ყველა და მათ შორის, ფეხბურთელიც, იმდენს უნდა გამოიმუშავებდეს, რამდენსაც იმსახურებს. როდესაც ანაზღაურება გაწეული სამუშაოსა და სარგებლის პროპორციული არაა, წარმოიშვება წინააღმდეგობა, რაც შემდგომ შეიძლება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში, უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიხვდით უთუოდ, საუბარი ხვიჩა კვრაცხელიაზეა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში "ნაპოლისთან" კონტრაქტი ფორსმაჟორულ სიტუაციაში მყოფმა გააფორმა, თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი სრულიად სამართლიანად მოითხოვს თავისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდას.
ნეაპოლური გამოცემები ხშირად ამახვილებენ ამ საკითხზე ყურადღებას და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, პირდაპირ თუ ირიბად მოთამაშეთა მხარეს იჭერენ. ყველამ შესანიშნავად იცის, რომ კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით თუ პრობლემა არ მოგვარდა, ეს პირდაპირ აისახება გუნდსა და მის შედეგებზე, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ჯიუტად არ აპირებს რაიმეს შეცვლას, რაც საბოლოო ჯამში მასაც დააზარალებს, რამეთუ ადრე თუ გვიან ეს კლუბის მიღწევებსა და შესაბამისად, შემოსავალზე მოახდენს გავლენას.
კვარაცხელიას და ოსიმენს, როგორც გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, დამსახურების და სტატუსის მიხედვით უკვე სულ სხვა გასამრჯელო ეკუთვნით და დე ლაურენტისის მხრიდან მათი მოთხოვნების უგულებელყოფამ, არაა გამორიცხული, ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, სათამაშო ენთუზიაზმის დაქვეითება გამოიწვიოს. spazionapoli-ს ცნობით, ქართველზე უფრო ნაკლებს გუნდში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იღებს (ალესანდრო ძანოლი და პიერლუიჯი გოლინი), ხოლო tuttonapoli წერს, რომ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არსებითი და საკვანძოა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ნეაპოლელ გულშემატკივრებს აღელვებთ, თემა ქალაქში განხილვადია, ჯუღელის მოქმედება კი - კარგად მოფიქრებული და გააზრებული და დე ლაურენტისმა იცის, რომ გადაწყვეტილების მიღება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდის სათამაშო კრიზისი გაღრმავდება და ამას უკვე ტიფოზების რეაქცია მოჰყვება.
ხათუნა
გასაგებია უკვე სპალეტის წასვლის მიზეზიც, წერდნენ ხოლმე რომ ერთერთი საკითხი თანხის შეუთანხმებლობაც იყო, ასევე მილანთან ბილეთების ფასი 100 დან 300-500 ევრომდე რომ გაზარდა, მწვრთნელშიდაც ფული დაენანა და საშუალო მწვრთნელი დაიქირავა. ახლა კი ხვიჩაზე, მოკლედ მაგარი წუწურაქია დე ლაურენტისი და ხვიჩა მისგან პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა წავიდეს
ხათუნა
თუ ვეღარ თამაშობს, მაშინ სატრანსფერო 90 მილიონს რატომ არ თანხმდება, ცოტაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელისთვისო და 150 მილიონს ითხოვს. მაგრამ წუწურაქია, სატრანსფერო თანხის დაწევა არ უნდა და არც ხელფასის მომატება რასაც ითხოვენ. ასე ჯობია, სატრანსფერო თანხა დააწევინონ და 3,5 ზე შეთანხმდნენ, რასაც ის დე ლაურენტისი სთავაზობს. მანდ გაჩერება მაინც აღარ უღირს. ისე რას ვერ თამაშობს, უბრალოდ მუზანში გაუჩნდა პრობლემები, რომელსაც ისევ ამოქაჩავს. თან 9 ნომერი ხომ არ არის, პასები კარგი აქვს, მოედნის ხედვა კარგი აქვს და გონიერიც არის. დაითარსა საქართველოს მერე გოლებში და მოეხსნება ეგ თარსი.
კობა
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო!...ჯიბეზე გაიკრას მაგ ლაურენტისმა ხელი!!.. ხელფასის ნაკლებობა ბუნებრივად აისახება ხვიჩას თამაშზე!!!...და ეს ლოგიკურიც იქნება!!!...
ამატაკი
მოუმატა.. მოუკლო ... ისე იძახიან, გეგონება ვინმე დამწყებ პერსპექტიულ ფეხბურთელზეა საუბარი. ბიჭი პირველივე სეზონზე ტოპ ლიგის MVP -ია. 33 წლიანი ლოდინის შემდეგ საშუალო შემადგენლობით იტალია მოაგებინა, ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა გახდა. ამაზე მეტი ტიტული კლუბურ ფეხბურთში მის ასაკში რეალურად არც არსებობს. მეტიც, ის უკვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. გაივლის ათწლეულები და ეს ჩემპიონობა, მისი უმთავრესი შემოქმედი, ემახსოვრებათ და არამარტო ნეაპოლში.ხვიჩას დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აღარ აქვს. დიდმა ხალხმა ფეხბურთში და ნაღდმა გულშემატკივარმა ის აღიარა და ამას აღარაფერი შეცვლის. ხვიჩამ მის პატარა ასაკში შექმნა უკვე შედევრები, რომელთა ყურებაც სიამოვნებას განიჭებს და ახლოსაც ვერ მივლენ ბარეული პრემიერლიგის მარადმწვანე ვარსკვლავები მთელი მათი კარიერის მანძილზე. საიმანოვი, ლაურენტისი - ეს იმ კატეგორიის ფულის ტომრებია, რომლებსაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ყეყეჩური, არალოგიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. ლაურენტისმა 100 მილიონიანი კულიბალი ბოლობოლო მესამედ ფასში გაყიდა, დანარჩენი ძველი ვარსკვლავები საერთოდ მუქთად წავიდნენ. ერთჯერ ხომ გაუვარდა და ახლაც ჯიუტად იგივეს აწვება. ტიპა მხოლოდ მისმა გენიოსობამ მოიტანა შედეგი, სპალეტიც მაგ პონტში მოიშორა. ამ ტიპებს შეუძლიათ შედევრი ლების ქვეშ ამოდონ და სულ არ აინტერესებთ ვინ რას ფიქრობს. ჯუღელი უნდა გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს მდგომარეობა, ისე როგორც სხვა აგენტები მოიქცნენ.
Jora-giorgi - ს
მართლა ჯორა - გიორგი ხარ რა, ხვიჩაზე უკეთესად რომელი თამაშობს? რამდენი კარგი პასი გააკეთა, 90 % ვერ გამოიყენა გუნდმა. 12 მილიონიანი ოსიმენი სად არის, დაღეჭილ პასებს რომ აძლევდა კვარა, მაშინ მაგარი იყო? აიტანონ ერთი " უვარგისი " კვარა, მაინც ყველას სჯობია და გაიტანოს გუნდმა გოლები. ფორმაშია თუ არა, კვარა ერთი კარგი ფეხბურთელის საქმეს ყოველთვის აკეთებს, ხვიჩას გარეშე ეგ გუნდი ნულია.
ჟორა
გაუგებარია, გყავდეს გუნდში ასეთი ფეხბურთელი და არ ტვირთავდე. ყველას რატომღაც მარჯვენა ფრთიდან შეტევაზე აქვს აქცენტი აღებული, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ იქ კაპიტანი თამაშობს?
ბექა
ცოტა მაკვირვებს თქვენი კომენტარები. არავის არაფერი არ დაუკლია თამაშით, რასაც აკეთებს ,აკეთებს ბევრად მაგრად ვიდრე სხვა რომელიმე ნაპოლის ფეხბურთელი. დიდ გასაწანს და ბევრ გასაწანს არ აძლევს მწვრთნელი. რამდენი მომენტი შექმნა მარტიდან და ეხლაც, ცდილობს მოძრაობს , სულ აქტიურია. მაგრამ სპალეტიმ დააყენაააა ატუზა იმენა მარცხენა ფლანგზე,და მაინც ბევრ რამეს აკეთებდა. ხვიჩა რომ არააა, ოსიმენმა შარშან რა გააკეთა, რატო არ მოიგესს ჩემპიონატი? იმენა კვარას დამსახურებაააა. და ბუნებრივი მოვლენააა ხან ცოტა ექნება ხარვეზები მეორე წელია იწყებს ევროპაში თამაშსს, და გადაუხადონ ის რაც ეკუთვნისს. რუსეთის ჩემპიონატში ზენიტში სპარტაკში 2 მიკიონზე ნაკლები არავის აქვს. და მისცენ მოტივაციააა რომ უფრო მეტი ხალისი ქონდეს. წავლაზე კოდე თავად არ მოინდომა და სწორედ მოიქა ეხლა უფრო მაგარი გახდება და მერე იფრენს..
გიორგი
რო გაიძახით ლივერპული და რეალიო,ვინმე ეხვეწებოდა და უარი თქვა ან ვის პოზიციაზე უნდა ეთამაშა.ფაქტია თამაშის ხარისხმა მაგრად დაიკლო.აბა ლაურენტისი ეგრე რო არიგებდეს ,მილიონერი კი არ იქნებოდა.ძალიან ბევრი აქვს ხვიჩას სამუშაო
რა მაფიაა?
ისე თუ მართალია ის რომ 90 მილიონს ითხოვს გამოსასყიდს ჯუღელი, ამაზე მოილაპარაკონ, იმას 150ს დაუკლოს ამან 90ს მოუმატოს და ხელფასზე უფრო დათანხმდება ლაურენტისი... გამოსასყიდი ციხე კიარაა, თუ შეთანხმდებიან ამ პუნქტის გარეშეც გაყიდის ნაპოლი... თუ ვერ ითამაშა და ასე უმუღამოდ იქნება ფასიც დაუვარდება და ეს ლაურენტისსაც არ აწყობს... ცოტა ჩაიხლართა სიტუაცია და იმედია პრედლაჟენმენა და ბიზნესმენა არ გაჯიუტდებიან ძალიან მე მომეხნა ტვინი ამ ჭორბიუროში და იმოქმედებს ცხადია ხვიჩაზეც... თან უეეველი ბევრსაც ვერ ახურებს ჯუღელის რიდით და არის გაუგებრობაში, ზოგი რას წერს და ზოგიც რას აბრალებს
ჟორა გაბრიჭიძე
უვიცო ლავრენტი, 10 მილიონიანი ფეხბურთელის 100 მილიონიანად გახდომაა უდიდესი პრობლემა თუ არა, 100 მილიონიანიდა მილიონიანად გახდომამდე ერთი ნაბიჯია.
გერმანია
სუმთლად ნოლი ეგრეც არარის, მაგრამ მაგრად მოუკლო.
მწვრთნელი
ასეთ სიტუაციაში ხვიჩა ვერ აეწყობა ამ გუნდში! სულ ნეგატივი მოდის უკვე ნახევარი წელია! ლივერპულში გადასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ხვიჩასთვისაც და ლავრენტასთვისაც (დე ლაურენტისი)!
Levani
გაუცვალოს მერე ვინმე თავსაფრიან არაბს 2 ჭაბურღილში გუნდი,ესეც დაისვენებს და ჩვენც
Jora-giorgi
ხელფასის მომატება კი არა თუ ასე გააგრძელა და შედეგი არ დადო რაც უკვე თვეებია გრძელდება, რასაც იღებენ ისიც სანატრელი გაუხდებათ მაგას და ჯუღელს. არ არის კვარა ეხლა იმ მდგომარეობაში რომ კატეგორიულად მოითხოვოს უზარმაზარი ხელფასი,ფორმაში არ არის, შედეგი ნული, ხარისხი ნული, გუნდური თამაში ნული-სხვა რა დარჩა?. მე მგონია თავიდან აქვს ბევრი რამ დასამტკიცებელი, თორემ გახდება თუ უკვე არ არის როტაციის ფეხბურთელი....შემდეგ კი ჩაკვემდეც არა არის შორს....
ხათუნა
მაგარი წუწურაქია და გოთვერანია დე ლაურენტისი, თან 150 მილიონზე ნაკლებად გაყიდვა არ უნდა ( თან ეს სპორტიც ხომ სუფთა ბინძურ ვაჭრობად აქციეს ,თითქოს სპორტსმენები გასაყიდი საქონლები იყვნენ: იყიდე- გაყიდე, იყიდე- გაყიდე) თან 2,5 თუ 3,5 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდა, ცხადია, ეს მოქმედებს ფეხბურთელების განწყობაზე. ყველა საქმეში გარდა პროფესიონალური ცოდნისა, საჭიროა განწყობაც, ასევე ფეხბურთშიც, რაც აუცილებლობაა წარმატების
სექტანტს
პატრიარქი არაფერ შუაშია. საქართველოს მომავალი ევროპაშიაო რომ დაწერა მაგის მერე შეიზიზღეს ამ კარტოფილზე გაყიდულებმა. თვითონ როგორებიც არიან და რაზეც გაგყიდიან, ისეთი ჰგონიათ ხვიჩაც. თუმცა ამ დონის ხალხის ჰეითი ხვიჩას ვერაფერს დააკლებს. კი ფული არ აინტერესებს და ხელფასის მომატების მოთხოვნაზე რაც იწერება ყველაფერი ჭორებია. უკვე ათასჯერ გითხრეს მაგრამ მაინც წერენ რადგან შენნაირ უვიცებს დააჯერონ. კი იჯერებთ აგერ საცოდავი სექტის წარმომადგენლები. აქ ყველა ამჟღავნებს თავის თავს. ზუსტად ისეთებს წერენ, როგორიც თვითონ არიან. ფული რომ არ აინტერესებს ხვიჩას უკვე ბევრჯერ გამოჩნდა მაგრამ შენნაირები რას გაიგებენ მაგას. რასაც მოგიგდებენ იმას დაიჯერებ.
ლაურენტისი
რაში გადავუხადო 5 მილიონი? ნახევარი წელია გოლი არ გაუტანია.
ბექა
ესეთ სისულელეე რომ წერ არ გრცხვენია? ქარველი არ ხარ შე დალოცვილო? ხვიჩა არის სპორცმენი რომელსაც უნდა იხადოს ხელფასი რაც ეკუთვნის მეტს არ ვითხოვთ რაც არ ჰვეკუთვნის. აბა იყოს ბრაზილიელი ან არგენტინელი. საქართველოდან არის კაპიკებში დაითრია და ახლა უნდა აპახავოს. ყოველი შრომა უნდა გასდებოდეს შესაბამისი ანაზღაურებით.
ბექა
ესეთი უანმუსო და უტვინო პრეზიდენტის მნახველი არ ვარ, კაცს რომ მოსცეს მოტივაციაა და მოუმატოს ხელფასი, ლუკაკუს ნახევარი მაინც მისცეს, მეთს ხომ არ ითხოვს ჩვენი ხვიჩა. ან მრჩეველი არ ყავს ან ვინმეეე რომ სერია ას საუკეთესო ფეხბურლელს მასხარად იგდებენ პრეზიდენტიც და გარსიაც
123
ასეთი სიძულვილი საიდან? არ აპატიოთ ახლა ბიჭს საპატრიარქოში ვიზიტი.
las
თავმოყვარეობის საკიტხია, ბოლო-ბოლო სასაცილოდ აიგდებენ. ბიჭი სერია ა- საუკეთესოდ დასახელდა და ტურნირზე კი არა საკუთარ კლუბშიც კი ლაბის ყვდლაზე დაბალი ხელფასი აქვს. დაცინებენ აბა რა იქნება. თან ხელფასის მომატებაც არ უნდა და ტრანსფერზე დაბალი ლიმიტიც არ აწყობ, მაღალი დონის მოთამაშეა და ასე დაბალი ლიმიტ რატომო, თან ხელფასსაც არ უმატებს. თუ მაღალი კლასის არის ხელფასი მაინც არ უნდა მოუმატო? :)
las
ორი კურდღლის მადევარი ორივეს დაკარგავსო. ისეა ამ ნაპოლის პრეზიდენტის საქმე. ორი არჩევანია ან უნდა გახდეს გრადნი, რაც გულისხმობს ფულსი დახარჯვას. ან დარჩეს ის რაც იყო და 30 წლის მერე შეიძლება კიდევ მოიგოს ერთხელ სერაია ა :) არ გამოვა ასე. ვარსკვლავებიც გინდა კლუბში და ხელფასიც არ იხადო :)
ქორ-პარიკმახერი
ძალიან სწორად იქცევა ხვიჩას მხარე რომ გამოსასყიდის მაქსიმუმის მომატებაზე არ თანხმდება! მთავარია თვითონ იყოს ფორმაში და როგორმე ის დათარსვა მოიშოროს რაც მარტში საქართველოში ყოფნისას,,აიკიდა". ბებერი გაიძვერა იძულებული გახდება დათანხმდეს მის პირობებს თუ არადა მოითმენს ეს სეზონი და მერე ვეღარანაირად ხელს ვერ შეუშლის ხვიჩას დიდ კლუბში გადასვლას, შესაბამისი ანაზღაურებით. და ვეღარც ტიფოზები შაამტყუნებენ, პირიქით იქნება ისე გახდეს ამის გამო საქმე ლაურენტისს რომ ნეაპოლშიც ვეღარ ჩავიდეს. ასე რომ ახლა სახვეწარი არა აქვს ხვიჩას მასთან არაფერი, პირიქით! მთავარია როგორც ვთქვი ხვიჩამ ეს დათარსული პერიოდი გადალახოს, თორემ არც მონდომება აკლია, არც კლასი და მშვენიერ ფორმაშია! ვინც დათარსა და თვალი დაადგა ის მათრევინა ერთი რაა სოფლის ბოლოში, ორღობეში :-)
რონი
მე რომ ფეხბურთელი ვიყო ისეთ გუნდში არ წავიდოდი როგორი პრეზიდენტიც ლაურენტისის მსგავსი ამება იქნებოდა..ეგ ლევი მსჟ ხალიფა და არის კიდე რამდენიმე რომელიც რო გაჭიმავს ფეხს გუნდიდან ვერ წახვალ.. რა ნამუსით აძლევს 1.200 ევროს და მაგ ხელფასიან ბიჭში რეალმა რო მიმართოს 150 დაუფასებს..2027წლამდე ყავს ჯიბეში რაში ეჩქარება გაყიდვა 2025წლამდე არბეინეს მაგ ფასად...
ბესო
ერთი კიტრისგან გაკეთდება სალამური და მეორე ლაურენტესისგან გამოვა ფელინი
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
ჯერ დაიღალაო,ეხლა ხელფასის ბრალიაო...აკი ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებსო??? თავის თავს დააბრალოს-,,ღორის თავი ხალიჩაზე იდოვო,იგორა იგორა და ნეხვში ჩავარდაო"....
გენა
ფული მინდაა
zura222
სწორიაა არაფერი არ უნდა დაუთმონ იმ ფულისტ ღორს !
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს