goal.com/it-მა საქართველოს ნაკრების ესპანეთთან განადგურებას წერილი მიუძღვნა და ძირითადი აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

კვარაცხელია ტემპდაკარგული საქართველოს სიმბოლო: ოცნებიდან კოშმარამდე - 1:7

"სერია A-ს ბოლო ნაწილის ჩაგდების შემდეგ "კვარას" იმედგაცრუება ნაკრებშიც ელოდა: მან თავი ვერ წარმოაჩინა, საქართველომ კი კატასტროფული მარცხი განიცადა.

საქართველო საკუთარ მოედანზე ესპანეთთან განადგურდა და კვარაცხელია და კომპანია მეტოქის ცეცხლოვანი ლავის ქვეშ აღმოჩნდა. დიახ, "კვარა".

2022/23-ის სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ უდავოდ აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველ ტალანტს სირთულეები შეექმნა. სერია A-ში მეტოქეებმა მისი სვლები შეისწავლეს და შესაჩერებლად მოქმედებები დასაშვები თუ დაუშვებელი ხერხებით დაიწყეს.

ჩემპიონატის ბოლო 30 დღეში "კვარამ" მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ეს მაშინ, როდესაც მარტამდე გოლებისა და გადამწყვეტი გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელს უწია. შემდეგ ან გამარჯვების განაღდების, ან მოწინააღმდეგეთა ზემოთ ნახსენები მოქმედებებიდან გამომდინარე, ის უკვე აღარ არ იყო ისეთი, როგორც მანამდე. ინვოლუცია სანაკრებო შეხვედრებშიც გამოვლინდა: აბსოლუტური ბომბარდირი გადაიქცა მნიშვნელოვან თავდამსხმელად, რომელიც მაჩვენებლებით გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი არ იყო.

კვარაცხელია - ქართული გუნდის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც როგორც იქნა, პირველ პლანზე გამოდის. "მილანის" შემადგენლობაში კახა კალაძე (თბილისის ამჟამინდელი მერი) მრავალი წლის მანძილზე ერთადერთი ქართველი გახლდათ, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო.

თუმცა ახლა, "კვარას" გარდა, ჰყავთ მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და უპირველეს ყოვლისა, ცხადია, პირველი სიდიადის ვარსკვლავი მამარდაშვილი - ევროპის ახალგაზრდა მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო.

მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორების კლასი ეჭვს არ იწვევს, თუ "კვარა" თავის სიმაღლეზე არ იქნა, ნაკრებს შეიძლება არაფერი გამოუვიდეს. თუ ის გოლს ვერ გაიტანს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება.

ბოლო 4 მატჩში საქართველომ 4 გოლი გაიტანა, 11 გაუშვა და თავის ჯგუფში ტემპს სახიფათოდ მოუკლო - ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასვლის შანსის მქონე გუნდს იმედის დასაბრუნებლად რაც შეიძლება მალე მართებს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, რათა მომავალში დიდ იმედგაცრუებას დააღწიოს თავი".

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრები პარასკევს ესპანეთთან უძლური აღმოჩნდა, ერთადერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა, როდესაც სიმონმა მის მიერ დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია და ისევ კვარაცხელიას ფაქტორს უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ადრე ეროვნულ გუნდში ბრწყინავდა, ერთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა, ახლა მოუკლო და ძველი კონდიციების დაბრუნება სჭირდება:

"ესპანეთთან დამარცხებული საქართველო ოსლოში, "ულევიზე", ჰოლანის ნორვეგიასთან სათამაშოდ გაემგზავრება. ეს მატჩი მეორე ადგილისათვის შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ვარსკვლავის სათანადო დახმარების გარეშე გაუჭირდება მომავალ ევროპირველობაზე მოხვედრა. რა სჭირდება "კვარას"? ნაპერწკალი. ისეთი, რაც თავისი შესაძლებლობების რწმენას განუახლებს - რომელმაც "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის მოხვედრა დაიმსახურა და თავისი ქვეყანა (და არამხოლოდ ნაკრები) ევროპულ და მსოფლიო რუკაზე დააბრუნა. ნორვეგია პირველი შანსია. შემდეგაა სერია A, ჩემპიონთა ლიგა და კი არ შეყოვნდება, არამედ უბრალოდ გაფრინდება".

Pretenziebi.
მხოლოდ უცოდინრები და ცხოვრების გარტყმაში არ მყოფი ხალხი აბრალებს Xვიჩას ყველაფერს. ტროლებიც ალბათ
Pretenziebi.
ფეხბურთის კი არა ცხოვრების გარტყმაში არა ხარ რა საერთოდ. ნამეტანი რო პროფესორობ, არავის ჭირდება ასეთი არაადეკვატური პრიმატების "კრიტიკა" ცილისწამება უფრო ზუსტად.
შენ
ალბანეთი ეძახე და სისინ-სისინით გადის ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხევაში,პირდაპირ შესარჩევიდან ევროპაზე!სწორედ აი ასეთი აგდებული დამოკიდებულება გვღუპავს ჩვენ!
ერი
თევზი თავიდან ყარს! ფედერაციაა ძირეულად შესაცვლელი! და მერე სანიოლი და შტაბი მიაყოლეთ მაგათ და ნახავთ თუ არ ათამაშდება ნაკრები!
ნიკა
არავინ არ ერჩის, უბრალოთ წოტა არ იყოს ტვინი წაიღეს ხვიჩუნით
ფეოლა
მაგარი ჭკვიანური პოსტია. პირდაპირ ათიანში არტყამ. რა ადვილად განსჯი ჩვენ ბიჭს შე "ექსპერტო"....საერთოდ რამე შეხება გაქვს სპორტთან, ფეხბურთთან?ჭადრაკი მაინც გითამაშია ერთხელ მაინც? მიხედე შენ საქმეებს. კვარა თვითონ დაალაგებს თავის სპორტულ პრობლემებს. გამომიჩნდა ესეც ფსიქოლოგიის მამა. რა მაგრად გაანაალიზა ბიჭის შეცდომები.. აცალეთ ბიჭს თამაშიიი!!!!!
კვანტური ფიზიკა
კვარა ჯუღელსკი
სიმართლე
მოდი ერთ რამეზე შევთამხდეთ! ამოვიდა ყელში ფსევდო-პატრიოტები და “ერთგული გულშემატკივრები” ნებისმიერი სპორტსმენი, იმსახურებას კრიტიკას და შექებას, იქიდან გამომდინარე როგორ იასპსარეზებს - და ეს ჩვეულებრივი ამბავია! ნეგატიური კუთხით მსჯელობა, არ ნიშნავს რომ გეზარება ან ცუდი დამოკიდებულება გაქვს ფეხბურთელის მიმართ. კვარაცხელია მაგალითია იმის რომ შეფასება შეიძლება უარყოფითიც იყოს, რა დონეზე ასორეზობ ამ ეტაპზე. მან ძალიან მოუკლო, ფაქტი სახეზეა, ამის უარყოფა არ შეიძლება. როცა საქმე შეეხევა ეროვნულ ნაკრებს, სრულიად ლეგიტიმურია ასეთი შეფასებების გაკეთება. მოკლე ანალიზი ამ ფეხბურთელის შესახება. სამწუხაროდ მან მოუკლო ბევრი მიზეზების გამო «ფსიქოლოგიური მომენტი და წნეხი» მას დააჯერეს რომ ყველაზე საუკეთესოა, და განუმეორებელია ამ სპორტის სახეობაში, დიდი როლი სპალეტიმ იკისრა, ამის საფუძველზე მოკლევადიან პერსპექტივაში ამან შედეგი გამოიღო: კვარა ძალიან აქტიური, მშრომელი, და ძალიან თანამედროვე ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მისი ბრძოლა დაცვაში, აჩქარებები დაცვიდან, მომენტალურად კონტრ-შეტევებში ჩართვები, დისტანციაზე ფეხბურთელის მოტყუება, და დიდ მანძილზე სირბილი დაუღალავად - ეს იყო მთავარი და დასამახსოვრებელი თვისება. და დაუფასდა კიდევაც, გულშემატკივრის მხრიდან და ასევე შედეგით. იმის შემდეგ, წნეხის ქვეშ და ამდენი ინფორმაციის მერე მყოფი კვარაცხელია ისეთივე პროდუქტიული ვერ გახდა, რატომ? იმიტომ რომ, მას მალევე დაეწყო სინდრომი რომელიც შინაგანათ აიძულებდა და ფიქრობდა როგორმე შეენარჩუნებია მაღალ საფეხურზე თავისი სტატისტიკა და კიდევ მეტადშედეგინი ყოფილიყო. დადგა ეტაპი როდესაც ის პირად მიღწევებზე უფრო დაიწყო ფიქრი ვიდრე გუნდზე, ბოლო თამაშებში(სანამ უიღბლო სტატისტიკა დაეწყებოდა) პირველი გარბოდა ყველა ბურთის მოწოდებაზე, კუთხურზე, და რამდენჯერმე პენალტი გააფუჭა. ეს არის ყველაფერი იმის შედეგი რომ ის აღმოჩნდა თავისი თავის მძევალი, იმ მოლოდინის რაც ხალხს და მედიას ქონდა. “იმ ეტაპზე როდესაც შედები არის, და გაღიარებენ და ვარსკვლავად გთვლიან, კვარაცხელია მიუდგა ძალიან არაპროფესიონალურად ამ ყველაფერს, და ვერ გადალახა ეს ეტაპი” დღევანდელი თამაში ამ ფეხბურთელის არის - ბრძოლა თავის ამბიციებთან. რაც ძალიან ხშირად ემართებათ ქართველ ფეხბურთელებს - პირადი ამბიციების წინა პლანზე აყვანა. ამ აბიციებს შეეწირა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, და არანაკლებ უარყოფითად იმოქმედა თავად კვარაცხელიაზე «როდესაც ხალხი გაღიარებს და უყვარხარ შენ არ გაქვს უფლება ზურგი შეეაქციო შენს ეროვნულ ნაკრებს» მაგრამ ვერ გათვალეს ის რომ, ამ ნაკრების დამსახურებით, და ხალხის სიყვარულით, ის არის იქ სადაც არის. საბოლოო დასკვნა არის ის რომ, ქართველ ადამიანს, სპორტსმენს სჭირდება ბევრი ძალისხმევა იმისთვის რომ რამეს მიაღწიოს, შემდეგ კი ძალიან დიდი ძალისხმევა რომ შეეანარჩინოს ეს ყველაფერი. ჩემთვის მთავარია როგორ იხარჯება სპორტსმენი, როგორ ბრძოლობს, და თავს აკლავს თუ არა თავის ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება დიდი ანგარიშით წააგო მაგრამ მუხლებ დაგლეჯილი გამოხვიდე - და მაშინ იტყვის ხალხი: ბრძოლობდნენ, მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდათ, მაგრამ შემდეგში გამოუვათ! ეს არის მთავარი - იმედი, რაც ამ ფეხბურთელებმა ბოლომდე დაგვიკარგეს. ფეხბურთელი რომელიც არ არის მზად მუხლები დაიგლიჯოს ეროვნული ნაკრების გამო და ურჩევნია კუნძუზე დაისვენოს, ის სააბოლოოდ უნდა დარჩეს კუნძულზე. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მეომრები, სულს და გულს რომ დადებენ და არ შეგვარხვენენ და თავის თავსაც არ შეირცხევენენ. მადლობა ყურადღებისთვის.
სულიკა
სანამ ჯუღელას ჯიში და ჯილაგი იტრიალებს ჩვენი ბიჭების ირგვლივ, ნეგატივი იმატებს, გინდა ხვიჩა იყოს და გინდა გოჩა.
ფეოლას,
კარგი რა, ფეოლა. აბა ხვედელიძე რომ გყავდა გუნდში და მარტო იგებდა თამაშებს, ის ვინღა იყო?
მასტერს
საინტერესო ანალიზია, დიდი მადლობა! სამწუხაროდ, ბევრი რამ მენიშნა...
აკაკი
ბოღმა რა შუაშია რა სისულელეს ამბობ? ყველგან ასეა თუ ფეხბურთელი ვერ ითამაშებს კრიტიკა მოდის. ვინმეს მის მაგივრად უნდა შესვლა და თამაში ეს პრეტენზია აქვთ გგონია? ფულზე თუ მივა საუბარი კვარაცხელიას ფულის შურთო რავიცი ეს არგუმენტი სისულელე იქნებოდა და მეორეც ერთი ფული არცერთ ფეხბურთელს ნაკრებშ არ აკლია. კვარაცხელიას რომ აქს იმდენი არა, მაგრამ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებენ. აბურჯანიას არ გვშურს? რასაც მსაზე ამბობენ მგონი აბურჯანიასიც შურთ რას იტყვი?
გიორგის
აქედანაც მოკითხვა დიდი სიყვარულით. ერთი აბი "ბოღმალგინი" დალიე ყოველდღე იქნებ გეშველოს და განთავისუფლდე.
ბს
ჰო, (ადამიან) მესმის შენი, სხვას გინდა რომ გული მოუკლა და ფულზე გაყიდვას და ზიზღში ცხოვრებას აბრალებ, არადა ფულზე და ფოჩიან კამფეტებზე და ,,დამლოცე მამაო"-ებზე ხართ გაყიდულები და შურით სკდებით წარმატებული ქართველის დანახვაზე, ამიტომ დაადგით თვალი ხვიჩასაც. ფაქტი ის არის რომ საპატრიარქოში სტუმრობის მერე აღარ უმართლებს ბიჭს, არც მონდომება აკლია და არც კლასი, მაგრამ ფატალურად არ უმართლებს, იღმალმა ზურგი აქცია, თითქოს რაღაცაზე გაუნაწყენდაო. ვინც თვლით რომ გამართლებაში არ არის საქმე და ფორმაში არ არი, ეზარება, მონდომება აკლია და ა.შ. შეგიძლიათ დაწეროთ დისლაიქები. აბა ბოღმიან(ი) ადამიან(ები) რამდენი ხართ? ხოლო ვინც თვლით რომ ხვიჩა მონდომებას არ აკლებს, არც კლასი დაუკარგავს და ფორმიდანაც არანაირად არ ამოვარდა, არამედ უიღბლობის ცუდი პერიოდი დაეწყო მარტის თვეში საქართველოში ჩამოსვლის მერე და ეს ყველაფერი იუჭველი გაივლის, ნავსი გატყდება და ისევ ისე გაიხარებს ხვიჩაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი, დაწერეთ ლაიქები. ვნახოთ აბა ბოღმიან(ები) უფრო მეტი არიან თუ მართლა გულშემატკიოვრები ;-)
ფეოლა
ასეთი ბოღმა ხალხი ჩვენ რომ ვართ, ალბათ მსოფლიოში არ არის. რას ვერჩით ამ ბიჭს? რამოდენა სიხარული მოგვანიჭა წინა სეზონში და გაგვიხარა გულები. რატომ გავიწყდებათ, რომ ერთი პატარა ბიჭია, ყველაფერი წინაა აქვს, წარმატებებიც და ჩავარდნებიც. ამ ხნის კაცი ვარ და ვაღიარებ , რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლია. მესხის და მეტრეველის თამაშები მაქვს სტადიონზე ნანახი. მხარი დავუჭიროთ ამ კაცს, ის კიდევ ბევრჯერ გაგავახარებს. ხვიჩა კვარაცხელიას გაუმარჯოოს!!!!!
giorguna
ბოლო ბოლო ბრაზილიის ნაკრები დამარცხდა გერმანიასთან 7:1. რა პანიკა შექმენით რა ხდება? მოახვიეს თავისი თამაში თავზე და დაშალეს ბრინჯივით ჩვენი ბიჭები. გაცილებით მეტი ამხანაგური მატჩი უნდა ჩავატაროთ არა ალბანეთთან და მისნაირებთან, არამედ ევროპულ ტოპ ჩემპიონატების მქონე ქვეყნებთან, მაშინ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ პრაქტიკის დაგროვებას.
აკო
რა თქმა უნდა მასე არაა მაგრამ მასეც რომ იყოს გიხარია?? ისეთ კომენტარებს წერთ აშკარად გიხარიათ ნაკრების და ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობა. საიდან მოხვედით ასეთები.
აკო
რამ გაგამწარათ. ბოღმამ არ დაგახრჩოთ ფრთხილად.
ქორ-პარიკმახერი
გამოლოცვა ჭირდება მეთქი , ვისგან და რისგან აღარ დავწერ, თორემ ისევ არ გამომიქვეყნებენ. არადა ბიჭი მშვენიერ ფორმაშია, არაფერს არ აკლებს, მაგრამ .... დათარსულია !!! და და არც სახუმარო ამბავია ეგ!
beqa
შთაბეჭდილება მექმნება ვერ უძლებს წნეხს შეიბოჭა, თვითონ გასაგებია არ იტყვის,თუ გადალახა შეუჩერებელი გახდება 2-3 თამაში ჭირდება მისთვის დამახასიათებელი კარგი თამაში
გიორგი IV
კვარადონა)))მორჩა მაგის ფუტბოლი.ზვიზდნი დაეწყო ბიჭს!დააწება გარსიამ სკამზე!ოქროს ბურთი კიარა ჩვეულებრივი ბურთი მოენატრება აწი))ბადრიას მოკითხვა გულითადი და ჯუღელს კიდე!))
ადამიანი
სად იზრდებით ამისთანა შხამიანე ი,ამგვარ ზიზღში როგორ ცხოვრობთ,განა რა ფულს გიხდიან?
x
არადა პატრიარქმა ხომ დალოცა პირიქით არ უნდა ემოქმედა?.............კვარაა თაღლითი თუ პატრიარქი ლოცვის მაგივრად იწყევლება ვეღარ გამიგია
სიმართლე
სად ცალია ნაკრების გულისთვის ნაპერწკალი აენთოს. ნაპერწკალი მაშინ აენთო ახალგაზრდული რო დაიკიდა და იმ დღეს როცა მთელი გუნდი თამაშობდა ისრაელთან თვითონ ქორწილში ცეკვავდა. თან ეს გუნდელებიც არ დაპატიჟა ავტომატურად. დავისვენო უნდა გადავიღალოო რო შემდეგ სეზონში დედა მოვიტყნაო და მაგრად დაისვენა ბრდღვნის ახლა ყველაფერს
Maximus
ხო ხო აბა გაფრინდება, დაიჭირეთ არ გაგიფრინდეთ)))))
lond
არ დამეზარა და იუთუბზე ვნახე თემურ ქეცბაიას დროს მომზადებული სიუჟეტები ქართველი სპორტული ჟურნალისტებისა. სრულიად გასაგებია ვინ და რატომ ღუპავს ქართულ ფეხბურთს. ფაქტია, ქეცბაიამ დააპირა ნაკრების გაახალგაზრდავება. ამის გამო მას მოუწია დაპირისპიპრება მაშინდელ ავტორიტეტებთან ნაკრებში, როგორც ახლა გურამ კაშია არის "ხელშეუხები" და 36 წლის ასაკში ნაკრებიდან ძვრას ვერავინ უშვება და თავისი ნებით არაფრით არ მიდის, ზუსტად მასე იყო მაშინ აბა ვინ? ხიზანიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი... და დღეს ვინ არიან ფედერაიაში "მომჯდრები"? კობიაშვილი პრეზიდენტი, იაშვილი მოადგილე, ხიზანიშვილი ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე. აი, როდის და რატომ დაიბოღმნენ ბიჭები! მერე დაასრულეს კარიერა უცხოეთის კლუბებში, ჩამოვიდნენ, გასაგებია ვისი მეშვეობითაც ჩაიგდეს ხელში ფეხბურთის ფედერაცია და დაბოღმილებმა აუგორეს ქეცბაიას მედიაში შავი პიარი! სპორტული ჟურნალისტების ნაწილს ამაში მოზრდილი მაყუთიც ექნება აღებული! პოლონეთთან 0-4 წაგება უკვე ეფექტური საბაბი იყო და ქეცბაია უსამართლოდ ჩამოაშორეს ნაკრებს. მერე დაიწყო ასევე დიდი მაყუთის ხარჯვით პირიქით დადებითი პიარი და ყაზახეთთან გაჭირვებით მოგება უცებ გააფორმა მედიამ - "ისტორიის დაწერად!". საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო ვაისმა აბსოლუტურად ვერ გაამართლა და ეს ჯიუტი და ხეპრე "სასტავი" გადავიდა სანიოლის პროექტზე. კაშია ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ამათ არ ესმით, რომ ხელოვნური, ფასადური აჟიოტაჟით არ კეთდება საქმე. სადამდეც მივედით ნახეთ ქეცბაია პოლონეთთან 0-4-ს შეეწირა და აგერ მივიღეთ ესპანეთთან 1-7. თან ქეცბაიას დროც არ მისცეს ახალი გუნდის ფორმირებისთვის (პირველი 4 წელი "ძველი" გუნდით სცადეს. მერე მოხდა შეთანხმება გუნდის გაახალგაზრდავებაზე, მარა 1 წელიც აღარ აცალეს. სულ 5 წელი მუშაობდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად). ახლა კი "კვარაცხელიებით,მიქაუტაძეებით, მამარდაშვილებით" გადაპენტილი "ვარსკვლავური" ნაკრები ჰყავთ და რა ქნეს? რეკორდულად ჩაისვარეს. ქართული ფეხბურთის თითქმის მუდმივი პრობლემა! ეს არ ნიშნავს ცუდ ფეხბურთელობას, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მაგარ ფეხბურთელებსაც სჭირთ ხოლმე ეს ჯერ კიდევ მესხიდან დაწყებული, მანუჩარ მაჩაიძით გაგრძელებული. წასვლის დროს ვერ ხვდება ხალხი და თუ შეეცდება ვინმე რომ გაუშვას ძალიან ცუდ დღეში ვარდება. ამიტომ არის უკანალში დღემდე ქართული ფეხბურთი და იქნება კიდევ დიდი ხანი ზუსტად! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! ზუსტად მიხვდებით, რატომ არ მიეთრევა კაშია ნაკრებიდან! ზუსტად დაინახავთ რა დონეზე ნარცის და ამპარტავან ადამიანებს აბარიათ ფდერაცია და როგორი ჯიგრები არიან ნაღდი ფეხბურთელები, თუნდაც კანკავა და თუნდაც თავად ქეცბაია, რომლებიც 35 წლის ასაკამდე, საკუთარი ნებით წავიდნენ ნაკრებიდან ახალგაზრდებს დაუთმეს! და თვით ყველაზე დიდი ლეგენდა ქართული ფეხბურთისა დავით ყიფიანი მიხვდა, რომ იმ საშინელი ტრავმის მერე ფორმა დაკარგა, ასაკიც გაითვალისწინა და თავისი ნებით წავიდა!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ