მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის მოპოვებასთან ერთად მომავალი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ოლიმპიადაზე გასვლასთან საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა – ანუ ისეთ ტურნირში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რომელში წარმატების შემთხვევაშიც ოლიმპიადაზე გავიდოდა. ახლა ამის შანსი არსებობს და ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ ჩვენი ნაკრები იქნება ერთ-ერთ ჯგუფში კიდევ 5 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, რომელთაგან საუკეთესო ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. ახლა უფრო დეტალურად:

ოლიმპიადაზე 12 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 1 ადგილი იყო დაკავებული და მისი მფლობელი თამაშების მასპინძელი საფრანგეთი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ ყველაზე სოლიდური საოლიმპიადო საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელმაც კონტინენტების მიხედვით საგზურების მფლობელები გამოავლინა. მსოფლიოზე ევროპის 2 ყველაზე შორს წასულმა გუნდმა – გერმანიამ და სერბეთმა, ოლიმპიადის საგზურები მიიღო, ისევე, როგორც ამერიკის 2-მა საუკეთესომ - კანადამ და აშშ-მა. საგზური მიიღო ავსტრალიამ, როგორც ოკეანეთიდან საუკეთესო შედეგის მქონემ. თითო საუკეთესო გავიდა ოლიმპიადაზე აფრიკიდან და აზიიდან, შესაბამისად, სამხრეთი სუდანი და იაპონია. ასე რომ, პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 12 მონაწილიდან 7 ნაკრები გაცხადდა. სწორედ დარჩენილი 4 საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა საქართველოს და კიდევ 23 ქვეყნის ნაკრებს.

საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება, ერთი მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით, ასევე, ოლიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირების შედეგად გამოვლინდა. ასეთი წინასაკვალიფიკაციო ტურნირი გასულ ზაფხულს მთლიანობაში 5 ჩატარდა – ევროპაში 2 და თითო აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. ამ ტურნირების გამარჯვებულმა 5-მა ნაკრებმა და მსოფლიო ჩემპიონატიდან 19-მა სხვადასხვა პრინციპით შერჩეულმა ნაკრებმა მიიღო საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება. ჯამში ეს 24 ნაკრებია:

ეგვიპტეე (აფრიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), პუერტო რიკო (ამერიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), ახალი ზელანდია (ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი (საუკეთესო 16 ნაკრები ყველა კონტინენტიდან კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), კამერუნი (აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰამები (ამერიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰრეინი (აზიის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), პოლონეთი, ხორვატია (ევროპის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები).

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მისი მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფები სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე გაიმართება. თითოეულ ქალაქში მოხვედრილი 6 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება და თითოეულის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდება ერთმანეთს. თითოეული ქალაქის ფინალის მომგები 4 გუნდი მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. ქალაქები, რომლებიც უმასპინძლებენ საკვალიფიკაციო ტურნირებს, სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში გაირკვევა.

GBF.GE

რრრ
გასვლა რა თქმა უნდა უტოპიაა, მაგრამ მოდამზადებლად წაგვადგება ეს თამაშები.
მე-14 სკოლა
სურვილი ბევრად აღემატება შესაძლებლობას
ირაკლი
23 გუნდში კი არა ექვსი გუნდიდან ვერ გავლენ ასეთი თამაშით ოთხ გუნდში.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89