"ბორჯღალოსნები" 9 სექტემბერს 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება.

ეს არის "გ" ჯგუფის პირველი შეხვედრა. ამავე ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში უელსი ფიჯის 10 სექტემბერს ბორდოში, 23 საათზე ერკინება.

საქართველოსთვის ეს მიჯრით მე-6 მსოფლიო თასია. აქამდე ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც ორი თამაში მოიგო (ტონგასთან და ნამიბიასთან). სამ შემთხვევაში "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში თითო თამაში მოიგო და მხოლოდ პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

ავსტრალიას ყველა, 9-ვე მსოფლიო თასი აქვს ნათამაშები და ორჯერ გახდა ჩემპიონი – 1991 და 1999 წლებში, 2003 და 2015 წლებში ფინალში დამარცხდა, 2011 წელს მესამე, ხოლო 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. „ვოლაბებმა“ ყველა ჯერზე შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდა მეოთხედფინალში.

9 მსოფლიო თასიდან ავსტრალიამ ორს უმასპინძლა – პირველ, 1987 წლის მსოფლიოს ახალ ზელანდიასთან ერთად და 2003 წელს დამოუკიდებლად. „კენგურუებმა“ მსოფლიო თასის პირველი მატჩი მხოლოდ ერთხელ, 1995 წელს დათმო სამხრეთ აფრიკასთან.

განვლილი 5 მსოფლიო თასიდან საქართველომ მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს მოიგო პირველი თამაში – ტონგასთან 17-10.

საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია – 2019 წლის მსოფლიო თასზე და მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27-8 მოიგო. მას შემდეგ ავსტრალიას ტიერ2-ის წინააღმდეგ აქამდე არცერთხელ არ უთამაშია.

2023 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5 თამაში ჩაატარა და მართალია, ხუთივე წააგო, მაგრამ ყველა ტიერ1-ის გუნდებთან, მაშინ, როდესაც საქართველომ წელს 8 თამაშიდან 7 ჩაატარა ტიერ2 გუნდებთან და მხოლოდ ერთი ტიერ1-თან. მთლიანობაში, „ვოლაბებს“ ბოლო 9 შეხვედრაში 8 წაგება აქვს. ბოლოს მათ 2022 წლის ნოემბერში უელსი დაამარცხეს, რასაც 5-მატჩიანი წაგებების სერია მოჰყვა. წაგებების ყველაზე ხანგრძლივი სერია ავსტრალიას 2015-2016 წლებში ჰქონდა – ზედიზედ 6 მარცხი.

მსოფლიო თასი დღეს, ჩვენი დროით 23:15 საათზე საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის შეხვედრით იხსნება.

2023 წლის მსოფლიო თასი. I ტური. "გ" ჯგუფი

საფრანგეთი. პარიზი. "სტად დე ფრანსე"

9 სექტემბერი. 20:00 საქ. დრო

ავსტრალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

rugby.ge

123
ისეთი მწვრთნელი და შემასგენლობაა მეშინია ფეხბურთელებივით არ გვასახელონ
მეგრელი
Bon voiyage ami
აბა!
ლომებო, ვეფხვებო, აფთრებო და ა.შ. - თქვენ მაინც გაგვახარეთ თქვენი იმ დიდი ჯიგრით, რომელიც ყოველთვის, და ყოველ თამაშსი გაქვთ, მოიგებთ თუ წააგებთ, განსახვავებით ზოგოერთებისაგან, ბალეტს, რომ ასახიერებენ მოედნებზე და არ მოსდგამთ ჯიგარი კია არა შუბლის ძარღვიც. ჯიგარი მოსდევთ. აბა თქვენ იცით, იტალიას და უელსს მიამატეთ ავსტრალიაც!
ვისტი
შეცდომები თუ არ დავუშვით შანსი გვექნება. მიაწვააა
gigi
მივდივარ მივდივარ სტად დე ფრასზე 800 KL დაშორებიტ ვარ და მივდივარ უკვე სმა დავიწყე ლუდიტ ხვალამდეუნდა ვსვა უნდა მოვიგოტ უნდაა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის