ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

maximuss
დავწერეთ ბევრჯერ ფედერაციის სასტავს არ ევასებათ ეგ არაბიძე ლოჩოშვილი გადრანი ..ნაკრებში სტაბილურად იძახებენ ჯუღელის გახოკიძის ამისულაშვილის ფეხბურთელებს..რომ მერე სარფიანად გაყიდონ ნაკრებში თამაშები სტატისტიკააა..თან ტოტალიზატორის ამბავში დემე უბერავს მაზებს ცქიტო წამალს კობი იაშკა მუჯირი და ხიზანა მაყუთს ..რავი მგონი ავხსენი გასაგებად.უფრო ზუსტად ქეცბას ძველი ჩანაწერები ნახე ვისზედაც მაშინ საუბრობს და აგინებს დღეს ყველა ფედერაციაშია
ამიკო
35 სკოლაში 50 მოზარდიდან 5 ითამაშა ნაკრებში და ერთი დარბოდა 11 წამში 100 მეტრს და დანარჩენი 12 . 11 წამიანმა ითამაშა ტოპ 5 ში
გია
კარგით რა ეს მაგარი იცით- "თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის იმაზე მეტი, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ", გეგონება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გადიან და ჩვენ მაინც ვაკრიტიკებთ.
nedved
დავიჯერო საზანოვი კვირკველიაზე მეტს გააფუჭებს? ტიპს პასს ვერ აძლევს ვერც მამარდა და ვერც კაშია, იციან რო რაღაც საოცრებას იზამს. ამას ვერ ხედავს ვილი?
გია
100%-ით მართალი ხართ
გია
ლობჟანიძეს რა მაგარი ფეხები აქვს, ეტყობა ტრენაჟორებთან ახლოსაც არ ჩაუვლია.
ოპი
დიდი ვარაუდით ფედერაციის მუშაკია აპრავებს და არი აბა რაქნას
ლაშა
ჩვენც ბოლომდე ვქომაგობთ ჩვენ ნაკრებს სტადიონზე მისული ხალხი ამის დასტურია. ვინც სტადიონზე ვერ ხვდება არარსებობს კორპუსი ხმები არ გამოდიოდეს საგუშემატკივრო. უბრალოდ როცა პრობლემაა პრობლემას მოგვარება უნდა. არ მოაგვარო და მაინც ვიძახოთ ბოლომდე უწომაგოდ ამით არც ნაკრები წავა წინ და ჩვენც ესე ვიქნებით გულდაწყვეტილი. გინდა არ გინდა ფულის თემასაც ვერ აუვლი ადამიანი გვერდს. ხალხი რო მოდის ფულს იხდის ყვირის იხარჯება მოედანზე რო რამით დაგეხმაროს შენც ხო უნდა დაიხარჯო ბოლომდე.
ქომაგი
ვერ შეელივნენ ამ ვეტერან მცველებს და ფეხბურთელებს.მადლობლები ვართ კაშიასი და კვირკველიასი.მაგრამ 7-1 ს საზონოვით და გელაშვილით ან კალანდაძეთი წავება ჯობდა.ჭკუას მაინც ისწავლიდნენ ახალგაზრდები და გამოცდილებას მიიღებდნენ.აღარაა სარგებელი ვეტერანებით,მაგრამ ბევრი აქვთ გაკეთებული ნაკრებში.უდავოდ
ლაშა
კვირკველია კაშია აბურჯანია რატო თამაშობენ ? თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ რომ წავიდნენ? კვირკველია კაშიას ლოჩოშვილი საზონოვი არ ჯობია ? აბურჯანია ნაცვლად გაგნიძე ან მექვაბიშვილი. მართლა კარგი თაობაა და ამ ზოგ ზოგიერთებს რატო ვაყოლებთ ნაკრებს ?
Maximus
გველესიანს რატომ არ ათამაშებთ ნაკრებში????
Ჯარჯის
შენ იმენა მაგრად გძმარავს
Ვახტანგ კაპანაძე
ხიზანა და მერე თავით აუტზე ან კუთხურზე გადააგდებს გააჩნია მეტი კუთხური თუ აუტი აქვს დაწერილი..
ნიკა
ჰაალანდს ვინ ამოკეტავს კვირკველია თუ კაშია ? :D:D:D
Tora
გელაშვილს რატო არ იძახებენ ნაკრებში?? ახალი თაობით უნდა მოხდეს ჩანაცვლება დაცვა არ გვყავს შუა ხაზი არ გვყავს!
ირაკლი
ერთი "ვაშა ამხანაგებო" და ტაში აკლდა შენს გამოსვლას ბოლოში.
პარივისცემით ზურა.
კი კაცო! პაჩკა, პაჩკა მილიონები გადამიხადეს, რო კომენტარი დამეწერა. ეხლა საქმეზე, ვისაც კიდევ ადამიანობა შეგვრჩა და მართლა გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი გვქვია (დარწმუნებული ვარ, ასეთები ბევრნი ვართ) ბოლომდე ვუქომაგებთ ჩვენს ნაკრებს! თქვენ კი ილანძღეთ, იგინეთ, იღადავეთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ გგონიათ ამით ამტკიცებთ, რო ხართ მაგრები, მაგრად იშტერებთ თავებს!
ზურას
კაი თუ ძმახარ რა სულის და გულის დადებას სთხოვ არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან, რაც არ უნდა დავდადებული და თავგანწირული იყო საკითარ თავს ვერ გადაახტები, აზაროვს ან გოჩოლეიშვილს თავდადება აკლდა ბიჭებს სახე შეშლილი ჰქონდათ, მარა ვერ გააჩერენ ეს დე--და აფეთქებულები, არც სხვებს დაუზოგავთ დარწმუნებული ვარ თავი მარა იმ დღეს ესპანეთს ვერავი გააჩერებდა.
SOSO
ჯუღელმა რომ სხვა და სხვა ხილული თუ გვერდითი გზებით მოაწყო კვარა, ზურიკო, აზარა და კვერნაძე უცხოეთში მერე და ნაკრებს მაგით რაა- შედეგობრივად, ვერ ათრიეს ესპანელებმა და შოტლანდიელებმა ერთი ადგილით,მანამდე კიდევ უჰალანდო ნორვეგიამ ბათუმში, ვერც ერთი პრინციპული თამაში ვერ მოიგეს-ვინ მაკედონია ჩამოიტოვე? დაგავიწყდა საგზური როგორ აგწკაპა მაგ მაკედონიამ ერთა ლიგის ფინალში? ან ახალგაზრდული როგორ იყო წარმატებული, პრინციპული თამაში წავაგეთ ისრელთან და ოლიმპიადაზე წასვლის იშვიათი შანსი დავკარგეთ. ამასთან ამ შესარჩევში ტრადიციულად ისევ ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ და ფიფას რეიტინგით მე-80, ყველა ქართული კლუბი გამოვარდა ევრო ტურნირებიდან და მაინც სად ხედავ პროგრესს და ფედერაციის პოზიტიურ როლს ამაში, პირიქით ცუდათ აკეთებენ თავიანთ საქმეს და ტყუილად ხარჯავენ ამ გაჭივრებული ქვეყნის ბიუჯეტის ფულს და უნდა წავიდნენ, აგერ გერმანიამ წააგო ორი მატჩი მიჯნით და ერთი ამბავი ატყდა მყისიერად, აქ კიდევ 1-7 და ვითომც არაფერიიი....კრიტიკაც არ შეიძლება,ეგრევე წინა ხელისუფლების ბრალეულობა და ჯანი მისი...გამპრავებლები კი ოხრად ყავთ,ოღონდ არ მესმის მართლა ასე ჭკუა სუსტია ეს ხალხი თუ ფულს იღებენ ასეთ კომენ-ტებში.
ლაშა
კი, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონები გვყავდა, მაშინ ვიყავით მეტ-ნაკლებად ფორმაში და?! ამას ვამბობ...
las
ცხადაძემ რომ გააკეთა კომენტარი კვერკველიაზე წონა აქვს მომატებულიო. ერტი ამბავი ატეხა მაგან. ვერ უნდა მიხვდეს ვინმე ან ფედერაციაში, ან სამწვრთნელო შტაბში, რომ ნაკრებში არიან მოთმააშეები რომელბმაც სრულად ამოწურეს პოტენციალი და პროგრესის არანაირი შანსი არ აქვთ. ნუთუ როცა სატურნირო მდგომარეობას ჯგუფში არანაირი მმსნიშვნელობა აღარ აქვს მაშინ მაინც არ უნდა დააყენო პერსპექტიული ახალი სახეები?
ზურას
ნუ გვამადლით ისეთ რამეს რაც ვლდებულებაა, ამათ რაც გაუკეთებიათ იმდენი რომელმა გააკეთეთო, რას გვემადლებით, რას გვავალდებულებთ, რომ რამდენჯერაც ჩაისვრით იმდენი ტაში დაგიკრათ, ერთი გევალებათ, ითამაშოთ ჯიგრით, მონდომებულად, თავი არ დაზოგო, ხან მოიგებ და ხან წააგებ, მაგრამ დადე სული და გული, ეგ არის შენი პროფესია, ჩვენც გვაქვს ჩვენი პროფესიები და თუ ცუდად გავაკეთებთ რამეს, იმ სამსახურში არავინ გაგვაჩერებს, იგივე ეხება ფედერაციას, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, თუ ვერ ან ცუდად ასრულებ შენ მოვალეობას წადი სახლსში, ამათ წასვლაც არ უნდათ და თან ნუ აკრიტიკებ, ეწყინებათ, ამ სიტუაციაში ამათი დამცველები ან შტერები ხართ, ან ფულს გიხდიან ამ პოსტებში, ან ძალით იშტერებთ თავს
გუსანი
გუნდში თუ კვირკველია და აბურჯანია იქნება , მე ვემიჯნები და ანგარიშიც აღარ მაინტერესებს,ა შკარად არაჯანსაღი სელექცია ხდება ნაკრებში... გადართული დავრჩები რაგბიზე, ვაგებთ მაგრამ სახეს არ კარგავენ ბიჭები. პორტუგალიას მაინც მოვუგებთ, იქნებ ქულაც ავიღოთ უელსთან, ან ფიჯისთანაც, თუმცა არ მგონია რეალობა...
ჯარჯი
სად მოიყარეთ ამდენმა ლუზერმა და საკუთარ ცხოვრებაზე გამწარებულმა ხალხმა თავი ??!! რა ჯუღელი, რა ნაცნობობა?!! ჩამოთვალეთ მეტნაკლებად თანაბარი ძალის 15 ფეხბურთელი!!! დამისახელეთ გუნდი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველების და ბურთის ამომტანის გარეშე თამაშობს. ვინ გყავთ უკეთესი და ვის არ ათამაშებენ. ვინ გვყავს ნახევარდაცვაში ისეთი, რომელიც ჩამშლელეადაც კარგია და ბურთის ამოტანა და დაჭერაც შეძლია. კარგი ბიჭები არიან აზარაც და გოჩოლაც, მაგრამ "აკატავეს" ორივე ესპანელება. ვინ გვყავს მაგათზე უკეთესი ფლანგებზე?!! კალათბურთშიც, რაგბშიც და ფეხბურთშიც, გვაყავს საშუალო დონის მეორე ეშელონის გუნდები. აქ ფედერაციას რომ აგინებთ, ის გაიხსენეთ, მიშას დროს რომ სტადიონები ანგრიეს და ფედერაცია ფაქტობრივად გააუქმეს. იმის ნაყოფს ვიმკით ახლა. დღევანდელი ტენდენცია პოზიტიურია. ერთა ლიგაზე ნახევარ ფინალში ვართ. ბურთების შეფარდებით 16:3. ქვეჯგუფში ჩავტოვეთ ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც თავსი მხრივ, იტალიაშივე მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვა იტალია. U21 წარმატებულად ჩატარდა ქვეყანაში და ნაკრებმაც ითამაშა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტოპ 5-ში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს და რამდენიმეც ასევ კარგ ლიგებში და ნორმალურ გუნდებში, სულ ახლაგაზრდები. რამდენიმე პერსპექტიული უცხოეთში დაბადებული ახალგაზრდა ჩამოიყვანეს ასოკობრივ ნაკრებებში. ჯუღელზე რომ ღლიცინობთ, მაგის წაყვანილია კვარა, ზურიკო, აზარა, კვერნაძე. მისი 0.1 % არ გექნებათ არც საქმე გაკეთებული არცერთს და მითუმეტეს ფული ნაშოვნი! ფეხბურთელის გაზრდას დრო სჭირდება 1-12 წელი ამ ბოლო პერიოდში, ბევრი სტადიონი და ბაზა აშენდა, ბევრი შენდება. მიდის ბავშვთა მწვრთნელების მომზადება. დრო და დიდი ფულია საჭირო რომ პროგრესი გაგრძელდეს!
გიგი
საქართველო ცუდი კი არა უძლიერესი გუნდი იყო ოღონდ 90 წლებში მარა წარმატებას ვერ მიახწია
ირაკლი
როდესაც 2000 წლის ევრო შესარჩევში ნორვეგია, საბერძნეთი, სლოვენია, ალბანეთი და ლატვია გვერგო მაშინ საერთოდ ბოლო ადგილი დავიკავეთ ჯგუფში, ასე რომ ეგ არაფერ შუაშია.
ისაესა
ქეცბა რომ ყოფილიყო მწვრთნელი ჩვეულებრივად გადაუვლიდნენ და აქ არც ისე ცუდი გუნდი არ არისო)))
ლაშა
მართალი ხარ! ქილიკი და დაცინვა მიუღებელია. ვაჟკაცურია გვერდში დგომა და გამხნევება და ასევე დიდი ილიას მიერ თქმულის შეხსენება: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო".
თემო
დიახ ბატონო ვიცით ცუდი გუნდი რომ არაა და მიტომ ვნერვიულობთ და განვიცდით.პრობლემები გვაქვს ტრენერს არ ეკითხებიან არაფერს .სამწვრთნელო შტაბი გვყავს NAბოზვრეBI .FEDEრაციA მაფIOZები და ჯუღელის გასაყიდი ფეხბურთელები ვერ მოვიცილეთ ნაკრებში რომლებსაც წარმატებით კურირებს დვალიშვილი..
ჯაბა
ზოგი ვილის თვლის მიზეზად, ზოგიც ფედერაციას, თუ დააკვირდებით3 ჩვენი ნაკრების უკუსვლა, ხვიჩას წარმატებით გათავხედებული ჯუღელის გააქტიურებას უკავშირდება. "ფეხით აღებს" ნებისმიერი ქართული კლუბებისა თუ ფედერაციის კარებებს და "Васюки"-ს გეგმებს ხლართავს.
ლაშა
კორპუსით თამაში უჭირთ ჩვენებს. ძალისმიერ ვარჯიშებს (შტანგა, ტრენაჟორები) ნაკლებად ასრულებენ. ესაა გასაუმჯობესებელი. ყველა ორთაბრძოლას კორპუსით აგებენ და იფეხვებიან. სპორტის მოდებაში ვინცაა, კარგად მოეხსენება, რომ ძალიდან სისწრაფე წარმოიშობა (არც პირველი გვაქვს სახარბიელო და არც მეორე!), ხოლო გამძლეობა ან სწრაფძალისმიერი გამძლეობა, ისეთი, როგორც მთელი 90 წუთის მანძილზე 8 კილომეტრამდე რბენას სჭირდება ეს მეტნაკლებად გამოსწორებულია მეტწილად ჩვენი ფეხბურთელების კარგ კლუბებში მოხვედრით, თუმცა არა იდეალური. ამას რომ ვერც ფეხბურთელი და ვერც მწვრთნელი მიხვდება რა უნდა ვილაპარაკო?! კვარაზე და ახლა უკვე კვერნაძეზე ხომ ვიცით თავიდან თუ რა თქვეს იტალიაში? ძალაზე მუშაობა სჭირდებაო, რაც ლექსიკონში ჩვენი ფეხბურთელებისთვის მეტ-ნაკლებად უცხოა, განსხვავებით იმავე უცხოელი ფეხბურთელებისგან. ასე რომ, შეიგნეთ ფეხბურთელებო, 30 წელია მატაობთ გეგონება მარადონები მყავდეთ. იცით მარადონას ერთი პერიოდი ბენ ჯონსონი უწევდა კონსულტაციებს? ხოლო მესხი თავიდან მოჭიდავე იყო, სისწრაფე კი ფეთქებადი ჰქონდა. კაცი კეტებით 11 წამში დარბოდა 100 მეტრს, მძლეოსნური შიპების გარეშე! აბა ეხლანდელი ვინმე ირბენს ამდენში? თავი გაანძრიეთ ცოტა ეფხბურთელებო. როცა მატაობ, თან უდიდესი სისწრაფე უნდა გაგაჩნდეს, როგორიც ჰქონდა ოლეგ ბლოხინს, რობერტო კარლოსს ან რონალდოს. ნებისმიერი ნორმალური ფეხბურთელი 100 მეტრს მეორე თანრიგზე (11,7) უკეთ ირბენს!
ზურა
ჩავიკითხე კომენტარები და სამწუხაროდ დასკვნა ასეთია: ქართველი გულშემატკივრების უმეტესობა არის ძალიან დაბალი დონის, არიან უაღრესად ცინიკოსები, რომლებიც დასულები არიან მარტო ღადაობაზე და დაცინვაზე, ეს სჩანს უმეტეს კომენტარებშიც. ასეთი კომენტარების ავტორებს ვეკითხები, თქვენ რა გაგიკეთებიან იმაზე მეტი, ვიდრე ამ ჩვენს ბიჭებს? დარწმუნებული ვარ არაფერი, რადგანაც თქვენი საქმეა სხვა ლანძღოთ და მიწასთან ასწოროთ, უბრალოდ აღარ დაიღალეთ??? ჟანსაღი კრიტიკა მისაღებია, ხოლო თქვენი "ორღობის დონის" კატეგორიულად არა!!!!!!!
Levani
ადვილი თუ იქნება მათამაშეთ მეც,თუარა დაგიჭრით მაგ ბურთს
ლაშა
ისტორიულად ხო ვერ აგვაცილეს ქვეჯგუფში მსოფლიო ჩემპიონებს რა. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. იყო დრო მსოფლიო რეიტინგში 46-ე ვიყავით (ეს ისტორიული მაქსიმუმი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში), მაგრამ მაშინაც ინგლისი, იტალია, საფრანგეთი თუ გერმანია. ეხლა ესპანეთზე დაგვწერეს ჯვარი! ა, ყაზახეთი და მსგავსი ნაკრებები (ალბანეთსი ქვეჯგუფი (მის გარდა: ჩეხეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ფარერები), უნგრეთის ქვეჯგუფი (მის გარდა: სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა/ლიტვა)!
ილია
როგორ უნდა ეთამაშო შემტევი ფეხბურთი მას ვინც სისხარტეში გჯობია.სურვილი კარგია,მაგრამ შრომის და დისციპლინის კულტის გარეშე წარმატება არ მოდის.
ლაშა
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსულ უკვე წარმატებულ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა და დროა ვეტერნების ცვლილება...
ილია
როგორ უნდა ეთამაშო შემტევი ფეხბურთი მას ვინც სისხარტეში გჯობია.სურვილი კარგია,მაგრამ შრომის და დისციპლინის კულტის გარეშე წარმატება არ მოდის.
beqa
ამ ნაკრებმა ყაზახეთი თუ გაიარა აი ბერძნებთან შანსიც არაგვააქ. არააქ ამ გუნდს რაღაც დამაჯერებლობა აი რო გჯერა არაა თან პირველი თუ გაუშვეს მეყოლე კარგად
ირაკლი
რა არის სანახაობრივად მაგარი,დიდი ანგარიშით წაგება? ქეცბაიას დროს იყო ყოველთვის ანგარიშ გასაწევი გუნდი საქართველო,ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით. ახლა გვყავს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა და არ ვიყენებთ,ფედერაცია არ აცლის არავის მუშაობას!
კვირკველია?-ს
გარკვევით წერია, რომ სხვისი პრევიუა. ისე, ავტორმა გუშინ დაწერა, კაშია მაინც იქნებაო და ჯვარზე აცვეს და აგერ სხვებს კვირკველიაც ჰყავს. 3 დღეში ახალი ნაკრები არ იქმნება, თან თუ განაცხადში ბევრი არავინაა
mamuka
კალაძეს რომ არ უკბინო, ისე როგორ შეიძლება?!
35
ყველაზე კარგი თავდაცვა არის თავდასხმა . ჯობს ბრძოლაში და შეტევაში წააგო თამაში დიდი ანგარიშით ვიდრ ტემპის დაგდების მცდელობებში.რაც უარესია . ცხადაძეს ქონდა ერთი მაგარი თვისება შეტევაში გადაიყვანა გუნდი გერმანიასთან წავაგეთ 2 1. პოლონეთან წავაგეთ დიდი ანგარიშით მაგრამ სანახაობრივად იყო მაგარი . მომენტებიც გვქონდა. ნოიერმა თამაშის შემდეგ თქვა რომ მეგონა იტალიას ვეთამაშებოდითო.ფსიქოლოგიური განწყობა მთავარია საბრძოლო 2 ნომრად არ უნდა დაიწყოს გუნდმა თამაში პირველივე წუთიდან.ცხოვრებაში ფეხბურთ ბევრმა ნიჭიერმა ვერ ითამაშა მაგრამ ბევრმა ნაკლებად ნიჭიერმა ბრძოლით ბევრ რამეს მიაღწია.
SDERER
ისევ წავაგებთ, რამე გასაკვირია თუ რა. რაიმე ნიშანწყალი არსებობს ოპტიმიზმის? არავითარი. გადახედეთ რას შვებიან სხვა ქვეყნები, ყველას აქვს პროგრესი, ჩვენ ან ისევ იქ ვართ ან უკან მივდივრთ. ეს რისი ბრალია ეგს არ ვიცი. ფაქტია ჯიუტი რომ სამწუხაროდ რეალობა ასეა.
giorguna
კვირკველია და კაშია მოაშრეთ ნაკრებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, მარტო ძირითად განაცხადს და "ზამენას" , არამედ საერთოდ უნდა მოაშოროთ კაშია და კვირკველია, ხშირ შემთხვევაში ანტიგმირები არიან ჩვენი ნაკრებისთვის, როგორც თავის დროზე კალაძე ბიჭუნა იყო 2 ავტოგოლის ავტორი ლეგენდა;
კვირკველია?
ავტორო კვირკველია რატომ დააყენე ძირითადში და საზანოვი არა?
ვახსიმონტო
ცისკარას სალამურის სტვენაც კი ვერ გამოგვაფხიზლებს
გიორგი
გაიღვიძეთ ხალხო.
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
ერლინ ჰოლანმა "სიტისთან" კონტრაქტი 9 წლით გაახანგრძლივა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
არც ჰოლანი და არც მბაპე - ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
ჰოლანი "სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობით..." - Marca ნორვეგიელზე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
ტრავმირებული ჰოლანი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"ჰოლანმა რითი უნდა გამაკვირვოს?" - პეპ გვარდიოლა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს