი არაფერი. გადადოს გვერძე მანქანები, პოლიტიკოსები,პატრიარქები და სიდედრ-სიმამრები. მას აქვს შანსი პირველი ქართველი წარმატებული ფეხბურთელი იყოს ( დამოუკიდებელ საქართველოში) და ნუ დაკარგავს ამ შანსს.
Asea ს
მოგედოთ ნაფტალინი ხვიჩას ჰეითერებს. ხან კომბლეს სახელით რომ აკომენტარებ და ხან გუბერნიის რა საყვარელი ხარ. ალბათ არასოდეს არავის დაუჭერია შენთვის მხარი ცხოვრებაში და იმიტომ გგონია აქ გულშემატკივარი ფულს იღებს კვარას მხარდაჭერაში. მართლა მთელი გულით მეცოდები. დადე ანგარისის ნომერი და დაგირიცხავ რამეს, ძალიან ჩაციკლული ხარ დარიცხვაზე და გიჭირს ალბათ, მესმის შენი ❤️ ტროლი კი შენსკენ მოიკითხე. გონებრივად და ფინანსურად ძალიან გიჭირს ალბათ თორე ეგეთ კომენტარებს არ დაწერდი :) არაუშავს შენც მიაღწევ რამეს ცხოვრებაში. დავიჯერი ასე დაგჩაგრა ბედმა?❤️
Skeleton
უჰ რა მიყვარს ყველა ექსპერტი რომ ხდება წაგებული თამაშის მერეე. პირველ ტაიმში მართლა ულამაზესი მომენტები შექმნა ხვიჩამ, მეორე ტაიმში ცოტა ჩაქრა, ალბათ ბოლომდე არაა მზად, ტრავიმდან ახალი დაბრუნებულია და არ დატოვა მაგიტომაც. ეგ არაა ტრაგედია, მთავარია ხვიჩა კარგ ფორმაშია. ფეხებს შორის გატარება და ულამაზესი ფინტებია ფეხბურთი, აბა ვისაც მარტო გოლი გგონიათ ფეხბურთი, ეგერ ჰალანდს უყურეთ, კარის ხაზთან მიუტანენ და გააქვს ტიპს. 6 გოლი აქვს უკვე, ჯერ არ დაწეყებულა სეზონი და. ჩემი აზრით ნაპოლი მთლიანი თამაშით ჯობდა ლაციოს მაგრამ კარგად დაიჭირა კონტრშეტევებზე. თან ლაციოს წინა ორი თამაში წაგებული ჰქონდა და გაიგიჟეს თავი. რუდი გარსიას ნუ შეუვარდებით ახლა, არაფერი მომხდარა ტრაგიკული. უბრალოდ წაგება რათქმაუნდა სასიამოვნო არაა და იმითვისაც მზად ვარ, რომ შარშანდელი სეზონივით გიჟური და საოცარი არ იქნება წელს. მთავარია ხვიჩა იყოს კარგ ფორმაში. ჩემი სრული და უანგარო მხარდაჭერა ხვიჩას!
გეგი
მოგეწონათ ახლა რუდი გარსიას ფეხბურთი?
gulshematkivari0703
რაც შეეხება,ხვიჩას - ძალიან აქვს მოკლებული თამაშისთვის! პირველ რიგში სისწრაფეში,მერე მოძრაობებში,დრიბლინგები არ გამოსდის.თითქოს საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული.ნუ არ ვიცი რა.. ასე მგონია,კვარა ფეხბურთზე მეტ დროს სხვა რაღაცეებს უთმობს...
Რაიი!!!
კვარას შეცვლა შეიძლებოდაა?? მართალია ისე ვეღარ თამაშობს, მაგრამ სერია-ს საუკვეთესოა და არ ეკადრება.თანაც კარგად დაისვენა, ნაკრებშიც არ ითამაშა- ამან აიღო და შეცვალა.
სანდრო
დაიწყო,გადააყენეთ,გააგდეთ.... დილით ხაშს რომ შეჭამს და 100 გრამს მიაყოლებს, წაიკითხავს თქვენს კომენტარებს და აუცილებლად გადააყენებს. გზაში კი დაურეკავს ჯუღელს და ჰკითხავს- სლუცკის ხომ არ ჩამომიყვან ან სიომინსო.ქართველებს თურმე ჰყვარებიათო და სხვას რას გავაკეთებო
ფეხბურთი
აშკარად ჩანს რომ კვარა ვეღარ პროგრესირებს, ეს შეიძლება კლუბის ტაქტიკური მონახაზის ჰრალი იყოს, ან კიდევ თავად კვარაცხელიას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კვარა ვერ პოულობს თავის ადგილს მოედანზე და ტაქტიკურად არასწორად გადაადგილდება. კვარა უნდა წავიდეს ნაპოლიდან, მე ვერ ვხედავ მისი ზრდის პერსპექტივას ნაპოლიში.
კარგით რა
თანაც ლამის პირველი გაიყვანა ხვიჩა( და რა ეტყობოდა დაღლის?), ამ იდიოტმა. სპალეტი ხომ იყო და ეს იმაზე გაცილებით ტუპოია. უსუსტესი დაცვაა. კიდევ ბევრი გუნდი გაამწარებს წელს ნაპოლის.
გიორგი
ჰაი ეს?
Alegro
1) გარსია ტაქტიკურად მო....., ბურთი მისცა სარიმ და სამაგიეროდ სახე გადაუხნა 2) ჯეზუსი რაჰმანის იმედზე დატოვებული დაცვა ნელნელა ნაყოფს იღებს, უზარმაზარი დირკები ჩნდებოდა და ნორმალურმა გუნდმა ამოუვსო ეგ დირკები, ნათანი არ ვიცი როგორი მოთამაშეა, მაგრამ რასაც რაჰმანი და ჯეზუსი აკეთებდნენ დღეს, ამაზე უარესი რა უნდა ჰქნას. 3) ზელინსკი აწვდის მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზელინსკი ურტყამს ჯარიმას შორიდან, ახლოდან, კვარაცხელია დუხის გამოჩენას არ აპირებს როგორც ჩანს და არც აქვს ამაზე პრეტენზია, რატომ თქვენ განსაჯეთ. 4) კვარაცხელიას პირველი ტაიმი იყო კარგი, მეორეს 10 წუთი ისევ სპალეტის მეორე პერიოდს დაემსგავსა, ფლანგზე იყო გამწესებული და ნელა მოძრაობდა, მიზეზი არ ვიცი 5) კვარაცხელიამ რამდენჯერმე დაცვაში დააგვიანა ჩამოსვლა და რამდენჯერმე შეტევის ტემპს ჩამორჩა მაგაზე სერიოზულ შენიშვნებს მისცემენ 6) მეკარე სუფთა მოყვარულია, პირველი გოლი სირცხვილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ახლოდან დაურტყეს. 7) ოსიმენს უსაზიზღრესი თამაში ჰქონდა.
aleqsandre
რა ფეხბურთს ათამაშებს გარსია ამ გუნდს საკვირველია, მაგის ხელში ნაპოლი ათეულში თუ მოხვდა დიდი მიღწევა იქნება. აჯობებდა ხვიჩა წასულიყო გუნდიდან.
asea
სად არის დაქირავებული (!!)-ტროლი?რატომ არ აქტიურობს
David
კვარაცხელიას ეტყობა რომ აღარ უნდა ნაპოლიში თამაში(ასეთი ხელფასით),პასიური იყო ძალიან
სიმართლე
ასეა, შენს ქვეყანას რომ არ წაადგები, მერე გარეთაც ვერ იქნები წარმატებული. ასე დარჩება ნაპოლი იტალის ჩემპიონატის საშუალო გუნდად. ლაციოს რომ ვერ მოუგებ, თან შენ მოედანზე, ის სერიას ა-ს აწი ვერ მოიგებს.
Დათო
არავითარი სიახლე, კრეატივი, კოლოსალური რაოდენობის არაზუსტი პასი, დაბალი ტემპი.სარიმ გარსიას მაგარი გაკვეთილი ჩაუტარა, დაანახა, თუ რა დაბალი დონის მწვრთნელია გარსია... კვარა გაიყვანა და რასპადორი შემოიყვანა, ელმასს საერთოდ არ ათამაშებს, ანგისამ და რახმანიმ რამდენჯერ დაკარგეს ბურთი და რამდენი არაზუსტი პასი გააკეთეს...ამ მწვრთნელით და ამ თამაშის მონახაზით ნაპოლი წელს სამეულში ნაღდად ვერ მოხვდება. კვარასაც არ მისდის თამაში, ზონებს არავინ უთავისუფლებს, თუმცა დრიბლინგებიც ძველებურად აღარ გამოსდის. მოკლედ, გარსიას ხელში არაფრის იმედი არ მაქვს, თუ ისევ ხვიჩამ თავის თავზე არ აიღო თამაში...
Podense
რამხელა სივრცეებს ტოვებენ ზურგსუკან. მეც მქონდა იმედი რომ კვარას ირგვლივ ააწყობს და ცენტრში გადმოწევსთქო იგივეს ათამაშებს რასაც სპალეტი აუტის ხაზზე მიბმულს უფრო ვერტიკალური და ცენტრში ბურთის გათამაშების გარეშე მოკლე პასებით მოკლედ სრული დომხალია.
giorgi 3
მეორე ტაიმში ნაპოლიმ საშინლად ითამაშა. ოდნავ ძლიერ მეტოქესთან გამოჩნდა რომ ერთ-ერთი უსუსტესი დაცვა ჰყავს სერია A-ში. (მართლა კიმზე ყოფილა მთელი დაცვის ხაზი წინა სეზონში დამოკიდებული)..ლაციომ კი დამსაზურებულად გაიმარჯვა.მაურიციო სარიმ ნაპოლის ზედიზედ ახლა უკვე მეორე მწვრთნელს ჩაუტარა გაკვეთილი "მარადონაზე".
დავით 67
მწვრთნელის საქმეებში არ მიყვარს ჩარევა, მაგრამ ხვიჩა რატომ შეცვალა ვერ გავიგე? თუნდაც პოლიტანო. რუი იყო უფრო ხშირად ხვიჩას ადგილას. წელს ნაპოლი რა თქმა უნდა ვერ მოიგებს სკუდეტოს, მაგრამ ასე სუსტად თამაში არ ეკადრება. დაცვა საერთოდ გაუგებარად მოქმედებს. მაგრად დაეტყო კიმის გაყიდვა. წელს მილანსა და ინტერს შორის იქნება ჯახი. ნაპოლიში როგორც გუნდში არაჯანსაღი სიტუაციაა რაც თამაშზეც მოქმედებს
ირაკლი
ქართველები აღარ ესწრებიან ნაპოლის თამაშებს??
გოგა
სიახლეებია საჭირო კვარაცხელიას თამაშში, ერთი და იგივე ცრუ მოძრაობებს უკვე ყველამ აუღო ალღო, სისწრაფეშიც აღარა ისეთი როგორიც იყო, არაბიძესთან კარგად დუეტს შექმნიდა და პლიუს გოჩოლეიშვილი, აათამაშებდნენ კვარას, ან თუნდაც კრასნოდარი შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა, სპერციანი მხიტარიანი ბევრს ისწავლის
gulshematkivari0703
კვარაცხელიას კი არ გავიყვანდი,ანგისას ნაცვლად ელმასს შემოვიყვანდი! ან თუ უნდოდა მაინც და მაინც კვარას გაყვანა,შემოეყვანა ელმასი! ეს მწვრთნელი დაღუპავს ნაპოლის...
ვისტი
როგორც კი ძლიერ მწვრთნელს შეხვდა გამოჩნდა ნაპოლის მწვრთნელი ვინც არის, ცენტრის გაძლიერების ნაცვლად ფლაგნებს რომ დაასუსტებ რაზე უნდა ელაპარაკო. ანგისა და ჟელინსკის ნაცვლად რასპადორი და ელმასი უნდა შემოეყვანა და სიჩქარეები მოემატებინა. იმიტომ არა, რომ ხვიჩა ჩვენია, ობიექტურად გამოჩნდა რამხელა სხვაობაა თუნდაც დაღლილ ხვიჩას და დასვენებულ რასპადორის შორის. ლაურენტესი ალბათ უკვე ნანობს, წესიერი მცველი რომ არ იყიდა, რამდენიც გაიქცა ლაციო, იმდენი გაასწრეს ნაპოლის მცველებს, ეს ერთი რაჰმანი ვერ ითამაშებს ყველგან
gulshematkivari0703
რუდი გარსია სასწრაოდ თუ არ გადააყენეს ნაპოლი ოთხეულშიც ვერ მოხდება! რამე ტაქტიკა ნახა ვინმემ?! რას თამაშობდა ნაპოლი საერთოდ? ახალი მწვრთნელი ხარ შე კაი ადამიანო,რამე ხომ უნდა ეტყობოდეს გუნდს! გუნდი აგებს და კვარაცხელია გაგყავს...
ფაშისტი
გამოიღე გარსია, სარიმ მოგართვა. რასპადორი არსად დაგეკარგოს,
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
დაასვენეთ კვარაცხელოვი. იმედია არც ნაკრებში გამოიძახებენ მოისვენოს კაცო მოისვენოს 34 წლისაა კაცი ბოლო ბოლო .
qutaisi
გარსიამ ფლანგები გააუქმა, როცა ნაპოლის გოლის გატანა უნდოდა.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი - "ნაპოლის" იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა
"ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე - "ინტერს" გალიდერების შანსი მიეცა [VIDEO]
"ატალანტა" წაგებას გადაურჩა - დღეს "ნაპოლის" შეუძლია დაეწიოს
პენისის პროთეზის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში - "ლაციომ" კლუბის სიმბოლოს არწივის გამშვებ ადამიანთან თანამშრომლობა სასწრაფოდ შეწყვიტა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ