ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, ქალთა ტურნირში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა
ბუქარესტში მიმდინარეობს მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის. დღეს ქალთა ტურნირი დამთავრდა, რომელშიც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა - ბათუმელი შორენა შარაძე (63) და ისიც პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ რიო ვატარისთან. რადგან ფინალში ვერც იაპონელი გავიდა, არც ჩვენებურს მიეცა სანუგეშო წრეში ჩართვის საშუალება.

შარაძეს ჩვენში უფრო ძიუდოისტად იცნობენ, რადგან ძირითადად იქ გამოდის. საქართველოში ქალთა ძიუდოს კიდევ გააჩნია ისტორია, ჭიდაობას კი აქაური ქალები ნაკლებად ეტანებიან, თუმცა შარაძე პირველი მერცხალი არაა - დამოუკიდებლი საქართველოს ისტორიაში ელა გილიგაშვილი იყო პირველი ქართველი ქალი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავა.

ხვალიდან ბუქარესტში ტურნირში უკვე თავისუფალი სტილით მოასპარეზენი ჩაებმებიან. ნუგზარ სხირელის გუნდის ღირსებას ლევან როჭიკაშვილი (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), მამუკა კორძაია (96) და თედორე ებანოიძე (120) დაიცავენ. მათგან ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ პირველობაზე გაიმარჯვეს (მარსაგიშვილი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედაც დასახელდა), პეტრიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ჩოჩიშვილი და ებანოიძე კი მესამეზე გავიდნენ, ოღონდ მაშინ ებანოიძემ 96-ში იჭიდავა. ევროპაზე მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილიც მესამეზე გავიდა, მაგრამ ამჯერად ჭაბუკთა მსოფლიოსთვის ემზადება.

მსოფლიოს შარშანდელ ახალგაზრდულ პირველობაზე ამ გუნდმა 5 მედალი მოიპოვა. აქედან 2-2 ოქრო და ბრინჯაოა. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონები ხინჩეგაშვილი და დავით ხუციშვილი (74) გახდნენ, ლაშა ტალახაძემ (50) ვერცხლი მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ჩოჩიშვილი და მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა