ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე", კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე" - "ნაპოლიმ" ხვიჩასთან მოლაპარაკება უარყო

"ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე", კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე" - "ნაპოლიმ" ხვიჩასთან მოლაპარაკება უარყო

"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკების სირთულეზე ჭორები უარყო.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. შეგახსენებთ, ხვიჩასა და მის მხარეს სურთ 5+1 მილიონი ევრო სეზონში, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა კი 3-3.5 მილიონ ევროსაც არ თანხმდება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი, ხელშეკრულების მიხედვით, ამჟამად სეზონში 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სხვა დამატებით სიახლეებს კი "ნაპოლის" წარმომადგენლებმა ჭორები უწოდეს:

"გარკვეული მედიასაშუალებები, რომელთა წყაროებიც მხოლოდ აგენტები არიან, არ წყვეტენ საუბარს, რომ "ნაპოლი" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს", - წერია გამოცემაში.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

• ლუზერ ს

შენთვის ცუდი ამბავი მაქვს. ეგ ინფორმაცია ყველაფერი ტყუილია და ხვიჩას და ნაპოლის იდეალური ურთიერთობა აქვთ. არც ხელფასის მომატება მოუთხოვია არავის. 90 წუთი იმიტომ ვერ ითამაშა, რომ ტრავმა ჰქონდა და მოერიდნენ დატვირთვას. სიმართლე ესაა და აწი გამოიგონე შეთქმულების თეორიები და დაიჯერე თავად. იიი ოლიმპიადაზე არ გაგვიყვანა, იიი ღირსიაა. აი ეგ შეუმდგარი ლუზერები სულ მის ზურგს უკან მყეფარე ძაღლებად დარჩებით. როგორც შარშან დაგტოვათ მთელი წელი. მთელი წელი ხვიჩას უკანსვლას რომ ელოდით და ვერაფრით გაიხარეთ :დ ეს წარუმატებელი, შეუმდგარი, დივანზე წამოწოლილი ჰეითერები რამეს ნიშნავთ თქვენი აზრით? იმის მაგივრად საკუთარი თავები განავითარონ, ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებს ებრძვიან თავიანთი მოკლე ჭკუით. ბოროტდებით მერრ საკუთარი არაფერი რომ არ გაგაჩნიათ და ასე იაშკარავებთ თავებს

• ხობარი

უჰჰჰ!! ვენაცვალე ნაპოლის ხემძღვანელებსს!!! ღირსია კვარა რასაც უკეთებენ, ხომ არჩია ნაპოლის ინტერესები წელს ახ. ნაკრებისას და ისტორიული შანსი მოგვიკლა ოლიმპიადაზე გავსულის. ააა როგორი იქნებოდაა??...რა საცოდავი ხარ "ესმა"

• Skeleton

ზუსტად მაგას ვამბობ მეც. ყველაფერი ჭორი და ტყუილია, მაგ ჭორების საფუძველზე ხვიჩას ინსტაგრამ გვერდზე სამარცხვინო კომენტარებს წერენ ჩვენები და აგრესიას იწვევენ ნეაპოლელებში. ისინი აღმერთებენ ხვიჩას და ყოველი მეორე ქართული კომენტარი შემდეგია: "ხვიჩა წადი მაგ სოფლის გუნდიდან, ყველაზე დაბალ ხელფასს გიხდიანო". ამას წერენ ინგლისურად და იტალიურად, რადგან იმათმა გაიგონ და უფრო დიდი სიძულვილი გაუჩნდეთ ხვიჩას მიმართ. გამოეხმაურენ ისინიც და ხოცავენ ერათმანეთს სხვადასხვა იტალიურ გვერდებზე და ასევე ხვიჩას ინსტაგრამზე. ის არ გვეყოფა ან ქვეყანაში რომ სძულთ და რაც გამოჩნდა ცილისწამების და სიბინძურის ნიაღვარი რომ არ წყდება მის მიმართ და ახლა ნეაპოლელებსაც უნდათ შეაძულონ. სპეციალურად ხდება ამის აგორება და ხალხის მისევა. ადამიანებს ელემენტარულად საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ხვიჩას ხელფასი მოუმატეთო ყვირიან იტალიურ გვერდებზე ქართველები, სირცხვილით ვიწვები. ნუთუ ეს ბიჭი იმსახურებს ამდენ დამცირებას ჩვენგან. ოდესმე სადმე მინიშნება მაინც გააკეთა, რომ უკმაყოფილოა თავისი ან ხელფასით ან გუნდით ან რამეთი? იგონებენ ათას თეორიებს და მერე თვითონვე იჯერებენ. თუ არ ეყოფა თავისი ხელფასი როგორმე თვითონ მოაგვარებს ამ საქმეს. ვერ წარმოიდგენთ რა დაბალ განვითარებული ტომების შთაბეჭდილებას ტოვებენ ეს სხვის ხელფასზე მათხოვარი ხალხი იქ. და რამდენიმემ დასცინათ კიდეც:(( როცა დასაცავია და ვისგანაც დასაცავია, იმისგან დაიცავით, ყველანაირი უბედურება რომ დაბრალდა, ხან ტრავმის მოგონება, ხან კოვიდის მოგონება, ხან რუსეთუმეობა, ხან არაპატრიოტიზმი, ამისგან დაიცავით და ხელფასის მოთხოვნას თავი დაანებეთ მის მაგივრად. უსაზიზღრეს საქმეს უკეთებთ ამით ხვიჩას!!

• ასეა ს

რა აბსურდს წერ. არანაირი ხელფასის მომატება კვარას არ მოუთხოვია და ამ 21 წლამდელებში თამაშზე მერამდენედ უნდა დავწეროთ ნორმალურმა გულშემატკივარმა, რომ კვარას ახალგაზრდულში არ უთამაშია რაც 18 წლის გახდა, იმის მერე ეროვნულში იძახებენ და ბოლომდე იხარჯება ეროვნული ნაკრებისთვის. გადატვირთული სეზონი რომც არ ჰქონოდა, რა ჰქონდა 21 წლამდელების დონეზე დასამტკიცებელი, რომელმა სხვა ვარკვლავმა ითამაშა ახალგაზრდულში, პედრიმ, გავიმ, ჰალანდმა თუ ვინ? ცოტა ლოგიკურად იაზროვნეთ. იიი ღირსია ნაპოლი რასაც უკეთებსო.. და რას უკეთებს? ჭორები იყო ყველაფერი რასაც გიგდებდნენ და იჯერებდით. არც კონტრაქტის გახანგრძლივება მოუთხოვია ხვიჩას და არც ხელფასის მომატება. კუნთი დაეჭიმა, მცირე ტრავმა ჰქონდა და მაგიტომ არ ათამაშეს 90 წუთი, უფრთხილდებოდა გუნდი. საიდან იგონებთ ამ სისულელეებს და მერე თვითონვე იჯერებთ? ნაპოლის და კვარას შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს გაიგეთ!! ყველანაირ ჭორს რომ იჯერებთ და საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ ეგაა ზუსტად ამდენ სისულელეს რომ გაწერინებთ. ზუსტად თქვენნაირები გააჩუმა შარშან, ძალიან რომ გინდოდათ ვერაფერს მიეღწია და ბოლონიაში გაენათხოვრებინათ ბოლოს. ეგ გქონდათ ოცნებად მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში. შარშანდელი სეზონი ჩაგივარდა ხვიჩას მოძულეებს და ახლა წელს ხართ დაქოქოილები, იქნებ ფეხი დაუცდეს სადმე. ნაპოლი იდეალური გუნდია კვარასთვის და სხვისი ხელფასის კონტროლს და უაზრო შეთქმულების თეორიებს მოეშვით. მგონი არავინ შეუწუხებია მაგ ბიჭს თავის ხელფასზე წუწუნით. საკუთარს მიხედეთ, ნუ დაწვრილმანდებით ასე.

• ადამიანი

და ვინ ავრცელებს ამგვარ სისულეელებს,ჭორებს? ჭორები ჭირებად,ნაგრამ ურთიერთობები ფუჭდება,ამ უტიფარი სიცრუის გამვრცელებლების გამო

• ასეა!!!

უჰჰჰ!! ვენაცვალე ნაპოლის ხემძღვანელებსს!!! ღირსია კვარა რასაც უკეთებენ, ხომ არჩია ნაპოლის ინტერესები წელს ახ. ნაკრებისას და ისტორიული შანსი მოგვიკლა ოლიმპიადაზე გავსულის. ააა როგორი იქნებოდაა??... კალათბურთელებმა რომ მოახერხეს მსოფლიოზე თამაში,ხომ მაგარი იყო,თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიახწიეს. ამან კიდევ უნდა დავისვენო ნაპოლი-ის, რთული სეზონი ექნება, აგერ ჰოლანდიც არ თამაშობს და მასზე ნაკლები რითი ვაროო, ამასთან სერია-ს საუკვეთესო ფეხბურთელი გავხდი და რა ახალგაზრდულიიი??? ამასთან შეეცადნენ ნაპოლის მეპატრონის ამ იაფფასიანი ხერხით-ნახეთ ნაპოლის როგორი ერთგული ვაროო, ხელფასის მნიშვნელოვან მომატებას და კონტრაქტის გადახედვას,მაგრამ რა პასუხიც მიიღეს კი ნახეთ. ისე უკრაინელი მუდრიკმა თუ ითამაშა ახალგაზრდულში და პირადათ მოუპოვა ოლიმპიური საგზური უკრაინას, რა დააკლდა? აპელატედი დასცვინდაა?? თუ კვარაზე ნაკლები ფეხბურთელია, ნაკლები ხელფას იღებს თუ 100 მლ-ზე მეტი არ გადაიხადეს გამოსასყიდი ან კიდევ ნაკლები დონის გუნდის წევრია თუ ნაკლები დონის ჩემპიონატში თამაშობს. ცუდი ის არის რომ ეს უსამართლობამ ნაპოლის მხრიდან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს კვარას თამაშზე ნაკრებში, ნაკრებში მაგარი თამაში მისი კრიტიკული შანსია ყველას ყველაფერი საბოლოვოდ დაუმტკიცოს დღემანდელ მის მდგომარეობის გათვალისწინებით.......ისე ნაკრების ასეთი გადამწყვეტი თამაშების წინ ასეთი განცხადება რატომ უნდა გაეკეთებინათ ამ მართლა....რა ვუწოდო კორექტურად არც კი ვიციიი.......იმ, ზღაპრული თამაშების დონერ უნდა მიუახლოვდეს მაინც რაც გასულ შემოდგომაზე ჰქონდა და დაელოდოს აუცილებლად გამისყიდის რომელიმე ბობოლა კლუბი და 5-ჯერ მეტიც ექნება ვიდრე ახლა ამ წუწურაქ-მაფიოზებს ეხვეწება.

• სიმართლის მოყვარული

ცხადია, დამამცირებელია გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს თითქმის ყველაზე ნაკლები გასამრჯელო ქონდეს, მაგრამ ხვიჩას საქმეა ფეხბურთი ითამაშოს და გულშემატკივარი გაახაროს. სპორტსმენის აქტივობის პერიოდი ერთობ მცირეა და არ მეორდება. ჩვენმა განუმეორებელმა ხვიჩამ ეს პერიოდი სრულად უნდა გაიხარჯოს და დაუმიზნოს მაქსიმალურ მწვერვალებს. დასახვეწი რომ კიდევ ბევრი რამ აქვს, ვიფრობ, ყველა დამეთანხმება. ამავდროულად, ნეაპოლში რომ ძალიან უყვართ - ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. გარწმუნებთ, ანაზღაურების საკითხი სულ მალე ძალიან კარგად და ძალდაუტანებლად მოგვარდება. რაც შეეხება ლამაზი და მშვიდი ოჯახის შექმნას - ეს ხვიჩას წინსვლას მხოლოდ შეუწყობს ხელს. ზოგიერთი, დარწმუნებული ვარ, კეთილმსურველი ცხელ გულზე როცა ძალით დაბალ დონეზე თამაშს ურჩევს - ეს ყოვლად მიუღებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამით პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს და საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ უკეთეს ანაზღაურებას არც იმსახურებს. გარდა ამისა, ამით საკუთარ დონეს დააქვეითებს. ისევ ძველ დონეზე დაბრუნება უკვე ძალიან ძნელი იქნება... წარმატებები ჩვენო ხვიჩა!

თავდამსხმელი ჰგონიათ ხვიჩა და რომ ჰკითხო ფეხბურთი ესმით. სამაგიეროდ კლავიატურასთან ტყაპუნი იცოცხლე

• Thomas

მოკლედ ქართველებს ოღონ ვინმეს ხელფასი, ჩაცმულობა, პირადი ცხოვრება და სხვა ზედაპირული ამბები გააკონტროლებიო და მეტი რა უნდათ. სადმე გამოაცხადა კვარაცხელიამ დაბალ ხელფასს მიხდიან და უკმაყოფილო ვარო? ვინმე შეაწუხა თავის ხელფასზე წუწუნით? რაგინდათ, რას დაძვრებით ნაპოლის გვერდებზე და რას დასტირიხართ ბიჭს გვიჩაგრავენ და დაბალ ხელფასს აძლევენო. რამხელა ზიანს აყენებთ და როგორ აგრესიას უჩენთ ნეაპოლელებს მის მიმართ აზრზეც არ ხართ, წავიდეს წავიდესო რომ იძახით. ამ ბიჭმაც ერთი ენის ამოღება და ლაპარაკი ვერ ისწავლა, ერთხელ და სამუდამოდ რომ მოაკეტიოს ამათ.

• კ-ს

ხვიჩა თავდამსხმელია?:)

• სოსო

ამას სკელეტონზე სწერ?!კარგი რა!გაჰყევი სხვა სტატიებს,ნახე მისი პოსტები და თვითონვე დარწმუნდები,რომ მართლა სცდები,მის შეფასებაში.

არ მოუთხოვია ხელფასის გაზრდაო ხალხო არაოო, თავიდანვე ჭორი იყო ეგ. რა აგრძნობინეს, რა შეთქმულების თეორიებს აწყობთ

• ჟორა

თუ ლავრენტი გაატრაკებს და არაფერს შეცვლის, მაშინ ხვიჩამ უნდა ივარჯიშოს ისე, თითქოს 10 მილიონი აქვს ხელფასი და უნდა ითამაშოს ისე, როგორც შეეფერება 1,4 მილიონიან ხელფასიან ფეხბურთელს.

• დდდ

არც საპანიკოა არაფერი და მითუმეტეს, არც მოულოდნელი... აგერ ესპანეთი და აგერ ნორვეგია... ჰა ბურთი და ჰა მოედანი...

• კ

თავდამსხმელს რომ 6 თვის მანძილზე გოლი არ გაუტანია ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდეს

• Alegro

1) კონფლიქტი სახეზეა, ჯუღელს მიაწუწეს 2) ხვიჩას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გაითვალისწინოს "ჰუ ის დედი ჰიარ", არ გვინდა და კაპიკს არ მოვუმატებთო, ასეთი პასუხი იყო დაახლოებით 3) ხვიჩას აგრძნობინეს რომ შეუცვლელი არ ხარო, თუ ბევრს გაახურებო რასპადორით ჩანაცვლდებიო, ახლა ცხადია რომ პირველი და მეორე თამაშის არასრულად ჩატარება შემთხვევითი ამბავი არ იყო. 4) კვარაცხელია წამგებიან პოზიციაშია, კაბალური კონტრაქტი უდევს, 4 წლიანი და დაბალი ხელფასით, გამოსასყიდის გარეშე, ამიტომ ერთადერთი ვარიანტი აქვს, ითამაშოს ბოლომდე და ძველებურად.

• ეეე

დაიწყო უნდა ხვიჩა ისევ გატანა მეტი გზა არაა, შეწყვიტე თაფლობის თვე და დაუბრუნდი ფეხბურთს.

• Skeleton

უკაცრავად, თქვენ წაკითხულიდან აზრის გამოტანა გიჭირთ და რით დაგეხმაროთ? ხვიჩას რომ თქვენ დაადანაშაულებთ არაპატრიორიზმში იქ მთავრდება ყველანაირი ლოგიკა. ერთმა ადამიანმა მთელი საფეხბურთო სამყარო ამ ჩამოქცეული ქვეყნისკენ მოახედა და რამდენი ფეხბურთელი წავიდა კარგ გუნდში თუ იცით? ან აქამდე ვინ გვყავდა? რა არის არაპატრიოტიული? 21 წლამედებში ან რომელიმე უბნის ჩემპიონატზე რომ არ ითამაშა სერია ა ს საუკეთესო ფეხბურთელმა? რა ჰქონდა ამ დონეზე დასამტკიცებელი? ნაკრების ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯება და რა 21 წლამდელები? აზრზე ხართ რას წერთ? არც ხელფასი მოუთხოვია ამ გუნდთან და ყველაფერი ჭორი იყო რასაც აქ იჯერებდით. ეგ ღარიბასთან და ქოცებთან ჩემნაირი გულშემატკივარის გაიგივება ისეთი აბსურდია რა გიპასუხოთ აღარ ვიცი. ძალიან სხვაგან ხართ ჩემო კარგო. წარმატებები

• Master

ახია კვარაზე არც რომ მოუსმინა ნიუკასლს და არც დაუშვია რომ ნაპოლის შესაძლო დატოვება.

• ზ.მ.

Skeleton-s,ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურებაში არ არის ძაღლის თავი დამარხული" ,ნიჭიერი ბიჭია,თუმცა სხვათა რჩევით და მათი "კეთილი სურვილებით",უკვე ერთხელ მოიქცა არპატრიოტულად,და ქართველ ხალხს,კომენტატორებს ამ საიტისა, უსაფუძვლოდ ნუ აყენებთ შეურაცყოფას,არამკითხენიო და....მაგრამ ამგვარი გამყიდველ- გამყიდველებით,სხვა ნიჭიერ ქართველებს უფუჭებთ ღირსეულ მომავალს თქვენნაირნი,რომ იძახით თქვენი საქმე არ არის ქართველებო,ამ ქართველის ასავალ-დასავალიო,აბა ვისი საქმეა სამშობლოს და ქართველთა გაძლიერება და წინსვლა,Skeleton-თა და ვანიას თუ ღარიბას შვილთა ნაირების?

• თარჯიმანი

ტვიტერზე (x-ზე) ერთი ამბავია მაგ თემაზე. სისულელეად არ ითარგმნება ეგ სიტყვა .ლეობად ითარგმნება და მაგას რომ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ ჯუღელზე უარესები არიან ეგენი.

• Skeleton

რამდენჯერმე დავწერე აქ ჭორია ეგ ახალი კონტრაქტი და არანაირი ხელფასის გაზრდა ხვიჩას არ მოუთხოვიათქო და მეტი რა მექნა. სანამ არ გამოაცხადა ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა მანამდე არ დაიჯერეთ. რომ არიყოს ხვიჩა კმაყოფილი არ გაჩერდებოდა მანდ. დამშვიდდით და ნაპოლის გვერზე ნუ წერთ აგრესიულ კომენტატებს. იიი ხელფასი აქ ცოტა და უნდა წავიდეს... ნუ წერთ ასეთ კომენტარებს ნუუუ!! ნუ ამხედრებთ იმ ხალხს მის წინააღმდეგ, ვინც აღმერთებს და იმათაც აგრესიულას ხდით თქვენი უაზრო მოთქმა-გოდებით, არიქა ხვიჩას ჩაგრავენ და ცოტა ხელფასს აძლევენო. მილიონჯერ თქვა ამ ბიჭმა, რომ ნაპოლიში რჩება და არც ხელფასის მომატებაზე დასცდენია სიტყვა. იქ დაიცავით და დაუჭირეთ მხარი სადაც საჭიროა! ხელფასის საკითხში თქვენი დაცვა არ სჭირდება ხვიჩას. ჰყავს მაგისთვის ხალხი და მიხედავს თავს. ვინ არიან ეს არამკითხეები

• აჩი**

რამდენიც დავწრე ჯუღელის არაპროფესიონალიზმზე, და თავიდანვე მაგას ავღნიშნავდი, დისლაიქების ცვენა იყო, ღმერთით შევცდები და ხვიჩა დააღწევს თავს, ისე უჯერებს ჯუხელს კაცმა თანატოლებს უღალატა და არ ითამაშა თუნდაც ჯამში ნახევარი საათი, დაუჯერე მაგ გაზიკა ბიძიას

ეხლა გამოჩნდება მართლა ასე უყვართ ნეაპოლელებს კვარა,როგორც იქ ჩასული ქართველები და ემიგრანტი ქალები გვიყვებოდნენ!!!

• ზ.მ ლონდონი

ჰოდა,თუ ნაპოლის პატრონი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე,ახალზე, ჭორიაო იძახის,და 27 წლამდე ხელმოწეილიო ორმხრივადა, ძალაშიაო, ამბობს,არაფერიცაა საგანგაშო.კვარაცხელიამაც ითამაშოს "სათანადოდ" და აიღოს თავისი კუთვნილი მილიონი, გადახდების გამორიცხვით,ამავდროს ეძებოს ჯუღელზე კომპეტენტური შუამავალი-სამომავლოდ.ითამშოს კი ძანეტის და სხვა სათადარიგოთა დონეზე,რომელთაც მისნაირი ან ნაკლები ანაზღაურება აქვთ,მოკლედ:არავითარი დრიბლინგები და ექსტრემალური თამაში,გაუფრთხილდეს ფეხებს ,პასები აძლიოს მუდამჟამს,მხოლოდ,და თუ სათადარიგოში ჩააგდებს მწვრთნელი,ოცდა შვიდ წლამდე ამ ხელფასით როგორმე გაძლებს,ამგვარი სიტუაცია ნაპოლის და დე აურელიოს თავსატეხი იყოს და იქნება,მარგი ქმედების კოეფიციენტი გუნდისა რომ დაეცემა ,ხვიჩას ამგვარი ნეიტრალური თამაშით,მაშინ გაინძრევა დე ლაურენტისი და ნაადრევ გაყიდვაზეც იფიქრებს ფეხბურთელისა, და ხელფასის დროულად მომატებაზეც ჩაფიქრდება,ეს ერთად ერთი სწორი პასუხია ამგვარ აფიორაზე ნაპოლის მხრიდან,რომ გაიძახიან ჯიუტად,ხელშეკრულება გვაქვსო ოცდაშვიდწლამდეო, ხელშეუხებელი დაღდასმული ფირმანიაო,ეს ქაღალდი და რაზე დაგვთანხდითო,არავინ გაძალებდათო.ჯუღელი კი არაპროფესიონალია,წაეკითხა მაინც,რას აწერდა ხელს,მაგრამ ყაბულს იყვნენ ისიც და კვარაცხელიებიც,ოღონდ ბიჭი გაეყიდათ,"ორ კაპიკადაც კი".ამ ყველაფერს დე ლაურენტისი ხედავს,რომ ღარიბი მეორე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ და ჩვენს ნიჭს და უნარებს ნაკლებად ვაფასებთ და ვაკნინებთ კიდევაც,და ჩვენი "კადრბი- მყიდველ-გამყიდველებიანად" კი,მათთან კონტაქტებში შყოფნი უვარგისნი არიან "მაღლიდან -ქვემომდე",

• გიორგი

ამაზე თუ ნეაპოლელებმა ხმა არ ამოიღეს მაგარი უსინდისობა და უმადურობა იქნება!!!!

• გია

" ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს " )))))

• სოსო

რა თქმა უნდა სისულელეა!ჯუღელი "ფინთი გოიმივით",სიტყვაზე დააბეს და კიდევ ნახევარი წლით,ვირის მუშის ხელფასზე დაიტოვეს,კვარაცხელია.კარგია მეგობრობა,მაგრამ ამდენს რომ გაზარალებს,იმ მეგობართან,ბიზნეს ურთიერთობა უნდა შეაჩერო და მხოლოდ მეგობრად დაიტოვო.სხვა შემთხვევაში,ყველაფერი გადამტერებით დამთავრდება.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ